ჩვენს წინაშეა ავტომობილის ევროპული ვერსია, რომელიც შექმნილია "ფოლკსვაგენის" მრავალფუნქციური MQB-ის პლატფორმაზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ავტომობილი ზომაში გაიზარდა, აგრეთვე მიიღო ახალი დიოდური სანათები. მომატებულმა საბურავების ბაზამ უნდა გაზარდოს სალონი, უპირველეს ყოვლისა, კომფორტს იგრძნობენ უკანა მგზავრები, აგრეთვე გაიზრდება საბარგულის მოცულობა.

ახალი Volkswagen Passat მიიღებს კუთხოვან დიზაინს, ნაკლები დახრილობა ექნება კაპოტს. ინტერიერი, სავარაუდოდ, არა მარტო ახალი ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების ახალი სისტემით აღიჭურვება, არამედ ახალ მასალას გამოიყენებენ სალონის გასაწყობად.
როგორ ვარაუდობენ, სიახლის დებიუტი 2015 წლის სექტემბერში, ფრანქფურტის ავტოსალონზე შედგება და გაყიდვაშიც ამავე წელს გამოვა.
