მოდა MADE IN GERMANY: პორშე მაკანი და BMW X4
მოდა MADE IN GERMANY: პორშე მაკანი და BMW X4
07.05.2014
მაინც რით იზიდავენ ეს SUV-ები მასებს ასე ძალიან? ორივე თითქმის ერთნაირი ზომისაა, ორივე მძლავრია და ორივეს მარკის უძლიერესი იმიჯი უმაგრებს ზურგს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ორი გერმანული ქროსოვერი ერთმანეთისგან მაინც იმაზე მეტად განსხვავდებიან, ვიდრე გვგონია

ისინი თითქმის სანტიმეტრების დონეზე ერთნაირი ზომის არიან, ერთსა და იმავე კლიენტურას უმიზნებენ და თითქმის ერთდროულად გამოდიან დიდ სცენაზე. თუმცა ორივე მარკა თავის ნიშებს იმდენად ხლართავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, BMW X4 და Porsche Macan ერთმანეთს თავიდან მაინც არ დაუდებენ ფეხს. აქეთ სილამაზე, იქით სპორტულობა და ეს მიდგომა მხოლოდ იმიტომ ფუნქციონირებს, რომ SUV-კლასის ავტომობილებზე მთელს მსოფლიოში ფანტასტიკურად დიდი მოთხოვნაა. იმ დროს, როცა სხვა კლასის მანქანებზე მოთხოვნა ელვისსისწრაფით კლებულობს, გადავწყვიტეთ, ორი SUV, რომლებსაც წარმატება ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ, ერთმანეთისთვის პირველად შეგვედარებინა.

Auto Bild

დავიწყოთ განსხვავებებით. ახალი ”მაკანი”, რომლის გაყიდვები საქართველოში აპრილიდან იწყება, ჯიშიანი ცხენივით, სალი კლდესავით დგას და დეტალურად ასახავს იმ შრომას, რაც დიზაინერებმა და ინჟინრებმა მისი შექმნისას გასწიეს. ჩამრგვალებული კაპოტი და ძვირადღირებული ალუმინის დეტალები მას წონასრულ იერსახეს ანიჭებენ. თამამი და სრულია კიჩოს დიზაინიც. თანაც იმდენად, რომ ”პორშეს” პატარა ქროსოვერი თავის სიმძლავრეს არა მარტო ტექნიკურ მონაცემებში (წონა: 1940 კგ, სიმძლავრე: 400 ცხენის ძალამდე), არამედ ვიზუალურადაც გამოხატავს.

BMW-ს შემქმნელებმა X4-ს ძარა უფრო დრამატულად დაუუთოვეს. ფლანგები სოლისებრი ფორმის გამომხატველია, უკანა კანტი კი ისეთივეა, როგორც უფროს ძმა BMW X6-ში ისეთი პროვოკაციულია, როგორც მამლის კუდი. სახურავის ასეთ ელეგანტურ ვარდნას, რომლის ყველაზე მაღალი წერტილი მძღოლის თავზეა, ბევრი ისეთი ავტომობილი ინატრებდა, რომელიც კუპეს ირქმევს და სინამდვილეში კუპე არაა.

Auto Bild
BMW X4:ხედი ფაქტობრივად იგივეა, რაც განახლებულ X3-შია. მომრავლდა პიანინოს ლაკი, ცენტრალურმა კონსოლმა კი მძღოლისკენ ოდნავ უფრო მეტად გადაიწია

Auto Bild
თაჩპადზე თითით ასოებისა და ციფრების გამოსახვაც შესაძლებელია

Auto Bild
მოკლე და დაბალი სავარძელი, კარის ჭრილი ”მაკანისაზე” პატარაა


ერთი სიტყვით, ეს უკვე შემდგარი შოუა, რომელიც იმაშიც გვარწმუნებს, რომ X4-ში, მთელ წინა მხარეზე მუშაობისას, წინა კარის ფანჯრის კანტამდე, იდეები განახლებული X3-დან აიღეს. სალონში პიანინოს ლაკი მომრავლებულა და ყველანაირად თანამედროვე რადიო დამატებითი ღირებულების გარეშე მოყვება. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ექსკლუზიური მდიდრულობა სხვანაირია.

წინ ორი სანტიმეტრით უფრო ღრმად ვზივარ, ვიდრე ტექნიკის მომწოდებელ X3-ში, უკან კი განსხვავება სამი სანტიმეტრია, რადგან სავარძელი ტრიუკების მეშვეობით უფრო დაბლა დაეშვა. რაც მთავარია, X4-ის სალონის უკანა ნაწილში სამი ადგილია - როგორც ჩანს, ბავარიელებმა X6-ის მაგალითზე ჭკუა ისწავლეს. სამაგიეროდ, პრობლემაა ხილვადობა უკან: ვიწრო უკანა ფანჯრის გამო X4-ში უკანა ხილვადობა დაპარკინგების დროს იმდენად შეზღუდულია, რომ პარკიების ასისტენტი მანქანას სერიულად მოყვება.

ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტი: ”პორშეს” სალონის უკანა ნაწილი უფრო პრაქტიკულია. უფრო გრძელი ჯდომის სიბრტყე, უფრო დიდი საბარგული (მაქსიმუმ 1500 ლიტრი) და კარის დიდი ჭრილები - ”მაკანის” სახურავი შედარებით ნაკლებადაა კუპესებრი, იმიჯზე მკაცრად ორიენტირებული ”პორშე” ოჯახის კომფორტზე უფრო მეტად ზრუნავს. ტახომეტრი ცენტრშია, გასაღების ღრიჭო კი, რა თქმა უნდა, მარცხნივ. იოლად იცნობთ მძლავრ ცენტრალურ კონსოლსაც, რომელიც Carrera-სა და Cayenne-შიც იდენტურია. ვინც ”მაკანის” ექსტრა-ოფციებში ბევრ რამეს მონიშნავს, ამ კონსოლზე ღილაკებით გადატვირთულ მოედანს მიიღებს. აი, რამდენიმე მათგანი: ოფროუდის კლავიში, სპორტული პროგრამა, სპორტ პლუსი, ამორტიზატორების პოზიცია, ESP-ს გათიშვა, სტარტ-სტოპ სისტემის გათიშვა და, ბოლოს პნევმატიკური დაკიდებაც, რასაც ამ კლასში სხვა არცერთი ავტომობილი არ გვთავაზობს.

Auto Bild
Porsche Macan: პირდაპირი და ფაქტობრივი გარემოა. მფლობელს სალონში ყველაზე მეტად ”პორშეს” ლოგო აღაფრთოვანებს. ცენტრალური კონსოლი გადატვირთულია. ზემოთ საათი Sport Chrono პაკეტიდან 1071 ევროდ

”პორშეში” ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაღალი ფასები ”მაკანის” წარმოსახვითი განუმეორებლობით გაამართლონ. ამბობენ, ეს SUV-ებს შორის უპირველესი სპორტქარიაო, რაც სათაურის სახით ისეთივე უაზრობაა, როგორც ”ყველაზე სწრაფი სპილოებს შორის”. იცით, რატომ არის უაზრობა? ამ გამოთქმებით ისე გამოდის, თითქოს ”მაკანის” მფლობელებმა, რომლებიც უგზოობაზეც კი არ ივლიან, სპორტულ ტრეკებს უნდა მიაშურონ.

გამონაკლისები ყველგან და ყოველთვის არსებობენ, მაგრამ მასობრივად ამას არავინ გააკეთებს. სწორედ ამიტომ, დიზელის 258-ცხენისძალიანი ძრავა ”მაკანში” ყველაზე მოთხოვნადი აგრეგატი იქნება. ყოველ შემთხვევაში, გერმანიასა და დასავლეთ ევროპაში ნამდვილად ასე იქნება, რადგან ეს ვერსია 100 კილომეტრზე 10 ლიტრამდე საწვავით უნდა დაკმაყოფილდეს.

Auto Bild
”მაკანში” ყველაზე მძაფრი და მიმზიდველი სპორტ პლუსის რეჟიმია

Auto Bild
”პორშეში” BMW-ზე მეტი სივრცეა. გადმოსვლის დროს თავს არ მიარტყამთ


გერმანიის ბაზრისთვის განკუთვნილ ამძრაობის პროგრამაში X4 ოდნავ წინ იქნება, რადგან შესადარებელი აგრეგატით, რომელიც 3-ლიტრიანი დიზელია და 258 ცხენის ძალა აქვს, BMW შედარებით უკეთ ჩქარდება (0-100 კმ/სთ 5,8 წამში) და ოფიციალური მონაცემებით, ორი მეთაედი ლიტრით ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს. თანაც, ბავარიელები სტარტზევე შემოგვთავაზებენ დიზელის საიმიჯო ვერსიას 313 ცხენის ძალით - სწორედ ეს იქნება X4-ის ტოპ-დიზელი ორმაგი ტურბინით. დავნაძლევდეთ, რომ შვაბები ამის პასუხს არ დააგვიანებენ? ამაში იმიტომ ვართ დარწმუნებულები, რომ ”აუდი” 313-ცხენისძალიან SQ5-ს გვთავაზობს.

სამაგიეროდ, X4-ის პროგრამა დამწყებთათვის უფრო მეგობრულია, რადგან ფასი 2-ლიტრიანი დიზელისთვის ევროპაში (190 ცხენის ძალა) 45 600 ევროდან იწყება, რაც იდენტურად მოტორიზებულ X3-ზე 4000 ევროთი იაფია. თანაც, SUV-კუპეში 18-დუიმიანი დისკები, Xenon, პარკირების ასისტენტი და კიჩოს კარის ავტომატური გახანა სერიულ კომპლექტაციაშია.

რაკი ფასებს მივადექით, ბარემ ბოლომდე ამოვწუროთ ეს თემა: თუკი დიზელის პირდაპირ კონკურენტებს ავიღებთ (258 ცხენის ძალით), BMW ევროპაში ”მაკანზე” 2 830 ევროთი იაფი გამოდის. ასე რომ, პოტენციურ მყიდველებს მაინც ბევრინ საფიქრალი აქვთ. თანაც, ცხადია, რომ შემოთავაზებების ხაზი უფრო და უფრო გაფართოვდება. BMW X4-ის შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდება უფრო მძლავრი ძრავები - X4 M-მდე (431 ცხენის ძალა) ყველაფერი შესაძლებელია.

”პორშე” კი იძულებული გახდება, ”მაკანში” შედარებით მცირელიტრაჟიანი და ეკონომიური 4-ცილინდრიანი ძრავებიც ჩადგას. ასე რომ, ადრე თუ გვიან, X4 და ”მაკანი” ერთმანეთს ფეხებს დიახაც მაგრად დაუდებენ.

Auto Bild
საბარგულის კარი ორივე ქროსოვერს ელექტრონულად ეხსნება და ეს ფუნქცია ორივეში სერიულია. X4-ს პარკირების ასისტენტი მოყვება და როგორც ხედავთ, ეს მართლაც ძალიან სჭირდება

დასკვნა
ორი მშვენიერი ქროსოვერი - ორივე ძვირი, ძლიერი და ბრწყინვალეა. X4 შედარებით იაფი, კუპესებრი SUV-ის როლს თამაშობს, ”მაკანს” კი სრულფასოვანი 4-ადგილიანის წოდება უნდა. თუ რომელიმეს ყიდვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ რიგში ჩადგომა მოგიწევთ.
იოახიმ შტაატი

Auto Bild
carusel_title
  • Porsche Macan Turbo: სიმძლავრე: 400 ცხენის ძალა; საწვავის ხარჯი: 8,9 ლ/100 კმ; ფასი (”პორშეს” თბილისის ცენტრში) : 67 100 ევროდან
  • BMW X4 xDrive 30d: სიმძლავრე: 258 ცხენის ძალა: საწვავის ხარჯი: 5,9 ლ/100 კმ: ფასი (BMW-ს თბილისის ცენტრში): 34 300 ევროდან
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
ჯენტლმენი გოძილას წინააღმდეგ
03.03.2015
პირველი სერიოზული, მოხდენილი და მდიდრულია, მეორე - გაუთლელი, სასტიკი და შეუბრალებელი
სრულად
მწეველები
30.10.2014
გართობის დროაო, თქვეს BMW M4-მა და Audi RS5-მა და Continental-ის ავტოდრომს მიაშურეს
სრულად
თაობების დუელი: BMW i8 და Porsche 911
26.09.2014
Playstation-ის თაობა ტრეკის გმირის წინააღმდეგ, ელექტრული ბატარეისა და ბოქსერის დუელი
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Elgrand 5400 $
Volkswagen Passat 6500 $
Opel Astra 5400 $
Mercedes-Benz ML 350 27000 $