შკოდა აუდიზე ლამაზ მოდელს ქმნის?
09.05.2014
ჩეხებმა ახალი 4-კარიანი კუპე წარმოადგინეს და დაგვარწმუნეს, რომ უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე მხოლოდ გონივრული ავტომობილების წარმოება

”შკოდას” დიდი გეგმები აქვს. კომპანიის ბოსი ვინფრიდ ფალანდი ამბობს, ახალი Superb მარკის გრანდიოზული სავიზიტო ბარათი უნდა გახდესო. თუმცა მანამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი - მაღალი კლასის ახალ სედანს ჩეხები მხოლოდ გაისად წარმოადგენენ.

იმისათვის, რომ მოლოდინის დროს ცნობისმოყვარეობა ცოტათი მაინც დაეკმაყოფილებინა, ”შკოდამ” ჟენევის ავტოშოუზე 4-კარიანი კუპეს სტუდიური მოდელი წარმოადგინა და ამით ახალ სამაგალითო სედანზე პირველი მინიშნებები გააკეთა. თანაც, ამავდროულად ჩეხებმა შეამოწმეს, თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს პოტენციური კლიენტების ინტერესი ისეთი სპორტული მოდელის მიმართ, რომელიც სადღაც Octavia-სა და Superb-ს შორის იქნება პოზიციონირებული. და თუ რეაქციებს ვენდობით, ისე გამოდის, რომ ”შკოდამ” სწორედ მიზანში მოარტყა! ჟენევაში ცხადად გამოჩნდა, რომ Vision C-ის ქარიზმატული ფორმით ”შკოდა” ეფექტიანობით თვით ”აუდისაც” კი მიუახლოვდა.


ახალი, ლამაზი სამყარო: გამჭვირვალე ბროლის შუშა, ეკრანი კლასიკური ინსტრუმენტების ნაცვლად და ინტერნეტ-კავშირი. რაც მთავარია, ”შკოდამ” ეს ყველაფერი ლამაზად შეფუთა

განსაკუთრებით მიმზიდველია წინა მხარე სამკუთხა მაშუქებით და რადიატორის დიდი ცხაურა, რომელიც ყველას თვალში ხვდებოდა. ბევრმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი იქნება მომდევნო Superb-ის სახე. ეს მოდელი იმასაც ამტკიცებს, რომ შეფ-დიზაინერმა იოზეფ კაბანმა ”შკოდასთვის” ახალ, გამორჩეულ დიზაინერულ ხაზს მიაგნო. თამამად ვიტყვით, რომ ასეთი კიჩო თავისი მერკანტილური, ბუმერანგის ფორმის მაშუქებით თვით Audi A7-საც კი მოუხდებოდა.

აი, ინტერიერი კი სერიული წარმოებისგან ისე შორსაა, როგორც მლადა ბოლესლავი ვოლფსბურგისგან: ბროლის შუშას და ეკრანს კლასიკური ინსტრუმენტების ნაცვლად ახლო მომავალში ვერცერთ ხელმისაწვდომ ”შკოდაში” ვერ ვნახავთ. ამაში ჩეხებმა პირველობა Audi TT-ს უნდა დაუთმონ.
შტეფან ფოსვინკელი


ჩეხები ფიქრობენ, გამოუშვან Vision C, რომელიც Octavia-სა და Superb-ს შორის იქნება პოზიციონირებული

+ ახალთახალი დიზაინი, შემდგარი ფორმები, ”შკოდას” სამოდელო რიგის სრულყოფილი გაგრძელება და მაქსიმალურად სუფთა ამძრაობა - ეს მანქანა მადას აღძრავს.

- სამწუხაროდ, ეს მხოლოდ სტუდიური მოდელია და ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, აპირებენ თუ არა სერიულ წარმოებას. თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, კუპე მინიმუმ 2016 წელს გამოვა.

ინტერვიუ
”ჩვენი კლიენტები Vision C-სთვის მზად არიან!”

AUTO BILD: იოზეფ კაბან, აქამდე ”შკოდას” არცერთ მოდელში არ ყოფილა დიზაინი ყურადღების ცენტრში ისე, როგორც Vision C-ს შემთხვევაშია. მარკა სერიოზულად იცვლება?

კაბანი: ჰო, ”შკოდაში” მართლაც დიდი ძვრებია, ხოლო Vision C კი ერთ-ერთი პირველი პროვოკატორი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ტიპური შკოდაა, რომელიც დიზაინთან ერთად, ისევ და ისევ შესანიშნავი პრაქტიკულობით გამოირჩევა.

- ”შკოდას” პროგრამაში ასეთი მოდელი აქამდე არ არსებულა. არიან თქვენი კლიენტები მზად 4-კარიანი კუპესთვის?

- მე ვფიქრობ, რომ მზად არიან. ”შკოდა” ბოლო წლებში მნიშვნელოვლად განვითარდა. მაგალითად, Octavia-ს შემთხვევაში ხალხი სულ უფრო და უფრო ხშირად ირჩევს დიდ ძრავას და სრულ კომპლექტაციას. გაიზარდა Superb-ის გაყიდვებიც. ასე რომ, რატომაც არ უნდა ვიფიქროთ Vision C-ზე სერიოზულად?

Auto Bild
”შკოდას” შეფ-დიზაინერი იოზეფ კაბანი AUTO BILD-ის ავტორ შტეფან ფოსვინკელს Vision C-ის დიზაინს უხსნის

- მომდევნო Superb მნიშვნელოვნად მაღლა იქნება პოზიციონირებული. გამოდის, რომ Vision C-სთვის ადგილს ათავისუფლებთ?

- დიახ. ზუსტად ისე, როგორც გაზრდილმა Octavia-მ გაათავისუფლა ადგილი Rapid-ისთვის.

- ჟენევის ავტოშოუზე Vision C-ს შესახებ რეაქციები უაღრესად პოზიტიური იყო. სერიულ წარმოებაზე გადაწყვეტილებას როდის უნდა ველოდოთ?

- არ ვიცი. ფაქტია, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტიულა და ისიც ცხადია, რომ ასეთი ავტომობილის გამოშვება ძალიან გვინდა.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
20.06.2014
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ
სრულად
აჯობებს ეს მერსედესი BMW X6-ს?
03.06.2014
BMW-მ კუპესა და SUV-ის ნაჯვარი X6-ით ბაზარზე თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა. ახლა კი ”მერსედესმაც” წარმოგვიდგინა MLC, რომელიც ჯერ სტუდიური მოდელია
სრულად
გასართობი ლენდი
02.06.2014
”ლენდ როვერმა” თავისი Discovery-ს 25-ე იუბილეზე გვიჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში.
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
HONDA Hr-v
Mercedes CLK240
Mercedes Vito
Mercedes CLK200