მერსედესის პირველი დუბლი 60 წლის შემდეგ
მერსედესის პირველი დუბლი 60 წლის შემდეგ
31.03.2014
გასულ უქმეებზე შედგა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მალაიზიის გრანპრი, რომელზეც "მერსედესმა" 60-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა...

კვალიფიკაცია

მალაიზიის კვალიფიკაციამ წვიმის თანხლებით ჩაიარა. ზედიზედ მეორე პოული მოიპოვა ლუის ჰემილტონმა, ხოლო მის გვერდზე პირველ რიგში ადგილი სებასტიან ფეტელმა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, სეზონის პირველ რბოლაში ეს პილოტები ფინიშამდე ვერ მივიდნენ და ამიტომაც, რევანშისთვის იყვნენ განწყობილნი. მეორე ხაზიდან იწყებდნენ რბოლას ნიკო როსბერგი და ფერნანდო ალონსო, მესამედან - დანიელ რიკარდო და კიმი რაიკონენი.

Auto Bild

კვალიფიკაციის შემდეგ, ვალტერი ბოტასი სამი პოზიციის დაკარგვით დააჯარიმეს რიკარდოს ბლოკირებისთვის.

კომპანია "პირელიმ" მალაიზიაში ორი ყველაზე ხისტი შემადგენლობის საბურავი ჩაიტანა - "ჰარდი" და "მედიუმი". პარასკევის თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, პილოტები საბურავების ცვეთის მაღალ ხარისხს უჩიოდნენ, ამიტომაც, ვარაუდობდნენ, რომ კვირას, ავტომრბოლებს სამ-სამი პიტსტოპის შესრულება მოუწევდათ.

Auto Bild
ნიკი ლაუდა და ტოტო ვოლფი

რბოლა

სტარტზე ნიკო როსბერგს უკეთესი აჩქარება ჰქონდა, ვიდრე სებასტიან ფეტელს და "მერსედესის" პილოტმა პირველ მოსახვევში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. კიმი რაიკონენმა კევინ მაგნუსენთან კონტაქტში უკანა საბურავი დააზიანა და მაშინვე ბოქსებში გამგზავრება მოუწია. საბოლოოდ, ფინელმა ქულათა ზონაში შეღწევა ვერ შეძლო.

მესამე წრისთვის ჰემილტონისა და როსბერგის უპირატესობა ოთხ წამამდე გაიზარდა, ამასობაში, ფეტელმა გაუსწრო დანიელ რიკარდოს და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ამ ოთხეულს მოსდევდნენ ფერნანდო ალონსო, ნიკო ჰიულკენბერგი და ოდნავ უკან - "მაკლარენები" და "უილიამსები".

"უილიამსის" პილოტებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა. ფელიპე მასამ შესჩივლა გუნდს ვალტერი ბოტასის მხრიდან ზედმეტი აგრესიულობის გამო, ფინელმა კი მიანიშნა, რომ თანაგუნდელზე სწრაფად მოძრაობდა.

Auto Bild

პიტსტოპების პირველი სერია კევინ მაგნუსენმა გახსნა, ორი წრის შემდეგ ბოქსებს მიაკითხა ალონსომ, კიდევ ერთი წრის შემდეგ რიკარდომ. ტრასაზე გამოვლისას, "რედ ბული" კინაღამ შეეჯახა "ფერარის". ესპანელს ჰქონდა ავსტრალიელის გასწრების შანსი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მე-13 წრეზე გამოცვალა საბურავები სებასტიან ფეტელმა. ტრასაზე დაბრუნების შემდეგ, გერმანელი რიკარდოსა და ალონსოს წყვილის წინ აღმოჩნდა.

ჰემილტონი როსბერგს რვანახევარი წამით დაშორდა, კიდევ ორი წამით უკან იყო "რედ ბულის" წყვილი და მათ უკან მყოფი ალონსო, თუმცა დაძაბული ბრძოლა არ შეინიშნებოდა.

Auto Bild
ნიკო როსბერგი (მერსედესი) მეორე ადგილზე გავიდა

ლუის ჰემილტონი მთელი დისტანციის განმავლობაში დამაჯერებლად აკონტროლებდა საკუთარ უპირატეობას და ფინიშამდე 20 წრით ადრე, მთელს პელოტონს 12 წამს უგებდა. ნიკო როსბერგს სერიოზული პრესინგი შესთავაზა სებასტიან ფეტელმა, რომელსაც ამაში ნაადრევი პიტსტოპი დაეხმარა. თუმცა გასწრება არც აქ შედგა. რიკარდო და ალონსო პირველ სამეულს ათნახევარი წამით ჩამორჩნენ, მათ უკან მოძრაობდა ჰიულკენბერგი, მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლა ჰქონდათ ჯენსონ ბატონსა და მასას, რომლებიც ახალგაზრდა თანაგუნდელებს - ბოტასსა და მაგნუსენს უსწრებდნენ.
Auto Bild
მოკლედ, ტრასაზე საინტერესო ბევრი არაფერი ხდებოდა. იქამდე, სანამ მესამე პიტსტოპზე არ შევიდა დანიელ რიკარდო. ავსტრალიელს თითქოს მარტივად შეუცვალეს საბურავები, მაგრამ "რედ ბულის" პილოტმა პიტ-ლეინიდან გასვლა ვერ შეძლო და მექანიკოსებმა ბოლიდი უკან გაათრიეს. გაირკვა, რომ გაჩერების პრობლემა იყო ცუდად დამაგრებული წინა საბურავი. ამ პაუზით ავსტრალიელმა ერთი წრე წააგო კონკურენტებთან, თუმცა ამით მისი პრობლემები არ დასრულებულა. 43-ე წრეზე წინა ანტიფრთის სამაგრი გამოვიდა მწყობრიდან და ამ დეტალის შეცვლისთვის, სტიუარდებმა რიკარდო 10-წამიანი ჯარიმით დასაჯეს. ასე რომ, ზედიზედ მეორე რბოლაში ავსტრალიელი არა თავისი მიზეზით ქულების გარეშე დარჩა.

ამის შემდეგ, რბოლა უფრო საინტერესო გახდა. 52-ე წრეზე ალონსო დაეწია ჰიულკენბერგს. გერმანელი კარგად იცავდა თავს, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია ესპანელის გატარება, რადგან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა DRS-ის სისტემა აამუშავა.

ამასობაში, "უილიამსმა" რადიოთი აცნობა ვალტერი ბოტასს, რომ ფელიპე მასაზე სწრაფად მოძრაობდა. ბრაზილიელმა თანაგუნდელისთვის გზის დათმობის ბრძანება მიიღო. სიტუაციას ისიც ამძაფრებდა, რომ მასა დიდი ხანი ბატონის უკან მოძრაობდა, მაგრამ ბრიტანელზე შეტევა მაინც ვერ მიიტანა. ბოტასმა თანაგუნდელს რამდენჯერმე შეუტია, მაგრამ მასამ პოზიცია არ დათმო. საბოლოოდ, გასწრება არ შედგა და "უილიამსები" მშვიდობიანად მივიდნენ ფინიშამდე.

ლუის ჰემილტონს ეს ბრძოლები დიდად არ აღელვებდა. მან ძალიან დამაჯერებლად მოიგო მალაიზიის გრანპრი, ნიკო როსბერგი კი მეორე მივიდა ფინიშთან. ეს იყო "მერსედესის" პირველი დუბლი 1950 წლის იტალიის გრანპრის შემდეგ, როცა ხუან-მანუელ ფანხიომ და პიერო ტარუფიმ "ფერარისა" და "მაზერატის" გაუსწრეს. პოდიუმის მესამე საფეხურზე სებასტიან ფეტელი ავიდა - უფრო მეტზე პრეტენზიის გამოცხადება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს არ შეეძლო.

საერთო ჩათვლაში ნიკო როსბერგმა ლიდერობა გაიმყარა - ახლა ის უახლოეს მდევარს 18 ქულით უსწრებს. გუშინდელი მოგების შემდეგ, ჰემილტონი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გადავიდა, მესამეზე კი ფერნანდო ალონსოა. დუბლმა "მერსედესი" კონსტრუქტორთა თასზე პირველ ადგილზე გადაიყვანა. მეორე პოზიციაზე მყოფ "მაკლარენს" 43 ქულა აქვს, რაც შეეხება ბოლო ოთხი წლის ჩემპიონ "რედ ბულს", ეს გუნდი უკვე 50 ქულაზე მეტით ჩამორჩა ლიდერს.

ჩემპიონატის მესამე ეტაპი - ბაჰრეინის გრანპრი უახლოეს უქმეებზე გაიმართება.

მალაიზიის გრან-პრი. II ეტაპი
სეპანგი (56 წრე, 310.408 კმ)

1(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:40.25,974 (3 პიტსტოპი)
2(3). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +17,313 (3)
3(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +24,534 (3)
4(4). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +35.992 (3)
5(7). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +47,199 (2)
6(10). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.23,691 (3)
7(13). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +1.25,076 (3)
8(18). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +1.25,537 (3)
9(8). კევინ მაგნუსენი (მაკლარენი, დანია) 1 წრე (3)
10(11). დანიილ კვიატი (ტორო როსო, რუსეთი) 1 წრე (3)
11(15). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 1 წრე (3)
12(6). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) 1 წრე (3)
13(20). კამუი კობაიაში (კატერჰემი, იაპონია) 1 წრე (2)
14(22). მარკუს ერიქსონი (კატერჰემი, შვედეთი) 2 წრე (3)
15(21). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 2 წრე (3)
16(5). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 6 წრე
17(12). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 20 წრე
18(17). ადრიან სუტილი (ზაუბერი, გერმანია) 23 წრე
19(9). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 37 წრე
20(19). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 47 წრე
21(16). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 48 წრე
22(14). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 56 წრე

საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი - 43 (1 მოგება); 2. ლუის ჰემილტონი - 25 (1 მოგება); 3. ფერნანდო ალონსო - 24; 4. ჯენსონ ბატონი - 23; 5. კევინ მაგნუსენი - 20; 6. ნიკო ჰიულკენბერგი - 18; 7. სებასტიან ფეტელი - 15; 8. ვალტერი ბოტასი - 14; 9. კიმი რაიკონენი - 6; 9. ფელიპე მასა - 6; 11. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 12. დანიილ კვიატი - 3; 13. სერხიო პერესი - 1.

Auto Bild
ლუის ჰემილტონი (მერსედესი) და სებასტიან ფეტელი (რედ ბული)

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 68; 2. მაკლარენი - 43; 3. ფერარი - 30; 4. უილიამსი - 20; 5. ფორს ინდია - 19; 6. რედ ბული - 15; 7. ტორო როსო - 6.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
"ჩავფრინდებით თბილისში, მოვიგებთ და სამი ქულით დავბრუნდებით"
გერმანია მოდის! ბიჭები ვართ და, დავხვდეთ!
გიორგი მერებაშვილი: გატუზომ მითხრა, დამელოდე, შენც თან წაგიყვანო...
სხვა სიახლეები
შუმახერის გარეშე სიცარიელეში ვართ!
29.05.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის მონაკოს გრანპრი შედგა, სადაც ”მერსედესმა” მორიგი დუბლი შეასრულა.
სრულად
მერსედესმა ჩინეთშიც იგრიალა! (+ VIDEO)
20.04.2014
პირველი ჰემილტონი, მეორე როსბერგი! ფეტელს კი თანაგუნდელმაც გაასწრო...
სრულად
მერსედესმა გამარჯვება შუმახერს მიუძღვნა!
17.03.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ავსტრალიის გრანპრით გაიხსნა, რომელიც 28 წლის ნიკო როსბერგმა (მერსედესი) მოიგო. გამარჯვების შემდეგ მერსედესელებმა ექს-მრბოლელი, ლეგენდარული მიხაელ შუმახერი არ დაივიწყეს.
სრულად
როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში?
როგორ ვისარგებლოთ ციფრული მაუწყებლობით
სად ღირს ფულის დაბანდება დღეს საქართველოში?
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda CR-V 6300 $
სასწრაფოდ!
Nissan Cube 3800 $
Honda HR-V 2000 $