საშიშია თუ არა ნახმარი საბურავები?
საშიშია თუ არა ნახმარი საბურავები?
04.12.2013
ზამთარი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის საბურავებზე გადასვლის დროა. თუ არ გვაქვს, უნდა შევიძინოთ ახალი ან, სულაც ნახმარი ზამთრის საბურავები. ახალი საბურავები ძალიან ძვირია , მეორადები კი განსაკუთრებით მიმზიდველია იმის გამო, რომ ცუდად არ გამოიყურება და ახალზე მინიმუმ ოთხჯერ იაფი ღირს. თანაც, ამ დროს ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ნახმარი საბურავები 1-2 წელს ნამდვილად გაგვიძლებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილე აუცილებელია!

ნახმარი საბურავი გარედან შეიძლება მართლაც ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, რისკი კი შიგნიდან მოდის! მთავარი საშიშროება ის არის, რომ არასდროს ვიცით, რის გადატანა მოუხდათ ამ საბურავებს, სანამ ჩვენამდე მოაღწევდნენ. თუ წინა მფლობელი მანქანას ისე აპარკინგებდა, რომ საბურავებს ბორდიურზე მიჭყლეტილს ტოვებდა, ან დაშვებული საბურავით დადიოდა, საბურავის შიდა კარკასი დაზიანებული იქნება, რაც გარედან არ გამოჩნდება - გარედან ხომ მხოლოდ პროტექტორისა და ასაკის შემოწმება შეიძლება. პროტექტორი მინიმუმ 4-მილიმეტრიანი უნდა იყოს, ასაკს კი ე.წ. DOT-ნომერით გაიგებთ (მაგალითად, DOT 1213 ნიშნავს, რომ საბურავი 2013 წლის მე-12 კვირას გამოუშვეს). საბურავის ასაკი 6 წელზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, რადგან რეზინა 6 წლის შემდეგ ბევრ საჭირო თვისებას, განსაკუთრებით კი სველ გზაზე მოჭიდების უნარს კარგავს.

თუმცა მთლად ისეც არაა საქმე, რომ ნახმარი საბურავის შეძენა გამართლებაზე იყოს. თუ კარგად შეამოწმებთ, ან ახლობელ, სანდო ხელოსანს შეამოწმებინებთ და დეფექტებს არ აღმოაჩენთ, მეორადი საბურავი ახლის მშვენიერი და, რაც მთავარია, გაცილებით იაფი ალტერნატივაა.

საბურავის ტესტი

მეორადი საბურავის შესამოწმებლად სპეციალური დანადგარია საჭირო, რომელიც მას სწრაფი ბრუნვისას შეამოწმებს და გაგვარკვევს, დაზიანებულია თუ არა საბურავის შიდა კარკასი. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ნახმარი საბურავების გამყიდველები ასეთი სახის მომსახურებას იშვიათად გვთავაზობენ. არადა, ასეთი დეფექტის დადგენა თვალის ერთი შევლებით შეუძლებელია.

ბორდიურზე მიჭყლეტილი

მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს ბორდიური თუ სხვა რამ (უმეტესად ბორდიურია ხოლმე), ამგვარი დარტყმა და მიტ უმეტეს ასეთ მდგომარეობაში დატოვება საბურავს სიცოცხლეს უსწრაფებს. ერთი შეხედვით საბურავს არაფერი შეეტყობა, მაგრამ რეზინა დეფორმაციას განიცდის, მაღალი სიჩქარით დარტყმისას კი დეფექტი უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

წნევა საბურავში
Auto Bild
არასაკმარისად დაბერილი საბურავებით სიარული მაღალ სიჩქარეზე მანქანის ტორტმანს და საბურავის გადახურებასაც იწვევს. გირჩევთ, რომ საბურავები მწარმოებლის მიერ რეკომენდებულზე 0,3-ით მეტი წნევით დაბეროთ.

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
14.05.2014
მამაკაცებო, ყურადღებით: მანქანაში სექსი კარგია, მაგრამ შეიძლება უფრო უკეთესიც იყოს!
სრულად
08.05.2014
როგორ უნდა შევამოწვმოთ ჩვენი მანქანები ჩვენთვითონ და თუ საჭიროა, როგორ უნდა მოვიყვანოთ ფორმაში, რათა შორ გზაზე მშვიდად წავიდეთ?
სრულად
წინ ცხელი ზაფხულია, შეამოწმეთ კონდიციონერი!
05.05.2014
ფრეონის ნაკლებობა დეფექტებს იწვევს, შემოწმება აუცილებელია
სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 29°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes E320
Mercedes E320
Mercedess E320
Mercedes Vito