რენომ საქართველოში Dokker-ის და Dokker Van-ის გაყიდვები დაიწყო
17.10.2013
ოქტომებრის თვეში ”რენომ” საქართველოში ახალი, მრავალფუნქციური ავტომობილების, Renault Dokker-ისა და Dokker Van-ის გაყიდვები დაიწყო.
Dokker-ის ფასი 10 500 ევროდან იწყება, Dokker Van-ის - 10 700 ევროდან.
Renault Dokker - ხუთადგილიანი მინივენია როგორც კერძო ასევე პროფესიონალური მოხმარებისთვის. თავის კლასსში მას ყველაზე დიდი საბარგული აქვს, რომლის მოცულობა 800 ლიტრია.
Renault Dokker Van უფრო კომერციული მინივენების სეგმენტს განეკუთვნება. თავისი პრაქტილულობითა და საექსპლუატაციო მონაცემებით (3.3 კუბ.მეტრი) ავტომობილი უფრო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დააინტერესებს.
მოდელები ხელმისაწვდომია როგორც ბენზინზე მომუშავე ძრავით 1,6 ლ., ასევე დიზელზე. რომლის მოცულობა 1.5 ლიტრია.

ფუნქციური დიზაინი

დასახელება Dokker მომდინარეობს ინგლისური სიტყვისაგან dockworker (პორტის საწყობის მუშა), რასაც ფაქტობრივად ადასტურებს ეს მოდელები თავისი ტევადობით.
Renault Dokker და Renault Dokker Van გამოირჩევიან შთამბეჭდავი გაბარიტებით (სიგრძე: 4,36 მ / სიგანე: 1,75 მ/ სიმაღლე: 1,81 )
ამ მოდელების შექმნისას დიზაინერებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პრაქტიკულობას. აღსანიშნავია, რომ Renault Dokker-ს გვერდითა მოსრიალე კარი აქვს, რაც პარკირებისას ძალიან მოსახერხებელია.
კლირენსი – მინივენების კიდევ ერთი ძლიერი მხარეა. Renault Dokker-ისთვის ის 190 მმ-ია, ხოლო Renault Dokker Van -ისთვის— 186 მმ.

Renault Dokker – მრავალფუნქციური ხუთადგილიანი მინივენი

ამ სამგზავრო მინივენის გაბარიტების (სიგრძე: 4.36 მ / სიგანე: 1,75 მ / სიმაღლე: 1,81 მ) წყალობით სალონის ტევადობა 5 ადამიანია, ხოლო საბარგულის ტევადობა - 800 ლიტრი.
აღსანიშნავია, რომ უკანა სავარძლების მგზავრები კომფორტულად იგრძნობენ თავს, რადგაც სალონი საკმაოდ მოცულობითია. სავარძლის საჯდომსა და ავტომობილის ჭერს შორის მანძილი 1.065 მეტრია, საგარძლის სიგანე კი 1.456 მეტრი.

Renault Dokker Van – თავის კლასში ყველაზე პრაქტიკული კომერციული მინივენი

სატვირთო Renault Dokker Van-ს შეუძლია გადაიყვანოს 2 მგზავრი და 600 კგ. ტვირთი, საბარგულის ნაწილის მოცულობა 3,3 მ³, ხოლო სატვირთო ნაწილის სიგრძე – 1,9 მ.
Easy Seat-ის სისტემის წყალობით მგზავრების წინა სავარძლები იკეცება და სალონის სიგრძე 2.24 მეტრამდე იზრდება. სავარძლების სრულად აკეცვისას, ავტომობილის საბარგული 3.9 მეტრამდე იზრდება.
მინივენის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის მოსრიალე კარი, რაც ტვირთის ჩადებისა და გადმოტანის პროცესს აადვილებს.

საიმედო და ადაპტირებული დაკიდება

Renault Dokker და Dokker Van შექმნილია B0/Logan-ის პლატფორმაზე, რომელიც მსოფლიოში თავისი საიმედოობითა და გამძლეობით არის ცნობილი.
მინივენს წინა დაკიდება Logan/Sandero-ისგან ერგო, ხოლო უკანა დაკიდება Renault Kangoo-ს ბაზაზეა გაკეთებული.
ამ ტიპის დაკიდებით. მოდელები ავტომობილის მძღოლს კომფორტულ და საიმედო მგზავრობას სთავაზობს.


უსაფრთხოება

Renault Dokker და Dokker Van-ს გააჩნია ABS EBD სისტემა.
Renault Dokker და Dokker Van შეძენისას ვრცელდება საგარანტიო მომსახურება 3 წლის, ან 100 000 კმ გარბენის განმავლობაში. ავტომობილები ხელმისაწვდონია მისამართზე:
«ფრანს ავტო» – შალიკაშვილის ქუჩა 7, თბილისი.

carusel_title
  • Renault Dokker Van – თავის კლასში ყველაზე პრაქტიკული კომერციული მინივენი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
სანამ ტრაგედია მოხდებოდეს: დამცავი ჩაფხუტი ფეხბურთშიც აუცილებელია?!
ფიფამ "ბარსელონას" ტრანსფერების წარმოება 2015 წლამდე აუკრძალა
"ზესტაფონი" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზას აშენებს [PHOTO]
სხვა სიახლეები
7 ყველაზე სახიფათო და გადატვირთული გზის მონაკვეთი თბილისში
17.03.2014
თბილისში გზების პრობლემა მუდმივი განსჯის თემაა. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზთა უმეტესობა (მძღოლების შეცდომების გარდა) მოუწესრიგებელი გზები და მოძრაობისთვის მოუხერხებლად დაპროექტებული გზის მონაკვეთებია.
სრულად
თბილისის მერიამ გზების შეკეთება დაიწყო
13.03.2014
თბილისის მერიაში გზების შეკეთების პროცესი დაწყებულია და მის დასრულებას დაახლოებით სამ კვირაში ვარაუდობენ.
სრულად
გაფუჭებული გზები: თბილისელი მძღოლების კოშმარი (+ VIDEO)
11.03.2014
სუსხიანი ზამთრის შემდეგ თბილისის გზები საშინელ მდგომარეობაშია, ასფალტის აღდგენაზე კი ჯერჯერობით არავინ ზრუნავს!
სრულად
გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო დსთ-ს სივრცის ლიდერია
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ
შარშან ლიდერთა სამეულში ”სოკარი”, ”ტოიოტა” და ”საქართველოს რკინიგზა” მოხვდნენ
ახალი ნომერი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ნისან პრესაჟე
იყიდება ტოიტა რავ 4
იყიდება სუზუკი გრანდ ვიტარა
სასწრაფოდ! ჰიუნდაი ლანტრა