რეპორტაჟი ფრანკფურტის ავტოშოუდან: დაძაბულობა მატულობს
18.11.2013
ფრანკფურტის ავტოშოუს მთავარი ტენდენცია მოლოდინისამებრ ელექტრომობლების მოზღვავება იყო. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ახალი, სტუდიური და კონცეპტუალური კუპეები და SUV-ებიც მოექცნენ.

დიდ ავტოგამოფენებზე ყოველთვის მომავალი ჩანს ხოლმე და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ფრანკფურტის ავტოშოუ გამოდგა. საავტომობილო სამყარომ 12-დან 22 სექტემბრამდე ფრანკფურტში უხმაურო მომავალი დაინახა - მობილურობის ხვალინდელი დღე ელექტრომობილის ჩუმი ძრავაა. ჩვენ ისიც დავინახეთ, რომ საცობებს მომავალი არ აქვთ, რადგან ხვალ ყველა ონლაინ რეჟიმში მივიღებთ ცნობებს მოსალოდნელი საცობების შესახებ. გამოჩნდა ისიც, რომ საავტომობილო ინდუსტრიის ხვალინდელი დღე მდიდრული და ელეგანტური ავტომობილებისაა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჟღერს? ვისთვის როგორ! ვისთვის როგორ...


BMW i3: გერმანული AUTO BILD-ის გუნდი ფრანკფურტის ავტოშოუს მეგა-ვარსკვლავთან: BMW-მ დაპირება შეასრულა და i3-ის სახით მეგაპოლისებისთვის განკუთვნილი ელექტრომობილი შექმნა

ფრანკფურტის რიგით 65-ე ავტოგამოფენაზე თვალში ბევრი თვალშისაცემად დიდი და გლამურული კომპლექტაციით აღჭურვილი კუპე მოგვხვდა. ავტოშოუს მთავარ გმირად და ტენდენციონერად კი BMW-ს ელექტრომობილი i3 მიგვაჩნია, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. ზოგიერთი ახალი მოდელი კი ოთხ თვალზე შემდგარ სმარტფონს ჰგავს. ასეთი მანქანები ”ფეისბუქის” თაობისთვისაა განკუთვნილი - ისეთებისთვის, ვისთვისაც Offline ყოფნა საწვავის გათავებაზე დიდი სირცხვილია. ელექტრომობილებზე და ავტომობილში ინტერნეტკავშირზე ყველას თავისი აზრი აქვს, ერთი რამ კი ყველასათვის ნათელია: მომავალში ავტომობილს კიდევ უფრო მეტი უნდა შეეძლოს და კიდევ უფრო უკეთ უნდა გამოიყურებოდეს. ამაშიც ფრანკფურტის ავტოშოუმ დაგვარწმუნა.

რაც გუშინ სტუდიური იყო, დღეს უკვე სერიულია

და აი ისინიც: სერიული ავტომობილები ელექტროამძრაობით. არანაირი დაპირება, ან ისეთი სიტყვები, როგორებიცაა ”მალე” ან ”ამაზე უკვე ვმუშაობთ” - დიდი ხნის წინ დაპირებული BMW i3 საავტომობილო საზოგადოების წინაშე მთელი სიცხადით წარსდგა და მთელი ავტოშოუს უმთავრესი გმირი იყო. ეს არის მანქანა, რომლითაც ავტომობილების ისტორიაში ახალი ერა იწყება - გაცილებით საინტერესო, ვიდრე ”სმარტისა” და ”პრიუსის” ერების დასაწყისი იყო. BMW-მ თვით ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გახსნადი კარების კონცეფციაც კი შეინარჩუნა. i3-ის ფასი 34 950 ევროდან იწყება, რაც ბევრი ფულია, მაგრამ იმაზე ნაკლებია, ვიდრე ველოდით.

ფრანკფურტის ავტოშოუზე მე-11 დარბაზის მონახულებაც აუცილებელი იყო, რადგან იქაც BMW-ს ინოვაციური მოდელი იდგა: BMW i8, რომელიც i3-ის დიდი და გაცილებით სწრაფი ძმაა. უნდა გენახათ Plug-in-SUV BMW X5 eDrive-იც, რომელსაც 4-ცილინდრიან ძრავასთან ერთად, ელექტრომოტორიც აქვს და ელექტრონულად 30 კილომეტრს გადის.

მესამე დარბაზში ორი ელექტრომობილი იდგა, რომელთა ელექტრომობილურობას მხოლოდ წარწერით თუ გაარკვევდით: VW e-Up და e-Golf. ”ფოლკსვაგენმა”, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც პრაგმატული გზა არჩია და არსებული მოდელები უბრალოდ ელექტროამძრაობით აღჭურვა.

Tesla Motors-მა მეხუთე დარბაზში Model S გვიჩვენა, რომელზე ბევრი საუბარი არ ღირს - თავად უნდა გამოსცადო და, ცხადია, მისი გატარება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

”აუდიმ” კი თავისი პირველი Plug-in-მოდელი გვიჩვენა: 204 ცხენის ძალის მქონე Audi A3 Sportback e-tron ელექტრონულად 50 კილომეტრს გადის და 2014 წლიდან გაიყიდება (ფასი: 37 000 ევროდან).



VW e-Golf VW e-Up

”გოლფის” ელექტროვერსია 35 000 ევრო ღირს, რაც ზუსტად იმდენია, რამდენსაც BMW i3-ის სანაცვლოდ ითხოვს. მნიშვნელოვნად იდენტურია ელექტრონული გარბენიც გარბენიც: 150 კილომეტრი. ელექტრო-”გოლფი” ევროპაში 2014 წლიდან გაიყიდება. e-Up-ის (მარჯვნივ) ძრავას კი 82 ცხენის ძალა აქვს 130 კმ/სთ-ის გავითარება შეუძლია. მისი ფასი 26 900 ევროდან იწყება

Mercedes S 500 Plugin- Hybrid

ეს არის ყველა დროის ყველაზე ეკონომიური S-კლასი, რომელიც თავს 3-ლიტრიანი V6-ით და ელექტრომოტორით იწონებს, სუფთა ელექტრონული გარბენი კი მხოლოდ 30 კილომეტრია. აკუმულატორები, რა თქმა უნდა, შტეფსელში იმუხტება. საწვავის ხარჯი თეორიულად სამი ლიტრია


BMW X5 eDrive
ეს ჯერ კიდევ სტუდიური მოდელია, რომლის სისტემური სიმძლავრე 270 ცხენის ძალაა. მხოლოდ ელექტროამძრაობით ეს ქროსოვერი 120 კმ/სთ-ს ავითარებს. BMW-ს დაპირებით, საწვავის ხარჯი 3,8 ლიტრზე ნაკლები უნდა იყოს

Nissan e-NV200

”ნისანმა” მეგაპოლისებისთვის ელექტრო-ტაქსი შექმნა. Nissan e-NV200 ტაქსის სახით დასაწყისისთვის ბარსელონაში გამოჩნდება. რიგში ნიუ იორკი დგას! დამუხტვის შემდენ მან 160 კილომეტრი უნდა გაიაროს

აქ შეგიძლიათ ნახოთ AUTO BILD TV-ის მიერ მომზადებული ვიდეო-რეპორტაჟი ფრანკფურტის 2013 წლის ავტოშოუს შესახებ

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
სანამ ტრაგედია მოხდებოდეს: დამცავი ჩაფხუტი ფეხბურთშიც აუცილებელია?!
ფიფამ "ბარსელონას" ტრანსფერების წარმოება 2015 წლამდე აუკრძალა
"ზესტაფონი" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზას აშენებს [PHOTO]
სხვა სიახლეები
აი, როგორი უნდა იყოს იდეალური გარაჟი
26.03.2014
ის ლოს ანჯელესშია - იქ, სადაც თითოეული სანტიმეტრი ძვირად ფასობს. ამერიკელებმა ჯეკ ოლსენის ავტო-ოაზისი სპეციალური წოდებითაც კი შეამკეს. არადა, ჯეკს ეს გარაჟი მხოლოდ 3500 დოლარი დაუჯდა
სრულად
ამერიკული ოცნება
10.03.2014
მანქანა ნაღდი ამერიკული განცდებისთვის: ახალი Chevrolet Camaro-თი ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესში ჩავედით
სრულად
07.02.2014
კლასიკური ლენდ როვერი პენსიაზე გადის. თუმცა მანამდე, 1948 წლის, ანუ, უპირველესი ”ლენდი” თანამედროვე ”დეფენდერს” შევახვედრეთ
სრულად
გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო დსთ-ს სივრცის ლიდერია
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ
შარშან ლიდერთა სამეულში ”სოკარი”, ”ტოიოტა” და ”საქართველოს რკინიგზა” მოხვდნენ
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მინივენი საუკეთესო მდგომარეობაში
სასწრაფოდ! ბმვ 316
მერსედეს ე 270
სასწრაფოდ! ჰიუნდაი ლანტრა