პირველი შთაბეჭდილება
+ მძლავრი ძრავა, შესანიშნავი 9-საფეხურიანი ავტომატიკა, მშვნიერი გამავლობა.
- ინტერიერი შეიძლებოდა უფრო ტევადი ყოფილიყო. საბარგულის რაფა მაღალია.
კოკპიტი კარგადაა დამუშავებული, თუმცა მასალების ხარისხის გაუმჯობესება შეიძლება
რა არის ახალი?
თითქმის ყველაფერი ახალია. 2014 წლის Cherokee-ის ევროპული პრემიერა მარტში, ჟენევის ავტოშოუზე შედგება, ივნისიდან კი მას ცენტრალური და დასავლეთ ევროპის დილერები მიიღებენ. ავტომობილის კონსტრუქციაში Alfa Romeo Giulietta-სა და Chrysler 200-ის პლატფორმაა გამოყენებული. Jeep-ისათვის ტიპური ცხაურის გარშემო დიზაინი, ასე ვთქვათ, ზედმეტად ჩახუჭუჭებული და თავისებურია. წინა მაშუქები დაუჯერებლად ვიწროა, უკანები კი - ზედმეტად მაღლაა განთავსებული. ერთი სიტყვით, მისი ვიზუალის მოწონება-არმოწონება გემოვნების ამბავია.
როგორ დადის?
AUTO BILD-მა აშშ-ში ფაქტობრივად ტოპმოდელი, 3,2-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი Trailhawk-ვერსია გატესტა და დავრწმუნდით, რომ ეს საკმაოდ სოლიდური და სერიოზული ყველგანმავალია. 271 ცხენის ძალა მუდმივად ოთხივე ბორბლისკენ იყო მიმართული, ხოლო ZF-ის 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი ძალას ყოველთვის სწორად ანაწილებდა. მოკლედ, Cherokee-ს ამძრაობას ვერაფერს დავუწუნებთ. მეტიც: ავტომობილმა ასფალტს მიღმაც სასიამოივნოდ გაგვაოცა. უგზოობის პირობებში Trailhawk-ს არა მარტო 25 მილიმეტრით აწეული კლირენსი, არამედ დამადაბლებელი გადაცემა, ბლოკირება და უგზოობის სამი რეჟიმი ეხმარება. ერთადერთი, რაც არ მოგვეწონა, ისაა, რომ ამ ზომის ავტომობილში მეტი სივრცე უნდა იყოს. შეიძლებოდა, რომ მასალების ხარისხიც უკეთესი ყოფილიყო, საბარგულის რაფა კი - შედარებით დაბალი.
ვიყიდოთ?
მშვენიერი ამძრაობა, ყველგანმავლობის ნიჭი, მაგრამ თავისებური დიზაინი - Jeep-ის მოყვარულები კარგად დაფიქრდებიან.
ფასი: დაახლოებით 45 000 ევრო
ტექნიკური მონაცემები
JEEP CHEROKEE 3.2 V6 TRAILHAWK
JEEP CHEROKEE 3.2 V6 TRAILHAWK
V6 • 4 სარქველი თითო ცილინდრზე • მოცულობა: 3239 სმ3 • სიმძლავრე: 199 კვ (271 ცხ. ძ.)/6500 • ბრუნის მომენტი: 316 ნმ/4400 • სრული ამძრაობა • 9-საფეხურიანი ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4624/1859/1670 მმ • ბაზა: 2719 მმ • მობრუნების რადიუსი: 11,6 მ • წონა: 1862 კგ • საბარგულის მოცულობა: 702–1555 ლ • საწვავის ავზი: 60 ლ