იტალიელი ჟურნალისტები სანდო წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ 45 წლის შუმახერის წონა ახლა მხოლოდ 55 კილოგრამია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1,74 მეტრი სიმაღლის მქონე შუმიმ ამ ხნის განმავლობაში 20 კილოგრამი დაიკლო. ცნობილია, რომ მერიბელის სათხილამურო ტრასაზე ტვინისა და თავის ქალის მძიმე დაზიანებების მიღებამდე შუმახერი 75 კილოგრამს იწონიდა.

ასე დაეცა მიხაელ შუმახერი მერიბელის სათხილამურო ტრასაზე (გრაფიკა მარჯვნივ)
კომაში ყოფნის დროს წონაში დაკლება ზოგადად ნორმალურია, რადგან ამ დროს ადამიანი არ მოძრაობს და ხელოვნურად იკვებება. ამავდროულად, ამ დროს ადამიანის მისი კუნთებიც სუსტდება.
”მართალია, კომაში მყოფი პაციენტის წონაში დაკლება ლოგიკურია, მაგრამ ნორმალური წონის მქონე ადამიანისთვის ამ პერიოდში 20 კილოგრამის დაკლება ნამეტანია. ვფიქრობ, რომ შუმის კუნთებიც ძალიან დასუსტდა,” - აცხადებს გერმანელი პროფესორი, დოქტორი კურტ დიემი.
შუმახერს ყოველდღიურ ფიზიოთერაპიას უტარებენ, მაგრამ კომაში მყოფ პაციენტის კუნთებისთვის ეს მხოლოდ მცირედი დახმარებაა. შეგახსენებთ, რომ შუმიმ თავის ქალისა და ტვინის დაზიანებები 29 დეკემბერს, თხილამურებით სრიალის დროს მიიღო - ქვაზე თავით დაეცა. ფორმულა 1-ისა და ზოგადად ავტოსპორტის ცოცხალი ლეგენდა მას მერე კომაშია.
ასევე დაგაინტერესებთ:
შუმახერის ოჯახის ახალი განცხადება
სპეკულაციები შუმახერის შესახებ - სიმართლე მხოლოდ ექიმებმა იციან!
შუმახერმა რეაქციები გამოავლინა!
შუმახერმა დაცემამდე 10,4 მეტრი ჰაერში იფრინა!
შუმახერის ცოლის განცხადება
შუმახერის პირადი ფოტო-არქივი