ჯარიმებზე საურავები მცირდება!
ჯარიმებზე საურავები მცირდება!
14.04.2014
საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის სხდომაზე განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ ინიციატივა წარადგინა , რომელიც ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საურავების შემცირებას ითვალისწინებს..

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელშიც გაიწერა საურავების დაკისრების ახალი მექანიზმი. კერძოდ: თუ პირი არ გადაიხდის ჯარიმას, მას დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით და არაუმეტეს 500 ლარისა.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის 30 დღის ვადაში არგადახდის შემთხვევაში, მოქალაქეს 100 ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში პირველი საურავი პირდაპირ 150 ლარის ოდენობით ერიცხება, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. ახალი ინიციატივის მიხედვით, 20-ლარიანი ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ საურავი არა 150, არამედ 40 ლარი იქნება, 50-ლარიანი ჯარიმის შემთხვევაში - 100 ლარი...

სამინისტრომ ასევე შეიმუშავა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული მართვის უფლების ადღგენის შემდეგი ფორმულა: თუ ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი გადაიხდის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ორმაგ ოდენობას, სამართალდამრღვევს აღუდგება ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისთვის ჩამორთმეული მართვის უფლება, ხოლო თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს, მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ერთნახევარი ოდენობის გადახდის (მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის) შემთხვევაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსის თანახმად, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო შეჩერებული მართვის უფლების დასაბრუნებლად მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საურავი და დამატებით 500 ლარიანი ჯარიმა, თუ მართვის უფლება შეჩერებულია 6 თვის ვადით, ხოლო თუ შეჩერებულია 1 წლის ვადით – საურავთან ერთად 1000 ლარიანი ჯარიმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯარიმის გადახდა ხდება სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. მოქალაქეები ხშირად ვერ ამჩნევენ ტერმინალების მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიოს არსებობას და სახელმწიფო ბიუჯეტში ხორციელდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობის არასრულად ჩარიცხვა. აღნიშნულის საფუძველზე, ჯარიმა არ ითვლება გადახდილად, შესაბამისად მათ ეკისრებათ საურავი და დადგენილი ვადით უჩერდებათ მართვის უფლება. როდესაც მოქალაქისთვის ეს ხდება ცნობილი, ის მიმართავს საპატრულო პოლიციას საურავისა და მართვის უფლების შეჩერების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

შსს-ს ინიციატივით, ასეთ შემთხვევებში სამართალდამრღვევს მიეცემა შესაძლებლობა გადაიხადოს საბანკო დაწესებულებისა თუ ელექტრონული გადახდის საშუალებით მომსახურებისთვის დადგენილი საფასური (1-დან 3 ლარამდე), და აღნიშნულის შესახებ მიმართოს საპატრულო პოლიციას დარიცხული საურავის გაუქმებისა და მართვის უფლების აღდგენის შესახებ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
07.07.2014
”1000 კილომეტრი საქართველოში” - სწორედ ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომლის პრემიერა ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” აგვისტოს ნომერში შედგება.
სრულად
30.06.2014
შსს-ს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალებათა ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების საფასური განსაზღვრა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართა.
სრულად
მერობის კანდიდატების მანქანები და ჯარიმები
09.06.2014
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით, ”AUTO BILD საქართველო” თბილისის მერობის კანდიდატების ავტომობილებით დაინტერესდა.
სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
Mercedess E320
HONDA Hr-v
Mercedes E320