მერსედესმა გამარჯვება შუმახერს მიუძღვნა!
მერსედესმა გამარჯვება შუმახერს მიუძღვნა!
17.03.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ავსტრალიის გრანპრით გაიხსნა, რომელიც 28 წლის ნიკო როსბერგმა (მერსედესი) მოიგო. გამარჯვების შემდეგ მერსედესელებმა ექს-მრბოლელი, ლეგენდარული მიხაელ შუმახერი არ დაივიწყეს.

”მერსედესის” გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა ტრიუმფის შემდეგ სოციალურ ქსელ ”თვითერზე” ასეთი განცხადება გააკეთა: ”ამ გამარჯვებას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ტრიუმფს მიხაელ შუმახერს ვუძღვნი! მთელი რბოლის განმავლობაში მიხაელზე ვფიქრობდით. ყოველთვის მასზე ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ შუმი მალე გამოჯანმრთელდება.”

შეგახსენებთ, რომ 45 წლის შუმახერი ფორმულა 1-ში ”მერსედესის” პილოტი 2010-2012 წლებში იყო, დეკემბრის ბოლოს კი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და კომაშია. მისი კომიდან გამოყვანის პროცესი გრძელდება.

ცნობისათვის, შუმახერი ”მერსედესში” სამი წლის განმავლობაში როსბერგის თანაგუნდელი იყო და ნიკოს ბევრჯერ უთქვამს, რომ შუმისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა.

აქვე გაგაცნობთ შუმახერის მენეჯერის, საბინე კემის ახალ განცხადებასაც: ”მიხაელის კომიდან გამოყვანის პროცესი გრძელდება. მის გამოღვიძებას მოუთმენლად ველოდებით, მაგრამ ვიცით, რომ ეს პროცესი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მიხაელის ოჯახის წევრები მთელ დღეებს მასთან ერთად ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ შუმახერს ავსტრალიის გრანპრი თავის კარიერაში ოთხჯერ აქვს მოგებული. ამაზე უკეთესი შედეგი კი ავსტრალიაში სხვას არავის დაუფიქსირებია. ეს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელის ერთ-ერთი რეკორდია...


ნიკო როსბერგის პიტსტოპი

ავსტრალიის გრან-პრი. I ეტაპი
სუძუკა (57 წრე, 302.271 კმ)

1(3). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1:32.58,710 (2 პიტსტოპი)
2(4). კევინ მაგნუსენი (მაკლარენი, დანია) +26,777 (2)
3(10). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +30,027 (2)
4(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +35,284 (2)
5(15). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +47,639 (2)
6(7). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +50,718 (2)
7(11). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +57,675 (2)
8(6). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +1.00,441 (2)
9(8). დანიილ კვიატი (ტორო როსო, რუსეთი) +1.03,585 (2)
10(16). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) +1.25,916 (3)
11(13). ადრიან სუტილი (ზაუბერი, გერმანია) 1 წრე (1)
12(20). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე (2)
13(17). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 2 წრე (2)
14(18). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 7 წრე
15(22). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 13 წრე
16(21). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 27 წრე
17(19). მარკუს ერიქსონი (კატერჰემი, შვედეთი) 29 წრე
18(12). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 53 წრე
19(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 54 წრე
20(9). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) 57 წრე
21(14). კამუი კობაიაში (კატერჰემი, იაპონია) 57 წრე
22(2). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) დისკვ.

საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი - 25 (1 მოგება); 2. კევინ მაგნუსენი - 18; 3. ჯენსონ ბატონი - 15; 4. ფერნანდო ალონსო - 12; 5. ვალტერი ბოტასი - 10; 6. ნიკო ჰიულკენბერგი - 8; 7. კიმი რაიკონენი - 6; 8. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 9. დანიილ კვიატი - 2; 10. სერხიო პერესი - 1.

კონსტრუქტორთა თასი
1. მაკლარენი - 33; 2. მერსედესი - 25; 3. ფერარი - 18; 4. უილიამსი - 10; 5. ფორს ინდია - 9; 6. ტორო როსო - 6.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
საქართველო-გერმანია 0:2 - როგორც 20 წლის უკან [VIDEO]
იენს ლემანი: თბილისში ყველაფერი ნაცრისფერია
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
სხვა სიახლეები
შუმახერის გარეშე სიცარიელეში ვართ!
29.05.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის მონაკოს გრანპრი შედგა, სადაც ”მერსედესმა” მორიგი დუბლი შეასრულა.
სრულად
მერსედესმა ჩინეთშიც იგრიალა! (+ VIDEO)
20.04.2014
პირველი ჰემილტონი, მეორე როსბერგი! ფეტელს კი თანაგუნდელმაც გაასწრო...
სრულად
მერსედესის პირველი დუბლი 60 წლის შემდეგ
31.03.2014
გასულ უქმეებზე შედგა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მალაიზიის გრანპრი, რომელზეც "მერსედესმა" 60-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა...
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz B 200 7000 $
BMW 320 10800 $
Toyota Land Cruiser 48000 $
Mercedes-Benz E 350 23500 $