მოგზაურობა დრაკულას სამშობლოში
მოგზაურობა დრაკულას სამშობლოში
30.04.2014
5000 კილომეტრი ევროპის გზებსა და უგზოობაზე : AUTO BILD-ის ხანგრძლივი ტესტის ფერხულში ჩაბმული ავტომობილები, მერსედეს A-კლასი და ფოლკსვაგენ გოლფი მივლინებით ტრანსილვანიაში, დრაკულას სამშობლოში გავუშვით

AUTO BILD-ის ავტოფარეხში ერთი წლის წინ ორი ისეთი ახალი მოდელი შემოგორდა, რომელთა მიმართ ინტერესი უდიდესია - ზუსტად ერთი წლის წინ ახალი Mercedes ”A-კლასისა” (A 180) და VW Golf VII-ის ხანგრძლივი ტესტი დავიწყეთ. პირველმა თავიდანვე უდიდესი დისკუსიები გამოიწვია, რადგან ”მერსედესმა” უფრო ასაკოვანი ხალხზე გათვლილი ”A-კლასი” დაადაბლა, დაამშვენა და ახალგაზრდულ ავტომობილად გადააქცია. მეორეს კი, ანუ, ”გოლფს” მომხმარებელი ყოველთვის ძალიან კრიტიკულად უყურებს, რადგან დაუწერელი კანონივითაა: ყოველი ახალი ”გოლფი” წინამორბედზე უკეთესი უნდა იყოს და თანაც, ხანგრძლივ პერიოდში!

Auto Bild
მტვრიანი ქუჩები და პატარა კენჭების კორიანტელი - ეს ყველაფერი საღებავისთვის ცუდია

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ხანგრძლივი ტესტის პირველივე შედეგები საკამათო იყო და დღემდე საკამათოა. ”მერსედესის” ფრაქციას შეუძლია უხაროდეს ის, რომ ახალი ”A-კლასი” გარეგნულად მართლაც ძალიან მიმზიდველია, მაგრამ, სამაგიეროდ, პრაქტიკულობაში მოიკოჭლებს. ”გოლფმა” კი თავისი გენების გამოვლენა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოგვიანებით დაიწყო. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ”გოლფს” ერთი შეხედვით ისე ვერ დააფასებ, როგორც გარკვეული პერიოდის შემდეგ. ფაქტია, რომ დღეს ახალი ”გოლფი” ჩვენს რედაქციაში უკვე ყველასათვის საყვარელი სამსახურებრივი მანქანაა.


რუმინეთში ცხენებსაც ძალიან ხშირად შეხვდებით. ადგილობრივები ჩვენს ტესტ-მანქანებს ძალიან დიდხანს ათვალიერებდნენ

ორივე ავტომობილმა ამ ერთ წელიწადში უკვე გაიარა იმდენი კილომეტრი, რამდენიც მთელი მსოფლიოსთვის ერთი წრის დარტყმას ეყოფოდა, მაგრამ რედაქციიდან ასე შორს პირველად წავიყვანეთ. ”დიტერ, შენ ხომ რუმინეთში მეგობრები გყავს? კარგად დააკვირდი, რას ფიქრობს ხალხი ამ ავტომობილებზე იქ, სადაც ჯერ არ ვყოფილვართ და სადაც ხალხი სხვანაირად ცხოვრობს. რუმინეთში ასფალტი არცისე ხარისხიანია და სწორედ ასეთ გზებზე გამოცდა გვჭირდება ყველაზე მეტად. ნურცერთს ნუ დაინდობ!” - მითხრა ტესტების შეფმა ანდრეას ბორხმანმა. “Okay!” - ვუპასუხე მყისიერად.

ნუ დავინდობ? თავიდან გადავწყვიტე, მოგზაურობაში რვა ადამიანი წავსულიყავით. თითოეულში 4-4 მგზავრი მოთავსდებოდა. პირველივე კილომეტრებზე მივხვდით, რომ ”გოლფში” 4 ზრდასრული ადამიანი შორ გზაზეც ნორმალური კომფორტით იმგზავრებდა - ”ფოლკსვაგენის” ბესტსელერში კარგადაც ზიხარ და ხილვადობაც მისაღებზე უკეთესი გაქვს. აი, ახალი ”A-კლასი” კი მასთან შედარებით ეკონომ-კლასია და თუ ჩაჯდომისას ყურადღებით არ იქნები და იჩქარებ, დიდი შანსია, ჩაჯდომისას თავი ჩაღრმავებულ სახურავს მიარტყა. გარდა ამისა, მაღალი გვერდითა ზოლი ხილვადობის ხარისხს ამცირებს. კორექტულად რომ ვთქვათ: ”A-კლასს” კუპესებრი დიზაინი აქვს, რაც ვიზუალისთვის კარგია, პრაქტიკულობისთვის კი - არა. ერთი სიტყვით, ”გოლფში” საგრძნობლად მეტი სივრცეა.

Auto Bild Auto Bild
რაც ”მერსედესის” პატარა საბარგულში არ ჩაგვეტია, უკანა სავარძელზე დავდეთ. ასე გამოიყურებოდა ”გოლფის” საბარგული მოგზაურობის მეორე დღეს

AUTO BILD-მა ეს მოდელები Easy-Index კრიტერიუმებში ჯერ კიდევ შარშან შეადარა და პრაქტიკულობის თვალსაზრისით შედარება სწორედ ”გოლფმა” მოიგო - ასე რომ, ახალს არაფერს ვამბობ. უბრალოდ, სტატიკური და აზომვითი შედარება შორ გზაზე მგზავრობისას, ანუ, პრაქტიკაში დადასტურდა. საბოლოო ჯამში, ტრანსილვანიისკენ წასვლის წინ ასეთ კომპრომისზე წავედით: 4 მგზავრი და ბარგი ”გოლფში”, სამი მგზავრი - ”A-კლასში”.

უჩვუილო ტესტ-ტურმა სტარტი ნოემბერში აიღო. რუმინეთის საზღვრამდე არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, რადგან იდეალურ ავტობანებზე ვმოგზაურობდით. ავსტრიიდან სიჩქარის ნამეტანმა შეზღუდვამ შეგვაწუხა, თუმცა ავსტრიის ავტობანები გერმანულებთან შედარებით, უფრო თავისუფალი იყო.


ეს ჯერ კიდევ უნგრეთია, კერძოდ მაკო, სადაც შესანიშნავ Familia Panzio-ში გავრჩერდით

ძრავების დეტალური შეფასება პირველად უნგრეთში, ღამის გასათევად გაჩერების შემდეგ დავიწყეთ: ორივე აგრეგატი 4-ცილინდრიანია, ორივეს ტურბინა და 122 ცხენის ძალა აქვს და მძღოლს ორივე ასიამოვნებს. ფაქტობრივად ტყუპებივით მუშაობენ: ორივეთი შესაძლებელია 200 კმ/სთ-ზე ოდნავ მეტის განვითარება და საშუალოდ 100 კილომეტრზე ორივე დაახლოებით 6,5 ლიტრ სუპერს წვავს.

”გოლფში” კრიტიკის ობიექტი DSG-ავტომატიკა გახლდათ, რომელიც გადაცემებს ხანდახან თავისებურად რთავს. Mercedes A 180-ში კი ნიშანდობლივია ის, რომ ზედა ორივე გადაცემა არცისე გრძელია.

ნამდვილი ბალკანური ტესტი კი უნგრეთის შლაგბაუმების შემდეგ დაიწყო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სწორედ უნგრეთის შემდეგ დაიწყო ვარჯიში გადარჩენისთვის. რუმინეთში ავტობანების დეფიციტია. შესაბამისად, ავტობანის მაგივრობას ძაღლების გვამებით ”მორთული” ევროპის ქუჩა ნომერი 68 სწევს, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს მოძრაობა გზაზე. განადგურებული მთავარი ბარიერები, ნაავარიები ავტომობილები და სატვირთოები, რომელთა საბურავები ცისკენაა მიპყრობილი ნათლად ასახავენ ყველაფერს, რაც ამ გზებზე ხდება. სამუხრუჭე მანძილისთვის თადარიგი ორჯერ მეტად უნდა დაიჭირო, საპირისპირო გზიდან შეიძლება მოულოდნელად გადმოგიხტეს რომელიმე თავქარიანი და ა.შ.

Auto Bild
რუმინეთში ასეთი ადგილები ძალიან ბევრია. სწორედ ასეთ ადგილებში ზიანდება ადგილობრივი Dacia-ს ავტომობილებიც (ქვედა ფოტოზე, უკან). როდის შეაკეთებენ? კაცმა არ იცის, რადგან რუმინეთი ღარიბი ქვეყანაა
Auto Bild

პოლიცია? კონტროლი? ჰო, ხანდახან მართლაც ვხედავდით Politia-Dacia-ს - ეს იყო და ეს. საპირისპირო გზიდან ყოველი მესამე ავტომობილი შორსმაშუქ ფარებს გინთებს და, მიუხედავად უდიდესი ჯარიმებისა, 2012 წელს ევროკავშირის მასშტაბით ავტოავარიების შედეგად, პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ რუმინეთში დაიღუპა! საბედნიეროდ, მიუხედავად სრული დატვირთვისა, კრიტიკული ვითარებიდან გამოძრომას ორივე სატესტო ავტომობილი ახერხებდა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ რუმინეთის გზებზე ვერაგობას საზღვარი არ აქვს და თავს დაცულად ვერ გრძნობ.

მძიმე ზამთრის შემდეგ ამ გზებზე მზაკვრული ორმოები რჩება, რომლებიც ავტომობილის სავალი ნაწილის გეომეტრიებს აზანზარებენ და საბურავებს აბუჩად იგდებენ. ზოგიერთ ადგილებში გზა ისეთი ტალღოვანია, რომ რამდენჯერმე მიწას ავტომობილის იატაკიც კი შეეხო!

შესაბამისად, იძულებულები ვიყავით, რომ დაბალკლირენსიანი ”მერსედესი” შედარებით ფრთხილად გვეტარებინა. ფაქტია, გზატკეცილებზე ღამით მგზავრობა არცისე კარგი იდეა იყო. მართალია, დათვები არ შეგვხვედრია, მაგრამ კამეჩებთან პაემნების ნაკლებობას კი ნამდვილად არ ვუჩიოდით - აღარაფერს ვამბობთ ძროხებსა და ცხვრებზე. ერთი სიტყვით, დრაკულას სამშობლო ტრანსილვანიაში მძღოლის შორსმჭვრეტელობა უმნიშვნელოვანესია!

Auto Bild
ვინ მოთვლის, რამდენი ასეთ ”პაემანი” გვქონდა...

ეს რაც შეეხება ავტომობილისტის თავგადასავალს. ისე კი, დღისით და მზისით ეს ადგილები შესანიშნავია. გორაკებიანი ლანდშაფტები თვალსასეირო საძოვრებითა და ტყეებითაა დამშვენებული, ზემოთ კი ულამაზესი კარპატების ხედი იშლება. ხშირად შეხვდებით აჭრელებულ პატარა სოფლებს. ისეთ ადგილებში, როგორებიცაა ბრანი (ბრაშოვის მხარე) და სიგისოარა, ხალხი ტურისტებს ვამპირის თემატიკით იზიდავს. ვისკრიში პრინც ჩარლზს ბიო-ეზო აქვს, სადაც კამილასთან ერთად ვერტმფრენით ჩადის ხოლმე. სიბიუ კულტურული მემკვიდრეობის ქალაქია...

Auto Bild Auto Bild
”მერსედესში” ხილვადობა შეზღუდულია, მოხვევის სისტემა კი მართლაც შესანიშნავია. გადაცემათა კოლოფის ბერკეტი რადიოს ქვემოთ განთავსებული კლიმატკონტროლის რეგულატორების მოხმარებაში ხელს გვიშლის. ისევე, როგორც ყველა მისი წინამორბედი, ახალი ”გოლფის” ინტერიერიც პრაქტიკულობით გამოირჩევა. ხილვადობა კარგია, საჭე ღილაკებით გადატვირთულია

ტესტის ბოლოს ყველას ერთადერთ კითხვაზე უნდა გვეპასუხა: ამ ორიდან რომელი ავტომობილია ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის უკეთესი? მგზავრებს შორის ხმების უმრავლესობა Golf VII-მა მიიღო. მათუ არგუმენტები: სასიამოვნო გარეგნობა, ერგონომიკული ინტერიერი, მაღალი კომფორტი. თუმცა: ვიზუალური ეფექტი ”A-კლასს” გაცილებით დიდი აქვს და ისეთ ღარიბ, მაგრამ ავტომობილებზე შეყვარებულ ქვეყანაში, როგორიც რუმინეთია, პირველ რიგში ყველა Mercedes ”A-კლასს” ათვალიერებდა და მხოლოდ მის შემდეგ ახალ ”გოლფს”.

საკმარისია თუ არა ეს იმისათვის, რომ ”A-კლასმა” მასზე დაკისრებული მისია შეასრულოს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, რადგან არაფერი არაა ისე წარმავალი, როგორც მოდა.

დასკვნა
ერთიანობა აძლიერებს და ჩვენ, ტრანსილვანიის მოგზაურნი შევთანხმდით: სამოგზაუროდ Golf VII უკეთესი ავტომობილია. Mercedes ”A-კლასის” პლუსები მასთან შედარებით მხოლოდ მოდური იერი, შესანიშნავად პირდაპირი მოხვევა და წინა სავარძლებია. ამძრაობის თვალსაზრისით ფრე დაფიქსირდა, სხვა დანარჩენი კი ”მერსედესისთვის” დამახასიათებელ სტანდარტს ჩამოუვარდება. არადა, ადრე კონკურენტები იღებდნენ მაგალითს ”მერსედესისგან”...
დიტერ როდატცი

Auto Bild
ხედი კარპატებზე სიბიუში, საოცნებო პანორამა ფოტოგრაფ სვენ კრიგერისთვის, რომელიც ფოტოზე, რა თქმა უნდა, არ ჩანს

ტექნიკური მონაცემები

Mercedes A 180

4-ცილინდრიანი, Turbo • მოცულობა: 1595 სმ3 • სიმძლავრე: 90 კვ (122 ცხ. ძ.)/5000 • ბრუნის მომენტი: 200 ნმ/1250 • წინა ამძრაობა • 6-საფეხურიანი კოლოფი • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4292/1780/1433 • წონა: 1358 კგ • ავზის მოცულობა: 50 ლ. • 0–100 კმ/სთ: 9,0 წამში • მაქს. სიჩქარე: 202 კმ/სთ • საწვავის საშუალო ხარჯი: 5,5 ლ. Super/100 კმ-ზე • გამონაბოლქვი: 128 გ/კმ • საწვავის ხარჯი ტესტზე: 6,4 ლ/100 კმ-ზე
ფასი ”მერსედესის” თბილისის ცენტრში: 20 900 ევროდან

Auto Bildძარა: ”A-კლასი” ”გოლფზე” გრძელია, მაგრამ სალონში საგრძნობლად ნაკლებ სივრცეს გვთავაზობს. უკან მოთავსებული მგზავრი შორ გზაზე თავს არცისე კომფორტულად იგრძნობს, როგორც ამას ”მერსედესისგან” მოვითხოვთ. თანაც, უკან უმჯობესია მხოლოდ ერთი მგზავრი მოვათავსოთ, რადგან საბარგული იმდენად მცირე მოცულობისაა, რომ უკანა სავარძლის მეორე მხარე ბარგისთვის უნდა გამოვიყენოთ. დამუშავება კარგია, მაგრამ აქა იქ იაფფასიანი იერის პლასტმასი გვხვდება.

ამძრაობა: 122 ცხენის ძალა 1,6-ლიტრიანი ძრავისთვის საკმარისზე მეტია, თუმცა შეიძლებოდა, რომ ეს აგრეგატი მაღალ ბრუნებზე უფრო ბეჯითიც ყოფილიყო. გადაბმულობის ზედა საფეხურები ცოტათი გრძელია. ვისაც რუმინეთში სახიფათო სიტუაციებიდან სწრაფად გამოძრომა უნდა, გადაცემები ხშირად უნდა გადართოს.

კომფორტი: მტესტავების აზრით, ”A-კლასში” ყველაზე კომფორტული წინა სავარძლებია. მათი ვარირებაც ძალიან მარტივი და, რაც მთავარია, მრავალმხრივია, კომფორტულადაა დამუშავებული, გვერდითა ფიქსაცია კი სამაგალითოა. სამაგიეროდ, ჩაჯდომის კომფორტია ძალიან შეზღუდული. რაც შეეხება სალონის უკანა ნაწილს - იქ მეორედ შეძრომა თავისი სურვილით არავის მოუნდება.

სვლის ხარისხი: Conti WinterContact-საბურავებით მოხვევა მართლაც შესანიშნავი იყო და ტესტის დასრულების შემდეგ ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ამაზე პირდაპირი მოხვევა სხვა არცერთ კომპაქტს არ აქვს. აღსანიშნავია, რომ სავალ ნაწილს გზის მოკლე ტალღები არ ეპიტნავება. სამაგიეროდ, აჩქარებისას ასფალტზე იდეალური მოჭიდება იგრძნობა.

ხარჯები: ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი ეგზემპლარი შევარჩიეთ - ფული თვით ნავიგაციისთვისაც კი არ გავიმეტეთ. საწვავის ხარჯი კი ტესტირებისას ”გოლფზე” 0,2 ლიტრით ნაკლები გამოვიდა.

ტექნიკური მონაცემები

VW Golf VII 1.4 TSI

4-ცილინდრიანი, Turbo • მოცულობა: 1395 სმ3 • სიმძლავრე: 90 კვ (122 ცხ. ძ.)/5000 • ბრუნის მომენტი: 200 ნმ/1500 • წინა ამძრაობა • 6-საფეხურიანი DSG • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4255/1790/1452 • წონა: 1249 კგ • საწვავის ავზი: 50 ლ. • 0–100 კმ/სთ: 9,3 წამში • მაქს. სიჩქარე: 203 კმ/სთ • საწვავის საშუალო ხარჯი: 5,2 ლ. Super/100 კმ-ზე • გამონაბოლქვი: 120 გ/კმ • საწვავის ხარჯი ტესტზე: 6,6 ლ/100 კმ-ზე
ფასი ”ფოლკსვაგენის” თბილისის ცენტრში: ?? ??? ევროდან

ძარა: ამ კატეგორიაში Golf VII-მა Mercedes ”A-კლასი” შარშანდელ Easy-Index შედარებაშიც დაამარცხა. გრძელ გზაზე და სრულად დატვირთული მანქანის შემთხვევაში კი მისი უპირატესობა განსაკუთრებით ჩანს: სივრცე წინაც და უკანაც საკმარისზე მეტია. საბარგული ოთხი მგზავრის ბარგს გაჭირვებით, მაგრამ იტევს. დამუშავება და ხარისხი მაღალი კლასის შესაბამისია. ერთადერთი, რის გაუმჯობესებასაც ვისურვებდით, რთულად გასარეცხი ხალიჩებია.

ამძრაობა: მისი ამძრაობა იმდენად უხმაუროა, რომ ვინც ამ ”გოლფს” პირველად გაატარებს, აუცილებლად იფიქრებს, რომ ჰიბრიდულ ავტომობილს მართავს. მტესტავებმა ”ფოლკსვაგენის” ბესტსელერს მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფი DSG დაუწუნეს - ხანდახან თვლემსო.

კომფორტი: გნებავთ GTI აიღეთ, გნებავთ TDI, GTD ან, როგორც ამ შემთხვევაშია, TSI – ”გოლფი” თავის კლასში თითქმის ყველა შედარებას იგებს. მათ შორის, ვინც რუმინეთში ვიმოგზაურეთ, ყველა აქებდა ჩაჯდომის კომფორტს, კომფორტულ დაკიდებასა და ჯდომის სასიამოვნო პოზიციას. თუმცა გზის მოკლე ტალღებზე დაკიდება ზედმეტად მგრძნობიარეა. უკან სივრცე საკმარისზე მეტია, მაგრამ შორ გზაზე მაინც დაიღლებით.

სვლის ხარისხი: ამ კატეგორიაში დუელი ფრედ დასრულდა. ”გოლფი” მოსახვევებშიც მოხდენილად შედის, პირდაპირი სვლაც კარგი აქვს და მოხვევის სისტემაც.

ხარჯები: როგორ შეიძლება, რომ ”გოლფი” ”მერსედესზე” ძვირი ღირდეს? კომპლექტაციებით ყველაფერი შესაძლებელია. ტრანსილვანიაში მოგზაურობისას საშუალოდ 100 კილომეტრზე 6,6 ლიტრი საწვავი მოიხმარა.


ტრანსილვანიის ერთ-ერთი სოფელი, რომელიც მიტოვებულს ჰგავს, მაგრამ აქ ხალხი ცხოვრობს...
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
ნახევარი საუკუნე მუსტანგთან ერთად
10.06.2014
...და აი, ის უკვე 50 წლისაა - დაღვინებული და ისევ დაუჯერებლად მიმზიდველია. დეტროიტში გამართულ ექსკლუზიურ საიუბილეო წვეულებაზე ”ფორდ მუსტანგმა” კიდევ ერთხელ, ამომწურავად გვიპასუხა კითხვაზე, თუ რატომაა ის ყველასათვის საოცნებო, უვადო ავტომობილი
სრულად
დაუჯერებელი ამბავი ბრმა ”ხადავიკზე”
09.06.2014
ბარტ ჰიკი დაბადებიდან ბრმაა, აბსოლუტურად ვერაფერს ხედავს. მიუხედავად ამისა, ჩიკაგოში, საკუთარი პროფილაქტიკა აქვს გახსნილი და ავტომობილებს არემონტებს. ბარტი მექანიკოსია, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „ხადავიკი“
სრულად
4-კარიანი კუპეების ფენომენი - სილამაზეს თავისი ისტორია აქვს!
19.05.2014
4-კარიანი კუპეები ექსკლუზიური, ელეგანტური და საკმაოდ იშვიათი ავტომობილებია. თუ გგონიათ, რომ 4-კარიანი კუპეს ფენომენი მხოლოდ ახლა, ან ახლო წარსულში იშვა, ცდებით!
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 27°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება
Mercedes E320
Mercedes E220
Mercedes ML350