შუმახერისთვის ეს პერიოდი ყველაზე რთულია!
შუმახერისთვის ეს პერიოდი ყველაზე რთულია!
05.02.2014
რაკი ექიმებმა მიხაელ შუმახერისთვის ნარკოზის დოზის შემცირება და 45 წლის ლეგენდარული მრბოლელის ხელოვნური კომიდან გამოყვანის პროცესი დაიწყეს, დღითიდღე მატულობს იმის იმედი, რომ შუმი თვალს დაახამხამებს ან ხელს გაატოკებს. თუმცა, ექსპერტების აზრით, პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი 29 დეკემბრის შემდეგ ხელოვნურ კომაშია.

არის თუ არა ეს პერიოდი შუმახერისთვის ყველაზე რთული? ამ კითხვას ჰამბურგის ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰაინცპეტერ მიოკე ასე პასუხობს: ”სამწუხაროდ, არსებობს რისკი, რომ ხელოვნური კომიდან გამოყვანის პროცესში პაციენტი ნამდვილ კომაში გადავიდეს. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ასე არ მოხდება და შუმახერი გამოიღვიძებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, უახლოესი კვირები მართლაც ძალიან რთული იქნება.”

დოქტორ მიოკეს თქმით, შესაძლოა, გამოღვიძების შემდეგ შუმახერმა არ იცოდეს, ვინ არის და სად იმყოფება. ამის გამო თვითონ მიხაელიც ანერვიულდება და თუ სხეულიდან სამედიცინო მილების გამოძრობა დაიწყო, ექიმები მაშინვე დააძინებენ. ეს პერიოდი განსაკუთრებით რთულია შუმის მეუღლე კორინასთვის (44 წლის) და მისი შვილებისთვის, ჯინა-მარიასთვის და მიკისთვის.

”გამოღვიძების შემდომი პრობლემები, მაგალითად, მეხსიერების პრობლემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი სწავლის უნარსაც დაკარგავს, რადგან ტვინის ყველა რეგიონი არ აქვს დაზიანებული. თუ გამოღვიძების ფაზაში ყველაფერი კარგად იქნება, მალე იქნება შესაძლებელი ფიზიო და სალაპარაკო თერაპიის დაწყებაც,” - ამბობს მიოკე. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში მიხაელის ოჯახის თხოვნით, შუმიზე ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
მინი-სახანძრო
02.04.2014
როგორ შეიძლება, რომ სახანძრო ავტომობილი ასეთი პატარა იყოს? თურმე შესაძლებელი ყოფილა - ყოველ შემთხვევაში, ვუპერტალში.
სრულად
ყველაზე მსუბუქი ელექტროტაქსი გერმანიაში გამოჩნდება
02.04.2014
კომპანია Adaptive City Mobility-ის (ACM) ტაქსის პროტოტიპი მხოლოდ 550 კილოგრამს იწონის და ორ მგზავრს მცირე ბარგთან ერთად იტევს.
სრულად
ვისია ეს ოქროს ფერარი?
01.04.2014
ხანდახან მართლაც ყველაფერი ოქროა, რაც ბრწყინავს...
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
2009 წლის ნისსან მურანო
ქირავდება ა/მ მერსედესი საბოლოო შესყიდვით
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
იყიდება სასწრაფოდ! ოპელ ვექტრა