შუმახერის ოჯახის ახალი განცხადება
12.03.2014
ორი დღის წინ ვწერდით, რომ მიხაელ შუმახერის შესახებ უამრავი დაუდასტურებელი და, რაც მთავარია, ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. სწორედ ამიტომ მიიჩნიეს საჭიროდ შუმის ოჯახის წევრებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მორიგი ოფიციალური განცხადების გაკეთება.

45 წლის შუმახერის შესახებ გავრცელებულმა სპეკულაციებმა პიკს გასულ უქმეებზე მიაღწია: ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფი” წერდა, ექიმებმა შუმის ოჯახის წევრებს უთხრეს, მიხაელს მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენსო. იტალიური ”გაძეტა დელო სპორტი” კი იტყობინებოდა, შუმი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავსო. სწორედ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი სპეკულაციების შემდეგ გადაწყვიტა შუმახერის მენეჯერმა საბინე კემმა მორიგი ოფიციალური განცხადების გაკეთება - მან შუმის მდგომარეობაზე შეძლებისდაგვარად დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეგენდარული მრბოლელის გამოჯანმრთელების იმედი არის.

”ჩვენ გვჯერა, რომ მიხაელი კომიდან გამოვა. შუმი თითქმის ყოველდღე ავლენს ამის მცირე ნიშნებს, რაც იმედს გვიძლიერებს, - ნათქვამია საბინეს განცხადებაში, - თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს გზა მისთვის ძალიან გრძელი და რთული იქნებოდა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისთვის და ჩვენ ამ ექიმებს 100 პროცენტით ვენდობით. დროს მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია, მიხაელი გამოჯანმრთელდეს.”

შეგახსენებთ, რომ გრენობლის კლინიკის ექიმებმა მიხაელის ხელოვნური კომიდან გამოყვანის პროცესი ხუთი კვირის წინ დაიწყეს და დღეისათვის ნარკოზის საშუალებებს საერთოდ აღარ აძლევენ. როგორც ჩანს, ორგანოებმა 11-კვირიან ხელოვნურ კომას კარგად გაუძლეს. ტვინის მძიმე დაზიანებებისა და ხელოვნურ კომაში დიდხანს ყოფნის შემდეგ შუმახერის ორგანიზმს დასვენება სჭირდება.

”ვიცით, რომ ჩვენი მხრიდან მოთმინებაა საჭირო. ამიტომაც ვითმენთ და გვჯერა, რომ მიხაელი ამ ბრძოლას მოიგებს,” - განაცხადა კემმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

სპეკულაციები შუმახერის შესახებ - სიმართლე მხოლოდ ექიმებმა იციან!

შუმახერმა დაცემამდე 10,4 მეტრი ჰაერში იფრინა!

შუმახერის პირადი ფოტო-არქივი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ - ახალი, აგრესიული ინტერნეტკამპანია საქართველოში (+15 PHOTO)
"ძველბიჭობის" ქრონიკა, ანუ ქართველი მამაკაცის მენტალური პორტრეტის ევოლუცია (+VIDEO)
5 ყველაზე გახმაურებელი ძარცვა კაცობრიობის ისტორიაში
ჯანო ანანიძე: ახლა ბედნიერი მამა ვარ, გოგონას მია დავარქვით
"ზესტაფონმა" ხუთი ახალწვეული წარადგინა
16 გუნდი გადაწყდა, შედეგებზე კი პასუხისმგებლობას აღმასკომი იღებს
სხვა სიახლეები
იაპონელი მოდელი კენ ბლოკის მანქანაში
15.07.2014
ამერიკული თრენდი ”Sexy Girls and Cars” სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. Rallyecross-ის ლეგენდამ, კენ ბლოკმა მანქანაში იაპონელი მოდელი ჩაისვა და დრიფტაობას შეუდგა.
სრულად
ეს Dodge საუკეთესო სპრინტერია!
15.07.2014
Dodge Challenger SRT Hellcat თავისი 707-ცხენისძალიანი ძრავით, რომელიც 6,2-ლიტრიანი და 8-ცილინდრიანი (კომპრესორი) აგრეგატია, ისედაც გრანდიოზული ტიპია, ახლა კი გაირკვა, რომ თავის კლასში საუკეთესო სპრინტერიც ყოფილა.
სრულად
მერსედესმა თავისი უძვირფასესი კუპე გვიჩვენა
15.07.2014
უკიდურესად ძვირფასი და მაქსიმალურად სპორტული: ”მერსედესმა” თავისი ”კომფორტ-ბომბერი” გვიჩვენა.
სრულად
ელექტროენერგია შესაძლოა გაგვიძვირდეს
მაგისტრალური კომპენსაცია - გლეხებს გროშები გადაუყარეს
ეკონომია მომხმარებლის ჯანმრთელობის ხარჯზე
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 23°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
იყიდება სასწრაფოდ! ფოლკსვაგენ პასატი
Mercedess E320
Nissan Xtrail