ნამდვილი ჯოჯოხეთი თუ გინდა, აქაა!
ნამდვილი ჯოჯოხეთი თუ გინდა, აქაა!
12.05.2014
მოკლე ისტორია ავტომობილით მოგზაურობაზე ინდოეთში - ქვეყანაში, რომელიც რატომღაც ავტოინდუსტრიის მომავალ ბაზრად მიიჩნევა

ნამდვილი ინდოეთი არ არის ბენგალურუ, სადაც ხალხი დღენიადაგ კომპიუტერებს მისჩერებია და სხვა ქვეყნების ტურისტული სააგენტოების ქოლცენტრებს ელაპარაკება.

ნამდვილი ინდოეთი არც გოაა, სადაც სანაპიროზე ტურისტები ნებივრობენ და კარგადაც იხდიან.

ნამდვილი ინდოეთი ფარუქაბადია, რომელიც დელიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, 8 საათის სავალზეა. სწორედ ამ გზაზე უკვე ორი საათია 80-მეტრიან საცობში ვდგავარ.

ჰო, 80 მეტრი და არა კილომეტრი!

Auto Bild
ნერვებდაწყვეტილი ავტორი: აქ ყველა ისე დადის, როგორც უნდა

აღარაფერი ხერხდება. არც წინ, სადაც ჩემი Ford EcoSport-ის ცხვირიდან 5 სანტიმეტრში Tata-ს ჭრელი სატვირთო დგას, რომელიც ისეა გადატვირთული, რომ მეშინია, კაპოტზე არ დამეცეს. და არც უკან, სადაც 16 მგზავრით დატვირთული მინიბუსი ჩემი მანქანის კიჩოსთან ისე ახლოს მოვიდა, რომ ჩვენს შორის მაწანწალა ლეკვიც კი ვერ გაეტევა.

...და ყველა ასიგნალებს.
...და ყველაფერი ყარს.
...და ყველგან ნაგავია.

Auto Bild
საცობი და ძროხები: კადრში სტატიის ავტორი და მისი მანქანაც მოხვდა

ქუჩა გაუბედურებული, დაჟანგული მანქანებითაა გადატვირთული. აქვე არიან დამშეული ცხოველებიც. ზოგი ორმოებშია, ზოგი - ნაგავში. აქვე თამაშობენ ბავშვებიც, რომელთაგან ბევრს ფეხი ახალი ადგმული აქვს.

ყელიც მტკივა, თავიც და თვალები მეწვის. და ვხვდები, რომ საცობში კი არა, ოთხივე ბორბლით ჯოჯოხეთში ვდგავარ. გაგიკვირდებათ და, ეს მინი-საცობი (მინი ეძახე და...) მაინც მოძრაობს. წინ ზუსტად იმ სისწრაფით მივიწევთ, რა სისწრაფითაც კონტინენტები ერთმანეთს შორდებიან. ბორბალი ნახევრად გადაბრუნდება და ისევ ვჩერდები. Google Maps მიჩვენებს, რომ აქედან დელიმდე 377 კილომეტრია. ინტერნეტი ამ ნაგავში, რა თქმა უნდა, საზარლად მუშაობს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემ გარშემო ინდოელები სიცილით კვდებიან.

Auto Bild

მეც ვასიგნალებ. მაგრამ ეს მსოფლიოში ყველაზე უსარგებლო საქმიანობაა, რადგან ინდოეთის გზებზე დასიგნალებაზე უაზრო არაფერია. იმიტომ, რომ ყველა ასიგნალებს და არაფერი იცვლება. ჩემი ”ფორდის” წინ ძროხა გამოჩნდა. ძალიან თავდაჯერებულია. მეგზური და თარჯიმანი სანეევ ანანდი მეუბნება, ინდოეთის გზებს თავისი წესები აქვს, პრიორიტეტები კი ასეა დალაგებულიო:

1. წმინდა ძროხა.
2. რიკშასა და ველოსიპედის მძღოლები.
3. მოტოციკლებისა და მოპედების მძღოლები.
4. მსუბუქი და სატვირთო მანქანების მძღოლები.

სწორედ ესაა იმ ქვეყნის დაუწერელი კანონი, რომელიც... მე რომ ინდოეთზე მკითხონ, ვუპასუხებ: საგიჟეთია!



აქ ბოლოს 7 წლის წინათ გახლდით და უკან დავბრუნდი ისტორიით, რომელსაც ”სიმართლე ვუნდელანდის შესახებ” ერქვა. მაშინაც გამწარებული ვწერდი ქვეყანაზე, რომელსაც ავტოინდუსტრიის მომავლად მიიჩნევდნენ. ოღონდ, დღემდე არ ვიცი, რატომ. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში არაფერი გაუმჯობესებულა. ჰაერი დელიში პეკინზე უარესია. ევროპული ჩარჩოები ოცმაგადაა გადაკვეთილი. მობილური ტელეფონი მიჩვენებს: დელი, 25 გრადუსი, კვამლი. კვამლი!!! თითქოს ქალაქი იწვოდეს.



სხვათა შორის, აგრასკენ 6-ზოლიანი სწრაფი მაგისტრალიცაა, რომელიც თითქმის სრულიად მარტომ გამოვიარე, რადგან იმ მაგისტრალზე შესვლა 3 ევრომდე ღირს, ამ თანხის გადახდა კი ინდოელებს არ შეუძლიათ. ასე რომ, ფარუქაბადამდე ნახევარი გზა 90 წუთში გავიარე, მერე კი ძროხები გამოჩნდნენ.


თავისუფალი გზა მდიდარი ინდოელებისთვის. Expressway აბსოლუტური უმრავლესობისთვის ძალიან ძვირია

დაბნელების შემდეგ აქ ყველა შორსმაშუქებს რთავს. ყველა! მთავარია, კარგად დაინახონ. თვალებზე ხელი ავიფარე. მანქანის წინ ბავშვები გადარბიან. მარცხენა სარკით სინათლეს ფეხით მოსიარულეებისკენ მივმართავ. ვთამაშობ. თარჯიმანი მეუბნება, შეეშვი, თორემ შეიძლება ლინჩის წესით გაგასამართლონო. ეს რას ნიშნავს? დამწვარი მანქანა და უკვალოდ გამქრალი მძღოლი. სერიოზულად ამბობს.

Auto Bild

ახალგაზრდა ინდოელებს ვუყურებ. ამბობენ, ახალი მანქანა ჩვენც გვინდაო. მსოფლიოში ყველაზე იაფმა მანქანამ, Tata Nano-მ ვერ გაამართლა. ინდოელებს იაფი ავტომობილი არ უნდათ. ურჩევნიათ, მოპედზე ოთხნი დასხდნენ და ბავშვები გამონაბოლქვსა და სიგნალების კონცერტში გაზარდონ. მერე ეს ბავშვებიც დაიზრდებიან, შორსმაშუქებს ჩართავენ, ერთმანეთს დააბრმავებენ, ასიგნალებენ და საცობში საათობით იდგებიან.
ჰაუკე შრიბერი

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
ნახევარი საუკუნე მუსტანგთან ერთად
10.06.2014
...და აი, ის უკვე 50 წლისაა - დაღვინებული და ისევ დაუჯერებლად მიმზიდველია. დეტროიტში გამართულ ექსკლუზიურ საიუბილეო წვეულებაზე ”ფორდ მუსტანგმა” კიდევ ერთხელ, ამომწურავად გვიპასუხა კითხვაზე, თუ რატომაა ის ყველასათვის საოცნებო, უვადო ავტომობილი
სრულად
დაუჯერებელი ამბავი ბრმა ”ხადავიკზე”
09.06.2014
ბარტ ჰიკი დაბადებიდან ბრმაა, აბსოლუტურად ვერაფერს ხედავს. მიუხედავად ამისა, ჩიკაგოში, საკუთარი პროფილაქტიკა აქვს გახსნილი და ავტომობილებს არემონტებს. ბარტი მექანიკოსია, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „ხადავიკი“
სრულად
4-კარიანი კუპეების ფენომენი - სილამაზეს თავისი ისტორია აქვს!
19.05.2014
4-კარიანი კუპეები ექსკლუზიური, ელეგანტური და საკმაოდ იშვიათი ავტომობილებია. თუ გგონიათ, რომ 4-კარიანი კუპეს ფენომენი მხოლოდ ახლა, ან ახლო წარსულში იშვა, ცდებით!
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Alfa-Romeo 156
HONDA Hr-v
Mercedes C240
Mercedess E320