გამოვიდა ”AUTO BILD საქართველოს” თებერვლის ნომერი
31.01.2014
გამოვიდა ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” ახალი, თებერვლის ნომერი

Auto Bildროცა ჩვენი ჟურნალის თებერვლის ნომერს სტამბაში გაგზავნამდე უკანასკნელად გადავხედე, ცნობილი ქართული სიმღერის ერთი მონაკვეთი გამახსენდა: ის, რაც ასე ადრე იყო გუშინ, ხვალ იქნება უსათუოდ გვიან... საავტომობილო სამყაროში პროცესები ელვისსისწრაფით ვითარდება, ახალი მოდელები ძველებს თვალის დახამხამებაში ანაცვლებენ. ამის დასტურად ჯერ მარტო დეტროიტის ავტოშოუ გამოდგება, რომლის მთავარ სიახლეებსა და ტენდენციებზე 30-ე გვერდიდან მოგითხრობთ. ამ ფერხულს ფეხს საქართველოც უწყობს თავისებურად: მაგალითად, ახლო მომავალში თბილისშიც ველოდებით Porsche Macan-ს, რომელიც ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ”თანაპლატფორმელ” Audi Q5-ს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ”პორშეს” სრული ამძრაობა თურმე ”აუდის” Quattro-ს სჯობია. ზოგადად, SUV-ების, გნებავთ, ”ჯიპების” შესახებ ამ ნომერში საინტერესო სტატიები გელოდებათ, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა სტატია სათაურით ”ასე აიდგეს ფეხი ქროსოვერებმა”. ციფრების მოყვარულ ავტომობილისტებს ვთავაზობთ ვრცელ ტესტს - AUTO BILD დაინტერესდა, რამდენ საწვავს მოიხმარენ ზოგზოგიერთები მაქსიმალური აქსელერაციის დროს...

ნომრის მთავარი თემა კი საპატრულო პოლიციის პოტენციურად ახალი ავტომობილია: სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი Ford Police Interceptor, რომელმაც, შესაძლოა, Skoda Octavia ჩაანაცვლოს. ”AUTO BILD საქართველომ” ორივე ავტომობილი ექსკლუზიურად გატესტა.

საუკეთესო სურვილებით,
შალვა ბუაჩიძე, მთავარი რედაქტორი


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
სანამ ტრაგედია მოხდებოდეს: დამცავი ჩაფხუტი ფეხბურთშიც აუცილებელია?!
ფიფამ "ბარსელონას" ტრანსფერების წარმოება 2015 წლამდე აუკრძალა
"ზესტაფონი" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზას აშენებს [PHOTO]
სხვა სიახლეები
7 ყველაზე სახიფათო და გადატვირთული გზის მონაკვეთი თბილისში
17.03.2014
თბილისში გზების პრობლემა მუდმივი განსჯის თემაა. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზთა უმეტესობა (მძღოლების შეცდომების გარდა) მოუწესრიგებელი გზები და მოძრაობისთვის მოუხერხებლად დაპროექტებული გზის მონაკვეთებია.
სრულად
თბილისის მერიამ გზების შეკეთება დაიწყო
13.03.2014
თბილისის მერიაში გზების შეკეთების პროცესი დაწყებულია და მის დასრულებას დაახლოებით სამ კვირაში ვარაუდობენ.
სრულად
გაფუჭებული გზები: თბილისელი მძღოლების კოშმარი (+ VIDEO)
11.03.2014
სუსხიანი ზამთრის შემდეგ თბილისის გზები საშინელ მდგომარეობაშია, ასფალტის აღდგენაზე კი ჯერჯერობით არავინ ზრუნავს!
სრულად
გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო დსთ-ს სივრცის ლიდერია
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ
შარშან ლიდერთა სამეულში ”სოკარი”, ”ტოიოტა” და ”საქართველოს რკინიგზა” მოხვდნენ
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ბმვ 728
ბმვ 525
იყიდება მინივენი საუკეთესო მდგომარეობაში
იყიდება ტოიტა რავ 4