ოპელმა Insignia გაათავისუფლა!
07.11.2013
განახლებულ Insignia-ს ახალი ტექნიკა და უფრო დახვეწილი დიზაინი აქვს. გარდა ამისა, ”ოპელმა” AUTO BILD-ის კრიტიკა შეისმინა და კოკპიტი შეცვალა

Insignia-მ ”ოპელში” უდიდესი გარდატეხა შეიტანა და მთვლემარე გერმანული მარკა აშკარად გამოაცოცხლა, მაგრამ ამ ავტომობილს ყოველთვის ვაკრიტიკებდით ზედმეტად გადატვირთული კოკპიტის გამო. როგორც ჩანს, რიუსელსჰაიმში AUTO BILD-ის კრიტიკა გაითვალისწინეს: განახლებულ მოდელს აღარ აქვს უამრავი ღილაკი - ”ოპელმა” Insignia გაათავისუფლა! ვფიქრობთ, ფეისლიფტი დროული იყო. განახლებულ მოდელს ”ოპელის” დილერები სექტემბრიდან მიიღებენ.

ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე ისიცაა, რომ ცენტრალურ კონსოლზე სენსორული ეკრანია ხელმისაწვდომი (დამატებითი ოფცია). თანაც, მის კონფიგურაციებს ნებისმიერი სათავისოდ შეცვლის (ისევე, როგორც ნებისმიერ სმარტფონში). ტოპ-ვერსიაში სიჩქარეს ვირტუალური ტახომეტრი გვაჩვენებს. საინტერესო სათამაშოა ისიც, რომ მძღოლს შეუძლია, ნავიგაციის ან რადიოს ცნობები სწორედ ტახომეტრზე მიიღოს. ამასთან, ”ოპელი” პირველად გვთავაზობს პატარა თაჩპადს ცენტრალურ კონსოლზე, რომელიც გასართობი სისტემების მომსახურებას არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ Audi A3-ის, A6-ისა და A8-ის დარად, ის ხელწერასაც აღიქვამს.


დალაგებული კოკპიტი: ინსტრუმენტების დაფაზე უმთავრესი სიახლეები დალაგებული, ზედმეტი ღილაკებისგან გათავისუფლებული კოკპიტი და თანამედროვე გასართობის სისტემებია, რომლებსაც სენსორული ეკრანი ემსახურება. აპლიკაციებსა და ინტერნეტკავშირის დეტალებს ოდნავ მოგვიანებით ვნახავთ. ახალია კლიმატკონტროლის მომსახურებაც, რომელსაც სენსორები აქვს

ფეისლიფტის მეორე მთავარი დეტალი გაუმჯობესებული კომფორტია. სავალი ნაწილი და დაკიდება ახლა გაცილებით რბილია და ”ოპელი” გვპირდება, რომ კომფორტის გაუმჯობესებას განსაკუთრებით ცუდ გზებზე შევატყობთ. ხისტი დაკიდების მოყვარულთათვის კი სპორტული HiPerStrut არსებობს, რომლის შემთხვევაში არა მარტო წინა, არამედ სრული ამძრაობის არჩევაც შეგიძლიათ და რომელიც არა მარტო OPC-ტოპვერსიაში ან ბიტურბირებულ დიზელში, არამედ უფრო მცირე მოცულობის ძრავის მქონე მოდელებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

სიახლეებია ძრავებთან დაკავშირებითაც, რაც ასევე აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ”ოპელი” საშუალო კლასის სეგმენტში კონკურენტუნარიანი იყოს. მთავარი სიახლე ამ მხრივ 140 ცხენის ძალის მქონე, ეკონომიური 2,0 CDTI აგრეგატია, რომელმაც მწარმოებლის დაპირებით 100 კილომეტრზე საშუალოდ 3,7 ლიტრი დიზელი უნდა დაწვას (გამონაბოლქვი: 99გ CO2/კმ-ზე), რაც კლასში საუკეთესო მაჩვენებელი იქნებოდა. შედარებისთვის: VW Passat 1.6 TDI BlueMotion (105 ცხენის ძალა) ოფიციალური მონაცემით 4,1 ლიტრ დიზელს მოიხმარს.


ახალი უკანა მაშუქები: მათი მეშვეობით კიჩო უფრო მოხდენილია და მაშუქები ახლა უკვე სერიულადაა LED-ტექნიკით აღჭურვილი. მაშუქების ფორმა ”ოპელის” ახალ კაბრიოლეტ Cascada-ს გვახსენებს

ბენზინის ძრავებიდან რიუსელსჰაიმელებმა 1,4-ლიტრიანი ტურბო ევრო 6 სტანდარტს შეუსაბამეს. 1,6 და 2-ლიტრიანმა ტურბირებულმა აგრეგატებმა კი პირდაპირი შესხურების სისტემები მიიღებს და 170 და 250-ცხენისძალიანი სიმძლავრით იწარმოებიან.

ტექნიკურ ცვლილებებთან ერთად, ”ოპელმა” Insignia-ს დიზაინიც განაახლა. წინა მხარეს თვალში უფრო დაბერილი გრილი, ახალი მაშუქები და სიგანეში გაზრდილი ქრომირებული ხაზები გვხვდება. უკან მთავარი ცვლილება ახალი LED-მაშუქებია, რომლებიც მაშინვე ”ოპელის” უახლეს კაბრიოლეტ Cascada-ს გვახსენებს. ამ მაშუქებით Insignia-ს კიჩო გაცილებით ელეგანტური გახდა.


Sports Tourer ისევ ლამაზი კომბი უფროა, ვიდრე ”ვირი”, რომელიც ყველაფერს დაიტევს და წაიღებს. სამწუხაროდ, წონაში დაკლებაზე არ უზრუნიათ და Insignia ისევ ცოტათი მძიმე ავტომობილია

ახლა რიუსელსჰაიმელებს ისღა დარჩენიათ, რომ გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა იმედოვნონ. შარშან ”ოპელმა” მხოლოდ 21 000 Insignia გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 22-პროცენტიან კლებას ნიშნავდა. შედარებისთვის: ”ფოლკსვაგენმა” 90 000 ”პასატი” გაყიდა. შესაძლოა, ამ შედეგების გაუმჯობესებაში ”ოპელს” განახლებული Insignia-ს ფასიც დაეხმაროს: 1.4 ტურბირებული ძრავით აღჭურვილი ახალი მოდელის ფასი ევროპაში 24 325 ევროდან დაიწყება, რაც წინამორბედთან შედარებით 2000 ევროთი იაფია.

დასკვნა
2000 ევროთი გაიაფდა, ვიზუალურად და ტექნიკურად დაიხვეწა, ნაკლებ საწვავს მოიხმარს და კოკპიტიც დალაგებული აქვს - ”ოპელმა” Insignia-ს ხელი მართლაც გვარიანად შეავლო და შესაძლოა, მართლაც ძალიან ბევრი კლიენტი მიიზიდოს.
ბლაჟეკ ბულინსკი



ახალი SIDI-ძრავა
მეტი ბრუნის მომენტი, ნაკლები ხარჯი - 1,6-ლიტრიანი ძრავა ტურბინით...

ბენზინის ახალი თაობის აგრეგატი AUTO BILD-მა პირველად Cascada-ში (1,6-ლიტრიანი) გამოსცადა. 4-ცილინდრიანი ძრავა ძალიან მშვიდია და მაღალ ბრუნებზე სიამოვნებით მუშაობს. ”კასკადაში” მისი სიცოცხლით სავსე ხმაც მოგვეწონა და ეკონომიურობაც. ”ოპელი” ამ ძრავას სხვადასხვა სიმძლავრით გვთავაზობს. რიუსელსჰაიმელებმა ახალ აგრეგატს SIDI უწოდეს და თამამად ვიტყვით, რომ ის ”ფოლკსვაგენის” ცნობილ TSI-ს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. ვფიქრობთ, რომ ეს აგრეგატი ”ოპელისთვის” წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. ახლა კი რიუსელსჰაიმელებისგან ახალ ტრანსმისიებს ველით.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
მოდი, ვნახოთ ახალი Lamborghini Huracan
04.03.2014
Gallardo ”ლამბორგინის” ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო - ჯამში 14 000 ეგზემპლარი გაიყიდა. 2014 წლიდან კი სცენაზე მისი შემცვლელი, 610 ცხენის ძალის მქონე Huracan გამოდის
სრულად
BMW-ს სამი მუშკეტერი (+VIDEO)
03.03.2014
პირველი M3-ის შეხვედრა ახალ M3-თან და M4-თან. სულისკვეთება იგივეა, ტექნიკა კი მკვეთრად შეიცვალა
სრულად
გამოუშვით ეს პატარა ფრანგები!
25.02.2014
”რენო” და ”პეჟო” ორი ახალი მცირელიტრაჟიანით გვიჩვენებენ, თუ რატომ არ უნდა ჩამოვწეროთ ფრანგული ავტოწარმოება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ბმვ 728
იყიდება მერსედეს ც 240
მაზდა 323F
ნისან ტერანო 2 (მრავალი ფუნქციით)