ამ BMW-ს მთელი პერსონალი მოყვება!
31.10.2013
BMW-მ მეხუთე სერია განაახლა: ვიზუალურად მსუბუქი მოდერნიზება გაუკეთა, ახალი ტექნიკა კი მძღოლს (თითქმის) ყველა სურვილს შეუსრულებს

BMW წარმატებულ გზაზე დგას. ბავარიულმა კონცერნმა გასულ წელს 1.54 მილიონი ავტომობილი გაყიდა და ამ შედეგით უმთავრესი კონკურენტები, „აუდი“ და „მერსედესი“ ისევ მნიშვნელოვნად დაჯაბნა და პრემიუმსეგმენტში პირველობა ისევ მტკიცე უპირატესობით შეინარჩუნა. შესაბამისად, არც ის გვიკვირს, რომ თუკი „მერსედესმა“ სრულიად ახალი დიზაინის მქონე „E-კლასი“ გამოუშვა და ახალ მოდელში მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადო, BMW „მეხუთე სერიის“ შემთხვევაში ვიზუალური თვალსაზრისით ოდენ მსუბუქი ფეისლიფტით შემოიფარგლა.

თუმცა, შეფ-დიზაინერ ადრიან ვან ჰოიდონკის გუნდმა რაღაც-რაღაცები შეცვალა იმ მიზნით, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პრემიუმ-სედანს უახლოეს წლებშიც კონკურენტუნარიანი დიზაინი ჰქონდეს. ფარების დიზაინი მთლიანად შეცვლილია და დამატებითი ოპციის სახით პირველად მიიღო სრული LED-განათება.



ამიერიდან განსხვავებული კომპლექტაციების კრებული იარსებებს. Luxury და Modern ვერსიებს ქრომირებული საჰაეროებითა და წინა ფრთაზე მიმაგრებული პატარა მედლით იცნობთ. გვერდითა მაჭუტებმა გარე სარკეებზე აინაცვლა, კიჩოზე განათების გრაფიკა განახლებულია, ბამპერს კი მცირეოდენი ქრომი აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოებზე ნაჩვენებ სედანთან ერთად, BMW-მ Touring-ვერსია, GT და სპორტული M5-იც განაახლა (იხილეთ სტატიის ბოლო გვერდი).
მოკლედ, გარეგნული ცვლილებები იმდენად მწირია, რომ ბევრს, შესაძლოა, იმედები გაუცრუვდა, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან მთავარი ცვლილელები ძარის შიგნით განხორციელდა. მაგალითად, ამიერიდან „ხუთიანის“ ყველა ძრავა 2015 წლისთის გადაწეული ევრო 6 სტანდარტისაა. ახალი კი 518d აგრეგატია: 2-ლიტრიან ტურბირებულ ძრავას 143 ცხენის ძალა აქვს და მიუხედავად ამისა, 360-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტის დამსახურებით მაინც საკმაოდ სპორტული უნდა იყოს.

ცხადია, მიუნხენელთა მიზანი საწვავის ხარჯის შემცირებაც იყო. მწარმოებლის დაპირებით, 518d, რომელიც დიზელის საწყისი აგრეგატია, 100 კილომეტრზე საშუალოდ 4.5 ლიტრი დიზელით უნდა დაკმაყოფილდეს, რაც ამ ზომისა და ზოგადად ბიზნეს-კლასის სედანისთვის სენსაციური მაჩვენებელი იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რა თქმა უნდა, ფასია და აქვე გეტყვით, რომ ამ დიზელის ძრავით აღჭურვილი და საბაზო კომპლექტაციის მქონე „მეხუთე სერიისთვის“ BMW 39 900 ევროს ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინამორბედ 518d-ზე 1200 ევროთი იაფია და „მერსედესის“ „E-კლასის“ ყველაზე იაფ ვარიანტზე 600 ევროთი ნაკლები ღირს.



შინაგან ცვლილებებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული, რა თქმა უნდა, ინტერნეტთან კავშირის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ინოვაციური ასისტენ-სისტემების გამოყენება გახლდათ. ამ კლასში ავტოპილოტს (მართალია, 40 კმ/სთ-მდე, მაგრამ მაინც) პირველად სწორედ BMW-ს ამ „ხუთიანში“ ვნახავთ. ე.წ. „საცობის ასისტენტი“ საცობში წინ მიმავალ ავტომობილთან დისტანციას ავტომატურად დაიცავს და თქვენი ჩარების გარეშე მოხვევაც შეუძლია. ამასთან, განახლებული „მეხუთე სერია“ ამიერიდან აბსოლუტურად დამოუკიდებლად დაპარკინგდება. აქამდე პარკ-ასისტენტისგან ის ვიცოდით, რომ საჭე ტრიალებდა ავტომატურად, ახლა კი, BMW ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და პარკ-ასისტენტი არა მარტო უხვევს, არამედ გაზისა და მუხრუჭის პედალის ხმარებაც მისი საქმე გახდა, ჩვენ კი უბრალოდ ავტომობილის დაპარკინგებას უნდა დაველოდოთ.

რაკი BMW-ს „მეხუთე სერიის“ მფლობელთა უმეტესობა ბიზნესმენია, ბავარიულმა კონცერნმა Infotainment-სისტემებზე მუშაობისას აქცენტი საოფისე პროგრამებს მიაქცია. ყველაზე საინტერესო აქ ისაა, რომ კომპიუტერს ტექსტს კარნახობთ, E-Mail ან SMS კი ავტომატურად იწერება და იგზავნება. წერილები, შეტყობინებები, დაგეგმილი შეხვედრები და კალენდარში შეტანილი მინიშნებები ნავიგაციის ეკრანზე გამოისახება.



მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია ე.წ. „კონსიერჟ-სერვისი“, რომელიც დაგიჯავნშით სასტუმროს ან რესტორანს, მოგიძებნით მისამართს და ტელეფონის ნომერს და ა.შ. სრულიად ახალია ვებ-რადიოს გამოყენების სისტემა, რომელიც დაახლოებით 12 მილიონამდე კომპოზიციასა და პერსონალიზირებულ მუსიკალურ პროგრამას გულისხმობს - ანუ, განახლებულ „მეხუთე სერიას“ დიჯეიც ჰყავს.

მოკლედ, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ BMW-მ „ხუთიანის“ გადამუშავებისას ყველაფერი სწორად გააკეთა. გარეგნული ცვლილებების სიმწირე ამ Facelift-ს არ აკნინებს, რადგან ავტომობილს მოძველებული დიზაინი ნაღდად არ ჰქონდა და ცოტათი განახლდა კიდეც, ბავარიელებმა კი მთელი აქცენტი ტექნიკაზე გააკეთეს, სენსაციურად განაახლეს და კონკურენტებს მიახლოვების საშუალებას არ აძლევენ. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ BMW-ს კარგი შანსები აქვს, კიდევ დიდხანს იდგეს წარმატებულ გზაზე.



დასკვნა
BMW-ს „მეხუთე სერია“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნეს-სედანია. შესაბამისად, არ გვიკვირს, რომ ექსტერიერი უმნიშვნელოდ შეიცვალა - დიზაინით დროს ნაღდად არ ჩამორჩება. აი, ტექნიკის მხრივ კი, ბავარიელთა განახლებული „ხუთიანი“ დროს უსწრებს კიდეც.
შტეფან ფოსვინკელი, შტეფან სიხი



ამ BMW-ს მთელი პერსონალი მოყვება

საცობის ასისტენტი: პირადი მძღოლი

40 კმ/სთ-მდე სისწრაფით „მეხუთე სერია“ საცობში დისტანციას ავტომატურად იცავს და დამოუკიდებლადაც კი უხვევს

ოფისის ფუნქციები: პირადი მდივანი

E-Mail-ებს, შეხვედრებს, კონტაქტებსა და კალენდარში ჩანიშნულ ამბებს ნავიგაციის მონიტორზე წაიკითხავთ. შეგიძლიათ, E-Mail-ები და SMS-ები პროგრამას უკარნახოთ

კონსიერჟ-სერვისი: პირადი ასისტენტი

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთი მომსახურება, რომელიც სასტუმროს ან რესტორანს დაგიჯავშნით და მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს მოგიძებნით

ავტომატური ზარი: პირადი მცველი

ავარიის შემთხვევაში ავტომობილი ავტომატურად დარეკავს უსაფრთხოების ცხელ ხაზზე და შეატყობინებს არა მარტო მისამართს, არამედ იმასაც, თუ რამდენი მგზავრია მანქანაში და რამდენად მძიმეა ავარია

ჭკვიანი კომპიუტერი: ნავიგატორი

„მეხუთე სერიის“ ნავიგაციის სისტემა მძღოლს ატყობინებს მოსალოდნელ საცობს და აძლევს სხვადასხვა საჭირო რჩევებს მგზავრობის დროს

მუსიკა სალონში: კარგი DJ

მძღოლისა და მგზავრების განკარგულებაშია 12 მილიონამდე ცნობილი კომპოზიციები და სიმღერები. ამას ემატება Aupeo-ს პერსონალიზირებული მუსიკაც

მარტივი გამხსნელი და ჩამკეტი: შვეიცარი

მეხუთე სერიის სედანისა და კომბის საბარგულის კარი ფეხის ერთი მოძრაობით, ელექტრონულად იხსნება და ამისათვის ბარგის დადება აღარ გჭირდებათ



Connected Car
ახალი ქსელური ასისტენტები



წინასწარმეტყველი
ეს ასისტენტი (დამატებითი ოპცია) სვლის რეჟიმების მიხედვით მოქმედებს და საწვავის ხარჯის შემცირებაში გვეხმარება. სისტემა ნავიგაციის რუკების მეშვეობით წინასწარ ცნობს აღმართებს, დაღმართებსა და მოსახვევების რადიუსებს, რის შემდეგაც მძღოლს ურჩევს, როდის უნდა მისცეს ან მოუმატოს გაზი და როდისაა უმჯობესი მარჯვენა სატერფულიდან ფეხის აღება. დისპლეი კი ორ ფერში ნათდება: სპორტულ რეჟიმში წითლად, ეკონომ-რეჟიმში კი - თეთრად.

კარნახის ფუნქცია მეილებისთვის, SMS-ებისთის და ჩანაწერებისვთის


მულტიფუნქციური საჭის ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ მძღოლს ჩანაწერების გაკეთება ან E-Mail-ებისა და SMS-ების „დაწერა“ კარნახით შეუძლია. რაც მთავარია, ამისათვის სპეციალური ბრძანებების დაზეპირება საჭირო არაა - საჭიროა ჩვეულებრივად ლაპარაკი და ტექსტი სრული სიზუსტით აიკრიფება და ან ელექტრონულ ფოსტას გადაეცემა, ანაც ტექსტური შეტყობინების სახით გაიგზავნება.

ონლაინ-გართობა
ვინც 390 ევროს გადაიხდის, მიიღებს უდიდეს რეპერტუარს, რომელიც 12 მილიონ კომპოზიციას და სიმღერას აერთიანებს და ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტიდან იმდენი ტრეკის გადმოწერა შეიძლება, რამდენიც გინდათ. ამისათვის საჭიროა ონლაინ-მომსახურების დარეგისტრირება, რომელსაც მერე BMW ჩაგირთავთ. ამის შემდეგ, გადმოწერილი მუსიკის მოსმენა არა მარტო ავტომობილში, არამედ ყველგან შეუძლია.



წერა iDrive touch-ით
iDrive-გადამრთველი ასოებსა და ციფრებს აღიქვამს. შეყვანაც მარტივია: დისპლეიზე გამოსახული ასო ან ციფრი უნდა დაადასტუროთ. მინუსი: ღილაკი, რომელიც ბრწყინავს, მალე ცხიმიანდება.



facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
მოდი, ვნახოთ ახალი Lamborghini Huracan
04.03.2014
Gallardo ”ლამბორგინის” ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო - ჯამში 14 000 ეგზემპლარი გაიყიდა. 2014 წლიდან კი სცენაზე მისი შემცვლელი, 610 ცხენის ძალის მქონე Huracan გამოდის
სრულად
BMW-ს სამი მუშკეტერი (+VIDEO)
03.03.2014
პირველი M3-ის შეხვედრა ახალ M3-თან და M4-თან. სულისკვეთება იგივეა, ტექნიკა კი მკვეთრად შეიცვალა
სრულად
გამოუშვით ეს პატარა ფრანგები!
25.02.2014
”რენო” და ”პეჟო” ორი ახალი მცირელიტრაჟიანით გვიჩვენებენ, თუ რატომ არ უნდა ჩამოვწეროთ ფრანგული ავტოწარმოება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
ქირავდება ა/მ მერსედესი საბოლოო შესყიდვით
მაზდა 323F
იყიდება ნისან მურანო