ფეტელმა ტესტები ჩააგდო!
ფეტელმა ტესტები ჩააგდო!
03.02.2014
ფორმულა 1-ში პირველი სატესტო სერია ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ხერესის ტრასაზე ცხრა გუნდი და 22 პილოტი გავიდა. მათ ჯამში 1461 წრე ანუ 6462 კილომეტრი დაფარეს.

ესპანეთში ვნახეთ ყველა გუნდი "ლოტუსის" გარდა. "მარუსია" მანქანის გაუმართაობის გამო საკუთარ ბაზაზე შეყოვნდა და სხვა საჯინიბოებს ტესტების ბოლო ორ დღეს შეუერთდა.

ტრასაზე ვიხილეთ ყველა ძირითადი პილოტი და ორი "რეზერვისტი" - რობინ ფრეინსი ("კატერჰემი") და დანიელ ჰუნკადელია ("ფორს ინდია").

სიჩქარე ყოველდღე იზრდებოდა, მაგრამ ბოლო დღეს წვიმა წამოვიდა. აბსოლუტურად საუკეთესო დრო "მაკლარენის" წარმომადგენელმა კევინ მაგნუსენმა აჩვენა - 1.23,276. ეს დრო ხუთი წამით უარესია შარშან, ანალოგიური სერიისას ნაჩვენებ შედეგზე.

შეჯამებული ცხრილის პირველი ოთხი ადგილი ერგოთ იმ გუნდებს, რომლებიც "მერსედესის" ძრავებს გამოიყენებდნენ. საუკეთესო რვა პილოტს შორის მხოლოდ "მაკლარენის", "უილიამსის", "მერსედესისა" და "ფერარის" წარმომადგენლები მოხვდნენ, შემდეგ მოდის "ფორს ინდიას" სამი პილოტი.

"რენოს" ძრავით აღჭურვილი მანქანებიდან, მოულოდნელად, საუკეთესო გახდა მარკუს ერიქსონი ("კატერჰემი"), ხოლო ფრანგული V6-ით ყველაზე მეტი წრე "კატერჰემის" პილოტმა კამუი კობაიაშიმ გაიარა.

Auto Bild
სებასტიან ფეტელმა ორივე ტესტი ნაადრევად დაასრულა

ოთხი დღის განმავლობაში ყველაზე გრძელი დისტანცია ნიკო როსბერგმა გაიარა (187 წრე), რომელთანაც სულ ცოტა წააგეს ფერნანდო ალონსომ (172) და კევინ მაგნუსენმა (160). გუნდებს შორის "მერსედესმა" (308) აჯობა "ფერარის" (248) და "მაკლარენს" (243).

განსაკუთრებით მკაფიოა განსხვავებები ძრავების სტატისტიკაში. "მერსედესის" თითოეულმა პილოტმა, საშუალოდ, 60 წრე გაიარა, "ფერარი" - 44.1, "რენო" - მხოლოდ 8.7.

ერთი დღის განმავლობაში გავლილი წრეების მიხედვით რეკორდსმენები გახდნენ - "მერსედესი" და ფერნანდო ალონსო - მათ, შესაბამისად, 132 და 115 წრე დაფარეს.

წინასასეზონო ტესტების მეორე სერია 19-22 თებერვალს, ბაჰრეინში გაიმართება.

ხერესის ტესტების შემაჯამებელი ცხრილი:

1. მაგნუსენი (McLaren) 1.23,276 (160 წრე)Auto Bild
2. მასა (Williams) +0,424 (133)
3. ჰემილტონი (Mercedes) +0,676 (121)
4. ბატონი (McLaren) +0,889 (83)
5. რაიკონენი (Ferrari) +1,536 (76)
6. ბოტასი (Williams) +2,068 (42)
7. ალონსო (Ferrari) +2,219 (172)
8. როსბერგი (Mercedes) +2,312 (187)
9. ჰიულკენბერგი (Force India) +2,820 (17)
10. პერესი (Force India) +5,100 (37)
11. ჰუნკადელია (Force India) +6,181 (81)
12. ვერნი (Toro Rosso) +6,639 (28)
13. სუტილი (Sauber) +6,885 (102)
14. ბიანკი (Marussia) +8,946 (25)
15. გუტიერესი (Sauber) +9,994 (61)
16. ერიქსონი (Caterham) +14,699 (12)
17. ფეტელი (Red Bull) +15,044 (10)
18. კობაიაში (Caterham) +19,917 (54)
19. კვიატი (Toro Rosso) +20,740 (9)
20. რიკარდო (Red Bull) +22,098 (10)
21. ფრეინსი (Caterham) - (10)
22. ჩილტონი (Marussia) - (5)
* * *
როგორც ამ ცხრილიდან ჩანს, "რედ ბულის" პილოტებმა ჩააგდეს ხერესის ტესტები - მათ ჯამში მხოლოდ 20 წრე გაიარეს. ამას მაშინვე გამოეხმაურნენ ცნობილი William Hill-ის ბუკმეიკერები. თუ ტესტებამდე "რედ ბული" ლიდერობდა კონსტრუქტორთა თასზე კოეფიციენტების რეიტინგში, ახლა, პირველ ადგილზე "მერსედესმა" გადაინაცვლა. პირად ჩათვლაში ისევ სებასტიან ფეტელია პირველი, მაგრამ მისმა კოეფიციენტმა მოიმატა.

პილოტები
სებასტიან ფეტელი 2.62
ლუის ჰემილტონი 4.50
ფერნანდო ალონსო 6.50
ჯენსონ ბატონი 11.00
ნიკო როსბერგი 11.00
კიმი რაიკონენი 13.00
კევინ მაგნუსენი 17.00
დანიელ რიკარდო 34.00
რომენ გროსჟანი 67.00

გუნდები
Mercedes 2.50
Red Bull 2.75
Ferrari 5.00
McLaren 9.00
Lotus 34.00
Williams 41.00

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
შუმახერის გარეშე სიცარიელეში ვართ!
29.05.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის მონაკოს გრანპრი შედგა, სადაც ”მერსედესმა” მორიგი დუბლი შეასრულა.
სრულად
მერსედესმა ჩინეთშიც იგრიალა! (+ VIDEO)
20.04.2014
პირველი ჰემილტონი, მეორე როსბერგი! ფეტელს კი თანაგუნდელმაც გაასწრო...
სრულად
მერსედესის პირველი დუბლი 60 წლის შემდეგ
31.03.2014
გასულ უქმეებზე შედგა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მალაიზიის გრანპრი, რომელზეც "მერსედესმა" 60-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა...
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 23°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes CLK200
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
Mercedes ML350
Alfa-Romeo 156