ეს GTI 250-ით დადის! (+VIDEO)
09.11.2013
ფოლკსვაგენმა «გოლფის» GTI Performance ვერსიაც გამოუშვა. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, ღირს თუ არა ამ «გოლფში» დამატებით ფულის გადახდა

1976 წელს, ანუ, პირველ GTI-ზე მუშაობისას «ფოლკსვაგენში» ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 37 წლის შემდეგ მეშვიდე თაობის GTI-ს გამოუშვებდნენ. «სახალხო მარკის» ხელმძღვანელები მაშინ უბრალოდ ზონდერ-მოდელის შექმნაზე ფიქრობდნენ, რომლის მხოლოდ 5000 ეგზემპლარის წარმოება ჰქონდათ დაგეგმილი. სინამდვილეში, მას მერე 1,9 მილიონი GTI გაიყიდა...

მეშვიდე თაობის შემთხვევაში ჩვეულებრივ GTI-სთან ერთად (რომლის შესახებაც ჩვენი მკითხველი ინფორმირებულია), «ფოლკსვაგენმა» კიდევ უფრო მძლავრი, სპეციალური ვერსიაც გამოუშვა, რომელსაც GTI Performance ეწოდება. უმთავრესი განსხვავებები იმაშია, რომ ჩვეულებრივი GTI-სგან განსხვავებით, GTI Performance-ს 220-ის ნაცვლად 230 ცხენის ძალა აქვს და 1125 ევროთი ძვირი ღირს. ჯამში, კი 28 350 ევროს ნაცვლად, 29 475 ევრო მივიღეთ.


სახურავის სპოილერი GTI-ში ტრადიციაა. მის აღჭურვილობაში აუცილებელიე ორი მაყუჩიც


Golf VII-ის კოკპიტი GTI ვერსიაში: საჭე მრგვალი არაა. გოლფის ბურთი გადაცემათა კოლოფის ბერკეტის თავის სახით სპორტულ სულისკვეთებას გამოხატავს

სისწრაფის კუთხით განსხვავება 4 კმ/სთ-შია - სპეც-ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია. აქვს უფრო დიდი მუხრუჭები და რაც ყველაზე საინტერესოა, აღჭურვილია დიფერენციალის ბლოკირებით, რმაც GTI-ს მართლაც დაამშვენა. დამატებით 990 ევროს გადახდის შემთხვევაში კლიენტი ადაპტირებად ამორტიზატორებსაც (DCC) მიიღებს.

ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ კიდევ უფრო გამძაფრებული მოდელი GTI-ს სულისკვეთებასაც გაცილებით მძლავრად გამოხატავს. დიფერენციალის ბლოკირებით ძლიერი «გოლფი» მოსახვევებს კიდევ უფრო გემრიელად ყლაპავს. დაბალ ბრუნებზე ძრავა არცისე აგრესიული ჩანს, თუმცაღა შესაბამის ხმას გამოსცემს, მაღალ ბრუნებზე კი ცეცხლის დანთება შეუძლია და 6 000 ბრუნამდე ბეჯითათ მუშაობს.


Performance GTI: 18-დუიმიანი დისკი და თეთრი წარწერა წითელ სუპორტზე

საერთო ჯამში კარგად მოვლილი სპორტული ავტომობილი უნდა ვუწოდოთ. ვინც DCC-ის კომფორტულ რეჟიმზე გადართავს, GTI-ს ყველაზე სასიამოვნო მხარესაც გაიცნობს. ამ დროს «გოლფი» გზის უსწორმასწორობებს ელეგანტურად უმკლავდება. აღსანიშნავია, რომ Performance GTI-ს მხოლოდ თეთრი წარწერითა და წითელი სუპორტებით იცნობთ.

ტექნიკური მონაცემები
VW Golf GTI Performance

4-ცილინდრიანი, Turbo • მოცულობა: 1984 სმ3 • სიმძლავრე: 169 კვტ (230 ცხ. ძ.)/4700 • ბრუნის მომენტი: 350 ნმ/1500 • წინა ამძრაობა • 6-საფეხურიანი მექანიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4268/1790/1442 მმ • წონა: 1382 კგ • საბარგულის მოცულობა: 380–1270 ლ. • ავზის მოცულობა: 50 ლ. • 0–100 კმ/სთ: 6,4 წამში • მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ • საწვავის საშუალო ხარჯი: 6,0 ლ. SP/100 კმ-ზე • გამონაბოლქვი (CO2): 139 გ/კმ
ფასი: 29 475 ევროდან


ტურბინა, პირდაპირი შეფრქვევა და 230 ცხენის ძალა

მოგვწონს
შერწყმა: მანევრული ავტომობილია, მაგრამ არ არის ზედმეტად ხისტი. GTI სპორტულობისა და კომფორტულობის მართლაც კარგ ნაზავს გვთავაზობს

გვაკლია
მრგვალი საჭე: გვიჩვენეთ ის კაცი, ვინც თქვა, რომ ქვემოთ გასწორებული საჭე სპორტულია! უძველეს GTI-ს მრგვალი საჭე ჰქონდა

გვაკვირვებს
ბოლო შტრიხები: Golf GTI ზრდასრული, სრულყოფილი ავტომობილია და პრემიუმ-ხარისხს შეესაბამება

დასკვნა
Performance პაკეტმა ჩემზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა, მაგრამ ერთი კითხვა დამებადა: რატომ თავიდანვე არ გამოუშვეს? რატომ გახდა საჭირო მეორე ვერსია? GTI-ს მოყვარულებს ყველაზე მძლავრი ვერსიის ყიდვის საშუალება თავიდანვე უნდა მისცემოდათ.
კარსტენ პაულუნი

იხილეთ AUTO BILD TV-ის მიერ მომზადებული, ამ სტატიის შესაბამისი ვიდეო-რეპორტაჟი

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთს ესპანეთში დაუპირისპირდება
სიტუაცია: "ბარსელონა" დაისაჯა, საქართველოც?
ზაზა ფაჩულიამ და ლებრონ ჯეიმსმა ერთმანეთისკენ გაიწიეს! [VIDEO]
სხვა სიახლეები
სტრიპტიზი სტრიპზე
31.03.2014
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
ეს BMW ძალიან ხარბია!
20.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
Mercedes G 500: რა მსმელი, რა მჭამელი...
15.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მინივენი საუკეთესო მდგომარეობაში
ნისან პრესაჟე
ქირავდება მერსედეს E230 უნივერსალი
სასწრაფოდ! მერსედესი