ეს Alfa თავს შეგაყვარებს!
01.11.2013
ასეთი სილამაზით მხოლოდ სტუდიური მოდელები გამოირჩევიან ხოლმე, ეს კი სერიულია. პირველი შეხვედრა Alfa 4C-სთან

„ალფა რომეოს“ ტურინულ ფოტოსტუდიაში შევდივარ და რეალობის შეგრძნება თვალსა და ხელს შუა ქრება. მეუბნებოდნენ, ეგრე იქნებაო, მაგრამ არ მჯეროდა - დღეს ხომ ნაკლებად მოველით ისეთ ავტომობილებს, რომლებიც მართლა ხეირიანად აგვაფორიაქებენ. ეს „ალფა“ კი რამდენიმე წამში იპყრობს ჩემს გულს და მონატრებული საავტომობილო ფენომენების ჩემეულ რეიტინგში მაშინვე პოულ-პოზიციაზე დგება. გულის აჩქარება კი საბოლოო დასტურია იმისა, რომ ეს მანქანა უკვე მინდა და მნიშვნელობა არა აქვს, რა ღირს - ამისათვის ბებიასაც კი გავყიდი!

მაპატიე, საყვარელო ბებო, მაგრამ ხანდახან ისე მოგვინდება ხოლმე რაღაც-რაღაცები, რომ მთელი შენს ამაგზე ასე ხელის ერთი მოსმით უარის თქმაც გვეპატიება. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტ ული ჰიონესსაც ეპატიება, დორტმუნდის „ბორუსიას“ მარიო გიოტცე რომ წაართვა და ამ უკანასკნელსაც შეიძლება ეპატიოს „ბაიერნში“ გადასვლა. „ალფა რომეოს“ დიზაინერი, რომელმაც ახალი Alfa 4C დააპროექტა, სწორედ მარიო გიოტცესათვის ძვირფასია და „ალფასა“ „ფიატში“ სწორედ ამიტომ მალავენ მის ჯამაგირს - ეშინიათ, უფრო მდიდარმა კონკურენტებმა არ წაართვან.



მიუხედავად იმისა, რომ ტურინში ვართ, ტურინი კი „იუვენტუსის“ ქალაქია, ფეხბურთთან პარალელების გავლებას ამიტ უნდა მოვრჩე. თანაც, რატომღაც აღარავის ახსოვს, რომ ტურინი დიზაინის მსოფლიოდედაქალაქი იყო. Alfa 4C კი ამტკიცებს, რომ ტურინი ახლაც შეიძლება დიზაინის მსოფლიოდედაქალაქად მივიჩნიოთ. ჯერ მარტო უკანა ბამპერებს შეხედეთ და გაიხსენეთ, როგორ გამოიყურება გადასახტომად გამზადებული გეპარდი... 4C ცხოველური დინამიკის ძეგლია! თანაც, ზერელე კი არა, სიღრმისეულად ბოროტი გამოხედვა აქვს და ამ გამომეტყველებას მისი ფერიც ზუსტად შეეფერება - წითელია, რა თქმა უნდა.

არადა, მხოლოდ 4 ცილინდრი აქვს და ამიტომაც ჰქვია 4C. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ალფა“ პირველი ავტომწარმოებელია, რომელსაც 4 ცილინდრი ისე მოსწონს, რომ მოდელს ასეთი სახელი დაარქვა. მოსაწონი კი 4-ცილინდრიან ძრავას მართლაც ბევრი რამ აქვს. 4 ცილინდრი პირველ რიგში სიმსუბუქეს ნიშნავს, მაღალ ბრუნებზე ბეჯითად მუშაობასაც და ეკონომიურობასაც, სხვათა შორის. 4-ცილინდრიანი აგრეგატის ერთადერთი სერიოზული ნაკლი სპორტული სულისკვეთების ავტომობილზე მხოლოდ მისი არასპორტული ჯღერადობის ხმა შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი მანამ, სანამ სტუდიაში ვიღაცამ Alfa 4C არ დაქოქა - გეპარდი მაშინვე გამოფხიზლდა და თამამად უნდა ვთქვა, რომ 4-ცილინდრიან ძრავიდან ასეთი გრანდიოზული ხმა აქამდე არასდროს მომისმენია. მადლობა ტურბინას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არა მარტო ცხენის ძალების გენერატორია (240 ცხენის ძალა 1750 სმ3-დან), არამედ ხმაზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს. ძრავის ხმითა და ავტომობილის ფორმით გამოწვეულმა ეიფორიამ ისიც არ უნდა დაგვავიწყოს, რომ 4C-ს ძრავაც უკან აქვს და ამძრაობაც. როგორც იქნა!



თუმცა ძრავა პატარაა და არა მარტო ძრავა, არამედ მთლიანად ავტომობილია მცირე ზომის. სიმაღლეში ოდენ 1.18 მეტრია, სიგრძეში კი „ფოლკსვაგენ პოლოს“ არ აღემატება. სამაგიეროდ, განიერია (2 მეტრზე მეტი), ზედმეტად განიერიც კი. ცხადია, მისი ინტერიერიც ვიწროდაა მოჭრილი - ჭარბწონიანებს აქ არაფერი ესაქმებათ. მაღლებს კი ჩაჯდომაც კი გაგიჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში, მე (1.93 მეტრი) გამიჭირდა.

4C მსუბუქი უნდა ყოფილიყო და ასეცაა: ავტომობილი 895 კილოგრამს იწონის, რაც ნამდვილად სენსაციაა. თავად განსაჯეთ: საშუალოდ ერთ ცხენის ძალას მხოლოდ 3.7 კილოგრამის თრევა უწევს. შედარებისთვის: ეს შესანიშნავი შეფარდება Porsche Cayman-ის მაჩვენებელზე 1 კილოგრამით ნაკლებია! როგორ? აი, ასე! 4C-ს კარბონის ძარა აქვს! 55 000 ევროდ, რა თქმა უნდა, Mercedes SL-ის დარ კომპლექტაციას ვერ მიიღებთ, მაგრამ მისაღებზე უკეთესი აჭურვილობა კი ნამდვილად ექნება. „ალფა“ წელიწადში 3500 ეგზემპლარს აწარმოებს.



მანქანა თავიდან ბოლომდე სპარტანულია - გადაცემათა კოლოფის ბერკეტიც კი არ აქვს. გული არ დაგწყდეთ: სამაგიეროდ, გადასართველი ბერკეტები საჭეზე აქვს. მერე რა, რომ ბიძაშვილ „ფიატისგან“ არაერთი დეტალი მიიღო - ამ ავტომობილით აფრთოვანება ლოგიკური და სავალდებულოც კია. პირადად მე არათუ „ალფას“ ბოსებს არ გავაკრიტიკებ, არამედ არც შემრცხვება იმის, რომ ამ მანქანას „ფიატ პუნტოს“ საჰაეროები აქვს. პირიქით, მეტი ასეთი დეტალია საჭირო, რადგან ეს ამ საოცარ ავტომობილს აიაფებს და გაცილებით მეტი მსურველისთვის ხდის ხელმისაწვდომს, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, საჰაეროებიც ექსკლუზიური რომ ჰქონდეს.



ამბობენ, „ალფა რომეოს“ ამ ავტომობილით ახალი ცხოვრების დაწყება უნდაო. არადა, ცნობილია, რომ „ალფას“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ამ ფირმის შეძენაც, რა თქმა უნდა, „ფოლკსვაგენს“ უნდა. ჰოდა, შესაძლოა, „ფიატის“ კონცერნის შეფ მარკიონეს მიზანი ამ მოდელით „ალფას“ წინა პლანზე წამოწევა იყოს, რათა ბრენდი „ალფა რომეო“ გერმანელებს უფრო სარფიანად მიჰყიდოს...

დასკვნა
კარბონის შასი, ძრავა უკან, უკანა ამძრაობა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 5 წამზე ნაკლებ დროში, 250 კმ/სთ-ზე მეტი მაქსიმალური სიჩქარე - Alfa 4C ისე გამოიყურება, როგორც 200 000-ევროიანი ავტომობილი და 55 000 ევრო ღირს! მართალია, ესეც ბევრი ფულია, მაგრამ ასეთი ავტომობილითვის უდიდესი ფასდაკლებას ნიშნავს.
კარსტენ პაულუნი


ტექნიკური მონაცემები
Alfa Romeo 4C

4-ცილინდრიანი, Turbo • ალუმინის ძრავის ბლოკი • 4 სარქველი თითო ცილინდრზე • ორი, ზემოთ განთავსებული გამანაწილებელი ლილვი • მოცულობა: 1750 სმ3 • სიმძლავრე: 176 კვტ (240 ცხ. ძ.)/6000 • ბრუნის მომენტი: 350 ნმ/2100-4000 • უკანა ამძრაობა • 6-საფეხურიანი კოლოფი ორმაგი შეჭიდებით • წონა: 895 კგ • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 3999/2000/1180 მმ • თვლების ბაზა: 2399 მმ • 0-100 კმ/სთ: 4,5 წამში • მაქსიმალური სიჩქარე: >250 კმ/სთ

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
მოდი, ვნახოთ ახალი Lamborghini Huracan
04.03.2014
Gallardo ”ლამბორგინის” ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო - ჯამში 14 000 ეგზემპლარი გაიყიდა. 2014 წლიდან კი სცენაზე მისი შემცვლელი, 610 ცხენის ძალის მქონე Huracan გამოდის
სრულად
BMW-ს სამი მუშკეტერი (+VIDEO)
03.03.2014
პირველი M3-ის შეხვედრა ახალ M3-თან და M4-თან. სულისკვეთება იგივეა, ტექნიკა კი მკვეთრად შეიცვალა
სრულად
გამოუშვით ეს პატარა ფრანგები!
25.02.2014
”რენო” და ”პეჟო” ორი ახალი მცირელიტრაჟიანით გვიჩვენებენ, თუ რატომ არ უნდა ჩამოვწეროთ ფრანგული ავტოწარმოება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ნისან ტერანო 2 (მრავალი ფუნქციით)
2009 წლის ნისსან მურანო
ბმვ 728
სასწრაფოდ! ბმვ 316