მერსედესმა ჩინეთშიც იგრიალა! (+ VIDEO)
მერსედესმა ჩინეთშიც იგრიალა! (+ VIDEO)
20.04.2014
პირველი ჰემილტონი, მეორე როსბერგი! ფეტელს კი თანაგუნდელმაც გაასწრო...

”მერსედესი” ფორმულა 1-ში ისევ შეუჩერებელია! ჩინეთის გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო, მეორე ადგილზე კი მისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ”მერსედესის” პილოტებმა ზედიზედ მესამედ შეასრულეს დუბლი - მალაიზიისა და ბაჰრეინის ეტაპების შემდეგ, ჰეთ-თრიკი ჩინეთში გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ საერთო ჩათვლაში 4 გრანპრის შემდეგ ისევ 28 წლის როსბერგი ლიდერობს, ჰემილტონი კი, მიუხედავად სამი გამარჯვებისა, მეორე ადგილზეა.

Auto Bild
ჩინეთის გრანპრის პოდიუმზე: როსბერგი, ჰემილტონი და ალონსო

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ჩინეთის გრანპრიზე მეხუთე ადგილს დასჯერდა, პარადოქსი კი ის არის, რომ 26 წლის გერმანელს თანაგუნდელმა დანიელ რიკარდომაც (მე-4) კი გაასწრო. მესამე ადგილი ფერნანდო ალონსომ (ფერარი) დაიკავა.

”ძალიან მაგარი ბოლიდები გვყავს და ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ამ ბოლიდებით რბოლა უდიდესი სიამოვნებაა,” - ეს ჰემილტონის სიტყვებია. ”მერსედესის” გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია იმის გამო, რომ ჰემილტონსა და როსბერგს ბოქსებთან კავშირის პრობლემები შეექმნათ. მაგალითად, ”მერსედესის” მექანიკოსებს თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში არ ჰქონდათ ინფორმაცია საწვავის ხარჯის შესახებ.

Auto Bild
ლუის ჰემილტონს გამარჯვებას ულოცავენ

”ეს უქმეები უიღბლო გამოვიდა, მაგრამ მეორე ადგილით კმაყოფილი ვარ. ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა და ბარსელონაში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებ,” - განაცხადა როსბერგმა, რომელიც ჩინეთის გრანპრის შემდეგ თანაგუნდელ ჰემილტონს 4 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ როსბერგისთვის რბოლა კატასტროფულად დაიწყო: სტარტზე მეოთხე გახლდათ, მერე კი მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ამასთან ერთად, მისი ბოლიდი ერთ მომენტში მსუბუქად შეეხო ფინელ ვალტერი ბოტასისას (უილიამსი). ფეტელმა თანაგუნდელ რიკარდოს მაშინვე ჩაუქროლა და ჰემილტონს ებრძოდა, მაგრამ სებამ ეს მდგომარეობაც ვერ შეინარჩუნა. 25-ე წრეზე ”რედ ბულის” ბოქსიდან ფეტელს ასეთი შინაარსის შეტყობინება მიუვიდა: ”გაატარე დანიელი!” ამ შეტყობინებას მცირე დისკუსია მოჰყვა, მერე კი სებამ დათმო და უფრო სწრაფ ავსტრალიელს გზა დაუთმო. ცხადია, რომ მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ამის გამო ძალიან გაბრაზებული იქნებოდა...

Auto Bild
სებასტიან ფეტელი რბოლის შემდეგ ძალიან ცუდ ხასიათზე იყო

”გუნდის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე წინ ვაყენებ. წელს ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სტარტი იყო, მაგრამ მერე ვითარება უარესობისკენ შეიცვალა და მეც მივხვდი, რომ შანსი აღარ მქონდა. თავს მართლაც ცუდად ვგრძნოვ, რადგან ბოლიდი არ აკეთებს იმას, რაც მე მინდა - არ მემორჩილება,” - დამწუხრებული იყო რბოლის შემდეგ ფეტელი.

Auto Bild
ჰემილტონს ფეტელი და ალონსო მოსდევენ

Auto Bild
ჯენსონ ბატონის მეგობარი გოგონა ჯესიკა ავტოდრომს ტოვებს. მისი რჩეული მხოლოდ მე-11 ადგილზე გავიდა

რბოლის დასასრული ცოტა არ იყოს, კურიოზული გამოვიდა: შავ-თეთრი დროშა ერთი წრით ადრე, 55 წრის შემდეგ ააფრიალეს! რეგლამენტის თანახმად, ამის გამო საბოლოოდ მხოლოდ 54 წრე ჩაითვალა, რამაც ძალიან გააბრაზა კამუი კობაიაში (კატერჰემი), რადგან ამ უკანასკნელმა ჟიულ ბიანკის (მარუსია) სწორედ 55-ე წრეზე გაასწრო. მაგრამ რაკი ეს წრე აღარ ჩაითვალა, კობაიაში მე-17 პოზიციაზე დარჩა. კიდევ კარგი, რომ ამ შეცდომამ სხვა პოზიციებზე გავლენა არ მოახდინა...

IV ეტაპი. ჩინეთის გრანპრი

1. ჰემილტონი (მერსედესი): 1:36:52,810Auto Bild
2. როსბერგი (მერსედესი): + 18,686
3. ალონსო (ფერარი): + 25,765
4. რიკარდო (რედ ბული): + 26,978
5. ფეტელი (რედ ბული): + 51,012
6. ჰიულკენბერგი (ფორს ინდია): + 57,581
7. ბოტასი (უილიამსი): + 58,145
8. რაიკონენი (ფერარი): + 1:23,990
9. პერესი (ფორს ინდია): + 1:26,489
10. კვიატი (ტორო როსო): + 1 წრე
11. ბატონი (მაკლარენი): + 1 წრე
12. ვერნი (ტორო როსო): + 1 წრე
13. მაგნუსენი (მაკლარენი): + 1 წრე
14. მალდონადო (ლოტუსი): + 1 წრე
15. მასა (უილიამსი): + 1 წრე
16. გუტიერესი (ზაუბერი): + 1 წრე
17. კობაიაში (კატერჰემი): + 1 წრე
18. ბიანკი (მარუსია): + 1 წრე
19. ჩილტონი (მარუსია): + 2 წრე
20. ერიქსონი (კატერჰემი): + 2 წრე
21. გროსჟანი (ლოტუსი): 29 წრე (გადაცემათა კოლოფი).
22. სუტილი (ზაუბერი): 6 წრე (ძრავა)

საერთო ჩათვლა

1. ნიკო როსბერგი - 79 (1 მოგება)Auto Bild
2. ლუის ჰემილტონი 75 (3 მოგება)
3. ფერნანდო ალონსო - 41
4. ნიკო ჰიულკენბერგი - 36
5. სებასტიან ფეტელი - 33
6. დანიელ რიკარდო - 24
7. ვალტერი ბოტასი - 24
8. ჯენსონ ბატონი - 23
9. კევინ მაგნუსენი - 20
10. სერხიო პერესი - 18
11. ფელიპე მასა - 12
12. კიმი რაიკონენი - 11
13. ჟან-ერიკ ვერნი - 4
14. დანიილ კვიატი - 4.

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 154
2. რედ ბული - 57
3. ფორს ინდია - 54
4. ფერარი - 52
5. მაკლარენი - 43
6. უილიამსი - 36
7. ტორო როსო - 8


Auto Bild

იხილეთ ჩინეთის გრანპრის ვიდეო-მიმოხილვა

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
"ჩავფრინდებით თბილისში, მოვიგებთ და სამი ქულით დავბრუნდებით"
გერმანია მოდის! ბიჭები ვართ და, დავხვდეთ!
გიორგი მერებაშვილი: გატუზომ მითხრა, დამელოდე, შენც თან წაგიყვანო...
სხვა სიახლეები
შუმახერის გარეშე სიცარიელეში ვართ!
29.05.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის მონაკოს გრანპრი შედგა, სადაც ”მერსედესმა” მორიგი დუბლი შეასრულა.
სრულად
მერსედესის პირველი დუბლი 60 წლის შემდეგ
31.03.2014
გასულ უქმეებზე შედგა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მალაიზიის გრანპრი, რომელზეც "მერსედესმა" 60-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა...
სრულად
მერსედესმა გამარჯვება შუმახერს მიუძღვნა!
17.03.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ავსტრალიის გრანპრით გაიხსნა, რომელიც 28 წლის ნიკო როსბერგმა (მერსედესი) მოიგო. გამარჯვების შემდეგ მერსედესელებმა ექს-მრბოლელი, ლეგენდარული მიხაელ შუმახერი არ დაივიწყეს.
სრულად
როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში?
როგორ ვისარგებლოთ ციფრული მაუწყებლობით
სად ღირს ფულის დაბანდება დღეს საქართველოში?
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Teana 4000 $
Honda CR-V 6300 $
Toyota Altezza 2700 $
სასწრაფოდ!