შუმახერისთვის ეს პერიოდი ყველაზე რთულია!
შუმახერისთვის ეს პერიოდი ყველაზე რთულია!
05.02.2014
რაკი ექიმებმა მიხაელ შუმახერისთვის ნარკოზის დოზის შემცირება და 45 წლის ლეგენდარული მრბოლელის ხელოვნური კომიდან გამოყვანის პროცესი დაიწყეს, დღითიდღე მატულობს იმის იმედი, რომ შუმი თვალს დაახამხამებს ან ხელს გაატოკებს. თუმცა, ექსპერტების აზრით, პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი 29 დეკემბრის შემდეგ ხელოვნურ კომაშია.

არის თუ არა ეს პერიოდი შუმახერისთვის ყველაზე რთული? ამ კითხვას ჰამბურგის ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰაინცპეტერ მიოკე ასე პასუხობს: ”სამწუხაროდ, არსებობს რისკი, რომ ხელოვნური კომიდან გამოყვანის პროცესში პაციენტი ნამდვილ კომაში გადავიდეს. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ასე არ მოხდება და შუმახერი გამოიღვიძებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, უახლოესი კვირები მართლაც ძალიან რთული იქნება.”

დოქტორ მიოკეს თქმით, შესაძლოა, გამოღვიძების შემდეგ შუმახერმა არ იცოდეს, ვინ არის და სად იმყოფება. ამის გამო თვითონ მიხაელიც ანერვიულდება და თუ სხეულიდან სამედიცინო მილების გამოძრობა დაიწყო, ექიმები მაშინვე დააძინებენ. ეს პერიოდი განსაკუთრებით რთულია შუმის მეუღლე კორინასთვის (44 წლის) და მისი შვილებისთვის, ჯინა-მარიასთვის და მიკისთვის.

”გამოღვიძების შემდომი პრობლემები, მაგალითად, მეხსიერების პრობლემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი სწავლის უნარსაც დაკარგავს, რადგან ტვინის ყველა რეგიონი არ აქვს დაზიანებული. თუ გამოღვიძების ფაზაში ყველაფერი კარგად იქნება, მალე იქნება შესაძლებელი ფიზიო და სალაპარაკო თერაპიის დაწყებაც,” - ამბობს მიოკე. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში მიხაელის ოჯახის თხოვნით, შუმიზე ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
Mercedes GLK-ს 100 000-კილომეტრიანი ტესტი (+VIDEO)
2014-02-06 08:24:20
GLK-მ ხანგრძლივ ტესტზე თავი ისე წარმოაჩინა, როგორც ძველი სკოლის ”მერსედესს” შეეფერება. 100 000 კილომეტრი მან კომფორტულად და თითქმის უპრობლემოდ დაფარა, მაგრამ
სრულად
article image
Cat Image
გასეირნება მომავალში სენსაციური ოპელით (+VIDEO)
2014-02-04 06:23:44
Monza თვალისმომჭრელი კუპეა, რომლითაც ”ოპელი” გვიჩვენებს, როგორი იქნება ამ მარკის მომავალი. რიუსელსჰაიმელთა სტუდიური ვარსკვლავი ექსკლუზიურად გავტესტეთ
სრულად
article image
Cat Image
მერსედესი შოკშია, BMW-ს მეშვიდე სერიამ ახალ S-კლასს აჯობა!
2014-02-03 07:04:21
მერსედესის ახალმა S-კლასმა BMW-ს მეშვიდე სერიასთან და Porsche Panamera-სთან პირველ შედარებაში მოულოდნელი სისუსტეები გამოავლინა
სრულად
ტანკი მუხრუჭების გასატესტად ცოცხალი ადამიანების ჯაჭვს იყენებს (VIDEO)
ცხოველები, რომლებზე ნადირობას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს
მთვრალი მოლდოველი ფეხბურთელი "ჩიტო-გვრიტოს" მღერის (+VIDEO)
ვიქტორ სანიკიძე: დროა, საქართველოს ნაკრებში სხვა სპეციალისტმა იმუშაოს
"ლივერპულმა" "საბურთალოს" კაპიტანი ჯიმი ტაბიძე მიიწვია
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
სხვა სიახლეები
მერსედესმა CLS განაახლა
07.02.2014
წარმოების შუაწელს ”მერსედესმა” CLS-ს მსუბუქი ოპტიკური და ტექნიკური განახლება ჩაუტარა. შტუტგარტელთა 4-კარიანმა კუპემ ახალი ”C-კლასის” გამომეტყველება მიიღო.
სრულად
რომის პაპის მოტოციკლი 241 500 ევროდ გაიყიდა
06.02.2014
რომის პაპის, ფრანცისკე პირველის (Franciscus I) მოტოციკლი პარიზის აუქციონზე 241 500 ევროდ გაიყიდა. არადა, მისი საწყისი ფასი მხოლოდ და მხოლოდ 15 000 ევრო იყო.
სრულად
BMW-მ X3 განაახლა
06.02.2014
10 წელზე მეტია, რაც BMW X3 ბაზარზეა და ამ ხნის განმავლობაში ბავარიულმა კონცერნმა ამ მოდელის 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. ახლა კი მიუნხენელებმა X3-ის მესამედ განახლება გადაწყვიტეს.
სრულად
სარფში ტრაილერების მძღოლებს თურქმა მებაჟეებმა პრობლემები შეუქმნეს
ინდოეთში ოქტომბრიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება
კია სოული iF Product Design Award-ით დაჯილდოვდა
თებერვალი
ახალი ნომერი
თბილისი -5°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა