ის, რაც არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვაკეთებთ (+ VIDEO)
ის, რაც არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვაკეთებთ (+ VIDEO)
08.04.2014
საჭესთან SMS-ების წერა უფრო საშიშია, ვიდრე მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა

”მიყვარხარ” ან ”მეც მიყვარხარ” ძალიან კარგი და ხშირად აუცილებელი სიტყვებია, მაგრამ ამ სიტყვების SMS-ით გაგზავნა ხანდახან სიცოცლისთვის საშიშია. ალბათ მიხვდით - ავტომობილის მართვის დროს ”მესიჯობას” ვგულისხმობთ. მარტო საქართველოში დღეში მილიონობით ტექსტური შეტყობინება იგზავნება და უფრო მეტი ტექსტი იწერება სოციალურ ქსელებში. ბევრი SMS-ებს და ფეისბუქის პოსტებს მანქანის მართვის დროსაც კი წერს.

გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ ეს თითქმის ყველას გაგვიკეთებია. რატომ? საკუთარი თავის მტრები ვართ?

ცხადია, ყველას გვესმის, რომ საჭესთან მობილურ ტელეფონში ტექსტის აკრეფა ძალიან საშიშია და ამით, შესაძლოა, არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც ვავნოთ, მაგრამ ამას მაინც ვაკეთებთ. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი კვლევების თანახმად, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაც კი არ არის ისეთი საშიში, როგორც საჭესთან SMS-ის ან ფეისბუქის პოსტის აკრეფა.

აშშ-ის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ორგანიზაციის („Center for Disease Control and Prevention“ - CDC) კვლევის თანახმად, ამერიკელი თინეჯერების 45 პროცენტმა აღიარა, რომ ავტომობილის მართვის დროს ხშირად წერს ტექსტურ შეტყობინებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთების რაოდენობა ხუთჯერ მეტია, ვიდრე ისეთებისა, ვინც მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავს.

ეს რიცხვი თითქმის იდენტურია Cohen Children’s Medical Center-ის კვლევისა, რომელმაც 9000 თინეიჯერი გამოკითხა, რომელთაგან 49 პროცენტმა აღიარა, რომ საჭესთან სმარტფონზე შეტყობინებებს წერს.

ასეთი გამოკვლევები მას მერე ჩატარდა, რაც აშშ-ში ბოლო დროს მობილური ტელეფონების მოხმარებით გამოწვეულმა ავარიებმა იმატა. მარტო აშშ-ში ამის გამო 300 000-ზე მეტი თინეიჯერი დაშავდა და 3000-ზე მეტი დაიღუპა. შედარებისთვის: ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო იმავე პერიოდში 282 000 ადამიანი დაშავდა და 2700 დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
ოპელის ახალი ელექტრომობილი
2016-08-24 11:19:51
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
სრულად
Cat Image
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
ნინო გაჩეჩილაძის დახვეწილი თანამედროვე ბინა
სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - ვლადიმერ ჟირინოვსკის ქონება (+ფოტოები)
ამ ქალაქებში ხალხს იმაში უხდიან ფულს, რომ იქ იცხოვრონ!
იყიდება კერძო სახლი წყნეთში
ბიგლის ლეკვები იმპორტი ხარისხის
2006 Nissan Fuga
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
უფრო მეტი, ვიდრე ცხოვრება! ჯეკ ლონდონის მოყვარული ვაკო გვილიას მრწამსი
პაოკ-ი VS დინამო (თბ) - პრესტიჟისა და ღირსებისთვის, რევოლუციამდე...
სხვა სიახლეები
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
22.08.2016
ერთად გამოვავლინოთ წლის საუკეთესო ახალი ავტომობილები
სრულად
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
05.08.2016
აქტიური უსაფრთხოება არის ავტომობილის საექსპლუატაციო თვისებების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს საავარიო სიტუაციებისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებას.
სრულად
“ვეფხისა და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი აფეთქდა
02.08.2016
„ვეფხისა და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
სრულად
ყველაზე კითხვადი
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
ქართული ჩანთები ისრაელისა და საბერძნეთის ბაზარზე გავა
იტალიის მთავრობა 18 წლის იუბილეზე თინეიჯერებს წიგნების საყიდლად 500 ევროს აჩუქებს
თბილისში ვეფხისტყაოსნის მოტივებზე შექმნილი სასტუმრო დღეს გაიხსნება
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Note 35 $
ქირავდება დღიურად და ტურებზე 8
Toyota Granvia 1 $
Toyota Prius 4800 $