ლიკა ლაბაძე მინის საჭესთან
ლიკა ლაბაძე მინის საჭესთან
25.12.2013
არაფერი ისე საინტერესო არ არის, როგორც დაკვირვება ქალებზე. მაშინაც კი, როცა ქალი განსაკუთრებულს არაფერს ლაპარაკობს, ის მაინც საინტერესოა, რადგან ქალები ამას ძალიან მომხიბვლელად აკეთებენ.

მანქანაც რაღაცით ჰგავს ქალს. ზოგი ერთგული და საიმედოა, ზოგიც ძალიან ლამაზი და კაპრიზული.

ქალს გემოვნებაც განსაკუთრებული აქვს - მაგალითად, შეუძლია, ავტომობილის ხმა ისე მოეწონოს, რომ დანებდეეს მას მხოლოდ ამის გამო. ძრავის ხმაში ალბათ არის რაღაც ისეთი, რაც ქალის ბუნებას უფრო მოქნილსა და საინტერესოს ხდის.

ლიკა ლაბაძე ”იმედის დილის” წამყვანი გახლავთ და მილეთი მას იმითაც იცნობს, შარშან ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” რომ გაიმარჯვა სამორი ბალდესთან ერთად.

ჰოდა, ვის უნდა ესეირნა FACE-ტესტისთვის უახლესი Mini Paceman-ით, თუ არა პოპულარულ და მომხიბვლელ ლიკას - ”მინი კუპერს” ძირითადად ხომ ქალები სწყალობენ. ამიტომაც შევარჩიეთ ლიკა ლაბაძე.

Auto Bild

”საერთოდ, პატარა მანქანაბი არ მიყვარს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ასეთ ავტომობილს სიამოვნებით ვიყოლიებდი. ამ ”მინი კუპერს” მასიური წინა მხარე აქვს და მომწონს, როცა მანქანის ასეთ წინახედს ვუყურებ,” - გვითხრა ლიკამ და მართლაც, პირველი შთაბეჭდილება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.

”სალონშიც საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს, პატარაა, მაგრამ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ სივრცის ნაკლებობას ვერ ამჩნევ. სავარძელი ძალიან კომფორტულია, გამოწეული გვერდები მსიამოვნებს. მომწონს ისიც, რომ სალონში ყველაფერი ახლოს და მარტივად ხელმისაწვდომია. არ ვიბნევი და ყველაფერს იოლად ვაგნებ,” - ასე დაიწყო ლიკამ Mini Paceman-ის შეფასება, როცა მის საჭესთან ყოველგვარი წინასწარი დაკვირვების გარეშე დავსვით.

”ეს მანქანა თითქოს შენი მეგობარია, უცბად შეგაყვარებს თავს,” - კომპლიმენტებს არ იშურებდა ლიკა.

...და, რა თქმა უნდა, ძრავის ხმა. მოგუდული და მრისხანე, რბილი და შთამბეჭდავი, გაზს რომ მიაჭერ, ეს ყველაფერი ბედნიერების ვიტამინებს გამოჰყოფს - კარგ მანქანას ასეთი შარმიც აქვს.

Auto Bild

”მსიანოვნებს ეს ხმა, ვგრძნობ კონტაქტს მანქანასთან, მიყვარს ძრავის ასეთი ხმა. უფრო მინდება, რომ მასთან მივიდე,” - ესეც ლიკას სიტყვებია, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ ამ Paceman-ს მობრუნების ძალიან კარგი რადიუსი აქვს და შესაბამისად, მოხვევისა და დაპარკინგების დროსაც კომფორტულია. რაკი მობრუნების რადიუსი შეუფასა, მივხვდით, რომ ლიკა ლაბაძე მანქანებში ზომიერზე უკეთესად ერკვევა.

ტელეწამყვანმა და ბალერინამ წუნზეც გულახდილად ისაუბრა: ”ვისურვებდი, რომ ამ ”მინი კუპერს” უფრო მეტი სიმძლავრე ჰქონდეს. აღმართში ცოტა უჭირს სიჩქარის აკრეფა, ეს ალბათ ერთადერთი მუნუსია”. თუმცა მერე ”მინის” კიდევ ერთი ნაკლი აღმოუჩინა: ”ხილვადობა უკან შეზღუდულია, რაც დიზაინის ბრალი უნდა იყოს,” - აბსოლუტურად სწორად დაასკვნა ლიკამ.

Auto Bild

თვალისმომჭრელ ლიკას არც ის გამორჩენია, თუ როგორი კომფორტი აქვს ამ ავტომობილს სალონში: ”სერვისი კარგია, როგორც კი ჩჯდები, ისეთი გრძნობა დაგეუფლება, თითქოს უკვე ხარ აქ ნამყოფი და ეს ყველაფერი შენია”.

მთავარი კი, როგორც ყოველთვის, ალბათ ის არის, შეიძენდა თუ არა ასეთი ლამაზი გოგო ასეთ მანქანას ასეთ ფასად.

”23 700 ევრო? ეს თანხა რომ მქონდეს, ამ მანქანაში უყოყმანოდ გადავიხდი. ეს ისეთი ავტომობილია, რომ ამდენის გადახდა ღირს,” - გვითხა ლიკამ ტესტის ბოლოს და უახლეს Mini Paceman-ს ისეთი შეფასებები დაუწერა, რომ ამ ავტომობილმა FACE-ტესტის რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და მაქსიმალური 100 ქულიდან, 93 აქვს.

Auto Bild
Auto Bild

ლიკა ლაბაძემ მართვის მოწმობა ხუთი წლის წინ აიღო, პრაქტიკული გამოცდა კი მეორე ცდაზე ჩააბარა. მისი პირველი მანქანა კი Fiat Punto გახლდათ. როგორც თითქმის ყევლა ქალს, ლიკასაც გადაცემათა ავტომატური კოლოფი ურჩევნია. მისი აზრით, ავტომანქანაში მთავარია ის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის დიზაინი.

”ყველაზე უფრო Range Rover Sport მომწონს. ჩემს გემოვნებაში იდეალურად ჯდება, ისეთი ქროსოვერი ან ყველგანმავალი მინდა მყავდეს, ძალიან სწრაფი რომ იქნება. მანქანა ჩემთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის, ის უნდა ესადაგებოდეს შენს მიკროსამყაროს, მასთან ერთად რომ ხარ, უნდა გრძნობდე, რომ ის შენი მეგობარია, დარჩე მასთან მარტო და განიტვირთო," - ესეც ლირიკულ-ფილოსოფიური გადახვევა.

Auto Bild

”მამაკაცებს მოსწონთ გადაცემათა მექანიკური კოლოფი. ალბათ იმიტომ, რომ უფრო გამძაფრებული აქვთ იმის შეგრძნება, რაღაცას თვითონ რომ მართავენ. ქალებს რაც შეეხება, როცა მანქანას უკან მიჰყვები, ეგერვე ამჩნევ, ამ მანქანას ქალი მართავს თუ მამაკაცი”, - გვითხრა ლიკამ.

არ ვიცი, როდის იყიდის ლიკა ”რენჯ როვერ სპორტს”, იმის დაჯერება კი შემიძლია, რომ კოხტა ქალი და ეს ”მინი კუპერი” ერთმანეთს ძალიან მოუხდებიან. ლისის ტბის მიდამოებში გამვლელ-გამოვლელები ამ წყვილს შურით უყურებდნენ.

დავით თავართქილაძე

Auto Bildლიკა ლაბაძის შეფასება
(10-ბალიანი სისტემით)

Mini Cooper Paceman

ექსტერიერი დიზანი 9
ინტერიერის დიზაინი 10
სივრცე სალონში 9
ხმაური სალონში 10
მართვის სიამოვნება 10
აჩქარება 8
მომსახურება 9
ხილვადობა 8
ჯდომის კომფორტი 10
ფასთან შესაბამისობა 10
ჯამი (მაქს. 100) 93/100
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Mini, Mini Cooper, მინი, მინი კუპერი,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
ვასიკო ოდიშვილის ავტოფილოსოფია
14.02.2014
FACE-ტესტის წლის პირველი სტუმარი ვასიკო ოდიშვილია, რომელმაც AUTO BILD-ისთვის ახალი Suzuki S-Cross გატესტა
სრულად
ანატოლი ბოისამ ახალი Honda CR-V გატესტა: იდეალური მანქანა კალათბურთელისთვის?
05.02.2014
რუბრიკის მორიგი სტუმარია კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელსაც ახალი Honda CR-V გავატესტინეთ
სრულად
ქალური, რბილი, ელეგანტური...
30.11.2013
ბასა ფოცხიშვილს ახალი Toyota RAV4 გავატესტინეთ
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Opel Vectra 450 $
იყიდება აალების სანთელი სვეჩი /
Nissan Rogue 9000 $
Mitsubishi Pajero IO 3050 $