მსოფლიოში საუკეთესო სპორტული მანქანა?
11.03.2014
სწრაფი, უფრო სწრაფი, McLaren P1. ამ ჰიბრიდული სუპერსპორტული ავტომობილის მისია Ferrari LaFerrari-სა და Porsche 918 Spyder-ის დაჩრდილვაა! ჩვენ ის ექსკლუზიურად გავტესტეთ

McLaren P1-ს სახეზე ღიმილი დასთამაშებს - თითქოს ყველას ეუბნება, ნებისმიერს გაგასწრებთო

კაპოტქვეშეთიდან მხოლოდ ჩუმი ზუზუნი მესმის. McLaren P1 გასაფრენად მზადაა! ამ, მხოლოდ და მხოლოდ 1,20 მეტრი სიმაღლის მქონე მანქანას შემქმნელებმა დიდი მისია დააკისრეს: მან Porsche 918 Spyder და LaFerrari ჩრდილში უნდა მოაქციოს და ორივეს უნდა ასწავლოს, რას ნიშნავს შიში. ბოქსებიდან გამოვედი. უფრო სწორად, გამოვფრინდი - არადა, ამ წუთას ავტომობილი მხოლოდ 179-ცხენისძალიანი და 260-ნიუტონმეტრიანი ელექტრომოტორით მოძრაობს. ისე კი, ”მაკლარენს” 3,8-ლიტრიანი, Twin Turbo-თი აღჭურვილი V8 და 737 ცხენის ძალა ემსახურება.



ორივე აგრეგატის გაერთიანებული სიმძლავრე 916 ცხენის ძალას შეადგენს. და როცა ორივე მოქმედებაშია, ავტომობილი 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 2,8 წამში ავითარებს, 6,8 წამის შემდეგ 200 კმ/სთ-ზე ადის, ხოლო 16,5 წამის შემდეგ კი სპიდომეტრის ისარი უკვე 300-ს გვიჩვენებს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ციფრებია, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რასაც მძღოლი ამ მონსტრის მართვის დროს იგრძნობს. ყველა მძღოლსა თუ მგზავრს, ვინც ამ მანქანაში ჩაჯდომას აპირებს, აქედანვე ვაფრთხილებ: McLaren P1-ში სუსტი ნერვების მქონეთ არაფერი ესაქმებათ!



რაკი Plug-in-ჰიბრიდია, P1-ს მოძრაობა მხოლოდ ელექტრონულადაც შეუძლია, ოღონდ, ასე მაქსიმუმ 10 კილომეტრს გაივლის და მაქსიმუმ 160 კმ/სთ-მდე აჩქარდება, 100 კმ/სთ-ს კი ოდენ 8,4 წამში მიაღწევს. შერეული სვლის მანერის დროს, საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე დაახლოებით 8,3 ლიტრია.
McLaren P1 ნებისმიერი მანერით ტარებისას, ასფალტზე ისეა გაკრული, რომ სრული ამძრაობის არსებობას თავში წამითაც კი არავინ გაივლებს. თანაც, McLaren P1 თითქმის მთლიანად კარბონისაა.

Auto Bild

მე ამ მანქანას თამამად ვუწოდებ მსოფლიოში საუკეთესო სპორტულ ავტომობილს და სწორედ აქვე უნდა გაგიმხილოთ მისი ფასიც: 1,067 მილიონი ევრო. ჰო, მართლა: იმისათვის, რომ ნებისმიერმა მილიონერმა არ შეიძინოს, McLaren P1-ის რაოდენობა 375 ეგზემპლარზეა შეზღუდული.

ტექნიკური მონაცემები
McLaren P1
V8, Biturbo • 3799 სმ3 • სიმძლავრე: 54Auto Bild2 კვ (737 ცხ. ძ.)/7500 • 720 ნმ/4000 • ელექტრო ძრავა: 132 კვ (179 ცხ. ძ) • სისტემური სიმძლავრე: 674 კვ (916 ცხ. ძ.) • უკანა ამძრაობა • 7-საფეხურიანი DSG • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4588/1946–2144*/1188 მმ • წონა: 1395 კგ • 0–100 კმ/სთ: 2,8 წამში • მაქს. სიჩქარე: 350 კმ/სთ • საწვავის საშუალო ხარჯი: 8,3 ლ. SP • გამონაბოლქვი: 198 გ/კმ
ფასი: 1 067 000 ევრო

მოგვწონს გზის თვითფრინავი. ასეთი სიმძლავრე ნებისმიერ მძღოლს ჭკუიდან შეშლის

გვაკლია სპეციალური მართვის მოწმობა. ვინც ამ მანქანით ქუჩებში გამოვა, სპეციალური გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული

გვიკვირს სიმძლავრე. 100 კმ/სთ 3 წამზე ნაკლებ დროში - სად გადის ზღვარი?

დასკვნა
”მაკლარენის” ინჟინრების წინაშე ქედს ვიხრი! ჩემთვის McLaren P1 მსოფლიოში საუკეთესო სპორტული ავტომობილია. არა მარტო იმიტომ, რომ ასეთი სწრაფია, არამედ იმის გამოც, რომ ზოგადად სრულყოფილი ბოლიდია.
თომას გაიგერი


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
08.07.2014
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
01.07.2014
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
30.06.2014
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes Viano
HONDA Hr-v
Mercedess E320
იყიდება