განახლებული Kia Sportage ევროპაზე ადრე საქართველოში ჩამოვიდა!
განახლებული Kia Sportage ევროპაზე ადრე საქართველოში ჩამოვიდა!
07.02.2014
ავტომობილი, რომლის პრემიერა ევროპაში ჟენევის ავტოშოუზე (6-დან 16 მარტამდე) უნდა შედგეს, საქართველოში უკვე იყიდება! განახლებული Kia Sportage-ის გაყიდვა ”კიას” ცენტრმა ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში დაიწყო. ევროპელები კი კორეელთა განახლებულ კომპაქტურ ქროსოვერს პირველად ჟენევაში იხილავენ.

Kia Sportage ჩვენს ბაზარზე უაღრესად პოპულარული მოდელია. 2013 წელს ”კია მოტორსის” ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში 500-ზე მეტი Sportage გაყიდა. ამ ავტომობილის პოპულარობის უმთავრესი მიზეზები მისი დაბალი ფასი, კარგი აღჭურვილობა და შესანიშნავი დიზაინია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში განახლებული Sportage-იც პოპულარული იქნება. კიდევ უფრო გალამაზებული მოდელი ხელმისაწვდომი იქნება როგორც სრული (4x4), ასევე მხოლოდ წინა ამძრაობითაც.

სიახლეების შემჩნევა ერთი შეხედვით ადვილი არ არის. ოდნავ შეიცვალა წინა და უკანა ბამპერები, უკანა მაშუქებს კი LED-განათება დაამშვენებს. გარდა ამისა, კორეელები ირწმუნებიან, რომ გააუმჯობესეს სვლის კომფორტი. მათივე თქმით, სალონში ცვლილებები უფრო თვალსაჩინოა: ინტერიერში გამოყენებული მასალების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ცვლილებებია ძრავებშიც. ბენზინის 2-ლიტრიან აგრეგატ (2.0 CVVT) ასევე 2-ლიტრიანი, ოღონდ GDi ძრავა შეცვლის და ახალს სამი ცხენის ძალით მეტი (166) ექნება, საწვავის ხარჯი 0,2 ლიტრით გაიზრდება. ხელმისაწვდომი იქნება ეკონომიური 1.6 GDi და დიზელის სამი ძრავაც - 1.7 CRDi, 2.0 CRDi und 2.0 CRDi.

განახლებული Kia Sportage-ის საწყისი ფასი ევროპაში (1.6 GDI 2WD Attract) დაახლოებით 20 000 ევრო იქნება. საქართველოში განახლებული Sportage-ს საწყისი ფასი 21 900 აშშ დოლარია.

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
Mercedes GLK-ს 100 000-კილომეტრიანი ტესტი (+VIDEO)
2014-02-06 08:24:20
GLK-მ ხანგრძლივ ტესტზე თავი ისე წარმოაჩინა, როგორც ძველი სკოლის ”მერსედესს” შეეფერება. 100 000 კილომეტრი მან კომფორტულად და თითქმის უპრობლემოდ დაფარა, მაგრამ
სრულად
article image
Cat Image
გასეირნება მომავალში სენსაციური ოპელით (+VIDEO)
2014-02-04 06:23:44
Monza თვალისმომჭრელი კუპეა, რომლითაც ”ოპელი” გვიჩვენებს, როგორი იქნება ამ მარკის მომავალი. რიუსელსჰაიმელთა სტუდიური ვარსკვლავი ექსკლუზიურად გავტესტეთ
სრულად
article image
Cat Image
მერსედესი შოკშია, BMW-ს მეშვიდე სერიამ ახალ S-კლასს აჯობა!
2014-02-03 07:04:21
მერსედესის ახალმა S-კლასმა BMW-ს მეშვიდე სერიასთან და Porsche Panamera-სთან პირველ შედარებაში მოულოდნელი სისუსტეები გამოავლინა
სრულად
ტანკი მუხრუჭების გასატესტად ცოცხალი ადამიანების ჯაჭვს იყენებს (VIDEO)
ცხოველები, რომლებზე ნადირობას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს
მთვრალი მოლდოველი ფეხბურთელი "ჩიტო-გვრიტოს" მღერის (+VIDEO)
ვიქტორ სანიკიძე: დროა, საქართველოს ნაკრებში სხვა სპეციალისტმა იმუშაოს
"ლივერპულმა" "საბურთალოს" კაპიტანი ჯიმი ტაბიძე მიიწვია
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
სხვა სიახლეები
07.02.2014
TUV Rheinland Group-ის დელეგაციამ საქართველოში პირველი ვიზიტი შეაჯამა
სრულად
ოქროს საჭის გამარჯვებული: როგორი მანქანაა ახალი რენჯ როვერი?
06.02.2014

შემქმნელების დავალება ასეთი იყო: გააკეთეთ უგზოობის საუკეთესო ავტომობილი. მათ ეს მოახერხეს. ახალი რენჯ როვერი საქართველოში ოქროს საჭის გამარჯვებული გახდა.

სრულად
ECO-ს საწვავი ვისოლის ქსელში!
03.02.2014
ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე ECO-ს საწვავის გაყიდვა იწყება. ეს ინფორმაცია კომპანია ”ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიამ” დღეს ოფიციალურად დაადასტურა.
სრულად
სარფში ტრაილერების მძღოლებს თურქმა მებაჟეებმა პრობლემები შეუქმნეს
ინდოეთში ოქტომბრიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება
კია სოული iF Product Design Award-ით დაჯილდოვდა
თებერვალი
ახალი ნომერი
თბილისი -5°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა