უკვდავი ლენდ როვერი პენსიაზე გადის
უკვდავი ლენდ როვერი პენსიაზე გადის
07.02.2014
კლასიკური ლენდ როვერი პენსიაზე გადის. თუმცა მანამდე, 1948 წლის, ანუ, უპირველესი ”ლენდი” თანამედროვე ”დეფენდერს” შევახვედრეთ

65 წელი საიუბილეო რიცხვი არ არის. როცა 65 წლის ხდები, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა დაბერდი და პენსიაზე გადიხარ. სწორედ პენსიაზე გასვლა უბრძანეს ”ლენდისაც” - კლასიკურ ”ლენდ როვერს”. ალბათ უსიტყვოდ დაგვეთანხმებით, რომ მან სიმშვიდეში გადანაცვლება ნაღდად დაიმსახურა, რადგან გადარჩენის ოსტატი და ყველა დროის მართლაც საუკეთესო მცველია, რასაც თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი მოწმობს, რომ ეს არის ყველგანმავალი, რომელიც ყველაზე დიდხანს იწარმოებოდა. 65 წელი ერთი მოდელის წარმოებისთვის მართლაც მეტისმეტია და ძალიან რთულია, ჩვენ დროში წარმოიდგინო მოდელი, რომელიც ამ რეკორდს მოხსნის. თანაც, კლასიკური ლენდი საპენსიო ასაკსაც გასცდება - წარმოებას 2015 წელს შეწყვეტენ და იმ დღიდან, როცა ქარხნიდან პირველი ”დეფენდერი” გამოვიდა, 67 წელი იქნება გასული. ბევრისთვის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილების მიზეზის ახსნა რამდენიმე სიტყვით შეიძლება: გამონაბოლქვი, საწვავის ხარჯი, სხვა ხარჯები, უსაფრთხოება - სწორედ ამ ფაქტორებმა აუკრძალეს კლასიკურ ”დეფენდერს” არსებობის გაგრძელება.

უკიდურესი გამოსავლიდან მსოფლიო წარმატებამდე

Auto Bild
LAND ROVER I სერია: მოცულობა: 1595 სმ3 • 37 კვ (50 ცხ. ძ.) • 108 ნმ • წონა: 1184 კგ • სიგრძე/სიგანე: 335/152 სმ • ბაზა: 80 ინჩი (203 სმ) • მაქს. სიჩქარე: 90 კმ/სთ

იმ დროისთვის ბირმინგემის ქარხნიდან დაახლოებით 2 მილიონი ეგზემპლარი იქნება გამოსული და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ 2 მილიონის 65 პროცენტი კიდევ ივლის. ესეც რეკორდია, რაც კლასიკური ”ლენდის” სამ ნიშან-თვისებას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

პირველი: კლასიკური ”ლენდ როვერი” გადასაგდები არასდროსაა! ამ მანქანებს სამუდამო სიცოცხლე თითქმის გარანტირებული აქვთ.

მეორე: მოდა ”ლენდ როვერს” ვერ ამარცხებს. მისი ყველა ეგზემპლარის ნებისმიერი ვარიანტი 100 პროცენტით ფუნქციურია. მისი როლი მუშაობაა - მძიმე სამუშაოს შესრულება და მეტი არაფერი. თუ ”გამოკვებავ” და ხანდახან ხელსაც შეავლებ, შენი მონა-მორჩილი იქნება და ერთგულად გემსახურება.

მესამე: ძველი ”ლენდ როვერი” ყოველთვის არაკომფორტული და ხმაურიანია, მარტივადაა დამუშავებული. დღემდე ასეა. იმისათვის, რომ საჭესთან თავი მშვიდად იგრძნო, იმ ხელის ამპუტაცია გჭირდება, რომლითაც ძირითადად საჭეს ატრიალებ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მის მფლობელებს კლასიკური ”ლენდი” ძალიან უყვართ. უყვართ ისეთი, როგორიც არის. მაინც როგორია? არ არის დახატულ-გაკრასკული, გულახდილია.

Auto Bild
უძველესი ”ლენდის” საჭესთან ჯდომა ბრუტალური სიამოვნებაა

დაბადებისას, ანუ, 1948 წელს ის მხოლოდ გამოსავალი იყო - აი, სხვა გამოსავალი რომ არ არსებობს ხოლმე, ისეთი. ”როვერის” შეფებმა, ძმებმა, სპენსერ და მორის უილკსებმა მუხლმაგარი ავტომობილის გამოშვება გადაწყვიტეს, მაგრამ მაშინ ხელსაწყოების, იარაღებისა და ნედლეულის დეფიციტი იყო. არც ისეთი ადამიანები იყვნენ ბევრნი, რომლებსაც ავტომობილში ფულის გადახდა შეეძლოთ. სწორედ მაშინ, თავისი ფერმის მახლობლად სეირნობისას, მორისს, რომელიც ფერმერიც გახლდათ, გონება გაუნათდა და შესანიშნავი იდეა მოუვიდა: დიდ ბრიტანეთს Jeep-ის მაგვარი, ოღონდ სახლში გაკეთებული, ე.წ. homemade-მანქანა სჭირდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო მანქანა, რომელიც აწევდა, გაწევდა, მოხნავდა, ტვირთს გადაიტანდა, აქეთ-იქით ივლიდა და ყველგან იხეტიალებდა. მანქანას, რა თქმა უნდა, მისაღები ფასი უნდა ჰქონოდა და ძირითადად ალუმინით უნდა ყოფილიყო ნაკეთები (ფოლადი იშვიათი იყო). დეტალებს ”როვერის” თაროებიდან ჩამოიღებდნენ და, რაც მთავარია, მანქანას აუცილებლად უნდა ჰქონოდა სრული ამძრაობა.

Auto Bild
იდეალური საბარგული და შესანიშნავი ხილვადობა წინ

Auto Bild
Auto BildAuto Bild
სამი სავარძელი, არანაირი კომფორტი: უძველესი ”ლენდ როვერი” სპარტანული მოხმარებისთვის შეიქმნა. კარების სახელურები შიგნითაა, მაგრამ გარედან გამოიყენება. ცხაურა ნაღდი გრილის სტილში. 80-ინჩიანი (203 სმ) ბაზა წლების მანძილზე ჯერ 86 გახდა, მერე 88 და ბოლოს 93-ინჩიანი (236 სმ)

იდეას სიტყვა მოჰყვა, სიტყვას - საქმე. ზაფხულში დიდი ბრიტანეთის უგზოობაზე უკვე პირველი პროტოტიპები დააბოტებდნენ, უილკსის გონების განათებიდან 18 თვის შემდეგ კი ქარხნის ზღურბლს პირველმა ”ლენდ როვერმა” გადმოაბიჯა. ამრიგად, ყველაზე ძვეილ და პირველი ”ლენდი” არის HUE 166 – ალუმინის ძარით, ფოლადის შასით, 4 ცილინდრით, რომლებიც 1,6-ლიტრიანი მოცულობის მქონე ძრავიდან 50 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ, ხისტი ხიდებითა და ფოთლოვანი რესორებით. და, რა თქმა უნდა, მუდმივი სრული ამძრაობით.

ეს უგზოობის ისეთი რეცეპტია, რომელსაც დრომაც კი ვერაფერი დააკლო. 65 წლის წინ გამოშვებული ”ლენდი” დღესაც შესანიშნავ ფორმაშია და უგზოობაზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში - ოფროუდის ოსტატია. თანაც, თითოეული კბილანა თვალის ხმა გესმის, თითოეული სარქველის ხმასაც გაიგონებ, თითოეულ აფეთქებას და ქვას გრძნობ. მაგრამ, რაც მთავარია, ყველგან მიდიხარ!

Auto Bild
რაც უფრო მძიმეა უგზოობა, მით უფრო კარგად გრძნობს თავს ”დეფენდერი”. ეს ფაქტობრივად ერთადერთი რამაა (სახელთან ერთად), რაც მას უძველეს, 1948 წლის ”ლენდისთან” აერთიანებს. დღეს მის კაპოტქვეშ Ford Transit-ის 2,2-ლიტრიანი დიზელის ძრავა ძგერს

LAND ROVER DEFENDER: მოცულობა: 2198 სმ3 • 90 კვ (122 ცხ. ძ.) • 360 ნმ • წონა: 1887 კგ • სიგრძე/სიგანე: 404/179 სმ • ბაზა: 92 ინჩი (236 სმ) • მაქს. სიჩქარე: 144 კმ/სთ


Auto Bild
საბარგულის სიბრტყე უფრო გრძელია და სურვილის შემთხვევაში გადასაწევ სავარძლებსაც მიიღებთ

ეს მანქანა შესანიშნავი სტიმულატორია. ბრუტალურია, მაგრამ გენიალურად მარტივი და მუდმივად მიზნობრივი - ისეთი შარმი აქვს, როგორსაც თანამედროვე თვითმარქვია თუ ხეირიანი ყველგანმავლები ნამდვილად ვერ შემოგვთავაზებენ. მეტიც: ასეთ შარმს თვით უახლესი ”დეფენდერიც” ვერ გვთავაზობს!
თანამედროვე მოდელი, რა თქმა უნდა, გაცილებით მძლავრი და განსაკუთრებით კომფორტულია. მდრიდულიცაა, რა თქმა უნდა. მოხვევის სისტემის გამაძლიერებელი, კონდიციონერი, კომფორტული სავარძლები, ხმაურიზოლაცია - ეს ყველაფერი 65 წლის წინანდელ ”ლენდისაც” რომ ჰქონოდა, კომფორტით თვით ”როლს როისსაც” კი გაეჯიბრებოდა.

სიამოვნება და კომფორტი ”დეფენდერში” - მაშინ ამას ვინ წარმოიდგენდა? კლასიკური ”ლენდისა” და თანამედროვე ”დეფენდერის” შეხვედრამ ერთ რამეშიც დაგვარწმუნა: ყველაფერი ფარდობითია, ხოლო პროგრესი უწყვეტია იქაც, სადაც ყველაზე ნაკლებად მოველით.
ვოლფგანგ კიონიგი


ლენდ როვერის 65 წელი

მოდელის სრული ისტორიის მოყოლას ერთი კი არა, რამდენიმე წიგნი დასჭირდება. აქ კლასიკური ”ლენდ როვერის” ცხოვრების მთავარ საფეხურებს წარმოგიდგენთ.

Auto Bild
1948 LAND ROVER სერია I: უძველესი მოდელი, რომელიც მოგვიანებით ბენზინის 2-ლიტრიანი ძრავითაც (52 ცხ. ძ.), დიზელით და გრძელი ვერსიის სახით იწარმოებოდა

Auto Bild

1958 LAND ROVER სერია II: გაზრდილი ძარა 88-109-ინჩიანი ბაზით, 2,25-ლიტრიანი ბენზინის ძრავა (72 ცხ. ძ.)

Auto Bild

1971 LAND ROVER სერია III: იწარმოებოდა ბენზინის 2,6-ლიტრიანი (6-ცილინდრიანი, 86 ცხ. ძ.) ან 3,5-ლიტრიანი (V8, 91 ცხ. ძ.) ძრავებით

Auto Bild

1983 LAND ROVER NINETY/ONE TEN: Range Rover-ის შასითა და მუდმივი სრული ამძრაობით

Auto Bild

1990 LAND ROVER DEFENDER: დიზელის პირდაპირი შეფრქვევის სისტემით. 2001 წლიდან ”ფორდის” ძრავა ჩაუდგეს
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
Mercedes GLK-ს 100 000-კილომეტრიანი ტესტი (+VIDEO)
2014-02-06 08:24:20
GLK-მ ხანგრძლივ ტესტზე თავი ისე წარმოაჩინა, როგორც ძველი სკოლის ”მერსედესს” შეეფერება. 100 000 კილომეტრი მან კომფორტულად და თითქმის უპრობლემოდ დაფარა, მაგრამ
სრულად
article image
Cat Image
გასეირნება მომავალში სენსაციური ოპელით (+VIDEO)
2014-02-04 06:23:44
Monza თვალისმომჭრელი კუპეა, რომლითაც ”ოპელი” გვიჩვენებს, როგორი იქნება ამ მარკის მომავალი. რიუსელსჰაიმელთა სტუდიური ვარსკვლავი ექსკლუზიურად გავტესტეთ
სრულად
article image
Cat Image
მერსედესი შოკშია, BMW-ს მეშვიდე სერიამ ახალ S-კლასს აჯობა!
2014-02-03 07:04:21
მერსედესის ახალმა S-კლასმა BMW-ს მეშვიდე სერიასთან და Porsche Panamera-სთან პირველ შედარებაში მოულოდნელი სისუსტეები გამოავლინა
სრულად
ტანკი მუხრუჭების გასატესტად ცოცხალი ადამიანების ჯაჭვს იყენებს (VIDEO)
ცხოველები, რომლებზე ნადირობას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს
მთვრალი მოლდოველი ფეხბურთელი "ჩიტო-გვრიტოს" მღერის (+VIDEO)
ვიქტორ სანიკიძე: დროა, საქართველოს ნაკრებში სხვა სპეციალისტმა იმუშაოს
"ლივერპულმა" "საბურთალოს" კაპიტანი ჯიმი ტაბიძე მიიწვია
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
სხვა სიახლეები
100 წლის ბაბუ საჭესთან
22.11.2013
ირლანდიელი ჯეკ პოუელი 100 წლისაა, 80 წელია მანქანას მართავს და ახლახან 43-ე ავტომობილი შეიძინა. ჩვენ მას ბევრი კითხვა დავუსვით, მათ შორის: როდის მართავდნენ მანქანებს უფრო უკეთ - ადრე, თუ ახლა?
სრულად
უცნაური იდეა: მინიმობილი
20.11.2013
”მინის” შემქმნელებს რა აღარ მოუფიქრებიათ, მაგრამ ეს მაინც ყველაზე უცნაური იდეაა: Clubvan-ის ბაზაზე მინი-მობილი შექმნეს, რომელიც AUTO BILD-ის რეპორტიორმა დანიელა პემიოლერმა შეამოწმა
სრულად
რეპორტაჟი ფრანკფურტის ავტოშოუდან: დაძაბულობა მატულობს
18.11.2013
ფრანკფურტის ავტოშოუს მთავარი ტენდენცია მოლოდინისამებრ ელექტრომობლების მოზღვავება იყო. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ახალი, სტუდიური და კონცეპტუალური კუპეები და SUV-ებიც მოექცნენ.
სრულად
სარფში ტრაილერების მძღოლებს თურქმა მებაჟეებმა პრობლემები შეუქმნეს
ინდოეთში ოქტომბრიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება
კია სოული iF Product Design Award-ით დაჯილდოვდა
თებერვალი
ახალი ნომერი
თბილისი -5°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა