ოქროს საჭე: საქართველოს არჩევანი
ოქროს საჭე: საქართველოს არჩევანი
31.01.2014
ადგილობრივი გამარჯვებულის სტატუსისთვის ბრძოლა ყველაზე დაძაბული ორ კატეგორიაში იყო
Auto Bild
საქართველოში ასეთი ხანგრძლივი და მასშტაბური აქცია საავტომობილო სფეროში ჯერ არ ჩატარებულა! და ვინ უნდა ყოფილიყო პირველი, თუ არა ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო”? გერმანულმა AUTO BILD-მა საავტომობილო ოსკარები ნოემბერში ჩამოარიგა, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ გამოკითხვა წლის ბოლომდე გაგვეგრძელებინა და ექვსივე კატეგორიაში ადგილობრივი გამარჯვებულები გამოგვევლინა, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ქართველი მომხმარებლის, ანუ, თქვენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია! ახლა კი, 2014 წლის თებერვლის ნომერში თქვენ წინაშეა საქართველოში ჩატარებული 4-თვიანი კამპანიის საბოლოო შედეგები.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში, რომელიც ჩვენი ვებ-გვერდისა და სპეციალური ბუკლეტების საშუალებით მიმდინარეობდა, მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს გამოშვებული მოდელები მონაწილეობდნენ და, რაც ყველაზე მთავარია, ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა ხმის მიცემა.

მცირელიტრაჟიანები და კომპაქტები
1. Mazda 3 30.5 %Auto Bild
2. VW Golf 29.0 %
3. Toyota Auris 16.7 %
4. Peugeot 308 14.0 %
5. Nissan Note 4.1 %
6. Seat Leon 2.4 %
7. Mitsubishi Space Car 1.3 %
8. Lada Granta 1.2 %
9. Dacia Sandero 0.8 %

ამ კატეგორიაში თავდაპირველად Nissan Note დაწინაურდა, რაც აშკარად იმის დამსახურება გახლდათ, რომ ”ოქროს საჭის” მხარდამჭერი აქცია პირველად სწორედ ”ნისანის ცენტრმა” ჩაატარა, მაგრამ მერე Mazda 3 გალიდერდა და, თანაც, ისეთი უპირატესობა მოიპოვა, რომ ოქტომბერში ეჭვი აღარ გვეპარებოდა, რომ იაპონური კომპაქტი პირველობას მოიპოვებდა. თუმცა, მერე ახალმა ”ფოლკსვაგენ გოლფმა” ”სისწრაფე აკრიფა” და ”მაზდას”, როგორც იტყვიან, ”სათოფეზე მიუახლოვდა”. დეკემბრის დასაწყისში, თვალებს არ ვუჯერებდით: 2 დეკემბრის საღამოს ”გოლფი” ”მაზდას” სულ რაღაც 3 ხმითღა ჩამორჩებოდა! მაგრამ იაპონელმა პირველობა მაინც არ დათმო და დეკემბრის ბოლოს კონკურენტს 1,5 პროცენტით გაასწრო. ვულოცავთ ”მაზდას” და ”თეგეტა მოტორსს”, რომელიც საქართველოში ამ იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.

ვენების კლასი
1. Toyota Proace 25.5 %Auto Bild
2. Citroen Picasso 22.6 %
3. Kia Carens 19.6 %
4. Ford Turneo Custom 14.9 %
5. Ssang Yong Rodius 13.6 %
6. Dacia Dokker 3.8 %

ვინც ფიქრობს, რომ ვენების კლასი საქართველოში არავის აინტერესებს, ცდება! მართალია, ამ კლასის ავტომობილები ჩვენთან ვერ დაიკვეხნიან ისეთი პოპულარობით, როგორითაც, მაგალითად ქროსოვერები (SUV-კლასი), მაგრამ გამოკითხვის მიმდინარეობა და მისი შედეგი გვაძლევს უფლებას, ვიფიქროთ, რომ რაც დრო გადის, ქართველები ვენებსა და მინივენების უფრო და უფრო ვაფასებთ. 2013 წელს ამ კატეგორიაში სულ 6 ავტომობილი იყო წარმოდგენილი. თავიდანვე ორი ფავორიტი გამოიკვეთა: Toyota Proace და Citroen Picasso, თუმცა იაპონელსა და ფრანგს ბოლომდე ღირსეულ კონკურენციას უწევდა კორეელი Kia Carens. თუმცა, საბოლოო ჯამში მშვენიერი ”პიკასო” მეორე ადგილს დასჯერდა, პირველობა კი 2013 წლის ყველაზე პრაქტიკულმა ვენმა, ”ტოიოტას” Proace-მა მოიპოვა. ჩვენი აპლოდისმენტები!

საშუალო კლასი
1. Audi A3 Sedan 34.6 %Auto Bild
2. Mercedes CLA 23.8 %
3. BMW 3er GT 14.1 %
4. Lexus IS 11.3 %
5. Infiniti Q 50 6.0 %
6. Skoda Octavia 4.3 %
7. Toyota Corolla 4.0 %
8. Mazda 6 1.9 %

BMW, ”მერსედესი” თუ ”აუდი”? კითხვა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია, ჩვენს გამოკითხვაში საშუალო კლასის კატეგორიაში დაისვა. ამ გამოკითხვამ კიდევ ერთი სტერეოტიპი დაანგრია, რადგან როგორც ხედავთ, გამარჯვებული Audi A3 სედანია. არადა, რედაქციაში ვფიქრობდით, რომ პირველ და მეორე ადგილებს ”მერსედესი” და BMW გაინაწილებდნენ. თავიდან ასეც იყო: ხან CLA ლიდერობდა, ხანაც BMW-ს მესამე სერიის GT. დაახლოებით ნოემბრის მიწურულს კი ”აუდი” გალიდერდა, რაც სავარაუდოდ იმით გახლდათ განპირობებული, რომ ”მერსედესისა” და BMW-ს ფანებს თავიანთი არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდათ. ”აუდის” არ ჰყავს იმდენი თავგადაკლული ფანი, რამდენიც იმ ორს და როგორც ჩანს, A3 სედანს ხმებს ნეიტრალური ავტომოყვარულები აძლევდნენ. საშუალო კლასს ნამდვილად ღირსეული გამარჯვებული ჰყავს, რადგან Audi A3 სედანი საქმეში ვნახეთ და ის მართლაც ბრწყინვალე ავტომობილია.

კუპეები და კაბრიოლეტები
1. BMW 4er 29.6 %Auto Bild
2. Aston Martin Vanquish Volante 22.9 %
3. Porsche Cayman 20.5 %
4. Chevrolet Corvette 10.9 %
5. Jaguar F-Type 7.1 %
6. Alfa Romeo 4C 4.4 %
7. VW Beetle Cabrio 1.7 %
8. Opel Cascada 1.5 %
9. Citroen DS3 Cabrio 1.4 %

არ არსებობს ავტომობილის მოყვარული, რომელიც კუპეზე ან კაბრიოლეტზე არ ოცნებობს. ეს სწორედ საოცნებო კატეგორიაა და როგორც ირკვევა, 2013 წელს წარმოებული კუპეებიდან და კაბრიოლეტებიდან ქართველები ყველაზე მეტად BMW-ს ახალთახალ მოდელზე, ”მეოთხე სერიაზე” ოცნებობენ. ბავარიელთა მძაფრი კუპე გამოკითხვის დაწყებისთანავე დაწინაურდა და პირველობა წლის ბოლომდე ერთხელაც კი არ დათმო - ესეც BMW-ს ფაქტორი! მეორე ადგილზე გავიდა შესანიშნავი ”ასტონ მარტინი” ექსტრემალური სახელწოდებით Vanquish Volante, მესამეზე - გენიალური Porsche Cayman, მეოთხეზე კი - ლეგენდარული ”შევროლე კორვეტის” ახალი მოდელი. ამ კატეგორიაში წარმოდგენილი ყველა ავტომობილი სასწაულად ლამაზია, მაგრამ პირველობა ერთს უნდა რგებოდა და ის ერთი უკვე იცით, ვინცააა...

მაღალი და მდიდრული კლასი
1. Mercedes S კლასი 49.1 %Auto Bild
2. Bentley Flying Spur 20.0 %
3. Maserati Quattroporte 13.1 %
4. Maserati Ghibli 12.2 %
5. Cadillac CTS 5.6 %

აი, კატეგორია, რომელსაც გამოკითხვის დაწყებამდეც გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა, რომელიც ამ სტატუსს მთელი 4 თვის განმავლობაში ამართლებდა და საბოლოოდ, მაღალი და მდიდრული კლასი მთელ გამოკითხვაში ყველაზე დიდი უპირატესობით მოიგო. ასეა: როცა ახალი Mercedes S-კლასი გამოდის, იმ წელს მაღალ და ლუქს-კლასებში ”ოქროს საჭის” მოგების შანსი არავის რჩება. თუმცა, მაინც საკითხავია, როგორ წარიმართებოდა ამ კატეგორიაში გამოკითხვა, 2013 წელს BMW-ს ახალი ”მეშვიდე სერია” რომ გამოეშვა, ხოლო ”აუდის” კი - ახალი A8. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სამეული სპეციალურად არ უშვებს ერთსა და იმავე წელს ახალ მოდელებს. ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რასაც ცხრილში ხედავთ. ვულოცავთ ”მერსედესს” და მის წარმომადგენლობას საქართველოში.

SUV-კლასი
1. Range Rover 44.4 %Auto Bild
2. BMW X5 26.8 %
3. Jeep Cherokee 13.6 %
4. Toyota RAV 4 5.5 %
5. Subaru Forester 3.3 %
6. Mini Paceman 2.8 %
7. Renault Captur 1.3 %
8. Ford Kuga 0.7 %
9. Chevrolet Trax 0.6 %
10. Suzuki SX4 0.5 %
11. Peugeot 2008 0.4 %
12. Ssang Yong Rexton 0.1 %

დაბოლოს, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კლასი: SUV-ები, ქროსოვერები, თვითმარქვია თუ ხეირიანი ყველგანმავლები... თუ გნებავთ, მაინც ”ჯიპები” დაუძახეთ! ფაქტია, რომ ასეთი ავტომობილები არათუ მოდიდან არ გადადიან, არამედ ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობენ. 2013 წელს წარმოებული ქროსოვერებიდან ორი ნამდვილი გიგანტი გახლდათ და ცხადი იყო, რომ მთავარი ბრძოლა გამარჯვებისთვის სწორედ ამ ორს შორის გაიმართებოდა: ვგულისხმობთ ახალ Range Rover-ს და ახალ BMW X5-ს. ასეც მოხდა: ეს დუეტი თავიდანვე დაწინაურდა. ”რენჯმა” და X5-მა პირველი და მეორე ადგილები მინიმუმ 30-ჯერ მაინც გაცვალეს, ბოლოს კი ბრიტანულმა SUV-მა იძალა და მნიშვნელოვნად დაწინაურდა, რის შემდეგაც, X5-ის ქომაგებმა ალბათ ხელი ჩაიქნიეს. ფაქტია, რომ გადამწყვეტი როლი ნეიტრალური ავტომოყვარულების ხმებმა შეასრულა. ვულოცავთ ”ჯითი გრუპს” - Land Rover-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

იხილეთ PALITRA TV-ის რეპორტაჟი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
პიკაპი თანამედროვე კოვბოებისთვის
2014-02-19 14:21:49
პიკაპი დიდი ხანია, გასცდა მსუბუქი სატვირთო ავტომობილის ჩარჩოებს. დღეს მოწინავე ავტომწარმოებლები პიკაპებს მდიდარი კოვბოებისთვის ქმნიან.
სრულად
article image
Cat Image
...ACTION: ახალი მუსტანგი!
2014-02-17 08:36:07
Musclecar-ების მოყვარულებო, სწორდი, სმენა! ლეგენდარული Ford Mustang-ის ახალი თაობა ასპარეზზე გამოსასვლელად მზადაა
სრულად
article image
Cat Image
ახალი კორვეტის ტესტი (+ VIDEO)
2014-02-11 06:45:26
შევროლე კორვეტის მეშვიდე თაობამ მთელი ამერიკა მოაჯადოვა: თავდაჯერებულია, მძლავრი და მის ხმას ყველგან გაიგონებთ
სრულად
ცნობილი ქალების პიკანტური და უხერხული სიტუაციების TOP 10 (PHOTO)
ყველაზე მიმზიდველი ქართველი ბოდიბილდერი (+7 PHOTO)
ნუკი კოშკელიშვილის ახალი, აგრესიული და გამომწვევი იმიჯი (+8 PHOTO)
ლევან ყენია შესაძლოა უკრაინაში დაბრუნდეს - "ფორტუნადან" "ტავრიაში"
სახელმწიფო რაგბის განვითარებას 33 673 968 ლარს მოახმარს!
ვირუსული ვიდეო: რობენმა სანიას დააფურთხა?! [VIDEO]
სხვა სიახლეები
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდება!
20.02.2014
ის, რაზეც ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო” ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბრის ნომერში საჭირო იდეის დონეზე წერდა, 2014 წელს რეალურად განხორციელდება.
სრულად
გადაიღე ფოტო, გამოიმუშავე ფული!
17.02.2014
ჟურნალ AUTO BILD-ის დავალება ”სქუფშოთერებს”: მანქანა, რომელიც ტექ-დათვალიერებას ვერ გაივლის
სრულად
განახლებული Kia Sportage ევროპაზე ადრე საქართველოში ჩამოვიდა!
07.02.2014
ავტომობილი, რომლის პრემიერა ევროპაში ჟენევის ავტოშოუზე (6-დან 16 მარტამდე) უნდა შედგეს, საქართველოში უკვე იყიდება!
სრულად
”საქართველოს ბანკი” 250 ათასი ლარის საგრანტო კონკურსს აცხადებს
ბიონარკოტიკებში შემავალი ნივთიერებები არალეგალური ხდება
სომეხ იმპორტიორებს საქართველოში ნაყიდი ავტომანქანები ოთხჯერ გაუძვირდებათ
თებერვალი
ახალი ნომერი
თბილისი 12°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა