სეზონის გრანდიოზული გახსნა რუსთავის ავტოდრომზე
სეზონის გრანდიოზული გახსნა რუსთავის ავტოდრომზე
12.04.2014
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი და საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია იწყებს 2014 წლის სარბოლო სეზონს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი წრიულ რბოლაში შვიდ ეტაპად არის დაყოფილი და საერთაშორისო შეჯიბრით დასრულდება.

კვირას, 13 აპრილს, პროფესიონალი მრბოლელები ერთმანეთს შეეჯიბრებიან შემდეგ კლასებში: “ფორმულა ალფა”, US Legends, GT Unlimited, Touring Ligth, “ლუკოილის ecto”-ს თასი და მოტოციკლები.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია და რუსთავის ავტოდრომი გვპირდებიან, რომ 2014 წლის სეზონი ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტარტზე ფორმულას 20 ბოლიდს ვიხილავთ, რაც უდაოდ შთამბეჭდავი რაოდენობაა არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, მთლიანად ევროპისთვის.

გახსნის ოფიციალური ცერემონია 13 საათზე დაიწყება, რბოლებს კი შემდეგი განრიგით ვიხილავთ:

14.30 საათი: “ფორმულა ალფა”
15.10 საათი: Touring Light
15.50 საათი: US Legends
16.30 საათი: GT Unlimited
17.10 საათი: მოტოციკლი

როგორც საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციაში გვაცნობეს, რუსთავში ჩასული მაყურებელი ნახავს უამრავ გასართობ შოუს, მათ შორის დრიფტს, მოტო სტანტს, პულტიანი ავტომობილების შეჯიბრს და ა.შ. რბოლას დაასრულებს პოპულარული ქართული ჯგუფის, “ლაუდსპიკერის” კონცერტი.

მევლუდ მელაძე (რუსთავის ავტოდრომის დირექტორი; მრბოლელი): “ჩვენი მიზანია, ყოველი რბოლა ვაქციოთ ისეთ სანახაობად, რომ მაყურებელი დაიმუხტოს პოზიტიური ენერგიით და კვირა დღე მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნოდ, სუფთა ჰაერზე გაატაროს. 13 აპრილი სწორედ ასეთი დღე იქნება”.

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
07.07.2014
”1000 კილომეტრი საქართველოში” - სწორედ ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომლის პრემიერა ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” აგვისტოს ნომერში შედგება.
სრულად
30.06.2014
შსს-ს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალებათა ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების საფასური განსაზღვრა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართა.
სრულად
მერობის კანდიდატების მანქანები და ჯარიმები
09.06.2014
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით, ”AUTO BILD საქართველო” თბილისის მერობის კანდიდატების ავტომობილებით დაინტერესდა.
სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Hyundayi Tucson
Mercedess E320
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
Mercedes Vito