ახალი BMW X5-ის პირველი ტესტი: ეს უკვე მწვერვალია? (+VIDEO)
20.11.2013
ახალი X5 თითქმის ისევ ისე გამოიყურება, როგორიც წინა. მიუხედავად ამისა, უფრო დიდი და ეკონომიურია. გაინტერესებთ, როგორ დადის BMW-ს დიდი SUV სამლიტრიანი დიზელის ძრავით?

”ხომ არ გეცნობათ ავტომობილი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ? წესით, ასეთი მსგავსება არ უნდა იყოს, რადგან ეს სრულიად ახალი X5-ია! მართალია, თითქმის ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ძველი, მაგრამ ფაქტია, რომ ახალია.” დაუჯერებელია, მაგრამ სწორედ ასეთი ტექსტით დავიწყე 7 წლის წინ ახალი BMW X5-ის წარდგენა. ეს 2006 წლის ნოემბერში იყო, როცა ხალხს მეორე თაობის X5-ს ვაცნობდი.

ახლა კი მესამე თაობის X5 გამოვიდა და ზემოთ მოყვანილი ტექსტი ისევ აქტუალურია. თუმცა, ამაშიც არის რაღაც მომხიბვლელი. ეს ტენდენცია უბრალოდ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ X5 უაღრესად წარმატებული მოდელია. ჰოდა, რაღატომ უნდა შეეცვალათ დიზაინი რადიკალურად?

მაგრამ სინამდვილეში, ისევე, როგორც 2006 წელს, BMW-მ ამჯერადაც საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა. X5-ს ახლა ახალი ცხვირი და ისეთივე სამგანზომილებიანი ”თირკმელი” აქვს, როგორც ”მესამე სერიას” და გაცილებით მძაფრი გამომეტყველების მქონე მაშუქებით იწონებს თავს (ქსენონი 25d-ის გარდა, ყველგან სერიულია). კიჩოზე მთავარი სიახლე შაველემენტიანი სპოილერია. გვერდებზე ხედავთ ე.წ. ლაყუჩებს, რომლების აეროდინამიკას ემსახურება და საიდანაც ჰაერი გამოდის. სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ჰაერის წინააღმდეგობის მაჩვენებელმა 0,31-მდე დაიკლო.


ახალი კოკპიტი ნავიგაციის თავისუფალი ეკრანით - როგორც პირველ და მესამე სერიებში

სალონში იგივე თამაშია: ერთი შეხედვით აქ ყველაფერი ძველებურადაა, კარგი დაკვირვების შემდეგ კი სიახლეებს ინტერიერშიც აღმოაჩენთ. ნავიგაციის ეკრანი ახლა დამოუკიდებელია და ახლა უკვე X5-საც აქვს მძღოლის თავგადასავლების ჩამრთველი, რომლითაც მოხვევის სისტემას, აქსელერაციას და ტრანსმისიას ვარეგულირებთ. iDrive-ის მარეგულირებელს ახლა მგრძნობიარე ზედაპირი აქვს, რომელზეც თითებით დაწერთ და რომელიც ნავიგაციისთვის სიტყვების შეყვანას ემსახურება. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მარტივად ხერხდება.


ვტომობილი ბევრი კამერითაა აღჭურვილი (მარცხნივ): ხედები ზემოდან და გვერდებზე განსაკუთრებით პარკინგისას გვეხმარება. მანქანის გვერდით ჩვენი ავტორი დირკ ბრანკე წევს

სამაგიეროდ, სივრცის გამოყენების სამაგალითო კონცეფცია უცვლელი დარჩა. სალონის უკანა ნაწილში ტანმაღალი მგზავრებიც საკმაოდ კომფორტულად მოთავსდებიან. დამატებითი ოპციის სახით ახლა მესამე რიგის შეკვეთაც შეიძლება, რაც 1980 ევრო ღირს, თუმცა მესამე რიგი მხოლოდ 1,50 მეტრი სიმაღლის მგზავრებისთვის, ანუ, პირველ რიგში ბავშვებისთვისაა გათვლილი. ხელმისაწვდომია მოძრავი უკანა სავარძელი და მისი ვარირებადი საზურგეებიც (500 ევრო). საბარგულის მოცულობამ კი ოდნავ მოიმატა: ახლა X5-ის საბარგული 650-დან 1870 ლიტრამდე იტევს (წინამორბედში მოცულობა 620-1750 ლიტრი იყო). უკანა სავარძლის საზურგის დაკეცვა ისევ 40:20:40 კომბინაციითაა შესაძლებელი.

ახალი X5-ის თავგადასავალი ნოემბრიდან, სამი ძრავით იწყება: 4,4-ლიტრიანი V8 450 ცხენის ძალით (50i) და 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი დიზელი, რომლის ორი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი - 381 ცხენის ძალით (M50d) და 258 ცხენის ძალით (30d). დეკემბერში ამ არსენალს კიდევ ორი აგრეგატი დაემატება: 40d, ანუ 3-ლიტრიანი დიზელის ძრავა 313 ცხენის ძალით და 35i, ანუ, ბენზინის 3-ლიტრიანი ძრავა 306-ცხენისძალიანი სიმძლავრით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ახალი აგრეგარის პრეზენტაციაა: 25d, 2-ლიტრიანი მოცულობით და 218 ცხენის ძალით, X5-ში პირველი 4-ცილინდრიანი ძრავაა და უკანა ამძრაობის მქონე sDrive 25d-ს სახით პირველი აგრეგატია სრული ამძრაობის გარეშე.



ჩვენს მიერ გატესტილ ვერსიას 3-ლიტრიანი მოცულობის 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს და მისი სიმძლავრე 258 ცხენის ძალაა (წინამორბედს 245 ცხენის ძალა ჰქონდა). ეს აგრეგატი X5-ში ცოცხლად მუშაობს, მას საკმაოდ სოლიდურად აჩქარებს და მანქანას არც შფოთვა ეტყობა. მას უხმაურო ძრავა ეთქმის, რომელიც ოდნავ შემაწუხებელ ხმას მხოლოდ მაღალ ბრუნებზე გამოსცემს.

შესაბამისია სიმძლავრე და დინამიკური ხარისხიც. X5 100 კმ/სთ-მდე 6,9 წამში უნდა აჩქარდეს და მაქსიმუმ 230 კმ/სთ უნდა განავითაროს. როგორც წინამორბედში, მწკრიული 6-ცილინდრიანი აგრეგატი 8-საფეხურიან ავტომატიკასთან ახალ X5-შიც ბრწყინვალედ კომბინირებს და სრულ ჰარმონიაშია.


X5-ის უკანა სავარძლის საზურგე სერიულად სამ ნაწილად იყოფა. მოძრავი სავარძელი და მესამე რიგი დამატებითი, ფასიანი ოპციაა

საწვავის ხარჯის კუთხით BMW ამ ეგზემპლარის შემთხვევაში 100 კილომეტრზე 6,2 ლიტრს გვპირდება, რაც, რა თქმა უნდა, ილუზორული დაპირებაა. იდენტურად მოტორიზებული წინამორბედი ხომ საშუალოდ 7,4 ლიტრის მოიხმარდა, ბოლო ტესტში კი სულაც 8,8-ლიტრიანი ხარჯი აღვრიცხეთ. ახალი X5-ის საწვავის ხარჯის ზუსტი გაზომვა ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ თუ ბორტკომპიუტერს ვენდობით, 500 კილომეტრის გავლის შემდეგ (მანძილი ქალასაც მოიცავდა, ავტობანსაც და მთებსაც), საშუალო ხაჯრმა 8,1 ლიტრი შეადგინა. ეს ისე, პირველი ორიენტაციისთვის.


საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ BMW X5-ს რადიკალურად არასდროს შეცვლის. ახალი მოდელი წინამორბედისგან ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდება. ფოტოზე 3-ლიტრიანი დიზელის ძრავით აღჭურვილ X5-ს ხედავთ

ეს ყველაფერი გასაგებია, აი, სავალი ნაწილის პაკეტებში გარკვევა კი არცისე ადვილია. BMW დამატებითი ოპციების სახით 4 სხვადასხვა პაკეტს გვთავაზობს: Comfort (1800 ევრო) ადაპტური ამორტიზატორებით და დალუფტული დაკიდებით უკანა ღერძზე, Dymanic (3300 ევრო) აქტიური სტაბილიზაციით (Dynamic Drive) და ე.წ. Torque-Vectoring-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანა ხიდს ამძრაობის მომენტი მოქნილად გადაეცემა და მარჯვნივ და მარცხნივ ნაწილდება.

გარდა ამისა, არსებობს პაკეტი Professional (5 100 ევრო), რომელიც Comfort-სა და Dymanic-ს მოიცავს და ბოლოს, M-პაკეტი, რომელიც პრაქტიკულად Comfort-ის გადამღერებაა, უბრალოდ სხვანაირადაა შემუშავებული. ალბათ გვეთანხმებით, რომ ამ ყველაფერში გარკვევა ძნელია.

სატესტო 30d Comfort-პაკეტით იყო აღჭურვილი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შემდგარი ვერსიაა. დაკიდების სისტემა გასაოცრად მგრძნობიარეა - X5 კი სასიამოვნოდ მშვიდი. მოხვევის სისტემა ახლა უკვე ელექტრომექანიკურია და არა ჰიდრავლიკური, თუმცა არ ინერვიულოთ, BMW-ს კონტროლი არ დაუკარგავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ BMW-სგან მაინც მეტ საპასუხო რეაქციას და მეტ პირდაპირობას ვითხოვთ. თუმცა ამგვარად აღჭურვილი X5-იც იმდენად მოქნილი და მანევრულია, რომ ზომებსა და წონას მალევე დაგავიწყებთ.

ევროპაში ახალი X5-ის ფასი 52 100 ევროდან იწყება. ამ ფასად ის 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი დიზელის ძრავით აღჭურვილ sDrive 25d-ს მიიღებთ - ოღონდ, სრული ამძრაობის გარეშე (სრული ამძრაობით 54 700 ევრო ღირს). ჩვენს მიერ გატესტილი xDrive 30d კი გერმანიაში ნოემბრიდან გაიყიდება და 59 400 ევრო ეღირება, რაც წინამორბედზე 4100 ევროთი მეტია.

ჰმ... კარგად მახსოვს, X5-ს ფასები 2006 წელსაც არ მომეწონა...


მოგვწონს
ძრავისა და გადაცემათა კოლოფის კომბინაცია. დიზელი უფრო უხმაურო და გაცილებით ბეჯითია, გადართვები კი სწრაფი და დროული. ამაზე უკეთესი ტრანსმისია თითქმის წარმოუდგენელია.

გვაკლია
ლოგიკა სავალი ნაწილის პაკეტებში. არსებობს Comfort, Dynamic, Professional და M. ეს ბევრს დააბნევს!

გვაკვირვებს
ელექტრონიკა. Mercedes “S-კლასის” დარი უსაფრთხოების ასისტენტები, გენიალური ნავიგაცია (3300 ევრო), შესანიშნავი iDrive – BMW დროს არ ჩამორჩა.

დასკვნა
ახალი X5 შთამბეჭდავი ავტომობილია, რაშიც ტესტის დროს დავრწმუნდი. დიზაინი, სივრცის კონცეფცია, ხარისხიანი მასალებით შესრულებული ინტერიერი, სოლიდური სავალი ნაწილი და მშვენიერი ძრავები - ეს ავტომობილი გვთავაზობს ყველაფერს, რაც გვჭირდება. არ გაგიკვირდეთ: დასკვნაში 2006 წელსაც ზუსტად ეს დავწერე და არაფრის დამატება არ მინდა.
დირკ ბრანკე

შეფასება


ტექნიკური მონაცემები
BMW X5 xDrive 30d


მწკრიული 6-ცილინდრიანი, Turbo • ცილინდრზე 4 სარქველი • მოცულობა: 2933 სმ3 • სიმძლავრე: 190 კვტ (258 ცხ. ძ.) • ბრუნის მომენტი: 560 ნმ/1500 • მუდმივი სრული ამძრაობა • 8-საფ. ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4886/1938/1762 მმ • ავზი: 85 ლ. • საბარგული: 650–1870 ლ. • 0–100 კმ/სთ: 6,9 წამში • მაქს. სიჩქარე: 230 კმ/სთ • საწვავის ხარჯი: 6,2 ლ. დიზელი/100 კმ-ზე • CO2: 162 გ/კმ.
ფასი (EUR): 59 400 ევროდან





ახალი X5-ის შეკვეთა საქართველოშიც შესაძლებელია!
BMW-ს ცენტრში (ომეგა მოტორსი) 3-ლიტრიანი დიზელის ძრავით აღჭურვილ ახალ X5-ს ოქტომბერშივე ელოდებიან

ქართველ მომხმარებელს ახალი X5-ის ცოცხლად ნახვის საშუალება ძალიან მალე, ამავე თვეში მიეცემა: BMW-ს თბილისის ცენტრში (ომეგა მოტორსი) 3-ლიტრიანი დიზელის ძრავის მქონე ახალ X5-ს ნოემბრამდე შემოიყვანენ. შეკვეთის მიცემა კი ახლავე შესაძლებელია: 3-ლიტრიან დიზელთან ერთად, პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომია ბენზინის 5-ლიტრიანი აგრეგატის მქონე X5-იც. ”ომეგა მოტორსის” შოურუმში ოდნავ მოგვიანებით ვიხილავთ ბენზინის 3,5-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილ ეგზემპლარსაც.

”ახალ X5-ს საქართველოში არ დააგვიანდება. მის გაყიდვას ფაქტობრივად ევროპასთან ერთად ვიწყებთ,” - გვითხრა ”ომეგა მოტორსის” შეკვეთებისა და გაყიდვების მენეჯერმა მაია ჩიქვილაძემ.

თუ საქართველოში X5-ის პოპულარობას გავითვალისწინებთ, წესით, სულ მალე თბილისის (და არა მარტო თბილისის) ქუჩებში არაერთი ახალი X5 უნდა გამოჩნდეს.

იხილეთ AUTO BILD TV-ის მიერ მომზადებული, ამ სტატიის შესაბამისი ვიდეო-რეპორტაჟები


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთს ესპანეთში დაუპირისპირდება
სიტუაცია: "ბარსელონა" დაისაჯა, საქართველოც?
ზაზა ფაჩულიამ და ლებრონ ჯეიმსმა ერთმანეთისკენ გაიწიეს! [VIDEO]
სხვა სიახლეები
სტრიპტიზი სტრიპზე
31.03.2014
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
ეს BMW ძალიან ხარბია!
20.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
Mercedes G 500: რა მსმელი, რა მჭამელი...
15.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მინივენი საუკეთესო მდგომარეობაში
სასწრაფოდ! ბმვ 316
მაზდა 323F
მერსედეს ე 270