ანატოლი ბოისამ ახალი Honda CR-V გატესტა: იდეალური მანქანა კალათბურთელისთვის?
ანატოლი ბოისამ ახალი Honda CR-V გატესტა: იდეალური მანქანა კალათბურთელისთვის?
05.02.2014
რუბრიკის მორიგი სტუმარია კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელსაც ახალი Honda CR-V გავატესტინეთ

ვინც ანატოლი ბოისას მხოლოდ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" იცნობს, შევახსენებთ, რომ ამ ტელეპროექტში იგი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრის სტატუსით მიიწვიეს. 2004 წლიდან დღემდე, ბოისას ეროვნული გუნდის მაისურით 31 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.

Honda CR-V-ს გამოცდისთვის უკეთეს კანდიდატს, ალბათ, ვერც შევარჩევდით, რადგან კალათბურთელები ცხოვრებაშიც ზემოდან დაგვყურებენ (მარტივი მიზეზის გამო - მაღლები არიან) და მანქანებსაც ისეთებს ირჩევენ, ზემოდან რომ აკონტროლონ "მოედნის" მთელი პერიმეტრი. კალათბურთში ხომ არსებობს გამოთქმა: პასს ყოველ წამს, მოედნის ნებისმიერ წერტილში უნდა ელოდოო. ასეთივე ყურადღებაა საჭირო ავტომობილის მართვისას.

Auto Bild

ახალ CR-V-ში პირველად ვჯდებიო - თქვა ანატოლი ბოისამ, მეუღლეს, თეა ბოისას კარი გამოუღო და წლინახევრის მომავალ კალათბურთელ დათასთან ერთად "ჰონდაში" შეაცილა. შემდეგ თვითონ მოთავსდა და მძღოლის პოზიციიდან პირველივე შთაბეჭდილება გაგვიზიარა: ”არ მეგონა ასეთი სივრცე თუ იქნებოდა, ამ მხრივ ზოგიერთ უფრო დიდ ქროსოვერსაც სჯობს. შესაძლოა, სივრცის შთაბეჭდილებას კოკპიტიც ქმნის, რომელიც ამ კლასის ზოგიერთ სხვა წარმომადგენელს ზედმეტად აქვს გამოწეული.”

Auto Bild

ანატოლი ბოისა 194 სმ სიმაღლის კალათბურთელია. ამიტომ, არ არის გასაკვირი, მანქანაში, სკამის ბოლომდე გაწევის შემთხვევაშიც რომ ვერ ჩაეტიოს. Honda CR-V-ში ამ მხრივ პრობლემა არ შექმნია. საჭე დასწია - ასე მირჩევნიაო. აღმოჩნდა, რომ საჭე წინაც იწევა და ანატოლიზე გაცილებით მაღალ კალათბურთელებსაც (და არა მხოლოდ) თავისუფლად შეუძლიათ სპორტულად მართონ Honda CR-V.

Auto Bild

ვიდრე ბოისა ავტომობილს დაძრავდა, მეუღლეს გადახედა... საკუთარი შთაბეჭდილება თეა ბოისამაც გაგვიზიარა: ”მცირე ზომის მანქანა მყავდა, რომელშიც საბავშვო ეტლი არ ეტეოდა. თუმცა ავტომობილი იმდენად პატარა არ იყო, რამდენადაც ეტლი იყო დიდი. Honda CR-V საოჯახოდ გაცილებით უკეთესია. როცა პატარა გყავს, 2-3 დღით გამგზავრების შემთხვევაშიც კი ბევრი ბარგი გიგროვდება, რაც CR-V-ში თავისუფლად მოთავსდება. თან ყველგანმავალია და ბაკურიანსა თუ რაჭაში წასასვლელად შესაფერისია. წარმოშობით რაჭიდან ვარ და იქ ჩასვლა ძალიან მიყვარს.

მთლად რაჭისა და ბაკურიანის დარ აღმართებზე არა, თუმცა თბილისის მასშტაბით უხერხულ გზებზე გავიარეთ და მანქანაც ტალახის "ნაპერწკლებით" იმდენად "შევალამაზეთ", ფოტოსესიისთვის ხელახალი გარეცხვა დასჭირდა.

Auto Bild

გზატკეცილზე ანატოლი ბოისამ CR-V-ს სიჩქარეც მოსინჯა, მოსახვევებშიც შეამოწმა და დაასკვნა: ”საინტერესოა, ქალაქის მანქანაცაა და ყველგანმავალიც. დიდი ქროსოვერებისგან განსხვავებით, ეს არ ტორტმანებს. არც მოხვევა უჭირს. სიჩქარესაც კარგად კრეფს. საქართველოში რომ ცხოვრობ, ძალაუნებურად ყურადღება უნდა გაამახვილო მანქანის ეკონომიურობაზე. ზოგ ყველგანმავალსა და დიდი გაბარიტების ავტომობილს ქალაქში 100 კილომეტრზე 14-15 ლიტრი არ ჰყოფნის, CR-V-ს ქარხნულ მონაცემებში 8 ლიტრი უწერია და თუ მართლა ამდენით კმაყოფილდება, ეს დიდი პლუსია.”

ზემოთ რომ ვახსენეთ, მანქანა ტალახიან გზაზე გამოვცადეთო, სწორედ იქ მოეწყო ფოტოსესიის პირველი ციკლი. მძღოლმაც მაშინ მოიცალა კოკპიტის შესასწავლად. ”ტახომეტრი ლამაზი და სადაა... ეკონომიური რეჟიმის ღილაკი თვალსაჩინო ადგილასაა და ასეც უნდა იყოს - მნიშვნელოვანი დეტალია. ასეთი მანქანა რომ მყავდეს, ალბათ მუდმივად ეკონომიური რეჟიმი მექნება ჩართული. მაღალი სიჩქარით სიარული ნაკლებად მიზიდავს... ეკრანი ღირებული ატრიბუტია. ხშირად გვიწევს მანქანაში დალოდება. ამ დროს თუ "WiFi-ზონაში" ხარ, ჩვეულებრივად იმუშავებ როგორც კომპიუტერთან, ხოლო თუ ინტერნეტს არ იჭერს, მაშინ USB-პორტით ფილმების ან ვიდეოკლიპების ყურება შეიძლება... თუმცა მხოლოდ სტატიკური მდგომარეობისას როდი შეიძლება ამ სისტემით სარგებლობა - მოძრაობისას, ბავშვს მულტფილმებს ჩაურთავ და...”

Auto Bild

ღია ცის ქვეშ მოწყობილი ფოტოსესიაც მალე დასრულდა და როგორც საქართველოს ნაკრებმა გადალახა ორი შესარჩევი ციკლი და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, ისევე მშვიდობიანად მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს - "ჰონდას" ცენტრს. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ანატოლი ბოისა Honda CR-V ფასის შესაბამისობაზე დაფიქრდა...

”ახალ ავტომობილში ჩაჯდომა სულ სხვა შეგრძნებაა. ასეთი მრავალფუნქციური მანქანისთვის 30 ათასი დოლარი მისაღები ფასია. ამიტომ, მიმაჩნია, თუ სტაბილური შემოსავალი გაქვს და 15 ათას დოლარად მეორადის ყიდვას აპირებ, უმჯობესია, ბანკის ან სხვა გზით კიდევ 15 დაამატო და ახალი CR-V შეიძინო.”
დაბოლოს, ძნელი სათქმელია, ავტომობილმა მოახდინა შთაბეჭდილება, თუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ შეუყვარდა მაღალი შეფასებები, მაგრამ ფაქტია, ქულების დაწერისას საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გულუხვობით გამოირჩა. CR-V-მ ანატოლი ბოისასგან ჯამში 94 ქულა დაიმსახურა და ერთი თვის წინ გალიდერებულ Mini Paceman-ს, რომელიც ლიკა ლაბაძემ გატესტა, FACE-ტესტის 2013 წლის რეიტინგში ერთი ქულით გადაასწრო.
ვაჟა სიმონიშვილი

ანატოლი ბოისას შეფასება
(10-ბალიანი სისტემით)Auto Bild
Honda CR-V

ექსტერიერის დიზაინი - 8
ინტერიერის დიზაინი - 10
სივრცე სალონში - 10
ხმაური სალონში - 9
მართვის სიამოვნება - 9
აჩქარება - 8
მომსახურება - 10
ხილვადობა - 10
ჯდომის კომფორტი - 10
ფასთან შესაბამისობა - 10
ჯამი (მაქს. 100) - 94
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
ვასიკო ოდიშვილის ავტოფილოსოფია
14.02.2014
FACE-ტესტის წლის პირველი სტუმარი ვასიკო ოდიშვილია, რომელმაც AUTO BILD-ისთვის ახალი Suzuki S-Cross გატესტა
სრულად
ლიკა ლაბაძე მინის საჭესთან
25.12.2013
არაფერი ისე საინტერესო არ არის, როგორც დაკვირვება ქალებზე. მაშინაც კი, როცა ქალი განსაკუთრებულს არაფერს ლაპარაკობს, ის მაინც საინტერესოა, რადგან ქალები ამას ძალიან მომხიბვლელად აკეთებენ.
სრულად
ქალური, რბილი, ელეგანტური...
30.11.2013
ბასა ფოცხიშვილს ახალი Toyota RAV4 გავატესტინეთ
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Rogue 9000 $
Mitsubishi Pajero IO 3050 $
იყიდება ორთქლის ქვაბი ფასი შეთანხმებით.
Mercedes-Benz C 180 2500 $