როგორ ჩატარდება მართვის მოწმობის გამოცდა ქალაქში?
როგორ ჩატარდება მართვის მოწმობის გამოცდა ქალაქში?
19.03.2014
როგორი შეიძლება იყოს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში? რა უნდა გაითვალისწინონ მართვის მოწმობის აღების მსურველებმა?
ის, რაზეც ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო” ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბრის ნომერში საჭირო იდეის დონეზე წერდა, 2014 წელს რეალურად განხორციელდება.

”მე ვფიქრობ, რომ კრიტიკა სულ სხვა მიმართულებით უნდა მივმართოთ: კარგი იქნება, თუ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ქალაქში, ქუჩებში გადაინაცვლებს, რადგან ხარ თუ არა მისაღები მძღოლი, ამ კითხვაზე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხის მიღება მხოლოდ რეალურ მოძრაობაშია შესაძლებელი და არა სპეციალურ მოედანზე,” - ეს გახლავთ ამონარიდი ”AUTO BILD საქართველოს” მთავარი რედაქტორის, შალვა ბუაჩიძის სვეტიდან, რომელიც 2013 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში, ქალაქის პირობებში მოუწევთ, - ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიაშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგეგმება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკური გამოცდის ჩაბარების სისტემის დახვეწა. ”2014 წლიდან უკვე შესაძლებელია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე შემოღებულ იქნება პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქალაქის პირობებში) ჩაბარება”, - ნათქვამია სტრატეგიაში.

ამასთან, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს ასევე იგეგმება ახალი ტიპის სანომრე ნიშნების შემოღება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლების დანერგვა.

AUTO BILD-ის რჩევები
პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე

კითხვა: როგორ უნდა მოვემზადო პრაქტიკული გამოცდისთვის, რომელიც რეალურ მოძრაობაში ტარდება?
პასუხი: გამოცდის დღეს აუცილებლად მაქსიმალურად განტვირთული და დასვენებული უნდა იყოთ. ყველანაირად ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სტრესი. უმჯობესია, გამოცდაზე გამოცხადდეთ ნახევარი საათით ადრე, ვიდრე ერთი წუთის დაგვიანებით.

კითხვა: როგორ მიმდინარეობს პრაქტიკული გამოცდა? როგორ უნდა მოვიქცე გამომცდელთან?
პასუხი: გამომცდელი ჩვეულებრივად მოგესალმებათ, მერე კი ჩასხდებით ავტომობილში და იწყება გამოცდა. როგორც წესი, ევროპაში გამომცდელები უკან სხდებიან - ასე უკეთესად ხედავენ ყველაფერს, რასაც გამოსაცდელი საჭესთან აკეთებს. პირველ რიგში, თქვენს ზომაზე მოირგეთ სავარძელი, საჭე და როგორც სალონის, ასევე გარე სარკეები. შემდგომ შეიკარით უსაფრთხოების ღვედი. ამის შემდეგ გამომცდელი აგიხსნით, როგორ მოგცემთ მითითებებს გამოცდის დროს. მერე კი იწყება უშუალოდ გამოცდის პრაქტიკული ნაწილი - თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც ავტოსკოლაში ისწავლეთ. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გაკვეთილი, იმ განსხვავებით, რომ მასწავლებლის ნაცვლად, მანქანაში ზის ადამიანი, რომელიც მიგითითებთ, როდის სად უნდა შეუხვიოთ.

კითხვა: თუკი ვერ გავიგე გამომცდელის მითითება, შეიძლება თუ არა ვთხოვო, რომ გაიმეოროს?
პასუხი: რა თქმა უნდა! ეს ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

Auto Bild

კითხვა: რა არის ყველაზე მთავარი პრაქტიკული გამოცდისას?
პასუხი: ყველაზე მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა.

კითხვა: მიუხედავად ყველაფრისა, გამომცდელების ეშინიათ ხოლმე. როგორ დავძლიო ეს შიში?
პასუხი: გამომცდელი ჩვეულებრივი ადამიანია და მის ინტერესებში არ შედის თქვენი ჩაჭრა. მეტიც: გამომცდელს ყოველთვის კარგად ესმის ის, რომ ადამიანი გამოცდის ჩაბარების დროს ნერვიულობს და გამომცდელი ყოველთვის ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც მართვის მოწმობა და, შესაბამისად, ავტომობილის მართვის გამოცდილება არ აქვს, საჭესთან თავდაჯერებული ვერ იქნება. გამომცდელი გამოცდის დროს არასდროს ითვლის შეცდომებს და თუ მიხვდებით, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთეთ, როგორც საჭირო იყო, ამის გამო დამატებით ნუ ანერვიულდებით. თუ შემთხვევით სხვა მიმართულებით წახვედით, მაგრამ საგზაო მოძრაობის წესი არ დაარღვიეთ, ამის გამო არ ჩაიჭრებით. დაიხსომეთ: გამოცდელი არასდროს ელის და ითხოვს იმას, რომ თქვენ გამოცდას აბსოლუტურად უშეცდომოდ ჩააბარებთ. სხვათა შორის, გამომცდელები, რომელსაც დიდი სტაჟი აქვთ, ამბობენ, რომ გამოსაცდელის ნერვიულობა და შიში გამოცდის დროს ყოველ წუთს მცირდება.

კითხვა: რას აქცევენ გამომცდელები განსაკუთრებულ ყურადღებას?
პასუხი: პირველ რიგში მართვის ტექნიკური მომზადების დონეს. ამაში შედის ისეთი დეტალები, როგორებიცაა სარკის, საჭის და სავარძლის გასწორება. სტარტამდე სამივე აუცილებელია! ასევე მნიშვნელოვანია ავტომობილის დაძვრამდე სარკეში გახედვა. მართვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოხვევის ციმციმას დროული, მოხვევამდე რამდენიმე წამით ადრე ჩართვა. უდიდესი ყურადღება ექცევა სიჩქარესაც - ავტომობილის სისწრაფე არ უნდა იყოს მოცემულ ადგილზე დასაშვებზე მეტი, მაგრამ ზედმეტად ნელი სვლითაც არ უნდა იაროთ. თუ ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, გამომცდელი ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს იმასაც, რთავთ თუ არა დროულად გადაცემებს. გამომცდელი ყოველთვის აკვირდება, იცავთ თუ არა დისტანციას წინ მიმავალ მანქანასთან და იყურებით თუ არა სარკეში ხშირად. სარკეში ჩახედვა აუცილებელია არა მარტო კურსის შეცვლამდე, არამედ მაშინაც კი, როცა ეს არ გჭირდებათ - მძღოლმა ხშირად უნდა აკონტროლოს, რა ხდება მისი ავტომობილის უკან. არ დაგავიწყდეთ ორივე მხარეს გახედვა გზაჯვარედინზე გასვლის წინ. მოძრაობის არცერთი წესი არ უნდა დაარღვიოთ და უნდა იმოქმედოთ საგზაო ნიშნების შესაბამისად.
გასწრების ან გვერდის აქცევის დროს აუცილებელია შესაბამის ვითარებაში მოხვევის ციმციმას ჩართვა და სარკეში გახედვა. გამომცდელი ასევე დააკვირდება თქვენს მოქმედებას ფეხით მოასიარულეთა მიმართებაშიც.

კითხვა: რა შემთხვევაში შეწყვეტს გამომცდელი პრაქტიკულ გამოცდას და გამომაცხადებს ჩაჭრილად?
პასუხი: ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოძრაობის წესს უხეშად დაარღვევთ - მაგალითად, არ დაემორჩილებით შუქნიშნის წითელს, შეუხვევთ იქ, სადაც შეხვევა არ შეიძლება, ან გასწრებაზე გახვალთ იქ, სადაც გასწრება აკრძალულია. გამოცდა მაშინვე შეწყდება, თუ გამომცდელი დააფიქსირებს, რომ არ აქცევთ ყურადღებას ფეხით მოსიარულეებს - განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს. ჩაჭრის მთავარ კრიტერიუმებშია სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის არდაცვა, დაგვიანებული დამუხრუჭება, ან ნებისმიერი შეცდომა ავტომობილის მომსახურებაში - მანქანა არ უნდა ჩაგიქვრეთ, არ უნდა დაგიგორდეთ აღმართზე და ა.შ.

კითხვა: კიდევ რას უნდა მივაქციო ყურადღება?
პასუხი: გამოცდის დაწყებისას გამომცდელი ყოველთვის სვამს ტექნიკურ კითხვას. ეს შეიძლება იყოს კითხვა, ან დავალება. მაგალითად: ”როდის უნდა ჩართოთ ავარიული განათება?” ”თუ, შეიძლება, შეამოწმეთ საბურავის პროფილი!” პრაქტიკული გამოცდის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია ავტომობილის დაპარკინგებაც - ამის გარეშე არცერთი გამოცდა არ ჩაივლის.



კითხვა: გამომცდელებზე ხშირად საშინელ ისტორიებს ყვებიან...
პასუხი: ნუ ენდობით მათ, ვინც გამოცდაზე ერთხელ მაინც ჩაჭრილა - ადამიანებს არ უყვართ საკუთარი შეცდომების აღიარება და როგორც წესი, ურჩევნიათ, ყველაფერი სხვას დააბრალონ. მთავარია, აკონტროლოთ ავტომობილი, მართოთ წინდახედულად და დაიცვათ მოძრაობის წესები.

კითხვა: მეგობრებმა მირჩიეს, რომ გამოცდის წინ მივიღო დამამშვიდებელი საშუალება. არის თუ არა ეს რეკომენდებული?
პასუხი: არავითარ შემთხვევაში, რადგან ასეთი საშუალებები შიშს კი არ დაგაძლევინებთ, არამედ კონცენტრაციას დაგიქვეითებთ. ეს კი შიშზე უარესია. ყველაზე მთავარი გამოცდისთვის კარგად მომზადებაა. თუ კარგად ხართ მომზადებული, არ იარსებებს მიზეზი, რის გამოც უნდა ჩაიჭრათ.

Auto Bild
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ დამამშვიდებლები, რადგან ასეთი საშუალებები შიშს კი არ დაგაძლევინებთ, არამედ კონცენტრაციას დაგიქვეითებთ. ეს კი შიშზე უარესია
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
14.05.2014
მამაკაცებო, ყურადღებით: მანქანაში სექსი კარგია, მაგრამ შეიძლება უფრო უკეთესიც იყოს!
სრულად
08.05.2014
როგორ უნდა შევამოწვმოთ ჩვენი მანქანები ჩვენთვითონ და თუ საჭიროა, როგორ უნდა მოვიყვანოთ ფორმაში, რათა შორ გზაზე მშვიდად წავიდეთ?
სრულად
წინ ცხელი ზაფხულია, შეამოწმეთ კონდიციონერი!
05.05.2014
ფრეონის ნაკლებობა დეფექტებს იწვევს, შემოწმება აუცილებელია
სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 29°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes E320
Mercedes CLK240
Mercedes E320
Mercedes C240