ახალი TT სრული სვლით
ახალი TT სრული სვლით
04.05.2014
ინგოლშტადტელთა მესამე თაობის სპორტკარი ციფრული ფორმატის ლიდერია?

თუ ავტომწარმოებლის მარკეტინგის განყოფილებას უნდა, რომ ახალი მოდელი სამაგალითო ავტომობილად მოგვასაღოს, პირდაპირ ვიტყვით, სიფრთხილე მართებს. ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ყოველდღიურობისთვის შექმნილი მოდელი ზედმეტად განსაკუთრებულ მანქანად წარმოაჩინონ.


ახალმა TT-მ პირველი თაობის მოდელისგან მოსალოდნელზე ბევრი რამ აიღო. ისევე, როგორც მაშინ, ახლაც გვიკვირს, თუ რაოდენ კარგად შეიძლება გამოიყურებოდეს ”ფოლკსვაგენ გოლფის” პლატფორმაზე შექმნილი სპორტული ავტომობილი

ეს ავტომწარმოებლებმაც იციან, მაგრამ ”აუდი” TT-ს პირველ თაობაზე საუბრისას ზედმეტად ხშირად ახსენებს ტერმინს ”სტილის ფუძემდებელი”. პრინციპში, ეს ეპითეტი ამ ავტომობილისგან შორს ნამდვილად არ არის, რადგან 90-იან წლებში ევროპულ ავტო-საზოგადოებაში ვერცერთმა სხვა მოდელმა ვერ მოახდინა ისეთი ფურორი, როგორც ეს ინგოლშტადტელთა პატარა სპორტკარმა შეძლო.

პირველი TT დიზაინერ პეტერ შრაიერის ქმნილება გახლდათ, რომელიც ახლა ”კიას” კონცერნს ემსახურება და მაშინ პეტერმა ცოტა არ იყოს მოკრძალებულ მარკას უცებ გამოუნახა თავისი, განსაკუთრებული სახე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ”აუდიმ” ეს სახე ბოლო წლებში ცოტათი დაკარგა, რადგან მოდელები ერთმანეთს დაემსგავსენ და უფრო და უფრო ხშირი იყო შემთხვევები, როცა განახლების შემჩნევა თვით პროფესიონალებისთვისაც კი არ იყო ადვილი.


მზერა მომავალში: თავისუფლად პროგრამირებადი, ციფრული ინსტრუმენტები, მარტივი მომსახურება და, რა თქმა უნდა, სრული ონლაინ-პაკეტი

”აუდიში” ამბობენ, რომ ამ მარკას დაკარგული იმპულსები სწორედ ახალმა, მესამე თაობის TT-მ უნდა დაუბრუნოს. ჟენევის ავტოშოუმ დაგვარწმუნა, რომ ახალ მოდელს მართლაც აქვს ამის შანსი. მძვინვარე გამომეტყველება, მძაფრი, ზუსტი ხაზები - ”აუდის” ასეთი მომავალი ნამდვილად მოგვწონს. საბედნიეროდ, ინგოლშტადტელებმა არ დაუშვეს შეცდომა და TT მძლავრად არ გაზარდეს. 4,18-მეტრიანი სიგრძით ეს სპორტკარი სასიამოვნოდ კომპაქტური რჩება და თანაც, 1230 კილოგრამს იწონის, რაც პირველი თაობის მოდელთან შედარებით წონის 140 კილოგრამით დაგდებას ნიშნავს.

ამას ემატება ახალი ძრავებიც, რომლებიც საწვავის ხარჯს მცირელიტრაჟიანი მანქანის დონემდე დასწევენ: დიზელის 184-ცხენისძალიანი აგრეგატით აღჭურვილი TT 100 კილომეტრზე საშუალოდ 4,2 ლიტრით უნდა დაკმაყოფილდეს. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი იქნება ბენზინის ორი ძრავაც: 230 და 310 ცხენის ძალით.


TT Quattro Sport Concept. ამ სტუდიური მოდელით ”აუდი” მიგვანიშნებს, თუ როგორი იქნება 420 ცხენის ძალის მქონე TT RS

საშინაო დავალება კარგად რომ არის შესრულებული, ამაში განსაკუთრებით ინტერიერი გვარწმუნებს. ციფრული ინსტრუმენტების პროგრამირება თავისუფლადაა შესაძლებელი, ხმის აღქმის ფუნქციაში კი ავტომობილისთვის ისეთი ბრძანებაც გასაგებია, როგორიცაა მაგალითად ”წადი ჰამბურგში” ან ”მინდა, ვოლფგანგს დაველაპარაკო”. ასე რომ, ახალი TT მართლაც შეიძლება გახდეს სამაგალითო - ოღონდ, ციფრულ ფორმატში.
შტეფან ფოსვინკელი

+
ეს არის ”აუდის” დიზაინის მართლაც დამაინტრიგებელი განვითარება. საქმე გვაქვს ეკონომიურ ძრავებთან, სრულად ციფრულ კოკპიტთან და მარტივ მომსახურებასთან.

- ქაღალდზე ყველაფერი იდეალურადაა და საინტერესოა, გვექნება თუ არა კრიტიკის საფუძველი რეალურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ფასი ძალიან მაღალი უნდა იყოს.

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
20.06.2014
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ
სრულად
აჯობებს ეს მერსედესი BMW X6-ს?
03.06.2014
BMW-მ კუპესა და SUV-ის ნაჯვარი X6-ით ბაზარზე თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა. ახლა კი ”მერსედესმაც” წარმოგვიდგინა MLC, რომელიც ჯერ სტუდიური მოდელია
სრულად
გასართობი ლენდი
02.06.2014
”ლენდ როვერმა” თავისი Discovery-ს 25-ე იუბილეზე გვიჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში.
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 27°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes CLK200
Mercedes E220
Alfa-Romeo 156
Hyundayi Tucson