ამ ნომრით BMW შორს წავა! (+VIDEO)
07.11.2013
მესამე სერიის კუპე მეოთხე სერიად გადაიქცა. თითქოს ხომ ციფრების თამაშია, მაგრამ პირველმა ტესტ-დრაივმა სასიამოვნოდ გაგვაოცა

მიუნხენელები ამ კლასში მიმდინარე პროცესებს დიდხანს აკვირდებოდნენ და BMW ახლაღა ცდილობს იმას, რასაც ”აუდი” A5-ის სახით 2007 წლიდან გვთავაზობს: ვგულისხმობთ საშუალო კლასის იმ მშვენიერ ვარიანტს, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ და რომელმაც BMW-ს სამოდელო რიგში ახალი ნომერი მიიღო. ოღონდ, ნომერი ამ შემთხვევაში უფრო პრესტიჟის მაჩვენებელია. მესამე სერიის კუპესა და კაბრიოლეტის სტილები ახალ მეოთხე სერიაში გაერთიანდა, მოგვიანებით კი ბავარიული კონცერნი 4-კარიან Gran Coupe-საც შემოგვთავზებს, რითაც საგაისო სამოდელო რიგს დახურავს.

დასაწყისისთვის ჩვენ წინაშე ორკარიანი კუპე დგას, რომელიც მოკლე გადასვლებით, გრძელი კაპოტით, ბრტყელი ძარითა და ფილიგრანული სახურავით მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. კუპე სედანზე 1,4 სანტიმეტრით გრძელი და განიერია, მაგრამ 6,7 სანტიმეტრით ბრტყელი გახლავთ. პროპორციებისთვის ძალიან კარგია ის, რომ თვლების ბაზა (2,81 მეტრი) უცვლელი დარჩა. საინტერესო დიზაინერული ტრიუკი: ძარა ყველაზე განიერი კარის სახელურებთან კი არ არის, არამედ უკანა ფრთებთან, რაც ავტომობილს განსაკუთრებულ ელეგანტურობას მატებს.


მძრაფრად გამოიყურება და მძაფრად დადის: 435i მოსახვევებს სოლიდურად ყლაპავს და მძღოლს ასიამოვნებს

ჯდომის პოზიცია სედანისას საკმაოდ ჰგავს, მაგრამ საგრძნობლად ღრმაა - მძღოლი ასფალტთან ახლოსაა. სალონის უკანა ნაწილიც საკმაოდ ტევადი ჩანს, თუმცა ტანმაღალ მგზავრებს თავის მოხრა დასჭირდებათ, ცხადი იყო, რომ თავის ზემოთ ბევრი სივრცე არ იქნებოდა. სამაგიეროდ, საბარგულის მოცულობა 445 ლიტრია, რაც აბსოლუტურად მისაღები შედეგია (სედანს 480-ლიტრიანი საბარგული აქვს). უკანა სავარძლის საზურგე იყოფა და ისე წვება, სურვილის შემთხვევაში კი 40/20/40-ზე გაყოფილ საზურგესაც მიიღებთ (ფასი 200 ევრო).

ძრავების მხრივ BMW-ს ფანებისთვის კარგი ამბავიც გვაქვს და ცუდიც. კარგი ის არის, რომ მიჯრით მიწყობილი 6-ცილინდრიანი ძრავა ჯერ კიდევ არსებობს. ცუდი ამბავი: ეს აგრეგატი მხოლოდ მძლავრ და ძვირფას ვერსიებში ჩაიდგმება.


მძღოლის სამუშაო მაგიდას ”მესამე სერიიდან” ვიცნობთ, წითელი ფერის ტყავი, რა თქმა უნდა, გემოვნებისა და ფულის საკითხია

გაყიდვების სტარტი 5 ოქტომბერს, ბენზინის ორი ძრავითაა დაგეგმილი: პირველი 2-ლიტრიანი და 4-ცილინდრიანი (245 ცხენის ძალა) აგრეგატია (428i), ხოლო მეორე - 3-ლიტრიანი და 6-ცილინდრიანი 306 ცხენის ძალით (435i). რაც შეეხება საწყის დიზელს: ”მეოთხე სერია” თავიდან 2-ლიტრიანი, 4 ცილინდრის მქონე დიზელის აგრეგატით (184 ცხენის ძალა) გაიყიდება (420d). ამ ძრავებს ნოემბრიდან დაემატება როგორც საბაზო 420i 2-ლიტრიანი მოცულობითა და 184 ცხენის ძალით, ისე 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი დიზელიც 258 ცხენის ძალით 430d-ში და 313 ცხენის ძალის მქონე 435d xDrive.

თუ რაოდენ სასიამოვნოა BMW-ს ტრადიციული აგრეგატები, ამაში ჩვენს მიერ გატესტილმა 435i-მ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. ამ შემთხვევაში სატესტო მოდელს კაპოტის ქვეშ სწორედ ლეგენდარული 6-ცილინდრიანი ძრავა უძგერდა, რომელმაც ტრადიციისამებრ მაგრად მასიამოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძრავა უკვე მოძველებულია, ჯერ კიდევ ისე ”ახალგაზრდულად” მუშაობს, როგორც ვერცერთი თანამედროვე 4-ცილინდრიანი ვერ იმუშავებს. აქსელერაციის სპონტანურ ცვლილებაზე მოხდენილად რეაგირებს, მაღალ ბრუნებზე მუშაობის სიბეჯითეც ახასიათებს და ხმაც ისეთი აქვს, როგორიც ნამდვილ ავტომობილისტს უნდა და როგორსაც BMW-სგან ვართ მიჩვეულები. თანაც, ეს აგრეგატი ჰარმონიულად თანამშრობლობს ძალიან სწრაფ და ასევე ბეჯით 8-საფეხურიან ავტომატურ კოლოფთან, რომელიც 2350 ევრო ღირს. ერთი სიტყვით, ამ ძრავისა და ტრანსმისიის ერთობლიობა მართლაც სამაგალითო ამძრაობის გარანტიაა.


ვინც სიმაღლეში AUTO BILD-ის ავტორ დირკ ბრანკესავით 1,90 მეტრია, ან უფრო მაღალი, უკანა სავარძელზე მთლად კომფორტულად ვერ მოთავსდება

ცხადია, რომ ”მეოთხე სერია” სედანზე ხისტია, ღერძებზე ძალის გადანაწილება 50:50-ზეა და სიმძიმის ცენტრიც მნიშვნელოვნად ღრმაა - შესაძლოა, ყველაზე ღრმა BMW-ს ამჟამინდელ სამოდელო რიგში.

ფაქტი ის არის, რომ ”მეოთხე სერია” ზუსტად ისე დადის, როგორც თეორიულად გვპირდებოდნენ: სოლიდური, დაბალანსებული და მანევრულია. მოხვევის სისტემა მძაფრად რეაგირებს, ESP მაქსიმალურად მგრძნობიარეა. ყოველ შემთხვევაში, ამ ძრავითა და 19-დუიმიანი დისკებით (950 ევრო) აღჭურვილი ეგზემპლარი გაცილებით ენერგიულია, ვიდრე ზედმეტად ელეგანტური ძარის გამო ვვარაუდობდით. მანქანა არ გვძაბავს და ნერვებსაც არ გვიშლის, დაკიდება შეძლებისდაგვარად კომფორტულია, თუმცა ჩვენ მაინც ადაპტურ სავალ ნაწილს გირჩევთ, რომელიც დამატებითი ოპციაა და 1100 ევრო ღირს.


ფრთებში ჩასმულ ამ ლაყუჩებს BMW-ში Airbreather-ს უწოდებენ. მიზანი ისაა, რომ ავტომობილი უფრო დინამიკური იყოს

”მეოთხე სერიის” ფასი დაახლოებით 35 750 ევროდან იწყება (420i), ხოლო საბაზო 420d 39 200 ევრო ღირს. ჩვენს მიერ გატესტილი 435i-ს ფასი 51 650 ევროა და მის კომპლექტაციაში უნაკლო სპორტული ავტომატიკაც შედის. ყველაზე ძვირი, რა თქმა უნდა, ყველაზე მძლავრი ეგზემპლარი ეღირება: 313 ცხენის ძალით აღჭურვილი 435d xDrive-ის ფასი 54 300 ევრო იქნება. ერთი სიტყვით, მეოთხე სერიის შემთხვევაში ყველაფერი ერთი ნომრით მაღალია.


კარგი ჟესტი: ძრავის დაქოქვის შემდეგ ავტომობილი უსაფრთხოების ღვედს გვაწვდის

მოგვწონს
ფორმა და ძრავა: თვალისმომჭრელი დიზაინი და საკულტო 6-ცილინდრიანი აგრეგატი აღგვაფრთოვანებს.

გვაკლია
წინა მგზავრის სახელური: კოპილოტისთვის ხელის მოსაჭიდი აღარ არსებობს. BMW-მ ამაში ფული დაზოგა.

გვაკვირვებს
დაგვიანებული გადაწყვეტილება:რატომ დასჭირდა BMW-ს ამდენი დრო ”მეოთხე სერიის” შესაქმნელად?

ტექნიკური მონაცემები
BMW 435i Sport-Line
6-ცილინდრიანი, Turbo • 2979 სმ3 • 225 კვტ (306 ცხ. ძ.)/5800 • ბრუნის მომენტი: 400 ნმ/1200 • უკანა ამძრაობა • 8-საფეხურიანი სპორტული ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4638/1825/1362 მმ • წონა: 1585 კგ • ავზი: 60 ლ. • 0–100 კმ/სთ: 5,1 წამში • მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ • საწვავის ხარჯი: 7,2 ლ. S/100 კმ-ზე • CO2: 169 გ/კმ
ფასი: 51 650 ევრო



Connected Car
”მეოთხე სერიას” ამ მხრივ თითქმის ყველაფერი შეუძლია. სმარტფონს კაბელით ან ბლუთუზით მიაერთებთ და მანქანა აპლიკაციებთან ერთად, ბრაუზერით ინტერნეტკავშირსაც გვთავაზობს. უსაფრთხოების სისტემების მხრივაც თითქმის ყველა სურვილი შესრულებადია. დამატებით ფულის გადახდის შემთხვევაში თავს მაქსიმალურად უსაფრთოდ იგრძნობთ.



დასკვნა
BMW-ს კონკურენტების უკან ჩამოტოვება უნდა და ”მეოთხე სერია” სწორედ ამ მისიას ემსახურება. ციფრების თამაშზე, შესაძლოა, ბევრს გაეცინოს, მაგრამ ფაქტია, რომ BMW 4er კონკრეტული რასაა, კლასიც აქვს და სტილიც.
დირკ ბრანკე



facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთს ესპანეთში დაუპირისპირდება
სიტუაცია: "ბარსელონა" დაისაჯა, საქართველოც?
ზაზა ფაჩულიამ და ლებრონ ჯეიმსმა ერთმანეთისკენ გაიწიეს! [VIDEO]
სხვა სიახლეები
სტრიპტიზი სტრიპზე
31.03.2014
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
ეს BMW ძალიან ხარბია!
20.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
Mercedes G 500: რა მსმელი, რა მჭამელი...
15.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ნისან პრესაჟე
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
ნისან ტერანო 2 (მრავალი ფუნქციით)
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3