მერსედესის სენსაცია: 100 კილომეტრი ავტოპილოტით (+VIDEO)
25.11.2013
ბერტა ბენცის ლეგენდარული ტესტიდან 125 წლის შემდეგ ზუსტად იგივე გზა Mercedes S-კლასით ავტოპილოტის რეჟიმში გავიარეთ. AUTO BILD-ის რეპორტიორი გაოცებული დარჩა

ებერჰარდ კლაუსი საჭესთან მშვიდად ზის - თუკი შეიძლება, რომ ამას საჭესთან ჯდომა ეწოდოს. კლაუსს ხელები მუხლებზე უწყვია, მანქანა კი თავისით მიდის და თავისით უხვევს. ფეხით მოსიარულეები გზაზე გადარბიან, სხვა მანქანები გვისწრებენ და გზასაც გვიჭრიან, შუქნიშანზე ფერები იცვლება, მაგრამ კლაუსი არც ფეხებს ატოკებს და არც ხელებს.

ებერჰარდ კლაუსი ვინმე არ არის და არც ეს ავტომობილია ჩვეულებრივი. კლაუსი ”მერსედესში” ავტონომ-მართვის პროექტ-ჯგუფის ხელმძღვანელია. ეს კი პირველი ”S-კლასია”, რომელიც შტუტგარტელებმა ავტოპილოტით აღჭურვეს. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ტექნიკითა და ხვალინდელი ელექტრონიკით აღჭურვილი ”S-კლასი” გამოგვეცადა და ავტოპილოტით, ანუ, აბსოლუტურად დამოუკიდებელი სვლით მანჰაიმიდან პფორცჰაიმში ჩასვლა გადავწყვიტეთ. ეს ზუსტად ის 100-კილომეტრიანი დისტანციაა, რომელიც ბერტა ბენცმა 1888 წელს ლეგენდარული სამთვალათი დაფარა. სწორედ ამიტომ შევარქვით Intelligent Drive-ით აღჭურვილ ამ ”S-კლასს” ”ბერტა”.


ავტოპილოტიანი ”S-კლასი” კეთილსინდისიერად იქცევა, გზას ყველას უთმობს, ფეხით მოსიარულეებსაც ატარებს და მოხვევის ციმციმასაც კი დროულად რთავს. ბრავო, ბერტა!

მოკლედ, არანაირი ჩარევა მძღოლის მხრიდან და ჩვენი ”ბერტა” შარაგზაზე საყვარლად მიგრიალებს, სისწრაფის ნებისმიერი შეზღუდვისას კეთილსინდისიერად ამუხრუჭებს და მერე ისევ სოლიდურად ჩქარდება. მოსახვევებში ზედმეტად ნელი სვლით შედის, ავტობანზე კი საკმაოდ სწრაფია. გადატვირთულ გზაზეც კი იმდენად მოხდენილად მოძრაობს, უკვე იმასაც ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალურია, აგერ უკვე 15 წუთია, საჭეს და სატერფულებს ერთხელაც რომ არ შევხებივართ.

თუმცა ეს ყველაფერი იმდენად ახალი და უჩვეულოა, რომ თითოეულ მოსახვევში სუნთქვა მეკვრება. მაგრამ ეკრანის მეშვეობით ცოცხალ რეჟიმში ვიგებთ და ვაკონტროლებთ, როგორ ცნობს ავტომობილი თითოეულ ნიშანს, თუ მოსახვევს და მერე შესაბამისად იქცევა: ამუხრუჭებს, ჩქარდება, უხვევს და ქალაქში მხოლოდ 50 კმ/სთ-ით დადის.

მერე გზა უფრო ვიწროვდება, მოძრაობა კი გაცილებით გადატვირთული ხდება. მარცხნივ და მარჯვნივ ავტომობილები აყენია, აქა-იქ ველოსიპედები გვხვდება, ხალხს კი გზაზე გადასვლა უნდა. ”ბერტა”, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ უსაფრთხოებაზეა კონცენტრირებული, რის გამოც ხანდახან ზედმეტად დიდ დისტანციას იკავებს და თუ ვინმემ მანქანა მეორე რიგში გააჩერა, ”ბერტაც” უბრალოდ მის უკან გაჩერდება და დაელოდება, სანამ გზას არ გაუთავისუფლებენ. ამ დროს უკვე შენ უნდა ჩაერიო და უშნოდ დაყენებულ მანქანას გვერდი უნდა აუქციო. ანუ, ისე უნდა მოიქცე, როგორც მართვის მასწავლებელი დამწყები მძღოლის პირველ გაკვეთილზე მოიქცეოდა.


”ბერტას” განსაკუთრებით ფეხით მოსიარულეები უყვარს: გზას ადამიანს ხანდახან მაშინაც უთმობს, როცა მას სულაც არ უნდა გზაზე გადასვლა

რაც უფრო გადატვირთულია მოძრაობა, ”ბერტა” მით უფრო ფრთხილად დადის და ხშირად ზედმეტად კეთილსინდისიერადაც კი იქცევა, მაგრამ მართვის მოწმობის ჩემი პირველი გამოცდისგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს. მისი რადარები ყველაფერს ცნობენ, აღიქვამენ და ავტომობილიც შესაბამისად მოქმედებს - შუქნიშანზე მწვანე შუქის ანთებას დიდი ნებისყოფით ელოდება და ყველა ფეხითმოსიარულეს გზას უთმობს!

კლაუსის თქმით, ამ ”S-კლასს” ბევრი ისეთი რადარი და სენსორი დაუმონტაჟეს, რაც სერიულ ”S-კლასში” ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არაა. ლოგიკა გასაგებია: ”მერსედესს” ყველა ინოვაციური იდეის გამომზეურება არ სურს - ხალხი ნელ-ნელა და ეტაპობრივად უნდა გააოცონ. ტორპედოზე განთავსებული კამერა შუქნიშნებს უყურებს და ნავიგაციასაც ემსახურება.

მოკლედ, ჩვენს ”ბერტაში” უდიდესი შრომაა ჩადებული, მაგრამ სრულფასოვანი ავტოპილოტის სერიაში ჩაშვება ჯერ მაინც ადრეა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ შტუტგარტელები. სერიული ”S-კლასი” დღეს ავტომატური სვლით მხოლოდ საცობებში შემოიფარგლება, სულ მალე კი ავტოფარეხში აბსოლუტურად დამოუკიდებლად შესვლაც შეეძლება. ”მერსედესი” დაახლოებით ამავე დეკადისთვის გვპირდება ავტობანის ავტოპილოტს, რომელიც მანქანას საცობის გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმშიც დამოუკიდებლად მართავს. იმ დრომდე კი, როცა მძღოლს მართლაც ფეხის ფეხზე გადადება და გნებავთ ჩათვლემაც შეეძლება, ალბათ ”S-კლასის” კიდევ ორ თაობას ვიხილავთ.



”ეს, რა თქმა უნდა, მომავლის მუსიკაა, მაგრამ დღეს ბერტა ბენცის გზის ავტოპილოტით გავლით დავამტკიცეთ, რომ ”მერსედესს” დღესვე შეუძლია ის, რითაც წლების შემდეგ სავარაუდოდ ბევრი ავტომწარმოებელი იამაყებს,” - მეუბნება ებერჰარდ კლაუსი.

დასკვნა
თუ ავტომობილები თავისით მომავალშიც ისე სოლიდურად ივლიან, როგორც ეს ”S-კლასი” დადის, მაშინ ამ ტექნიკის არ უნდა გვეშინოდეს. ასეთი ავტოპილოტი კომფორტისა და უსაფრთხოების სრულ გარანტიებს იძლევა და რაც მთავარია, საჭე ყოველი შემთხვევისთვის თავის ადგილზე რჩება.
თომას გაიგერი

ბერტა ბენცის ტესტი 1888 წელს


125 წლის წინათ ბერტა ბენცმა ქმრის დაპატენტებული ავტომობილით მანჰაიმიდან პფორცჰაიმამდე იარა და დაამტკიცა, რომ ავტომობილს ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეეძლო

იხილეთ ვიდეო ამ ტესტის შესახებ - 100 კილომეტრი ავტოპილოტით

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
სტრიპტიზი სტრიპზე
31.03.2014
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
ეს BMW ძალიან ხარბია!
20.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
Mercedes G 500: რა მსმელი, რა მჭამელი...
15.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მინივენი საუკეთესო მდგომარეობაში
იყიდება
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
იყიდება ტოიტა რავ 4