წინ ცხელი ზაფხულია, შეამოწმეთ კონდიციონერი!
05.05.2014
ფრეონის ნაკლებობა დეფექტებს იწვევს, შემოწმება აუცილებელია

ერთ თვეში ზაფხული დადგება და ფაქტია, რომ ძალიან დაცხება. თუმცა ისიც ცხადია, რომ არც მაისი იქნება გრილი და ავტომობილებში კონდიციონერების ჩართვა ივნისამდეც არაერთხელ მოგვიწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა, ამ სისტემას მივხედოთ და ცხელ ზაფხულს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ.

თუ თქვენი ავტომობილი სალონს არ აგრილებს, პროფილაქტიკებს ისედაც მიაკითხავთ, სისტემას შეამოწმებთ, თუ რამე მწყობრში არ არის, გააკეთებთ და ფრეონსაც შეუშვებთ - ეს ისევე მარტივია, როგორც „ორჯერ ორი ოთხი“. ამ შემთხვევაში კი, თქვენი ყურადღების გამახვილება ისეთ ფაქტზე გვსურს, რომელსაც ყურადღებას ძალიან იშვიათად, ან, უმეტესად, არასდროს აქცევენ ხოლმე.

თუ თქვენი ავტომობილის სალონი გრილდება, კონდიციონერი მუშაობს და დიდი ხანია, ფრეონის დონე არ შეგიმოწმებიათ, ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ ყველაფერი წესრიგშია. ქართველები ასეთები ვართ: თუ მუშაობს, ვფიქრობთ, რომ მიხედვა არ ჭირდება. არადა, ასე არ არის! საქმე იმაშია, რომ დროთა განმავლობაში, ფრეონი იკარგება. თუ კონდიციონერს ფრეონი აკლია, კომპრესორი უმეტეს შემთხვევებში მაინც ირთვება და სალონს აგრილებს. შესაძლოა, ისე აღარ აგრილებდეს, როგორც უწინ, მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობისთვის განსხვავება ხშირად შეუმჩნეველია და ვფიქრობთ ხოლმე, რომ ყველაფერი კარგადაა. არადა, ფრეონის თუნდაც მცირე დოზით ნაკლებობა, კონდიციონერის სისტემის ნელ-ნელა დაზიანებას იწვევს და დიდია იმის შანსი, რომ ძვირადღირებული კომპრესორი მწყობრიდან გამოვიდეს. მისი შეცვლა კი, მართლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

მწარმოებლები ფრეონის დონის შემოწმებას ხშირად არ გვავალდებულებენ, რაშიც ძალიან ცდებიან. სულაც ახალი ავტომობილი რომ გყავდეთ და კონდიციონერიც ჩვეულებრივად რომ აგრილებდეს, 2-3 წელიწადში ერთხელ ფრეონის დონე მაინც აუცილებლად უნდა შემოწმდეს - რა თქმა უნდა, ვაკუუმით და თუ ფრეონი აკლია, აუცილებლად უნდა დაემატოს, რაც ძვირი ნამდვილად არ დაგიჯდებათ, კონდიციონერის კომპრესორს კი დაზიანებისგან იხსნით და სამომავლოდ, უფრო დიდ ხარჯს აირიდებთ თავიდან. ასე რომ, სანამ კონდიციონერის მოხმარებას დაიწყებთ, სასურველია, ფრეონის დონე შეამოწმოთ და თუ აკლია, დაამატოთ - იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ავტომობილში კარგი სიგრილეა.


კონდიციონერის სისტემის „ხანგრძლივი სიცოცხლისთვის“ აუცილებელია სალონის ფილტრის დროული ცვლა
carusel_title
  • სალონის ფილტრის გამოცვლა ძალიან მარტივია და ნებისმიერ დაუზარელ ადამიანს შეუძლია - მთავარია, იცოდეთ, სად მდებარეობს. ამ შემთხვევაში ის საქარე მინის ქვეშაა
  • ტემპერატურის გაზომვა სპეციალური აპარატით: მაქსიმალური რეჟიმისას, ცენტრალური დამბერიდან გამომავალი ჰაერი მინიმუმ მინუს ათი გრადუსი უნდა იყოს
  • კონდიციონერის რადიატორი (კონდენსატორი) ძრავის რადიატორის წინ არის ხოლმე დამონტაჟებული
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
14.05.2014
მამაკაცებო, ყურადღებით: მანქანაში სექსი კარგია, მაგრამ შეიძლება უფრო უკეთესიც იყოს!
სრულად
08.05.2014
როგორ უნდა შევამოწვმოთ ჩვენი მანქანები ჩვენთვითონ და თუ საჭიროა, როგორ უნდა მოვიყვანოთ ფორმაში, რათა შორ გზაზე მშვიდად წავიდეთ?
სრულად
როგორ უნდა მართოს მანქანა ორსულმა?
01.05.2014
არის თუ არა ნებადართული ორსული ქალისთვის ავტომობილის მართვა?
სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება
Mercedes Vito
Mercedes ML350
Opel Vectra