100 წლის ბაბუ საჭესთან
22.11.2013
ირლანდიელი ჯეკ პოუელი 100 წლისაა, 80 წელია მანქანას მართავს და ახლახან 43-ე ავტომობილი შეიძინა. ჩვენ მას ბევრი კითხვა დავუსვით, მათ შორის: როდის მართავდნენ მანქანებს უფრო უკეთ - ადრე, თუ ახლა?

პირველი სიჩქარე 5000 ბრუნამდე, მეორე 4000-მდე, მერე კი პირდაპირ მეხუთეში. გზა ისედაც ვიწროა და როცა შემხვედრი მიმართულებით სატვირთო ავტომობილი გასწრებაზე გამოდის, ქუჩა კიდევ უფრო ვიწროვდება, თუმცა იმ მანქანის მძღოლს, რომელშიც ჩვენ ვზივართ, ნერვიულობა არ ეტყობა. ჯეკ პოუელი 100 წლისაა!

”როცა 100 წლის ხარ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის შენ დაგადანაშაულებენ, - გვითხრა მან რამდენიმე წამის წინ, - ხალხი ფიქრობს, რომ ბებრებს საჭესთან აღარაფერი გვესაქმება.” მანევრი მარჯვნივ, სატვირთოსა და გზის პირს შორის ვძვრებით. ამოვისუნთქეთ!

”როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ ფორმაში ხართ, ჯეკ!”

”თავდაჯერებული ვარ. საკუთარი შესაძლებლობების რომ არ მჯეროდეს, საჭესთან აღარც დავჯდებოდი.”

”ვინ გასწავლათ მანქანის მართვა?”

”მეთვითონ ვისწავლე. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აქ არც არავინ იყო ისეთი, ვინც მასწავლიდა.”

”რა გაკავშირებთ ავტომობილებთან?”

”მანქანების განსაკუთრებული ფანი არ ვარ. ავტომანქანა ჩემთვის უბრალოდ საჭირო ნივთია. თუმცა მანქანებთან ერთად ბევრი რამ გადამხდენია. ბევრი კარგი რამ და ერთხელ ავარიაშიც მოვყევი, რომელიც მერე დიდხანს მესიზმრებოდა.”

ჯეკ პოუელი ვეტერინარია და 80 წელია, დუბლინიდან სამხრეთ-დასავლეთით ყოველდღე დაახლოებით 150 კილომეტრს გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ათწლეულების მანძილზე წელიწადში მინიმუმ 50 000 კილომეტრს გადის. ჯეკი ყველა ქუჩას, ნებისმიერი გზის ნებისმიერ მონაკვეთს იცნობს და იცის, როგორ იცვლებოდა მძღოლების მენტალიტეტი ათწლეულების მანძილზე. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მისთვის საავტომობილო ისტორიის ცოცხალი ლეგენდა გვეწოდებინა. მით უმეტეს, რომ 100 წლის იუბილეზე მან ახალი, რიგით 43-ე ავტომობილი შეუკვეთა. ამ 43-დან 41 ”ფოლკსვაგენია”!

პოუელი ამბობს, რომ მისი სამსახურისა და ყოველდღიურობისთვის ”ფოლკსვაგენის” ავტომობილები ზედგამოჭრილი იყო. მისი პირველი მანქანა თოკიანი მუხრუჭით აღჭურვილი ბრიტანული სტანდარტი იყო, რომელიც არ გამოადგა. მეორე - Vauxhall, რომლითაც ასევე არ იყო დიდად ბედნიერი. 1953 წელს კი ”ფოლკსვაგენ ხოჭო” იყიდა. ”ვფიქრობდი, თუკი გერმანელები ამ მანქანით უდაბნოში დადიოდნენ, ესე იგი, ირლანდიულ გზებზეც გამოდგება-მეთქი.”


მართვის ირლანდიური მოწმობა უვადო არ არის: ერთ წელიწადში ჯეკმა გამოცდები თავიდან უნდა ჩააბაროს

ვეტერინარობა დღესაც თავგადასავლებით აღსავსე პროფესიაა და წარმოიდგინეთ, მაშინ რა იქნებოდა. ხანდახან, ერთ ღამეში სამჯერ აღვიძებდნენ! ჯეკი წინ, საბარგულში ყოველი შემთხვევისთვის ველოსიპედს დებდა და შუაღამისას ცხოველების საშველად მიდიოდა.

”არასდროს იცოდი, რა გელოდა და რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ამიტომაც, მანქანით ყველა აუცილებელი ნივთი დამქონდა. ხანდახან უკანა სავარძელზე ვიძინებდი,” - იხსენებს ჯეკი, რომელმაც ერთხელ თავისი ”ხოჭოში” 12 ზრდასრული ადამიანი ჩაატია.

ჯეკს ”ხოჭო” იმდენად მოეწონა, რომ ჯამში 13 ”ხოჭო” ჰყავდა! 13 Kaefer-ის და 11 სხვადასხვა ”პასატის” შემდეგ კი ცოტა ხნით Audi 80-ზე გადაჯდა, მერე კი პირველი VW Golf GTI აღმოაჩინა, რომელიც დღემდე მისი უსაყვარლესი ავტომობილია. Golf GTI მან 60 წლის ასაკში იყიდა და ველურ 70-იანებში გართობა სწორედ ამ მანქანით მოასწრო. ამიტომაც აღძრავს Golf GTI მისთვის საუკეთესო მოგონებებს.

”Golf GTI ისეთი მანქანა იყო, რომლითაც ნელა უბრალოდ ვერ ივლიდი. თუმცა ჯარიმა არასდროს გადამიხდია! ერთხელ, პოლიციამ გამაჩერა - 148 კმ/სთ-ით მივდიოდი. ახალგაზრდა პოლიციელი იყო, კარგი ბიჭი ჩანდა. გამოველაპარაკე და იმ ფერმერის ნათლულის მამა აღმოჩნდა, რომელსაც ორიოდე დღის წინ მეწველი ძროხა გადავურჩინე. რა თქმა უნდა, აღარ დამაჯარიმა,” - ღიმილით იხსენებს ჯეკი.


ისი ცოლის ოჯახი ირლანდიაში ცხენების ფერმას ფლობდა და ერთ-ერთი უდიდესი ეხპორტიორი იყო. ცხენები თავად ჯეკსაც ძალიან უყვარს

Golf GTI-ს თავგადასავლები 80-იანების დასაწყისში დასრულდა - ჯეკი ჯერ Jetta-ზე გადაჯდა, მერე Golf-ზე და მოგვიანებით Polo-ზე. სამივეს დიზელის ძრავები ჰქონდა. მიუხედავად ასეთი ისტორიისა, სახლში კედელზე მანქანებთან ერთად გადაღებული ფოტოები მაინც არ გაქვს გაკრული - პოუელის კედლები ცხენებთან გადაღებული ფოტოებითაა დატვირთული. მისი ერთ-ერთი ცხენი ოლიმპიურ თამაშებზეც კი წაუყვანიათ...

მანქანასთან დაკავშირებული ყველაზე მძიმე ისტორია კი ”ხოჭოს” დროს გადახდა: ”ნორმალური სისწრაფით მივდიოდი და დილაუთენია გზაზე ქალმა გადამირბინა. არც გამოუხედია! მივხვდი, რომ ვკლავდი, მაგრამ ვეღარაფერს მოვიმოქმედებდი. ეს საშინელი განცდაა! გზის პირას მისი ქმარი იდგა. მოგვიანებით, სასამართლოზე მან თქვა, ის ჩემი ცოლი იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ მან ამ კაცს შანსი არ დაუტოვა, ამის ბრალი არ არისო.”

80 წელი საჭესთან, სტარტი 30-იანებში, მერე იმპროვიზირებული 50-იანები, ველური 70-იანები, პრაგმატული 90-იანები და ელექტრონიკაში გადავარდნილი თანამედროვე ავტოსამყარო - ”როდის იყო მანქანის მართვა უფრო სასიამოვნო, ჯეკ?”

”მე მგონი, დღეს უკეთესია. გზები უფრო განიერი და უკეთესია, ავტომობილები უფრო სწრაფები და ეკონომიურები არიან. ადრე მანქანის მართვა უფრო ძნელი იყო, მაგრამ მაინც ვმართავდით. იმიტომ, რომ ალტერნატივა არ არსებობდა.”

”მძღოლები?”

”დღეს მძღოლები გაცილებით აგრესიულები არიან. ახალგაზრდა ფერმერები თავიანთუ SUV-ებით ძალიან თავხედურად დადიან და ჩემს პატარა ”ფოლკსვაგენს” ყველა გაგებით ზემოდან უყურებენ ხოლმე. მაგრამ განსაკუთრებით ცუდად მაინც ქალები იქცევიან: ისინი გზას აღარავის უთმობენ.”
ჰენინგ ჰინცე


ყველაზე ერთგული კლიენტი: 2 ბრიტანული ავტომობილი, მერე კი 41 ფოლკსვაგენი!

ჯეკ პოუელი სულ 43 ავტომობილს ფლობდა. მისი პირველი მანქანა ბრიტანული ”სტანდარტი” იყო, მეორე - Vauxhall, მერე კი, 60 წლის განმავლობაში 41 ”ფოლკსვაგენი” და ”აუდი” ჰყავდა, რითაც ის ”ფოლკსვაგენის” კონცერნის ყველა დროის ერთ-ერთი უერთგულესი კლიენტია. ამბობს, ჩემი ცხოვრების მანძილზე ზოგიერთ დილერზე მეტი ”ფოლკსვაგენი” გავყიდეო. როცა ფერმერები ხედავდნენ, რომ ჯეკს VW ჰყავდა, ისინიც VW-ს ყიდულობდნენ. შესაბამისად, მან ახალი ”პოლო” საჩუქრად მიიღო - სამი წლის ”პოლო” ახალ მოდელში უფასოდ გაუცვალეს.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
სანამ ტრაგედია მოხდებოდეს: დამცავი ჩაფხუტი ფეხბურთშიც აუცილებელია?!
ფიფამ "ბარსელონას" ტრანსფერების წარმოება 2015 წლამდე აუკრძალა
"ზესტაფონი" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზას აშენებს [PHOTO]
სხვა სიახლეები
აი, როგორი უნდა იყოს იდეალური გარაჟი
26.03.2014
ის ლოს ანჯელესშია - იქ, სადაც თითოეული სანტიმეტრი ძვირად ფასობს. ამერიკელებმა ჯეკ ოლსენის ავტო-ოაზისი სპეციალური წოდებითაც კი შეამკეს. არადა, ჯეკს ეს გარაჟი მხოლოდ 3500 დოლარი დაუჯდა
სრულად
ამერიკული ოცნება
10.03.2014
მანქანა ნაღდი ამერიკული განცდებისთვის: ახალი Chevrolet Camaro-თი ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესში ჩავედით
სრულად
07.02.2014
კლასიკური ლენდ როვერი პენსიაზე გადის. თუმცა მანამდე, 1948 წლის, ანუ, უპირველესი ”ლენდი” თანამედროვე ”დეფენდერს” შევახვედრეთ
სრულად
გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო დსთ-ს სივრცის ლიდერია
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ
შარშან ლიდერთა სამეულში ”სოკარი”, ”ტოიოტა” და ”საქართველოს რკინიგზა” მოხვდნენ
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მერსედეს ე 270
სასწრაფოდ! ჰიუნდაი ლანტრა
იყიდება მინივენი საუკეთესო მდგომარეობაში
იყიდება სუზუკი გრანდ ვიტარა