ფოლკსვაგენის პატარა SUV მიუნჰაუზენისთვის (+VIDEO)
08.11.2013
პირველი გასეირნება ახალი VW Taigun-ით

მინი-SUV-ის შექმნა ”ფოლკსვაგენმაც” რომ გადაწყვიტა, ეს ”AUTO BILD საქართველოს” მკითხველებმა დიდი ხანია იციან: VW Tiguan-ის უმცროსი ძმა ”ტაიგუნი” შარშან, ნოემბრის ნომერში გაგაცანით. ახლა კი, მცირელიტრაჟიან VW UP-ის ბაზაზე აწყობილი პატარა ქროსოვერი პირველად გავტესტეთ

სან ანტონიო დე არეკო ბუენოს აირესიდან ორი საათის სავალზე მდებარეობს და ამ მზიანი დღის ნაშუადღევს აქაურობა ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ყოველთვის: სიცხე და მტვერი ერთად საკმაოდ უსიამოვნო გარემოს ქმნის. ძველი Ford Falcon-ისა და დაჟანგულ Peugeot 504-ს შორის კი ბრაუნშვაიგული ლოგოტიპით დამშვენებული, ჯერ კიდევ სტუდიური ავტომობილი ბზინავს, რომლის საჭესაც თქვენი მონა მორჩილი უზის - ამ მანქანას AUTO BILD-ისთვის ვტესტავ.

სან პაულოს ავტოშოუზე წარდგენიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, VW Taigun-ის საქმეში ნახვის საშუალება მოგვეცა, რაზეც უარი, რა თქმა უნდა, არ ვთქვით. მართალია, ჯერ კიდევ სტუდიური მოდელი ეთქმის, მაგრამ ეს ავტომობილი იმდენად საინტერესოა, რომ მისთვის ამდენი ყურადღების დათმობა ნამდვილად ღირს. თანაც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სერიულ წარმოებაში ჩაშვებისთვის მხოლოდ ფორმალობებიღა დარჩა მოსაგვარებელი.


პატარა ”ტაიგუნი” ქალაქში მშვენივრად მანევრირებს

”ფოლკსვაგენის” პატარა ქროსოვერი მცირელიტრაჟიანი VW Up-ის ბაზაზეა აწყობილი და მისი სიგრძე მხოლოდ 3,86 მეტრი გახლავთ. ”ტაიგუნი” ”ტიგუანის” უმცროსი ძმაა და არსებობს საშიშროება, რომ დასავლეთ ევროპაში ნახევარი მეტრით გრძელი ”ტიგუანის” ჩრდილში მოექცეს. თუმცა ”ფოლკსვაგენის” მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი მარტინა ბინე მეუბნება, ”ტაიგუნი” უხეში გზებისთვისაა შექმნილი და უგზოობას ”ტიგუანზე” უკეთ იტანსო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ”ტაიგუნი” მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილით გარკვეულ ადგილამდე ვეღარ მიდის, მაგრამ არც ნაღდი ყველგანმავალი სჭირდება - სწორედ ამ სეგმენტზეა გათვლილი ეს ქროსოვერი, მაგრამ სწორედ ეს სეგმენტი მოიცავს მომხმარებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Up-ის სეგმენტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 8,7 მილიონი ავტომობილი იყიდება, ექსპერტები კი ამ მონაცემის გაორმაგებას ვარაუდობენ და იმასაც გავიხსენებთ, რომ ”ფოლკსვაგენს” თავის სამოდელო რიგში სწორედ მინი-SUV არ ჰყავს, თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ ვოლფსბურგელთაგან ამგვარი ნაბიჯის გადადგმა არა მარტო გამართლებულია, არამედ დროულიც კია (თუ დაგვიანებული არა).
”სხვა სეგმენტებში ბევრი განსხვავებული ძარის ფორმა გვაქვს - დაწყებული კომბიდან, ვიდრე მინივენამდე, მაგრამ აქ მხოლოდ სამი ან ხუთკარიანი იარსებებს. ვფიქრობ, რომ ”ტაიგუნით” ახალი მოდის დამკვიდრება შეგვიძლია,” - იმედოვნებს ფრაუ ბინე.

ამისათვის კი ”ტაიგუნს” მხოლოდ ხელმძღვანელთა ყველაზე მაღალი ეშელონის თანხმობაღა აკლია. მართალია, ყველა ამბობს, რომ სერიული წარმოების დასაწყებად ახლა უკვე მხოლოდ ფორმალური მხარის მოგვარებაა საჭირო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ მაინც არაფერია, რაც სწორედ ბინემ დაგვიდასტურა.


კოკპიტის დეტალები მხოლოდ ოდნავღა შეიცვლება, პრინციპული ცვლილებები კი გამორიცხულია. ყველაფერი ”ფოლკსვაგენის” სტილში, გასაგები და მარტივად აღსაქმელი იქნება

როცა დიდი ბოსები თავიანთ ცერა თითებს მაღლა ასწევენ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება და წესით, არც მათ თანხმობას უნდა დააგვიანდეს. ამის თქმის საფუძველს ის ფაქტი გვაძლევს, რომ ”ტაიგუნის” ფასი უკვე დადგენილია - საბაზო მოდელი 16 000 ევრომდე უნდა ღირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ტაიგუნი” აქტუალურ ”ტიგუანზე” მთელი 10 000 ევროთი იაფი იქნება.

ტესტის დროს ვატყობ, რომ მანქანა სერიული წარმოებისთვის უკვე მზადაა. თუნდაც იმიტომ, რომ მის დიზაინში აღარ შეხვდებით სტუდიური მოდელისთვის დამახასიათებელ სათამაშოებს. ინტერიერი ჯერ კიდევ სტუდიური მოდელის სალონივით შთამბეჭდავია, მაგრამ ბინე მეუბნება, აქ ისეთი არაფერია, რასაც სერიულ წარმოებაში ვერ გავაკეთებთო.

მაშინ ვისურვებდი, რომ სალონში ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლაა. ნეტა, ის ბოთლიც დატოვონ, სპეციალურად ”ტაიგუნის” ინტერიერის ფერებს რომ შეუხამეს. კონტრასტულ ფერებში გადაწყვეტილი გლუვი ზედაპირები შთაბეჭდილებას ახდენს და მაღალხარისხიანს ჰგავს. თამამად ვიტყვი, რომ ”ფოლკსვაგენის” კვალობაზე ასეთი ინტერიერი საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა. ფრაუ ბინეს ასეთი შეფასება ისე ახარებს, თითქოს პირადად მას ვუთხარი კომპლიმენტი და დასძენს, ჩვენი მიზანიც სწორედ ბრენდის გაახალგაზრდავებააო.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ”ტაიგუნის” სერიაში ჩაშვების თარიღად მაინც 2015 წლის ბოლო, ან 2016 წლის დასაწყისი ივარაუდება. მიზეზი მარტო Up-ის პლატფორმა არაა, რომელსაც გაჭიმვა სჭირდება. საქმე ისაა, რომ ”ფოლკსვაგენის” მინი-SUV-ის თვლების ბაზა ხუთი სანტიმეტრით მეტი უნდა იყოს, რათა მართლაც ხუთი ადამიანი დაიტიოს. მართალია, უკანა სავარძელზე სამ ზრდასრულ ადამიანს გრძელ გზაზე მგზავრობა დიდად არ აღაფრთოვანებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ Up-ის უკანა სავარძელთან შედარებით, ”ტაიგუნის” უკანა სავარძელი გაცილებით კომფორტულია. თავის ზემოთ და მუხლების წინ ადგილი თითქმის საკმარისია.


Volkswagen Taigun სიგრძეში 3,86 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ”პოლოზე” 11 სანტიმეტრით ნაკლები გამოდის, მაგრამ 2,47-მეტრიანი ბაზით ”პოლოს” ბაზას უტოლდება

ამძრაობის შესახებ დისკუსია ჯერ კიდევ კიდევ გრძელდება და ”ფოლკსვაგენის” შეფები მსჯელობენ, ”ტაიგუნი” მხოლოდ წინა ამძრაობით აღჭურვონ, თუ იმიჯისთვი სრული ამძრაობითაც აწარმოონ. რაც შეეხება ძრავებს - ამ მხრივ შეფებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია. Up-ის დარად, ”ტაიგუნის” საწყისი აგრეგატიც 3-ცილინდრიანი და მხოლოდ 1 ლიტრი მოცულობის იქნება - 60 და 75-ცხენისძალიანი სიმძლავრით. მომდევნო ძრავა კი 110 ცხენის ძალითა და 175-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით მოგვხიბლავს, ერთტონიან ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე 9,2 წამში აჩქარებს, მაქსიმალური სისწრაფე კი 186 კმ/სთ უნდა იყოს.

”ფოლკსვაგენის” ინჟინრებმა საწვავის ხარჯიც გამოთვალეს (ჩვენ მოგვიანებით, სერიულ მოდელზე დავითვლით) და 100 კილომეტრზე 4,7 ლიტრს გვპირდებიან. თუ ”ტაიგუნი” პრაქტიკაში 5 ლიტრზე მეტს არ დაწვავს, ეს ამ კლასში მართლაც სენსაციური შედეგი იქნება. თანაც, უფრო ეკონომიური ”ტაიგუნიც” იარსებებს - დიზელზე ხომ არაფერი გვითქვამს. დიზელის აგრეგატის საწვავის ხარჯი შესაძლოა, 4 ლიტრსაც არ ასცდეს.

ეს ყველაფერი ტიპურ ავტომობილისტური თავგადასავალივით არ ჟღერს, მაგრამ, სამაგიეროდ, მიუნჰაუზენს ”ტაიგუნით” ბორიალი ძალიან იაფი დაუჯდება.

მოგვწონს
ავტომობილის ზომა: ახლა სწორედ ასეთი პატარა ქროსოვერების დროა.

გვაკლია
კომოფრტული სავარძლები უკან: Up-ზე მეტი კომფორტი კარგია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი კომფორტი გვინდა.

გვაკვირვებს
ვოლფსბურგელთა ორჭოფობა: ”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელები ”ტაიგუნისთვის” მწვანე შუქის ანთებას აგვიანებენ.


დასკვნა
”ტაიგუნის” ფორმა და ფორმატი სიმპათიებს აღძრავს. ასეთი მანქანა საავტომობილო მსოფლიოს მართლაც აკლია. შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ ”ფოლკსვაგენის” მინი-SUV გამოსვლისთანავე მოდური გახდება. შესაბამისად, მართლაც გასაკვირია, რატომ აგვიანებენ საბოლოო დასტურის მიცემას VW-ს შეფები.
თომას გაიგერი

იხილეთ AUTO BILD TV-ის მიერ მომზადებული, ამ სტატიის შესაბამისი ვიდეო-რეპორტაჟი

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთს ესპანეთში დაუპირისპირდება
სიტუაცია: "ბარსელონა" დაისაჯა, საქართველოც?
ზაზა ფაჩულიამ და ლებრონ ჯეიმსმა ერთმანეთისკენ გაიწიეს! [VIDEO]
სხვა სიახლეები
სტრიპტიზი სტრიპზე
31.03.2014
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
ეს BMW ძალიან ხარბია!
20.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
Mercedes G 500: რა მსმელი, რა მჭამელი...
15.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ნისან პრესაჟე
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
იყიდება მაზდა დემიო
ბმვ 728