პორშეს საუკეთესო ქროსოვერი? (+ VIDEO)
პორშეს საუკეთესო ქროსოვერი? (+ VIDEO)
07.01.2014
ყურადღებით, კაიენო! უფრთხილდი შენს პატარა ძმას! Macan პორშეს თბილისის ცენტრში აპრილიდან გაიყიდება. ფასი: 48 700 ევროდან

მომავალი, 2014 წელი ”პორშესთვის” დაძაბული და საინტერესო იქნება. ამის მიზეზი ცუფენჰაუზენელთა ახალი კომპაქტური ქროსოვერი ”მაკანია”, რომლის გაყიდვები აპრილიდან (საქართველოშიც აპრილიდან!) დაიწყება და რომელიც თავად Porsche Cayenne-ის კონკურენტიც იქნება! რატომ? იმიტომ, რომ ”მაკანი” უფრო სპორტულია! იმიტომ, რომ ”მაკანი” ”კაიენზე” გაცილებით პოლიტკორექტული მანქანაა და ასე იქნება მანამ, სანამ ”პორშე” ახალ ”კაიენს” არ გამოუშვებს. ახალი ”კაიენის” გამოშვებას კი ”პორშე” 2017 წელს გეგმავს და ეს უკანასკნელი მომავალი Audi Q7-ის (2014 წლიდან) და VW Touareg-ის დარად, ცნობილ MLB-პლატფორმაზე აეწყობა. ამავდროულად, ”მაკანის” გამართლების მიზნით, ”კაიენი” ზომაში მოიმატებს, თუმცა აქტუალურ მოდელზე 350 კილოგრამით მსუბუქი იქნება. ეს ყველაფერი კი Porsche Macan-ისთვის კეთდება, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ.

Auto Bild
კაიენის გონივრული ალტერნატივა: Porsche Macan 2014 წლის აპრილიდან

ამრიგად, ახალი ”კაიენის” გამოსვლამდე დრო ბევრია და ”მაკანს”, რომელიც სიგრძეში 4,68 მეტრია, ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისათვის, რომ SUV-სეგმენტი დაიპყროს. რაც ყველაზე მთავარია, ”მაკანი” თავის დიდ ძმაზე დინამიკური და მოხდენილი ჩანს. თანაც, მიუხედავად კომპაქტურობისა, ”კაიენზე” ბევრად ნაკლებ სივრცეს ნამდვილად არ გვთავაზობს. მართალია, სალონის ჰაეროვნება სხვა რამეა, მაგრამ უკანა სავარძელზე საკმაოდ კარგად მოვთავსდით. ამაზე ბევრად მეტი სივრცე მომავალ ”კაიენს” ნამდვილად არ ექნება.

Auto Bild
”მაკანის” კოკპიტი ”კაიენისას” ჰგავს. გასაღების ღრიჭო, რა თქმა უნდა, მარცხნივაა. 1. საჭეზე განთავსებულია რადიოს, ბორტკომპიუტერისა და ტელეფონის ღილაკები, საჭის უკან კი გადაცემათა კოლოფის ბერკეტები. 2. 7-დუიმიანი სენსორული ეკრანი Hi-Fi-სა და ნავიგაციისთვის. 3. 7-საფეხურიანი კოლოფი სერიულია

Auto Bild
წინ ჯდომის პოზიცია SUV-ის კვალობაზე გასაოცრად ღრმა და სპორტულია. სივრცე? საკმარისია, ისევე, როგორც...

Auto Bild
...უკან. დირკ ბრანკე სიმაღლეში 1,93 მეტრია და მთლად თავისუფლად ვერა, მაგრამ ნორმალურად მოთავსდა

”მაკანის” გაყიდვები აპრილიდან V6 ძრავებით იწყება: S-ვერსიას 3-ლიტრიანი აგრეგატი და 340 ცხენის ძალა ექნება (0-100 კმ/სთ 5,4 წამში), Turbo-ვერსიას 3,6-ლიტრიანი ძრავა და 400 ცხენის ძალა (0-100 კმ/სთ 4,8 წამში), ხოლო S-დიზელი კი თავს 258 ცხენის ძალით მოგვაწონებს (0-100 კმ/სთ 6,3 წამში).
ვისაც ”პორშეს” SUV უნდა და თან ეკონომიურობაზე აკეთებს აქცენტს, 2015 წლამდე უნდა მოიცადოს - სწორედ მაშინ გამოვა ”მაკანი” 4-ცილინდრიანი ძრავებით: ეს იქნება ”აუდიდან” და ”ფოლკსვაგენიდან” ნაცნობი 2-ლიტრიანი Turbo-აგრეგატი სავარაუდოდ 280 ცხენის ძალით და 2-ლიტრიანი TDI 204 ცხენის ძალით.

Auto Bild
პნევმატური დაკიდების მეშვეობით, ბარგის ჩალაგებისთვის შესაძლებელია კიჩოს 5 სანტიმეტრით დაწევა

Auto Bild

მთავარი სენსაცია კი უდავოდ ”მაკანის” ფასია, რომელიც პორშეს თბილისის ცენტრში 48 700 ევროდან დაიწყება, რაც იმას ნიშნაბს, რომ ”მაკანი” ყველაზე იაფი ”პორშე” იქნება. Macan S და Macan S Diesel სწორედ 48 700 ევრო ეღირება, ხოლო Macan Turbo-ს ფასი 67 100 ევრო იქნება. როგორც გითხარით, ”პორშეს” საინტერესო წელიწადი ელის.

დასკვნა
ძალიან საინტერესო, დეტალებში რაფინირებული დიზაინი, ხარისხიანი ინტერიერი, უმძლავრესი ძრავები, დინამიკური ძარა და პოლიტკორექტული ზომა - ”მაკანს” შესანიშნავი პერსპექტივა აქვს.
დირკ ბრანკე

აქ შეგიძლიათ ნახოთ AUTO BILD TV-ის მიერ მომზადებული ვიდეო Porsche Macan-ის შესახებ:



ასევე დაგაინტერესებთ:

პორშეს წითელი აენთება? (+ VIDEO)

მე გავტესტე მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილი!

ასე დადის პორშეს პირველი კომბი

პოლიციის ავტომობილები დუბაიში (+VIDEO)

ახალი Porsche Boxster და 1980 წლის Porsche 911 Turbo

carusel_title
  • Bi-Xenon-მაშუქები Turbo-ში სერიულია
  • უკან LED-განათება სამგანზომილებიანია
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
Mercedes GLK-ს 100 000-კილომეტრიანი ტესტი (+VIDEO)
2014-02-06 08:24:20
GLK-მ ხანგრძლივ ტესტზე თავი ისე წარმოაჩინა, როგორც ძველი სკოლის ”მერსედესს” შეეფერება. 100 000 კილომეტრი მან კომფორტულად და თითქმის უპრობლემოდ დაფარა, მაგრამ
სრულად
article image
Cat Image
გასეირნება მომავალში სენსაციური ოპელით (+VIDEO)
2014-02-04 06:23:44
Monza თვალისმომჭრელი კუპეა, რომლითაც ”ოპელი” გვიჩვენებს, როგორი იქნება ამ მარკის მომავალი. რიუსელსჰაიმელთა სტუდიური ვარსკვლავი ექსკლუზიურად გავტესტეთ
სრულად
article image
Cat Image
მერსედესი შოკშია, BMW-ს მეშვიდე სერიამ ახალ S-კლასს აჯობა!
2014-02-03 07:04:21
მერსედესის ახალმა S-კლასმა BMW-ს მეშვიდე სერიასთან და Porsche Panamera-სთან პირველ შედარებაში მოულოდნელი სისუსტეები გამოავლინა
სრულად
ტანკი მუხრუჭების გასატესტად ცოცხალი ადამიანების ჯაჭვს იყენებს (VIDEO)
ცხოველები, რომლებზე ნადირობას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს
მთვრალი მოლდოველი ფეხბურთელი "ჩიტო-გვრიტოს" მღერის (+VIDEO)
ვიქტორ სანიკიძე: დროა, საქართველოს ნაკრებში სხვა სპეციალისტმა იმუშაოს
"ლივერპულმა" "საბურთალოს" კაპიტანი ჯიმი ტაბიძე მიიწვია
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
სხვა სიახლეები
მონცა ოპელს აფრთიანებს! (+VIDEO)
25.11.2013
ჰოპლა, ოპელი ცოცხლობს! რიუსელსჰაიმელებმა ფრანკფურტში მაღალი კლასის ჰიბრიდული კუპეს სტუდიური ვერსია წარმოადგინეს, რომლითაც ”ოპელი” გვიჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ამ მარკის მომავალი
სრულად
გაიცანით მერსედესის პატარა SUV (+ვიდეო)
19.11.2013
მცირე ზომის SUV-ების ბუმს მერსედესიც შეუერთდა. GLA-ს ისეთივე როლი ეკისრება, როგორიც 30 წლის წინათ Mercedes 190-მა იტვირთა
სრულად
იაგუარის სენსაცია: SUV!!! (+ვიდეო)
18.11.2013
ადრე თუ გვიან, იაგუარს ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა
სრულად
სარფში ტრაილერების მძღოლებს თურქმა მებაჟეებმა პრობლემები შეუქმნეს
ინდოეთში ოქტომბრიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება
კია სოული iF Product Design Award-ით დაჯილდოვდა
თებერვალი
ახალი ნომერი
თბილისი -4°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა