ექსტრემალური ტესტი: ცეცხლი! წყალი! (+VIDEO)
14.11.2013
Fiat 500 Abarth 595C პატარა ეშმაკია და ყველგან ხანძარს აჩენს. ცეცხლის ჩასაქრობად კი არსებობს მისი ძმა, Iveco Dragon 6x6

რამდენი ლიტრი წყალი ეტევა Fiat 500 კაბრიოლეტში? გეთანხმებით, სულელური კითხვაა, მაგრამ ამ შემთხვევაში სულელურად არ ჟღერს, რადგან ამ კითვაზე პასუხის მიღების პერსპექტივით რომ არ მოვიხიბლეთ, ამიტომაც დავხურეთ სახურავი. სალონის წყლით გავსების საშიშროება კი მართლაც დიდი იყო, რადგან უკნიდან სახანძრო მანქანა წამოგვეწია - წყლის ჭავლის უზარმაზარი ქვემეხით.

Iveco Dragon-ის საჭესთან ტესტ-მძღოლი სელჩუკ ბალიკი ზის. გაგვისწორდა თუ არა, გადმოგვძახა: ”უკვე დავცხო?” თან იცინის. დაგვცინის. ცოტა გავბრაზდით და პასუხი არ გაგვიცია. დუმილი თანხმობის ნიშანიაო, მიხვდა ბალიკი და ჯოისტიკს ხელი სტაცა და წყლის ჭავლი დაუშვა! გვეგონა, რომ ჩვენი ”ჩინკუეჩენტო” დაიხრჩობოდა, მაგრამ წყლის ნაკადიდან სასწაულებრივად გამოძვრა.

”დაგინდეთ. სპეციალურად არ დავუმიზნე მანქანას, - ბატის სახე მიიღო ბალიკმა, - მთელი სიმძლავრით რომ გამომეშვა, მაგ მანქანას გზიდან გადავაგდებდით.” საჭიროების შემთხვევაში ასეც მოიქცევიან - როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, სახანძრომ ნათესავების დანდობა არ იცის.

Auto Bild
ცეცხლის დამნთები და ხანძრის ჩამქრობი: ყველაზე საინტერესო ის არის, რომ Dragon 6x6 და Abarth ერთმანეთის შორეული ნათესავები არიან - დრაკონს რომ მოუნდეს, ამ პატარა სანთებელას წყლის ჭავლით რამდენიმე წამში გზიდან გადააგდებს

ეს მანქანები კი დიახაც ნათესავები არიან: Abarth 595C Turismo ”ფიატის” სამოდელო რიგში უახლესი ავტომობილია, Iveco-ს Dragon 6x6 კი ამავე კონცერნის სატვირთოა, რომელიც პირველ რიგში სწორედ სახანძრო ავტომობილის სახით გამოიყენება. ბალიკის თქმით, ეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი 6x6 ამძრაობის მქონე სახანძრო მანქანაა და ამაში ჩვენც ვეთანხმებით. 1220 ცხენის ძალა, 80 კმ/სთ-მდე აჩქარება 21 წამში - ასეთი მონაცემები თავიდან დიდად არ გაგაოცებთ, მაგრამ საკმარისია, შეიტყოთ, რომ ეს მანქანა 15 ტონა წყალს მიათრევს, რომ ბალიკს თქვენც დაეთანხმებით. მაქსიმალური სიჩქარე 135 კმ/სთ-ზე აქვს დარეგულირებული (ამაზე მეტს საბურავები ვეღარ გაუძლებენ) და თამამად უნდა ითქვას, რომ Iveco არის GTI სატვირთო ავტომობილებს შორის.

თანამედროვე ტრიუკები სატვირთო ავტომობილების ინჟინრებმაც აითვისეს. შედარებით პატარა 3-ხიდიანს უფროსი ძმის ტექნიკა აქვს. 14-მეტრიანი სიგრძის შემთხვევაში სიტყვა პატარა, რა თქმა უნდა, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ Dragon 8x8-სთან შედარებით ის მართლაც პატარაა. რაც შეეხება ტექნიკას: 12,9-ლიტრიანი დიზელის ძრავა, მუდმივი სრული ამძრაობა, სპეციალური გადაცემათა კოლოფი, რომელიც ძალის ცვლადი გადანაწილებით გამოირჩევა - გააჩნია, რა სჭირდება კონკრეტულ მომენტში საბურავებსა და წყლის ტუმბოებს.


Abarth 595C Turismo: ძრავის მოცულობა: 1,4 ლიტრი; წონა: 1160 კგ; საწვავის ხარჯი: 6,5 ლიტრი/100 კმ-ზე; მაქს. სიჩქარე: 209 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 7,6 წამში

მთავარი მონაცემი, რითაც Iveco Dragon-ის ინჟინერი რობერტ ლიბლი ამაყობს, არის ის, რომ მის ქმნილებას წყლის ჭავლის მაქსიმალური სიმძლავრით გამოშვება 70 კმ/სთ-ით მოძრაობის დროსაც კი შეუძლია. ანუ, ეს მონსტრი ცეცხლს მოძრაობაშიც აქრობს! ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხანძრის დროს თითოეული წამი მნიშვნელოვანია.

საქარე მინის ქვეშ განთავსებული წყლის ქვემეხი წყლის ჭავლს 55 მეტრის დისტანციაზე ისვრის, სახურავის ქვემეხი კი სულაც 95 მეტრის დისტანციაზე. საშუალოდ ერთ წამში ლულაში 60 ლიტრი წყალი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ 12,5-ტონიანი მოცულობის მქონე ავზი დაახლოებით 2 წუთში დაიცლება და იმედია, რომ ეს დრო ცეცხლის ჩაქრობასაც ეყოფა.


Dragon 6x6: ძრავის მოცულობა: 12,9 ლიტრი; წონა: 38 ტონა; საწვავის ხარჯი: 100 ლ/100 კმ-ზე; მაქს. სიჩქარე: 135 კმ/სთ; 0-80 კმ/სთ: 21 წამში

Dragon-ის ფონზე პატარა Fiat 500 Abarth სანთებელას ჰგავს - 595C Turismo-მ ცეცხლი უნდა დაანთოს, რომლის ჩაქრობა სწორედ მის დიდ ბიძაშვილს მოუწევს. Abarth-მა ცეცხლი უნდა დაანთოს ქალაქის ქუჩებში, კაფეების წინ, მანდილოსნების გულებში. ძარა ორ ფერშია გადაწყვეტილი და ამ ფერებს მშვენიერი, ფრჩხილის ზომის სიგანის მქონე კანტი ყოფს. სალონში, სქელი საწის გვერდით სპეციალური მაჩვენებელია, რომელიც ტურბინის წნევას გვიჩვენებს. ძრავის მოცულობა სულ რაღაც 1,4 ლიტრია, მაგრამ სიმძლავრე 160 ცხენის ძალას შეადგენს და როცა 160-ივე ცხენი ამოქმედდება, ეს პატარა ”სანთებელა” არა მარტო Dragon-ს მოიტოვებს უკან.

მისი მთავარი სცენა ქალაქის ქუჩებია, მაგრამ ქალაქში ცელქობა უმეტესად არ შეიძლება, ტრეკზე კი, სადაც Abarth Dragon-ს გაურბოდა, ”ფიატის” პატარა, სპორტულმა კაბრიოლეტმა თავისი შესაძლებლობები ამომწურავად დაამტკიცა. მისი სპორტული სავალი ნაწილი და ხისტი დაკიდება სწორედ ასეთ ტრეკს შეესაბამება. თანაც, ცენტრალურ კონსოლზე დამატებითი ცეცხლისთვის სპორტული რეჟიმის ღილაკია, რომელიც მოხვევის სისტემისა და აქსელერატორის ცეცხლზე ნავთს ასხამს. სპორტული გადაცემათა კოლოფი კი არ მოგვეწონა: ნახევრად ავტომატიკა საფეხურებს იტალიურ სტილში, მაინცდამაინც მაშინ რთავს, როცა ეს უკვე აღარ, ან ჯერ არ გჭირდება...



ეს ტრანსმისია ლეგენდარულ ტიუნერ კარლო აბარტს, რომლის სახელსაც ”ფიატი” უკვე დიდი ხანია, სპორტულ ხაზში იყენებს, ნაღდად არ მოეწონებოდა. იტალიელებმა ბულვარს ჯერ ჩვეულებრივი 500 Abarth შესთავაზეს, ახლა კი 595C Turismo, რომლის ფასი 23 550 ევროდან იწყება და რომლის მისია სწორედ ცეცხლის დანთებაა. მის ჩასაქრობად კი Dragon უნდა გამოიძახოთ.

დასკვნა
მძლავრიცაა, მოდურიც და შესაბამისად, ძვირადაც ფასობს. ფაქტია, რომ Abarth-მა ევროპაში გამეფებული ”ჩინკუეჩენტო-მანია” კიდევ უფრო გააძლიერა. კითხვები ამ მანქანის აზრიანობის შესახებ არ მიიღება! აზრი Dragon-ში უნდა ეძებოთ, რომელიც გერმანულ ნოუჰაუსა და სატვირთოების იტალიურ ტექნიკას აერთიანებს, რაც ერთობლიობაში GTI სახის დიდ მანქანას ქმნის, რომელიც საუკეთესო სახანძრო ავტომობილია.
იოახიმ შტაატი



იხილეთ AUTO BILD TV-ის მიერ მომზადებული, ამ სტატიის შესაბამისი ვიდეო-რეპორტაჟი

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
ჰერ მაი, რატომ მოიპარეთ ქაშქაი?
26.05.2014
”ნისანმა” ახალი ”ქაშქაის” პრეზენტაცია ესპანეთში გამართა. AUTO BILD-ის რეპორტიორმა ანდრეას მაიმ იაპონელთა ახალი ქროსოვერით აკრძალული მოგზაურობა მოიწყო
სრულად
ნადირობა მოსახვევებზე (+ VIDEO)
21.05.2014
E-Type-დან ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ ”იაგუარმა” F-Type-ის სახით ისევ ნაღდი სპორტული ავტომობილი გამოუშვა. AUTO BILD-ის ავტორმა შტეფან ფოსვინკელმა გადაწყვიტა, ამ მანქანით მთიანი ესპანეთი დაეპყრო.
სრულად
სახლი, რომელიც დაცურავს
12.12.2012

AUTO BILD-მა Sealander-ით ელბაზე გაისეირნა

სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda Capa
Mercedes Viano
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
Mercedes Vito