BMW-მ X5 გადააკეთა
02.11.2013
1.3 მილიონზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვის შემდეგ, შემოდგომიდან BMW ახალ, მესამე თაობის X5-ს გამოუშვებს, რომელიც წინამორბედზე დიდი, ძლიერი და მიუხედავად ამისა, შედარებით ეკონომიური იქნება

ახალი X5-სთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ მიხვდე, ან კიდევ ერთხელ დარწმუნდე, რაოდენ მშვიდად გრძნობენ თავს BMW-ს შეფები. იმ დროს, როცა „აუდიმ“ შეფ-დიზაინერი შეცვალა, ხოლო „მერსედესმა“ კი „E-კლასს“ სრულიად ახალი, ბევრისთვის დიახაც უჩვეულო ფორმა მისცა, რათა ხალხი ამ მოდელისკენ მიაბრუნოს, ახალი X5-ის შემთხვევაში ცვლილებების ერთი შეხედვით შემჩნევა საკმაოდ რთულია.

თუმცაღა ის მართლაც სრულიად ახალი მოდელია. წინ დიდი ცხვირი დომინირებს, რომელსაც ახალი „მესამე სერიის“ დარად ახლა უკვე სამგანზომილებიანი დიზაინი აქვს. ამასთან, ბავარიელები X5-ში Bi-Xenon-თან ერთად პირველად გვთავაზობენ სრულად სრულ LED-განათებას.



ძარის კიჩო ოპტიკურად დალაგდა, უკანა ფარები წინამორბედისაზე მნიშვნელოვნად დიდი ზომისაა. უკანა კარის ელექტრონული გაღება-დაკეტვა ახლა უკვე სერიულია და მიუხედავად იმისა, რომ ახალი X5 ისეთივე დიდი და მძლავრი მოჩანს, როგორც მაგალითად Mercedes GL, ზომები თითქმის არ შეცვლილა. ახალმა მოდელმა სიგრძეში 3 სანტიმეტრით მოიმატა, რაც წინა დაკიდების გაზრდისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გაუმჯობესების „ბრალია“.

BMW X5 ყოველთვის დიდი ავტომობილი იყო, ახალი კი ისაა, რომ ამიერიდან, სურვილის შემთხვევაში 7-ადგილიან ეგზემპლარსაც მივიღებთ. შესაბამისად, აღარ გვიკვირს ის, რომ AUTO BILD-ის Easy-Index-ში მან თვით პრაქტიკულობით სახელგანთქმულ VW Touareg-საც კი აჯობა.



ინტერიერი სრულიად ახალია. ანუ, ახალი X5-ის სალონში ვეღარ ნახავთ პირველი და მეორე თაობის X5-ებისთვის დამახასიათებელ, ცოტა არ იყოს, პროვინციული გარემოს კვალს. ინტერიერში გამოყენებული მასალები რბილია, ძვირფასი ტყავისა და პიანინოს ლაკის ხარისხი კი Range Rover-ისას შეესაბამება. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, 10.25-დუიმიანი დისპლეი ექცევა, რომელიც ვიზუალურად Apple-ის iPad-ს მოგვაგონებს. Connectivity დღეს ყველა ახალი ავტომობილისთვის აუცილებელია და ცხადია, რომ ამ მხრივ დროს არც ბავარიელები ჩამორჩნენ: ინტერნეტში ახალი X5-იც ზუსტად ისე ხარისხიანად შედის, როგორც BMW-ს სხვა აქტუალური მოდელები.

თუმცა BMW-ს ახალი მოდელის გამოსვლა გრანდიოზული ტექნიკური სიახლის გარეშე წარმოუდგენელია და გამონაკლისი არც ეს X5 იქნება. ბავარიელები შემოდგომიდან სწორედ ამ მოდელში შემოგვთავაზებენ მომავლის ტექნიკას, რაც იმას გულისხმობს, რომ ავტომობილი ავტონომიურადაც ივლის - მართალია, მხოლოდ 40 კმ/სთ-მდე, მაგრამ ესეც საქმეა და მერე როგორი! საცობის ასისტენტი (1990 ევრო) მოძრავ საცობში დისტანციას ავტომატურად დაიცავს და თუ საჭირო გახდა, მანქანას მოახვევინებს კიდეც. ისევე, როგორც ახალი „მეხუთე სერია“ , ახალი X5-იც აბსოლუტურად ავტომატურად პარკინგდება. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ამ სისტემას ისედაც იცნობთ, მაგრამ BMW-მ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და ახალი „ხუთიანის“ დარად, ავტომატური დაპარკინგებისას X5-ში არა მარტო საჭის ტრიალი, არამედ გაზის ან მუხრუჭის სატერფულის ხმარებაც აღარ გჭირდებათ - მანქანა ყველაფერს თვითონ აკეთებს.


ჩვენი ექსპერტი მირკო მენკე ჩაჯდომის კომფორტში ჯერ თეორიულად, მერე კი პრაქტიკულადაც დარწმუნდა

თუკი ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში BMW-ს ახალი „მეხუთე სერია“ დეტალურად გაიცანით, მიხვდებოდით, რომ ახალ X5-ის ეყოლება „პირადი მდივანი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს ელექტრონულ წერილებს ან SMS-ებს პირდაპირ უკარნახებთ, ტექსტი კი აიკრიფება და გაიგზავნება (კონტაქტები და კალენდარში გაკეთებული ჩანიშვნები ეკრანზე ჩანს). მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთი და განუმეორებელია ე.წ. „კონსიერჟ-სერვისი“, რომელიც სასტუმროს ან რესტორანს დაგიჯავშნით და სხვადასხვა მისამართებს, ან ტელეფონის ნომრებს მოგიძებნით. სრულიად ახალია აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც თქვენს განკარგულებაში 20 მილიონამდე სიმღერა თუ კომპოზიცია იქნება და პერსონალური პლეილისტების შექმნა იქნება შესაძლებელი. ნავიგაციის სისტემაში მისამართის შეყვანა კი ძველებურად ფუნქციონირებს: შესაძლებელია მისამართის ხმით გამოძახება, ან მოძებნა თაჩპადით, რომელიც მძღოლის კალიგრაფიას ცნობს.


X5 პირველად იქნება 7-ადგილიანი, თუმცა მესამე რიგზე თავს კომფორტულად მხოლოდ ბავშვები იგრძნობენ

ერთი სიტყვით, Connectivity-ს კუთხით BMW-მ მართლაც გრანდიოზული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ავტომობილის გაყიდვის თუნდაც ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი - მასებს ამ სისტემებითა და ასისტენტებით ჯერ მაინც ვერ მიიზიდავ ისე, როგორც სხვა, ავტომობილისთვის გაცილებით მნიშნელოვანი ფაქტორებით. თუმცა BMW არც ამ კრიტერიუმებში ჩამორჩა დროს - ბავარიელებმა ძრავები და გადაცემათა კოლოფებიც განაახლეს.

მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენში ალუმინის ძარაზე უარი თქვეს, სიმსუბუქისკენ მიზანმიმართულმა სწრაფვამ მანქანას წონა 90 კილოგრამამდე დააგდებინა. ეს თითქოს ბევრია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახალი X5-ის ნებისმიერი ვერსია 2 ტონაზე მძიმე იქნება. სიახლეა ის, რომ BMW თავის ბესტსელერ ქროსოვერს პირველად გვთავაზობს მხოლოდ უკანა წამყვანი თვლებით. დეკემბერში გამოვა X5 sDrive25d, რომელიც დიზელის 2-ლიტრიანი აგრეგატით იქნება აღჭურვილი. სრულ ამძრაობაზე უარის თქმამ არა მარტო მანქანის საბაზო ფასი დასწია (52 100 ევრო), არამედ BMW-ს მასიური ქროსოვერი გაცილებით ეკონომიურიც გახადა. ზემოთ ხსენებული დიზელის ძრავით აღჭურვილმა X5-მა 100 კილომეტრზე საშუალოდ 5.6 ლიტრი უნდა დაწვას. ყოველ შემთხვევაში, ბავარიელები სწორედ ამას გვპირდებიან და დანაპირები რომ შესრულდეს, ეს ამ კლასის რეკორდი იქნება. გპირდებით, რომ საწვავის ხარჯს პირველივე ტესტზე შევამოწმებთ!


AUTO BILD-ის ავტორ შტეფან ფოსვინკელის სიმაღლე ორი მეტრია და მიუხედავად ამისა, ახალ X5-ში მაინც კომფორტულად მოთავსდა

აღსნიშნავია, რომ მიუხედავად სიმძლავრის მატებისა, სხვა ძრავებიც შედარებით ეკონომიურები გახდა. გაყიდვების სტარტზე (ოქტომბერში) BMW თავის კლიენტებს დიზელის ორ 6-ცილინდრიან აგრეგატს 258 (პლუს 13) და 381 ცხენის ძალით შესთავაზებს. წარმოდგენილი იქნება ბენზინის 450-ცხენისძალიანი (პლუს 43) მონსტრიც. ამ ძრავების საწვავის დაპირებული ხარჯი დაახლოებით 2 ლიტრითაა შემცირებული (იხილეთ ცხრილი).

4-ცილინდრიან დიზელთან ერთად, BMW წლის ბოლოს ბენზინის კიდევ ერთი მოტორით აღჭურვილ X5-საც შემოგვთავაზებს. ეს იქნება 6-ცილინდრიანი, 306 ცხენის ძალის მქონე აგრეგატი. სამოდელო რიგს დაემატება 313-ცხენისძალიანი დიზელის ძრავაც. BMW-ს ფანებისთვის ნანატრ M-ვერსიას კი 2014 წელს უნდა ველოდოთ - წინასწარი ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 600 ცხენის ძალას მიაღწევს.



ცოტათი უცნაურია ის, რომ სერიული სავალ ნაწილის გარდა BMW კომფორტულ სავალ ნაწილსაც გვთავაზობს (უკანა ხიდზე პნევმატური დაკიდებით), თუმცა მიუნხენელებმა სპორტულობაზე იზრუნეს - დამატებითი ოპციების სახით სამი სხვადასხვა დინამიკური სავალი ნაწილი იქნება წარმოდგენილი.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ BMW-მ X5-ის გადაკეთებისას ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგა. მართალია, გარეგნულად ბევრად არ შეცვლილა, მაგრამ X5-ის ექსტერიერის დიზაინი არც მოძველებულა. უახლესი ტექნიკა კი BMW-ს კონკურენტებთან დისტანციას უნარჩუნებს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ „ბაიერიშე მოტორენ ვერკეს“ შეფებს ღამით მშვიდად და აბსოლუტურად უდარდელად სძინავთ.



დასკვნა
ახალი X5 მომწონს. ვიზუალურად ოდნავ რომ შეიცვალა, ეს ამ ავტომობილის დიზაინის ხარისხზე მეტყველებს - არ ძველდება, მოდიდან არ გადადის. ტექნიკური თვალსაზრისით კი BMW ვარსკვლავებს ეთამაშება: აქვს სამაგალითოდ ეკონომიური ძრავები და გასართობ-პრაქტიკული სისტემების კონკურენტებზე მნიშვნელოვნად უკეთესი არჩევანი.
შტეფან ფოსვინკელი

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
მოდი, ვნახოთ ახალი Lamborghini Huracan
04.03.2014
Gallardo ”ლამბორგინის” ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო - ჯამში 14 000 ეგზემპლარი გაიყიდა. 2014 წლიდან კი სცენაზე მისი შემცვლელი, 610 ცხენის ძალის მქონე Huracan გამოდის
სრულად
BMW-ს სამი მუშკეტერი (+VIDEO)
03.03.2014
პირველი M3-ის შეხვედრა ახალ M3-თან და M4-თან. სულისკვეთება იგივეა, ტექნიკა კი მკვეთრად შეიცვალა
სრულად
გამოუშვით ეს პატარა ფრანგები!
25.02.2014
”რენო” და ”პეჟო” ორი ახალი მცირელიტრაჟიანით გვიჩვენებენ, თუ რატომ არ უნდა ჩამოვწეროთ ფრანგული ავტოწარმოება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ქირავდება ა/მ მერსედესი საბოლოო შესყიდვით
ბმვ 728
იყიდება მერსედეს ც 240
სასწრაფოდ! ბმვ 316