როგორ უნდა ვიცნოთ ჯანმრთელი ძრავა?
როგორ უნდა ვიცნოთ ჯანმრთელი ძრავა?
13.12.2013
აფეთქება, ცეცხლი, საწვავის წვა და დგუშები, რომლებიც წუთში რამდენიმე ათასჯერ ადი-ჩადიან - სწორედ ეს ყველაფერი ხდება თქვენი ავტომობილის ძრავში გასაღების გადატრიალებისა და მანქანის დაქოქვის შემდეგ. საშიში არაფერია - ეს ნორმალური პროცესია. შიგაწვის ძრავა სწორედ ასე მუშაობს. თუმცა ძრავა მანქანის გულია და ჩვენ ყველანი ყოველთვის ვშიშობთ, რომ ძრავაში შეიძლება რაღაც წესრიგში არ იყოს - განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორად ავტომობილს ვყიდულობთ. სერიოზული ზიანი არცისე ხშირი შემთხვევაა. ძრავში სერიოზული პრობლემები უმეტესად მაშინ ჩნდება, როცა მფლობელი ავტომობილისადმი საკმარის ყურადღებას არ იჩენს. ყურადღებაში კი აი, რას ვგულისხმობთ:

- ძრავის ზეთის მუდმივი კონტროლი, საჭირო დროს გამოცვლა და საჭიროებისამებრ დამატება.
- ზეთის, ფილტრისა და, რაც მთავარია, კბილანა ღვედის დროული გამოცვლა.
- გამაფრთხილებელი მაჩვენებლებისთვის ყურადღების მიქცევა - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ძრავის ზეთს ეხება.
- უცნაური ხმებისთვის ყურადღების მიქცევა და დროული მკურნალობა.


1. ზეთის კონტროლი

Auto Bild
წესები მარტივია: ძრავში საკმარისი ზეთი უნდა ესხას და აგრეგატი გარედან მშრალი უნდა იყოს. სახურავზე ყვითელი ნალექი იმის ნიშანია, რომ ზეთში ზედმეტად ბევრი წყალია.

2. სერვისის წიგნი

Auto Bild
ცვლიდნენ თუ არა დროულად ფილტრს და ღვედს? ბეჭდებიანი სერვის-წიგნი გვიჩვენებს, რამდენად კარგად უვლიდნენ ტექნიკას. თუ ყველაფერს დროულად აკეთებდნენ, პრობლემების არსებობა ნაკლებად სავარაუდოა.

3. ზეთის შემოწმება

Auto Bild
ძრავიდან ამოღებული ზეთის შემოწმება გაგვცემს პასუხს კითხვაზე, რა მდრომარეობაა ძრავაში. ეს ან სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, ან მოყვარულმა სპეციალურ ქაღალდზე.

4. კბილანა ღვედი

Auto Bild
როცა ადამიანი ავტომობილის გაყიდვას გადაწყვეტს, თუ მანქანას კბილანა ღვედის გამოცვლა უწევს, დიდი შანსია, რომ თავი შეიკავოს, რადგან ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. კბილანა ღვედის გაწყვეტა კი ძრავას ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

5. მოუსმინეთ ძრავას
Auto Bild
ტესტ-დრაივის დროს ყურადღებით მოუსმინეთ ძრავას და დააკვირდით, რამდენად მშვიდად მუშაობს აგრეგატი. ატარეთ მანქანა სწორ და კარგ გზაზე, მუსიკა კი გამორთული უნდა იყოს, რათა ძრავის ნებისმიერი საეჭვო ხმა გაიგოთ.

6. გაყვანილობა

Auto Bild
ელექტროობის, საწვავის ან წყლის გაყვანილობა მწყობრში უნდა იყოს. თუ დაზიანებული ან გახეულია, დიდი შანსია, რომ პრობლემა უკვე ძრავაშიც იყოს. ამიტომ, კარგად შეამოწმეთ ყველა კაბელი და შლანგი.

დასკვნა
კბილანა ღვედი გაწყდა, ძრავა დაზიანდა - რა უნდა ვქნათ? თუ გარანტია აღარ გვაქვს, მძღოლს ბევრი ფულის დახარჯვა მოუწევს. შესაძლოა, სხვა, ჯანმრთელი ძრავის ჩადგმა უფრო იაფი დაგიჯდეთ, ვიდრე დაზიანებულის შეკეთება. გახსოვდეთ, რომ ქარხნული, ასე ვთქვათ გაუხსნელი ძრავა შეკეთებულ აგრეგატს სჯობია.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
14.05.2014
მამაკაცებო, ყურადღებით: მანქანაში სექსი კარგია, მაგრამ შეიძლება უფრო უკეთესიც იყოს!
სრულად
08.05.2014
როგორ უნდა შევამოწვმოთ ჩვენი მანქანები ჩვენთვითონ და თუ საჭიროა, როგორ უნდა მოვიყვანოთ ფორმაში, რათა შორ გზაზე მშვიდად წავიდეთ?
სრულად
წინ ცხელი ზაფხულია, შეამოწმეთ კონდიციონერი!
05.05.2014
ფრეონის ნაკლებობა დეფექტებს იწვევს, შემოწმება აუცილებელია
სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
HONDA Hr-v
იყიდება
Honda Capa
Mercedes E320