ერთი წელი პორშე პანამერასთან ერთად (+ VIDEO)
ერთი წელი პორშე პანამერასთან ერთად (+ VIDEO)
18.03.2014
რამდენად შეესაბამება ამ პორშეს ხარისხი მის საკმაოდ მაღალ ფასს? ამ კითხვაზე მიახლოებითი პასუხის გასაცემად პანამერათი 60 000 კილომეტრი გავიარეთ
Auto Bild

AUTO BILD-ის ხანგრძლივი ტესტის აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაბარება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ ”პორშე პანამერას” შემთხვევაში მაქსიმალური უპრობლემობის შანსიც ნაკლები იყო და სიმართლე გითხრათ, ჩვენც სკეპტიკურად ვიყავით განწყობილები. რატომ? მიზეზი ისაა, რომ ”პორშეს” ეს მსუქანი სედანი შეკოწიწებული ტიპია: ძარა ჰანოვერში, ”ფოლკსვაგენის” ქარხანაში იწარმოება, ძრავა კი ლაიპციგში - ბიძაშვილი ”აუდის” ქარხანაში. თუმცა ”პორშემ” მაინც მიიღო ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება და რედაქციაში დიზელის ძრავით აღჭურვილი ”პანამერა” 60 000-კილომეტრიანი ტესტისთვის გამოგვიგზავნა.

პირველი ეჭვები მაშინ წავიდა დადასტურებისკენ, როცა ჯერ მხოლოდ 4 567 კილომეტრი გვქონდა გავლილი. ლიუნებურგში საქმეზე მივდიოდით და უცბად ძრავის კონტროლის მაჩვენებელი (check engine) აინთო და ჩვენი ”პორშეც” ავარიულ რეჟიმში გადავიდა, რის გამოც ჰამბურგისკენ დასაბრუნებელ გზაზე მაქსიმუმ 80 კმ/სთ-ს ავითარებდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე ”პორშეს” ცენტრს მივაშურეთ და, საბედნიეროდ, ეჭვები გაქარწყლდა: ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ, ტურბინის ერთ-ერთი შლანგი გაზარმაცდა.

ეს ერთ-ერთი იყო იმ ორი შეცდომიდან, რომელიც ”პანამერამ” ამ 60 000-კილომეტრიან ტესტზე დაუშვა და რაკი პირველმა ვნებათაღელვამ მარტივად გადაიარა, რედაქციაში ”პორშეს” სედანმე ნელ-ნელა მოიხვეჭა თაყვანისმცემლები. ამ მანქანით ჩვენ ძვირითად სამსახურის საქმეებზე დავდიოდით - სამსახურის საქმეებზე 97 337 ევროდ ღირებული მანქანით! მაგალითად, იტალიაში, სადაც სხვა მანქანებს ვადარებდით ერთმანეთს და ა.შ. საწუწუნო კი არაფერი გვქონია - არც საწვავის ხარჯი, რადგან აგრესიულად სიარულის შემდეგაც კი, დიზელის ძრავის ხარჯი აბსოლუტურად მისაღები იყო. მაგალითად, ჩვენმა კოლეგამ, კარლ-აუგუსტ ალმშტადტმა საშუალოდ 100 კილომეტრზე 7,9 ლიტრი დააფიქსირა, რაც სავსე ავზით 1000 კილომეტრის გავლას ნიშნავს და ნაღდად კარგი შედეგია.

Auto Bild
ორი აზრი არ არსებობს: ”პანამერას” დიზაინი მის მაღალ ფასს შეესაბამება. სატესტო მოდელი ბევრი დამატებითი ოფციით არ იყო აღჭურვილი და მიუხედავად ამისა, მისი ფასი 97 337 ევროა

Auto Bild
2-ტონიანი სედანი დიზელის ძრავით სარბოლო ავტომობილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ მანქანით ნიურბურგრინგზე მაინც დიდად ვისიამოვნეთ

დიზელისძრავიანმა ”პანამერამ” კომფორტითაც გაგვაოცა - არადა, კომფორტი სულაც არ არის ”პორშეს” მთავარი პლუსი. ”პანამერას” სავალი ნაწილი ჩემთვის აღმოჩენაა, რადგან ”პორშესთვის” დამახასიათებელი სპორტულობა და დაკიდების კომფორტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის,” - ესეც ჩვენი ავტორის, მარტინ პუთცის სიტყვებია.

თუმცაღა, ეს ყველაფერი მხოლოდ მედლის ერთი მხარეა და რაც შეეხება მეორეს: ქალაქში სიარული ბევრს ეზარებოდა. ”ხილვადობა ცუდი ხუმრობაა. კამერის გარეშე ფაქტობრივად ვერაფერს ვახერხებ,” - წერს წიგნაკში ტესტ-რედაქტორი მანფრედ კლანგვალდი. დაახლოებით ასეთივე შინაარსის ჩანაწერი აქვს მტესტავ შტეფან მალახსაც, რომელიც წერს, ”მიხარია, რომ პანამერა რედაქციის გარაჟში ნაკაწრების გარეშე დავაბრუნეო.”

Auto Bild
იმისათვის, რომ ფოტოსესია განსაკუთრებით ეფექტური ყოფილიყო, ”პანამერათი” ჩრდილოიტალიურ მოდენას მივაშურეთ, სადაც ფოტოგრაფმა დიდი სიამოვნებით იმუშავა

Auto Bild
”პანამერასთვის” ქვემოდან თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ, რატომაა ”პორშეს” სედანი გზაზე ასეთი მყარი, დინამიკური და, თანაც, კომფორტული

Auto Bild
სამუხრუჭე ხუნდებმა შესაძლებლობები ამოწურა                    ბერკეტის გარშემო უამრავი ღილაკია თავმოყრილი

Auto Bild
DEKRA-ს ექსპერტმა გიუნტერ შილემ (მარცხნივ) და AUTO BILD-ის ტესტ-რედაქტორმა მანფრედ კლანგვალდმა 60 000 კილომეტრის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კარტერის შუასადები ცოტაოდენ ზეთს აპარებდა

სხვა მხრივ ყველაფერი კარგად იყო? მთლაც ეგრეც არაა, იყო რაღაც რაღაცები, რაც არ მოგვეწონა. მაგალითად, 42 226-ე კილომეტრზე საჭის პოზიციის მარეგულირებელმა გაჭედა და გარანტიით შეცვალეს, ზამთარში კი საწვავის ავზის მაჩვენებელი გვაწუხებდა - ყინვაში რამდენიმე წუთი სჭირდებოდა იმისათვის, რომ სწორი მონაცემი ეჩვენებინა. ეს, რა თქმა უნდა, წვრილმანია, მაგრამ ფასის ამ კატეგორიაში მყიდველი წვრილმანი დეტალების სრულყოფილებასაც მოელის.

სამაგიეროდ, ჩვენი აპლოდისმენტები ისეთ მნიშვნელოვან კატეგორიაში, როგორიცაა საწვავის ხარჯი: 60 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, საბოლოო დათვლებით დავადგინეთ, რომ ”პანამერა” საშუალოდ 100 კილომეტრზე მხოლოდ 9 ლიტრ დიზელს მოიხმარდა. ეს კი სენსაციურად დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება სხვა ხარჯებს - ზეთის გამოცვლასა და სხვადასხვა ინსპექციებში ჯერ 396, მერე კი 379 ევრო დაიხარჯა. გამოდის, რომ ფასის დაცემას თუ არ ჩავთვლით, დიზელისძრავიანი ”პანამერათი” ერთი კილომეტრის გავლა დაახლოებით 30 ცენტი ჯდება, რაც ამ კლასის ავტომობილისთვის მისაღებზე უკეთესი შედეგია.

მართალია, მანქანა არ დაგვიშლია (დაშლა მხოლოდ 100 000 კმ-ის შემდეგ ხდება), დეტალური შემოწმების შედეგად სერიოზული პრობლემები ვერ აღმოვაჩინეთ. ერთი ეგ იყო, რომ კარტერის შუასადებს ოფლიანობა დაეტყო...

ტექნიკური მონაცემები

ძრავა - V6, Turbo
სარქველები/გამ. ლილვი - ცილინდრზე4/4
მოცულობა - 2967 სმ3
კვ (ცხ. ძ.) ბრ/წთ - 184 (250)/3800
ბრუნის მომენტი (ნმ) - 550/1750
მაქს. სიჩქარე - 242 კმ/სთ
ნორმა – გამონაბოლქვი - Euro 5 – 172 გ/კმ
გად. კოლოფი/ამძრავი - 8-საფ. ავტომატიკა/უკანა
ავზის მოც./რეკ. საწვავი - 80 ლ/დიზელი
საბარგულის მოცულობა - 445–1263 ლ

Auto Bild
გიუნტერ შილემ ”პანამერა” ენდოსკოპით შეამოწმა, კოროზია კი ვერსაც აღმოაჩინა

დასკვნა
Porsche Panamera-მ ხანგრძლივი ტესტის დროსაც გვიჩვენა, რომ შთამბეჭდავი სედანია. ათიათასობით კილომეტრის შემდეგაც კი მხოლოდ უმნიშვნელო და თითო-ოროლა პრობლემა შეექმნა. შესაბამისად, ფაქტია, რომ ავტომობილის მაღალი ფასი მის ხარისხს შეესაბამება. განსაკუთრებით გასაოცარი კი საწვავის ხარჯია: საშუალოდ მხოლოდ 9 ლიტრი დიზელი 100 კილომეტრზე.
მ. კლანგვალდი
შ. ფოსვინკელი


პრობლემები ტესტის დროს: რაც არ მოგვეწონა

წესით, აქ არაფერი უნდა ეწეროს. რაც უნდა იყოს, ჩვენ ხომ გერმანული ავტოწარმოების გვირგვინ ”პორშეზე” ვსაუბრობთ, რომელსაც არაფერი უნდა უფუჭდებოდეს. თუმცა არც ასეა საქმე, უშეცდომო არავინაა - მათ შორის, არც ცუფენჰაუზენელები. ჩვენი ტესტ-რედაქტორი შტეფან ფოსვინკელი ამაში ტესტის დაწყებიდან ათ დღეში დარწმუნდა, როცა მაჩვენებელთა დაფაზე chek engine აენთო, ”პანამერა” კი ავარიულ რეჟიმში გადავიდა. საბედნიეროდ, პრობლემა უმნიშვნელო გამოდგა და მალევე აღმოიფხვრა, მაგრამ უახლეს ”პორშეს” ესეც არ უნდა ემართებოდეს.

მეორე პრობლემა უკვე საბოლოოდ გვარწმუნებს იმაში, რომ მდიდრულ ავტომობილებსაც აქვთ სისუსტეები. მტესტავ როლანდ ბუნკეს საჭის პოზიციის მარეგულირებელმა გაუჭედა და აუცილებლად უნდა ვთქვათ: 25 წელიწადზე მეტია, რაც AUTO BILD ხანგრძლივ ტესტებს ატარებს, ამ ხნის განმავლობაში 200-ზე მეტი ავტომობილი გამოვცადეთ გამძლეობაზე და ასეთი (ფაქტობრივად კურიოზული) პრობლემა აქამდე არცერთ მანქანას არ შეჰქმნია. რაღაც მაინცდამაინც ”პორშეს”? ვერ გეტყვით...

Auto Bild
საჭის რეგულირება: მტესტავ როლანდ ბუნკეს საჭის პოზიციის მარეგულირებელმა გაუჭედა

Auto Bild
ავარიული რეჟიმი: ტურბინის ერთ-ერთი შლანგის ”გაზარმაცებამ” ”პანამერა” ავარიულ რეჟიმში გადაიყვანა

Auto Bild
ზარმაცი მაჩვენებელი: საწვავის ჩასხმის შემდეგ ზამთარში მაჩვენებელი რეაქციას აგვიანებდა

იხილეთ ამ სტატიის შესაბამისი ვიდეო Porsche Panamera-ს შესახებ

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ვლადიმირ ვაისი: დროა, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" წამყვანი ფეხბურთელი გახდეს
გიორგი ქვილითაია ავსტრიაშია და "რაპიდის" მატჩს დაესწრება
დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი
სხვა სიახლეები
Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
06.02.2014
GLK-მ ხანგრძლივ ტესტზე თავი ისე წარმოაჩინა, როგორც ძველი სკოლის ”მერსედესს” შეეფერება. 100 000 კილომეტრი მან კომფორტულად და თითქმის უპრობლემოდ დაფარა, მაგრამ
სრულად
მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
09.12.2013
6 წელიწადში: დაწვა 29 000 ლიტრი ბენზინი, ჩავასხით 93 ლიტრი ზეთი, 8-ჯერ გამოვცვალეთ საბურავები
სრულად
ბენცი ზღაპრების წიგნიდან
05.11.2011

ხანგრძლივი ტესტი: 200 000 კილომეტრი Mercedes C180-ით

სრულად
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
Nike-ის გენერალური დირექტორის ხელფასი 47,6 მილიონამდე გაიზარდა
როგორ გამოიყურება ახალი 7–ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
პალეტის პადონის ურიკა საზიდი ტვირთამწეობა:
Mercedes-Benz C 180 5000 $
BMW 335 15500 $
Mitsubishi Colt Plus 1750 $