მერსედესი, BMW, თუ აუდი?
მერსედესი, BMW, თუ აუდი?
26.02.2014
ახალი Mercedes C-კლასის პირველი სტატიკური შედარება BMW-ს მესამე სერიასთან და Audi A4-თან: რა სარგებლობა მოაქვს ახალ ტექნიკას?

ეს ის შემთხვევაა, როცა სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას: მერსედესს ახალი C-კლასით BMW-ს მესამე სერიისა და Audi A4-ის დაჯაბნვა უნდა. მოდით, სამივეს ერთად შევხედოთ და ვნახოთ რა შეიძლება გამოვიდეს ამ საქმიდან

ავტომწარმოებლებს, როგორც წესი, რადიკალური ცვლილებები არ უყვართ. აღარ უყვართ. ისინი გიგანტურ ტანკერებს ჰგვანან, რომლებიც კურსს მინიმალური ნაბიჯებით ცვლიან ხოლმე, რათა რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ. აქედან გამომდინარე, ორმაგად გაოცებულები ვართ ”მერსედესის” გადაწყვეტილებით, რომ ახალი კუბური ტექნიკა რომელიმე ნაკლებად მასობრივ მოდელში კი არა, არამედ პირდაპირ ბესტსელერში გამოიყენეს: ახალ ”C-კლასს”, რომელსაც დილერები მარტიდან მიიღებენ, ფოლადისა და ალუმინის ძარა, მსუბუქი სავალი ნაწილი და Mercedes ”S-კლასის” დამხმარე სისტემები აქვს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შტუტგარტელები ძვირადღირებული ტექნიკით უპირატესობას მოიპოვებენ? ამის გასარკვევად AUTO BILD-მა ახალი ”C-კლასი” უმთავრესი კონკურენტების, Audi-სა და BMW-ს შესაბამისი მოდელების გვერდით დააყენა.

Auto Bild

”მერსედესმა” დიზაინის მხრივაც თამამი ნაბიჯი გადადგა. თუკი წინამორბედი მოდელი კუთხოვან-კომპაქტური ჩანდა, ახალი ”C-კლასი” თითქმის 4,70 მეტრზეა გაჭიმული, რაც ადრე მაღალი ფორმატი გახლდათ. განსაკუთრებით ის გამბედაობა მოგვწონს, რომლითაც შვაბებმა ახალ მოდელს წინ და გვერდებზე გლუვი და დაჭიმული ზედაპირი უსახსოვრეს და ამით მრავალგზის გაკრიტიკებულ ნაკეცებზე თქვეს უარი. ისე გამოდის, რომ ”მერსედესი” მშვიდდება?

არა, ასე ნამდვილად არ არის, რაც მაშინ იგრძნობა, როცა მძღოლი განივად ამომავალ ცენტრალურ კონსოლთან მოთავსდება. ღრმად ჩაძირული ინსტრუმენტები, მაღლა აღმართული კოკპიტის კანტი - ახალ ”C-კლასს” იმის უფლება მივეცით, რომ გაცილებით სპორტული გამხდარიყოო, ამბობს შეფ-დეველოპერი კრისტიან ფრიუ და იქვე დასძენს: ”ოღონდ, მთავარი მახასიათებლები, კომფორტი და უსაფრთხოება უნდა შენარჩუნებულიყო.”

Auto Bild
Mercedes C-კლასი: საბაზო ვერსიაში საჰაეროები შავია. გადაცემათა მექანიკური კოლოფით აღჭურვილ მოდელებს ცენტრალური კონსოლი გაყოფილი აქვთ და იქ ბერკეტია ამოშვერილი

Auto Bild
Audi A4: უფრო პატარა ეკრანი, შედარებით მოკრძალებული ცენტრალური ღილაკი ცენტრალურ კონსოლზე. სამაგიეროდ, აქ დეტალების ხარისხია შეუდარებელი

Auto Bild
BMW 3er: უხეში პლასტმასი აქ უცხო არაა და ზოგადად BMW-ს სალონში დამუშავება კონკურენტებთან შედარებით, მოიკოჭლებს. სამაგიეროდ, სისტემების მომსახურება სამაგალითოა

”S-კლასიდან” აღებული ისეთი დეტალები, როგორებიცაა სავარძლის ელექტრონული ვარირების რეგულატორი კარზე ან საჭის ბერკეტები გვიჩვენებენ, თუ რატომ ხედავენ ”მერსედესის” ინჟინრები დამუშავებას ”აუდის” დონეზე. iPad-ის სტილში შემუშავებული თავისუფალი ეკრანის პლუსი ისაა, რომ მოგვიანებიტ უფრო დიდ მონიტორებს უპრობლემოდ დაამონტაჟებენ. სიახლეა სენსორული თაჩპადი კონტროლერზეც, რომელსაც ისე მოიხმართ, როგორც სენსორულ მობილურ ტელეფონს და თანაც, ეს ფუნქცია მხოლოდ ძვირადღირებულ ნავიგაციას კი არა, ყველაზე იაფფასიან რადიოსაც (238 ევრო) მოყვება, რაც თვით ”S-კლასშიც” კი არ არის ასე.

ეს ერთი შეხედვით მხოლოდ სათამაშოა, მაგრამ უფრო თანამედროვე, ვიდრე ამ შედარებაში წარმოდგენილი BMW-სა და ”აუდის” ანალოგიური ფუნქციები. ეს განსაკუთრებით ”აუდის” ეხება, თუმცა ინგოლშტადტელები მალე ახალ A4-ს წარმოადგენენ და ერთიც ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ. აქტუალური A4 ჯერ კიდევ სოლიდური მანქანაა, მაგრამ შეგრძნებებისა და შეხების ფაქტორებში ბოლოსწინა თაობის ლეპტოპივით დამტვერილი ჩანს.

ისე არ გაგვიგოთ, თითქოს იმას ვამტკიცებდეთ, რომ მანქანის ხარისხზე უკვე ღილაკები მეტყველებენ, ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვსურს, რომ ამ ღილაკებში პროგრესი ყველაზე უკეთ ჩანს. ცხადია, ”მერსედესს” კლიენტების მიზიდვა საუკეთესო ერგონომიკით, ინტუიციური მომსახურებითა და სალონში ყველაზე მეტი სივრცითაც სურს. ”წინა სავარძლებზე თავს ზემოთ მეტი სივრცეა, უკან კი მუხლებისთვის ადგილი 5 სანტიმენტრით გაიზარდა,” - ამაყად ამბობს შეფ-დეველოპერი ფრიუ, მაგრამ ფიცი გვწამს, ფაქტი გვაკვირვებს: სწორედ ამ მხრივ არ ჩანს პროგრესი! გარეგნული გაზრდა სალონს თითქმის არ დაეტყო. BMW, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მოკლეა, სალონის უკანა ნაწილში ჯერ კიდევ შესამჩნევად მეტ სივრცეს გვთავაზობს.

Auto Bild
Mercedes C-Klasse: მომატებული სიგრძე წინა ნაწილზე აისახა და არა სალონში

Auto Bild
ეს თვალსაც მოეწონება და თითებსაც: ჩინებულად გაკეთებული სავარძლის ვარირების ფუნქცია და ფანჯრების ღილაკები AMG-ვერსიიდან

Auto Bild
ვინ დაუშვა ასეთი ბარდაჩოკი? ის იმდენად ვიწროდ იღება, რომ კომფორტულად მხოლოდ ჯიბის ქურდები თუ ისარგებლებენ



როგორც ჩვენმა Easy-Index-შედარებამაც გვიჩვენა, ”აუდი” ამ მხრივ თავისი შედარებით პატარა კარის სიოს და ვიწრო უკანა სავარძლით ორივე კონკურენტზე უფრო არაკომფორტულია, თუმცა დავუბრუნდეთ ”მერსედესს” და დავსვათ აქტუალური კითხვა: სად წავიდა მანქანის დაგრძელებით მიღებული სივრცე? ალბათ წინა მხარეს და ეს ყველაფერი ახალი, MRA-პლატფორმის (Mercedes Rear Architecture) ბრალიც უნდა იყოს, რომელიც მომავალში უკანა ამძრაობის მქონე მოდელების (”S-კლასამდე”) უნიფიკაციას მოახდენს.

სანაცვლოდ, მდიდრული სართულიდან ”C-კლასმა” ისეთი ტექნიკური საჩუქრები მიიღო, რომელთა მეშვეობითაც ის თავის კლასში განუმეორებელი ავტომობილი ხდება. ვგულისხმობთ პნევმატიკურ დაკიდებას, ბავშვების სავარძლების სიმყარის შეცნობის ფუნქციას, ან საცობებისთვის განკუთვნილ ნაწილობრივ ავტოპილოტს (2499 ევრო) - ამ ყველაფერს ამ კლასში დღეს მხოლოდ ”მერსედესი” გვთავაზობს. სალონის სარკის უკან დამონტაჟებული სტერეოკამერა შესაძლებელს ხდის იმას, რომ ”C-კლასი” Stop-and-Go რეჟიმში წინ მიმავალ ავტომობილს მძღოლის ჩარევის გარეშე მიჰყვეს. ეს მართლაც მშვენიერი იდეაა, მაგრამ ტექნიკა და კანონი მძღოლს მაინც უკრძალავს იმას, რომ ამ დროს ხელები მშვიდად დაიწყოს მუხლებზე.


Audi A4: მისი ძარა სიმშვიდის გამოხატულებაა. მისი დამახასიათებელი ნიშანი: მესამე გვერდითი ფანჯარა და დამრეცად დაშვებული სახურავი

ამაზე მნიშვნელოვანი პროგრესული ნაბიჯები პირველი გასეირნებისას ცხადად გამოჩნდა. მაგალითად ძარა, რომლის თითქმის ნახევარი ალუმინისაა და რომლის მეშვეობითაც ”C-კლასმა” საბაზო მოდელის წონა 1395 კილოგრამამდე დააგდო. ეს პატივსაცემი მიღწევაა, რადგან BMW-ს ”მესამე სერია” (1460 კგ) და Audi A4 (1505 კგ) მნიშვნელოვნად მძიმეწონოსნები არიან. დიეტა იმდენად შორს წავიდა, რომ ეკონომიურ Eco-სა და მაღალ კომპლექტაციებში ტყვიიანი აკუმულატორი ლითიუმ-იონურმა ბატარეამ შეცვალა.

ახალი, 4-ბერკეტიანი წინა ღერძი, რომელიც ნაწილობრივ ალუმინისაა, ”მერსედესს” ისევე მოძრავს ხდის, როგორიც BMW-ს ”მესამე სერიაა” და შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი სვლის თავისებურებების კრიტერიუმში ერთ-ერთი საუკეთესო მანქანაა.

Auto Bild
BMW 3er: რაკი ”მერსედესი” გაიზარდა, ბავარიელი სამიანი ისევ სამაგალითოდ მოკლე და გაწონასწორებული ჩანს

ისევე, როგორც BMW-ში, აქსელერაციას, გადართვებსა და მოხვევას 5 საფეხურზე არეგულირებს ახალი Agility-Control-გადამრთველი (119 ევრო). პნევმატიკური დაკიდების შემთხვევაში (1416 ევრო), სავალი ნაწილი კომფორტიდან სპორტ პლუსის რეჟიმზე ძალიან სწრაფად გადადის. BMW და ”აუდი” ამ მხრივ აქცენტს რეგულირებად ამორტიზაციაზე აკეთებენ და უკვე მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ამ ავტომობილებს ერთმანეთთან უკვე მოძრაობაში შევადარებთ - ეს ხომ მხოლოდ სტატიკური შედარებაა.

ამძრაობაში ”მერსედესი” გარკვეულ უპირატესობას ისევ და ისევ ალუმინის დიეტის წყალობით მოიპოვებს, რაც აეროდინამიკულ მახასიათებლებთან ერთად, საწვავის ხარჯის მონაცემსაც აუმჯობესებს. და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ კაპოტის ქვეშ ბევრი არაფერია ახალი. 2,2-ლიტრიანი დიზელის აგრეგატი გასქელებული იზოლაციით სასიამოვნოდ უხმაუროა. ავტომატიკას საწვავის დაზოგვა კი შეუძლია, მაგრამ გადართვების კომფორტით BMW-ს 8-საფეხურიანი კოლოფის დონეს ვერ აღწევს.

Auto Bild

C-კლასი დეტალებში კომფორტულია

მიუხედავად ზომაში გაზრდისა და ძვირადღირებული ტექნიკისა, ”მერსედესს” საშუალო კლასის თავიდან აღმოჩენა არ შეუძლია. AUTO BILD-ის Easy-Index-შედარებაში ყველაზე მთავარი ყოველდღიური მოხმარების კომფორტია და ამ მხრივ ახალი ”C-კლასი” მეტოქეებს მხოლოდ ოდნავ სჯობნის. ჩაჯდომის კომფორტი ისეთივეა, როგორც BMW-ში, ”აუდიში” კი ეს უფრო ვიწროდ ხდება. ”C-კლასის” სალონში ”მერსედესის” მძღოლისთვის დამახასიათებელი განცდები გეუფლება: მშვენივრად ზიხარ, ყველაფერს კარგად ხედავ და განიერ ცენტრალურ კონსოლთან შეჩვევას იწყებ. ზოგადად, კონურენტებთან განსხვავებები უფრო გემოვნების მიდამოებშია. სენსორული თაჩპადი დამატებით ქულას იმსახურებდა, მაგრამ სახელთათმანემ ყველაფერი ჩააფლავა - ”მერსედესისთვის” სამარცხვინოდ ვისწროდ იღება. საბარგულის ხვრელი ადრინდელზე პატარაა, სამაგიეროდ, დამატებით ფულის გადახდის შემთხვევაში უკანა სავარძლის საზურგე სამ ნაწილად იყოფა. ცუდია, რომ ეს ფუნქცია სამივეში ფასიანი ოპციაა. ავტომატური მაშუქები ”მერსედესში” სერიულია - შედეგად: მხოლოდ და მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობა BMW-სთან.

მერსედესელები ბოლო დროს ძალიან თამამ გადაწყვეტილებებს იღებენ. მარტში ახალი ”C-კლასის” გაყიდვები პირდაპირ სამი ყველაზე პოპულარული ძრავით დაიწყება, რომელთა სიმძლავრე 156-დან 184 ცხენის ძალამდეა. ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ავტომობილების მიწოდების ვადების პროვოცირება გამოიწვიოს. ორი ეკონომიური ვერსია, ”რენოსთან” ერთად შემუშავებული 1,6-ლიტრიანი დიზელის ძრავით სექტემბერში გამოჩნდება, პირველ დიზელ-ჰიბრიდს კი 2015 წელს უნდა ველოდოთ. გარდა ამისა, გამოჩნდება სრულამძრავიანი ”C-კლასი” ბენზინის მძლავრი აგრეგატებითა და სიმძლავრით 333 ცხენის ძალამდე, ასევე AMG-ვერსია 565 ცხენის ძალით. წარმოება დაგეგმილია ოთხივე კონტინენტზე და თუ ყველაფერი კარგად წავა, ახალი მოდელის წარმოება მოხდება როგორც ბრემენში, ასევე ალაბამაში, სამხრეთ აფრიკასა და პეკინში, სადაც 8-სანტიმეტრით დაგრძელებული ვერსიაც გამოვა.

Auto Bild
EASY-INDEX: საბარგული თითქმის არ გაზრდილა (480 ლიტრი), მისი ხვრელი კი დავიწროვდა. უკანა სავარძლის წინ, მუხლებისთვის ოდნავ მეტი სივრცეა, მაგრამ ”C-კლასს” ტაქსის ნამდვილად ვერ ვუწოდებთ

ამრიგად, ახალ ”C-კლასს” წინამორბედთან ბევრი აღარაფერი აკავშირებს - თუ არ ჩავთვლით მაღალ ფასს, რომელიც 33 858 ევროდან დაიწყება და რითაც ”მერსედესის” ეს მოდელი ისევ BMW-ს ”მესამე სერიაზე” (29 050 ევროდან) ძვირი იქნება (შედარებისთვის, Audi A4-ის ფასი 28 100 ევროდან იწყება). არადა, დარწმუნებულები ვართ, რომ ხალხი ფასის საკითხშიც ახალ სიმსუბუქეს ინატრებდა.

Auto Bild
დასკვნა
მაშასადამე, რა სარგებლობა მოაქვს ახალ ტექნიკას? ”მერსედესმა” ”C-კლასი” მკაცრ დიეტაზე დასვა, რითაც მანქანა უფრო ცქვიტი და ეკონომიური გახდა. ცუდი ის არის, რომ გარეგნული მატება სალონის სივრცეს არ დაეტყო. უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისით შტუტგარტელთა სედანი BMW-ს ”მესამე სერიაზე” და Audi A4-ზე წინ დადგა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ძვირადღირებულ ოპეციებსაც შეუკვეთავს. ავტომობილის ძველებურად მაღალი ფასი კი იმის მაჩვენებელია, თუ რაოდენ თავდაჯერებულები არიან ”მერსედესის” შეფები.
იოახიმ შტაატი

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
ჯენტლმენი გოძილას წინააღმდეგ
03.03.2015
პირველი სერიოზული, მოხდენილი და მდიდრულია, მეორე - გაუთლელი, სასტიკი და შეუბრალებელი
სრულად
მწეველები
30.10.2014
გართობის დროაო, თქვეს BMW M4-მა და Audi RS5-მა და Continental-ის ავტოდრომს მიაშურეს
სრულად
თაობების დუელი: BMW i8 და Porsche 911
26.09.2014
Playstation-ის თაობა ტრეკის გმირის წინააღმდეგ, ელექტრული ბატარეისა და ბოქსერის დუელი
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Skyline 2700 $
Opel Astra 3500 $
Volkswagen Passat 6500 $
Honda Stream 2500 $