სტრიპტიზი სტრიპზე
31.03.2014
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში

მსოფლიოში ყველაზე აზარტულ ქალაქს ღამით, რა თქმა უნდა, არ სძინავს, მაგრამ ჩვენ მაინც ისეთი დრო შევარჩიეთ, რომ ლას ვეგასის ბულვარის ეს ყველაზე ცნობილი ქუჩა მაქსიმალურად თავისუფალი ყოფილიყო. შუაღამემ სიცივეც მოიტანა და ამ დროს სწორედ მისწრებაა ის თბილი ჰაერი, რომელიც თავის მისადების ქვემოდან, სამი ხვრელიდან გამოდის და პირდაპირ კისერსა და კეფაზე მირტყამს. წესით, ამ სისტემის მუშაობის ხმა საერთოდ არ უნდა მესმოდეს, რადგან ჩვენ ლას ვეგასის მთავარ გამზირზე ვართ - იქ, სადაც ისეთი ხმაურია ხოლმე, რომელიც ამაზე გაცილებით მაღალ ხმებსაც შთანთქავს.

Auto Bild
ლას ვეგასის ბულვარის ცნობილ სტრიპზე უამრავი მდიდრული სასტუმრო და კაზინოა. შესაბამისად, ეს ამ ავტომობილისთვის იდეალური ადგილია

მაგრამ ახლა სხვა მომენტია. ჯერ ერთი ხუთშაბათია და მეორეც, დილის 4-ის ნახევარი გახლავთ - ამ დროს სტრიპი უჩვეულოდ ცარიელია. სტუმრების უმრავლესობას (ამ ქალაქს წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი სტუმარი ჰყავს) შაბათ-კვირამდე გემრიელად გამოძინება აქვს გადაწყვეტილი და ახლა მხოლოდ თითო-ოროლა თუ თამაშობს.

ასე რომ, ნეონის რეკლამების განათების ფონზე თოვლივით თეთრი BMW 435i Cabrio თავს ისე გრძნობს, როგორც ეგოისტი ბავშვი, რომელსაც დისნეი ლენდს ერთი დღით დაუთმობენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს მანქანა ამ ადგილს იდეალურად შეესაბამება: აქ თითქმის ყოველთვის მზიანი ამინდებია, ადამიანები კი თავს თავისუფლად გრძნობენ და სწორედ BMW-ს მეოთხე სერიის კაბრიოლეტის დარი მანქანები სჭირდებათ.


BMW-ს მეოთხე სერიით ვეგასში: სასიამოვნო და ფუნქციური კოკპიტი მესამე სერიისგან დიდად არ განსხვავდება. გადახდილი სახურავის დროს მეოთხე სერიის კაბრიოლეტში სივრცე და თავისუფლება იგრძნობა

მიუნხენელთა ახალი ქმნილება, რომელსაც მეოთხე სერია დაარქვეს და რომელმაც მესამე სერიის კუპე/კაბრიო ჩაანაცვლა, ზომებში ოდნავ მომატებულია. სიგრძე 4,64 მეტრი გახლავთ, სიგანე - 1,83 მეტრი. თუმცა მოკლე გადასვლები და ხუთი სანტიმეტრით გაზრდილი ბაზა კაბრიოლეტს ოპტიკურად მოხდენილად ჭიმავს, ხოლო უკანა ბაზის 8 სანტიმეტრით გაზრდა მანქანას სპორტულ იერს ანიჭებს. კაბრიოლეტმა შეინარჩუნა მყარი სახურავი, რომელიც ახლა უფრო თავშეკავებულია და მისი გადახდისა და დაფარების (რა თქმა უნდა, ავტომატური) პროცესი მხოლოდ 18 კმ/სთ-მდე სისწრაფის დროსაა შესაძლებელი.

სალონში ოთხი ზრდასრული ადამიანის ადგილია. ტრადიციულად, წინ ჯდომა გაცილებით კომფორტულია, ვიდრე უკან. უკანა სავარძლებზე მოთავსება პრობლემატურია და დრო სჭირდება, რადგან წინა სავარძლები მხოლოდ ელექტრონულად და, შესაბამისად, ნელი ტემპით იწევა. ლას ვეგასში დრო პრობლემა არ არის - აქ ხომ შვებულების გასატარებლად და ყოველდღიური პრობლემების დასავიწყებლად ჩამოდიან. საერთოდაც, ეს თავისუფალი დროის გასატარებელი ავტომობილია.



კაბრიოლეტისთვის მუდამ თანმდევი ერთი პრობლემა BMW-მ ჭკვიანურად მოაგვარა: აქამდე თავღია რეჟიმში საბარგულში დიდი ჩანთის ან ჩემოდნის ჩადება ძალიან ძნელი იყო, რადგან იქ სახურავი ინახება. BMW-ს მეოთხე სერიის კაბრიოლეტს სერიულად მოყვება ბარგის ჩადების ასისტენტი - ეს გახლავთ ლიფტის დარი ფუნქცია, რომელიც საბარგულში მოთავსებულ სახურავის ნაწილებს ამოძრავებს. ღილაკზე თითის ერთი დაჭერა და ეს ნაწილები ზემოთ-ქვემოთ მოძრაობას იწყებს. რაც შეეხება კაბრიოლეტის ინტერიერის სხვა აუცილებელ ატრიბუტებს: მძღოლისა და გვერდითა მგზავრისთვის, ასე ვთქვათ, კისრის ფენი არსებობს, რაც 400 ევრო ღირს და კისერში თბილ ჰაერს გვიბერავს. შესაბამისად, გადახდილი სახურავით მგზავრობა სიცივეშიც სასიამოვნოა. ჯდომის პოზიცია კი საკმაოდ ღრმაა, რის გამოც თავსა და მინის ჩარჩოებს შორის დისტანცია საკმარისია.

როგორ დადის BMW-ს მეოთხე სერიის კაბრიო? ელეგანტურად და საკმაოდ სპორტული სულისკვეთებით. მოხვევისა და მუხრუჭების რეაქცია სასიამოვნოდ პირდაპირია. სავალი ნაწილი არ არის ზედმეტად ხისტი. ლას ვეგასის ქუჩებშიც კი შეხვდებით ორმოებს, რომლებზეც 435i თითქმის არ კანკალებს და საკმაოდ კარგადაც ჩქარდება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან 6-ცილინდრიანი ძრავა ტურბირებულია, სიმძლავრე კი 306 ცხენის ძალა გახლავთ. თუმცაღა, ასეთი სიმძლავრის და, თანაც, ტურბინიანი აგრეგატი უფრო მეტსაც უნდა ახერხებდეს. როგორც ჩანს, საქმეს ის ფაქტი ართულებს, რომ მიუხედავად ერთი ყუთი ლუდის წონის ნაკლები სიმძიმისა, მეოთხე სერიის კაბრიო მაინც საკმაოდ მძიმეა - 1,8 ტონას იწონის, ასეთ წონას კი თრევა უნდა.


Auto Bild
Auto Bild


BMW-ს მეოთხე სერია სოლიდური კუპედან მოხდენილ კაბრიოლეტად თითქმის 20 წამში გადაიქცევა. სახურავის გადახდის პროცესი სვლის დროსაც ფუნქციონირებს - ოღონდ, მაქსიმუმ 18 კმ/სთ სისწრაფემდე

435i-ს გარდა, ორი ნაცნობი ძრავაა ხელმისაწვდომი: ასევე ტურბირებული 2-ლიტრიანი და 4-ცილინდრიანი აგრეგატი 245 ცხენის ძალით (428i) და ასეთივე მოცულობის მქონე დიზელის ძრავა 184 ცხენის ძალით (420d). სტარტ-სტოპი და 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოდი სერიულია, 8-საფეხურიანი ავტომატიკა კი დამატებით 2150 ევროდ მოგივათ. ვეგასში ოდნავ მაინც თუ გაგიმართლებთ, ამ თანხას მოიგებთ...

აი, ამ ავტომობილის შესაძენი მთლიანი თანხოს მოგება კი ძალიან ძნელია - ამისათვის მართლა მაგარი იღბლიანი უნდა იყოთ! BMW-ს მეოთხე სერიის კაბრიოს საწყისი ფასი 46 300 ევროა, ხოლო ჩვენს მიერ გატესტილი 435i კი 56 150 ევრო ღირს. როგორც იტყვიან ცდა ბედის მონახევრეა და კაზინოში შესვლა ერთხელ მაინც შეიძლება...

მოგვწონს
სპორტულობისა და რაფინირებულობის ნაზავი. ამ მანქანაში სპორტულობა და ელეგანტურობა კარგადაა შეზავებული.

გვაკლია
სიმსუბუქე. 1,8-ტონა ამ კლასში საკმაოდ მძიმე ტვირთია

გვიკვირს
მოხვევის სისტემის პირდაპირობა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ iDrive შესანიშნავი რამაა!

დასკვნა
ეს ღამე არასდროს დამავიწყდება. არა მარტო იმის გამო, რომ ლას ვეგასის სტრიპი აბსოლუტურად ჩვენს განკარგულებაში იყო, არამედ იმიტომ, რომ თავღია მეოთხე სერია კომფორტული და ამავდროულად საკმაოდ სპორტულიცაა. ჩვენ ამას ელეგანტური სპორტულობას ვუწოდებდით. ოღონდ, ეს სიამოვნება ძალიან ძვირია.
დანი ჰაინე

ტექნიკური მონაცემები
BMW 435i Cabrio Automatik

6-ცილინდრიანი, Turbo • 4 სარქველი თითო ცილინდრზე • მოცულობა: 2979 სმ3 • სიმძლავრე: 225 კვ (306 ცხ. ძ.)/5800 • ბრუნის მომენტი: 400 ნმ/1200 • უკანა ამძრაობა • 8-საფ. ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4638/1825/1384 მმ • ბაზა: 2810 მმ • წონა: (EU) 1825 კგ • საბარგული: 220–370 ლ. • ავზის მოცულობა: 60 ლ. • 0–100 კმ/სთ: 5,5 წამში • მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ • საწვავის ხარჯი: 7,5 ლ. Super • გამონაბოლქვი: 176 გ/კმ
ფასი: 56 150 ევრო

Auto Bild

აქ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო BMW-ს მეოთხე სერიის კაბრიოლეტის შესახებ

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
08.07.2014
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
01.07.2014
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
30.06.2014
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes E320
Mercedes CLK240
Mercedes E220
HONDA Hr-v