BMW M6 Gran Coupe და Maserati Ghibli (+ვიდეო)
BMW M6 Gran Coupe და Maserati Ghibli (+ვიდეო)
15.11.2013
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ, ლუქს-კლასის სედანების ლიგა მოსაწყენი იყო.

თითქმის ყველა მდიდრული ლიმუზინი ნაცრისფერი გახლდათ და ყველას თითქმის ერთნაირი კიჩო ჰქონდა, რაც ზუსტად იმდენად იყო საინტერესო, რამდენადაც მოხუც მკვლევართა ყოველწლიური ყრილობა.

მერე, ”მერსედესმა” და BMW-მ მოსაწყენ ლიგაში არნახული, საკმაოდ სარისკო სიახლეების დანერგვა გაბედეს: შტუტგარტელებმა Mercedes CLS შექმნეს, ბავარიელებმა კი - BMW Gran Coupe. სედანის ძარისთვის კუპეს სულისკვეთების შთაბერვამ გაამართლა - ევროპისთვის უკვე ძალიან მოსაწყენი ლიგა მთლად ძველებურად არა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი გახდა. სწორედ ამ ლიგაში ითამაშებს ახალი Maserati Ghibli-ც, რომელიც სულ სხვანაირი ავტომობილია. შესაბამისად, რომელი კონკურენტისთვის უნდა შეგვედარებინა ახალი Ghibli, თუ არა BMW 6er Gran Coupe-სთვის?

შეხვედრის ადგილი ისეთი შევარჩიეთ, სადაც პაპარაცები ვერ მოგვაგნებდნენ - ასეთი ექსკლუზიური შეხვედრები ხომ მკაცრად გასაიდუმლოებული უნდა იყოს. მაგრამ აქაც კი, მიწისქვეშა ფარეხში, სადაც სულაც არაა იდეალური პირობები იმისათვის, რომ ფოტოსესია მოაწყო, ”მაზერატი” შესანიშნავად გამოიყურება. ფოტოგრაფმა Ghibli-ს ფორმატი Audi A4-სას მიამსგავსა, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა: 4,97-მეტრიანი სიგრძე A6-ს ან მეხუთე სერიის BMW-ს შეესაბამება და არც ორი თითის სიგრძით მეტ 6er Gran Coupe-ს ჩამოუვარდება.


Gran Coupe სინამდვილეში სედანია, ოღონდ უფრო ბრტყელი, ელეგანტური და სედანის კვალობაზე საკმაოდ არაპრაქტიკულიც. მისი კოკპიტი არა მარტო BMW-ს ფანებს, არამედ თვითონ შემქმნელებსაც ძალიან მოსწონთ, რადგან დალაგებულია და ტიპურ გერმანულ სტილშია დამუშავებული

შეფ-დიზაინერმა მარკო ტენკონემ ”მაზერატის” დნმ Ghibli-შიც სრულყოფილად გადმოსცა: მშვიდი სიბრტყეები, უკან გადაწეული შუშები, დრამატული ჭრილები მაშუქებსა და უკანა საყრდენზე. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ იცით, რა მაინტერესებს ყველაზე მეტად? როგორ მოახერხეს იტალიელებმა ასეთი ”კეხიანი ცხვირისა” და ვარდნადი კაპოტის ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მარეგულირებელთან გატანა? კიჩო კი ტრადიციულად აზიდულია და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სპოილერის ტიპის კანტი აქვს - თითქოს სინიორ ტენკონეს Ghibli-ს დიზაინზე მუშაობისას ბოლოს ესპრესო გაუთავდა და იდეები გამოელიაო.

BMW ამ შემთხვევაში M6-ის სახითაა წარმოდგენილი და უფრო სპორტულია. მისი ძარა კუნთებსაც ათამაშებს და საგრძნობლად, მთელი 7 სანტიმეტრით ღრმაცაა. შესაბამისად, ზურგი ჩაჯდომისთანავე გეუბნება, ყურადღებით იყავი, ეს კუპეაო. ინტერიერში, წინა სავარძლებს ერთმანეთისგან უკიდურესად განიერი ცენტრალური კონსოლი ყოფს, რომელიც მძღოლს ჩამრთველ-გადამრთველების სრულყოფილ მენიუს სთავაზობს. სამაგალითო iDrive-ის ცენტრალური მარეგულირებელი არაფერში აგერევათ, მის გარშემო მდებარე ღილაკებს კი მიჩვევა უნდა და თავიდან მართლა შეიძლება შეგეშინდეს, რომ 560 ცხენის ძალის მქონე ავტომობილში შემთხვევით სულ სხვა ღილაკს არ დააჭირო, რათა ამ რაკეტამ უცებ არაადეკვატური გადაწყვეტილება არ მიიღოს.

Auto Bild
Maserati Ghibli-ს მძღოლის სამუშაო მაგიდა: აქ ყველაფერი ბრწყინავს და ყველაფერს შესანიშნავი სუნი ასდის. Ghibli-ს კოკპიტზე, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები ღილაკია - მას ხომ გაცილებით ნაკლები ასისტენტსისტემა აქვს. ”მაზერატის” მფლობელებისთვის კიჩოს წარწერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

თავის სიმძლავრეში ეჭვის შეტანის საფუძველს არც Ghibli გვაძლევს. თუმცა იტალიელს 410 ცხენის ძალა აქვს და შესაბამისად, სედანიც BMW-ზე მეტად ეთქმის. იტალიელში ტყავის დამუშავება იმდენად ხარისხიანია, რომ ასეთს მხოლოდ ძვირფასი ავეჯის მაღაზიაში თუ შეხვდებით. ჯდომის პოზიცია წინ სრულყოფილია, მასალების ხარისხი და მათი შეხამება კი იმდენად საინტერესოა, რომ მძღოლის გვერდით მჯდომი ქალბატონი მზის სათვალეს აუცილებლად მოიხსნის და ყველაფერს დეტალურად დაათვალიერებს. კარის ხელის ჩამოსადებიც კი გულმოდგინედაა შესრულებული, ხის დეკორაციამ კი შეიძლება შვას კითხვა - უხდება თუ არა ის თქვენს პერანგს. მიუხედავად ამისა, ეს ”მაზერატი” ყველას ნამდვილად არ მოეწონება.

8,4-დუიმიანი ეკრანი, რომლიდანაც აუდიოსისტემა, კლიმატკონტროლი, ტელეფონი და პარკირების ასისტენტი იმართება, სენსორულია. უკანა სავარძელზე მუხლებისთვის არცისე დიდი სივრცეა. ამასთან, ”მაზერატის” გაყიდვების სტარტზე არაერთი ისეთი ასისტენტ-სისტემა დააკლდება, რასაც BMW, მართალია, დამატებითი ოპციის სახით, მაგრამ გვთავაზობს.


კიჩოზე თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდეთ, რაოდენ მძლავრ ავტომობილთან გვაქვს საქმე. ოთხი მაყუჩი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.


გადაცემათა კოლოფის ბერკეტის მარცხნივ სავალი ნაწილის, მოხვევისა და აქსელერაციის მარეგულირებელი რეჟიმებია

Maserati Ghibli ბიზნესკლასის მანქანაა, რომელსაც უფროსი ძმისგან, Quattroporte-სგან მიღებული ღერძები საკმარის სპორტულობას მიანიჭებენ, ბევრი ალუმინი კი წონას 1810 კილოგრამამდე ამცირებს. ამძრაობას ახალი, 3-ლიტრიანი V6 ძრავა უზრუნველყოფს, რომელიც ორმაგი ტურბინითაა აღჭურვილი და, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, 410 ცხენის ძალა აქვს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Ghibli ახლა უკვე დიზელის ძრავითაც იწარმოება, რაც მარკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ეს აგრეგატი 275-ცხენისძალიანია და კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხმას გამოსცემს. გადაცემათა კოლოფის ბერკეტის გვერდით განთავსებულ სპორტულ ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში კი საუნდი კიდევ უფრო მძაფრდება. სიმართლე ითქვას, ეს ღილაკი ნამდვილ სასწაულს მხოლოდ ბენზინის ძრავის მქონე Ghibli-ში ახდენს: ვინც მიწისქვეშა ფარეხში ამ ავტომობილს ყურადღებას არ მიაქცევს (თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა), სპორტული რეჟიმის გააქტიურების შემდეგ მაინც მიაბრუნებს თავს, რადგან ამ დროს ”მაზერატის” კაპოტის ქვეშეთიდან ამოსული ხმა მართლაც გრანდიოზული და განუმეორებელია. მაზერატის ძრავების ხმა ყოველთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო და კარგია, რომ იტალიელები ტრადიციას ოდნავადაც არ ღალატობენ.

რაც შეეხება ტრადიციის დამრღვევ სიახლეს, სრულ ამძრაობას: Maserati Ghibli ოთხივე წამყვანი თვალით მხოლოდ ბენზინის ძრავით იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი ინფორმაციით, ეს 530-ცხენისძალიანი, 8-ცილინდრიანი აგრეგატი იქნება (Quattroporte-შიც ასეა), რასაც ხელმძღვანელები ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ ჩვენი რწმენით, სრულამძრავიანი Ghibli სწორედ ამ ძრავით იქნება აღჭურვილი. თუმცა გამორიცხული არაა, რომ ამ მოდელის შემთხვევაში სრულ ამძრაობასთან დაკავშირებით განსხვავებული რამ მოხდეს, რადგან ”მაზერატი” გაისად 100 წლის ხდება და ვინ იცის, კიდევ რა მოუვათ თავში იტალიელებს.


Ghibli-ს შავი ფერი მართლაც ძალიან უხდება. მისი ძრავა და ოთხი მაყუჩი ”მაზერატისთვის” დამახასიათებელ გრანდიოზულ ხმას მაშინ გამოსცემს, როცა სპორტული რეჟიმი ჩართულია



რაკი აპენინელებს პირველ რიგში გერმანელებისთვის სურთ კონკურენციის გაწევა, სამოდელო რიგსაც ისე მოაწყობენ, რომ BMW-ს დაუმიზნონ. მაგალითად, სრულამძრავიანი დიზელი ბავარიულ მარკას უკვე ჰყავს - ისევე, როგორც 560 ცხენის ძალის მქონე უმძაფრესი M6, რომელიც, მიუხედავად 1950-კილოგრამიანი წონისა (Gran Coupe), მაინც ერთ-ერთი გამორჩეული ტიპია. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, სისწრაფე 250 კმ/სთ-ზე სპეციალურადაა შეზღუდული - ესეც ფულის მახეა. საქმე იმაშია, რომ BMW დამატებიტ ოპციაც ყიდის ე.წ. „Drivers Package-ს“, რაც სისწრაფის შეზღუდვას ხსნის (305 კმ/სთ-მდე) და 2450 ევრო ღირს. არადა, M5-ს ჯამში 330 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.

მთელი ეს შეზღუდული თუ შეუზღუდავი სიამოვნება საკმაოდ ძვირადაც ფასობს. ბავარიელები M6 Gran Coupe-ს სანაცვლოდ 128 800 ევროს ითხოვს, Maserati Ghibli S კი გაცილებთ ნაკლები, 79 500 ევრო ღირს და სერიულად 18-დუიმიანი დისკებით, Bi-Xenon-მაშუქებით, ტყავით და ელ-სავარძლებითაა აღჭურვილი. ისეთი ფუფუნებისთვის კი, როგორიცაა სავარძლების გათბობა, პარკინგსენსორები ან ინტერნეტკავშირი, იტალიელებიც დამატებით ფულს ითხოვენ. ასე რომ, თუ მილიონერი არ ხართ, თქვენს ცოლს ადვილად ვერ დაარწმუნებთ იმაში, რომ ”მაზერატიში” ამდენი ფულის გადახდა ღირს. კარგი იქნებოდა, რომ მაღალ კლასში შედარებით დაბალი ფასები იყოს.

დასკვნა
Auto BildMaserati Ghibli-ს სახელი მაღალ კლასში ნამდვილად ჟღერს. სახელთან ერთად, მას ყურადღების ცენტრში იტალიური სტილიც მოაქცევს, თუმცა Ghibli-ს ბევრი კითხვაც მოყვება. მაინც რომელი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი ეს ავტომობილი? ფაქტია, რომ პირველ რიგში მათთვის, ვისაც რაღაც განსაკუთრებული უნდა. ცხადია, რომ BMW 520d-ის, ან Mercedes E 250 CDI-ს კონკურენტად ვერ განვიხილავთ, რადგან მათთან შედარებით მნიშვნელოვნად ძვირი, ხარბი და სალონის უკანა ნაწილში ვიწროა. სამაგიეროდ, ვიზუალურადაა მადისაღმძვრელი და ძრავებიც შესანიშნავი აქვს. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ Maserati Ghibli ბრწყინვალე სავიზიტო ბარათია.
იოახიმ შტაატი

BMW M6 Gran Coupe
V8, Biturbo • ცილინდრზე 4 სარქველი • მოცულობა: 4395 სმ3 • სიმძლავრე: 412 კვტ (560 ცხ. ძ.)/6000 • ბრუნის მომენტი: 680 ნმ/1500 • უკანა ამძრაობა • 7-საფეხურიანი DSG • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5011/1899/1393 მმ • ბაზა: 2964 მმ • წონა: 1950 კგ • საბარგულის მოცულობა: 460 ლ. • ავზის მოცულობა: 80 ლ. • 0–100 კმ/სთ: 4,2 წმ. • მაქს. სიჩქარე: 305 კმ/სთ • საწვავის საშუალო ხარჯი: 9,9 ლ. Super plus • CO2: 232 გ/კმ
ფასი: 128 800 ევროდან

Maserati Ghibli S
V6, Biturbo • ცილინდრზე 4 სარქველი • მოცულობა: 2979 სმ3 • სიმძლავრე: 301 კვტ (410 ცხ. ძ.)/5500 • ბრუნის მომენტი: 550 ნმ/4500 • უკანა ამძრაობა • 8-საფეხურიანი ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4971/1945/1461 მმ • ბაზა: 2998 მმ • წონა: 1810 კგ • საბარგულის მოცულობა: 500 ლ. • ავზის მოცულობა: 80 ლ. • 0–100 კმ/სთ: 5,0 წმ • მაქს. სიჩქარე: 285 კმ/სთ • საწვავის საშუალო ხარჯი: 10,4 ლ. Super plus • CO2: 242 გ/კმ
ფასი: 79 500 ევროდან

კომპლექტაცია: Maserati Ghibli S
სერიული ოპციები: 18-დუიმიანი ალუმინის დისკები, Bi-Xenon-მაშუქები, 2-ზონიანი კლიმატკონტროლი, კრუიზკონტროლი, ბლუთუზი, ტყავი, ელ. სავარძლები, 8,4-დუიმიანი სენსორული ეკრანი, სპორტული რეჟიმი. დამატებითი, ფასიანი ოპციები: 19-დუიმიანი დისკები 1200 ევრო, ამორტიზატორების ელ. რეგულირება 2500 ევრო, ბერკეტები საჭის უკან 300 ევრო, მეტალიკი 1178 ევრო, ტყავის სრული პაკეტი 3000 ევრო, სავარძლების გათბობა 450 ევრო, საჭის ელ. რეგულირება 400 ევრო, პარკინგსენსორები 743 ევრო, პრემიუმ-საუნდ-სისტემა 4165 ევრო, WiFi-Hot Spot 833 ევრო, ლუქი 1488 ევრო, სიგნალიზაცია 520 ევრო.

იხილეთ AUTO BILD TV-ის მიერ მომზადებული, ამ სტატიის შესაბამისი ვიდეო-რეპორტაჟი

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
მოდა MADE IN GERMANY: პორშე მაკანი და BMW X4
07.05.2014
მაინც რით იზიდავენ ეს SUV-ები მასებს ასე ძალიან? ორივე თითქმის ერთნაირი ზომისაა, ორივე მძლავრია და ორივეს მარკის უძლიერესი იმიჯი უმაგრებს ზურგს.
სრულად
პორშემ ეს გზა აირჩია!
28.03.2014
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
მერსედესი, BMW, თუ აუდი?
26.02.2014
ახალი Mercedes C-კლასის პირველი სტატიკური შედარება BMW-ს მესამე სერიასთან და Audi A4-თან: რა სარგებლობა მოაქვს ახალ ტექნიკას?
სრულად
საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?
10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
დამუხრუჭებული ავტობიზნესი
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
Mercedes CLK240
Hyundayi Tucson
Mercedes CLK200