ასეთი უნდა იყოს ნამდვილი BMW! (+ VIDEO)
ასეთი უნდა იყოს ნამდვილი BMW! (+ VIDEO)
12.05.2014
მთავარი სიახლე აქ ის კი არ არის, რომ პირველი სერიის კუპე მეორე სერიად გადაკეთდა, არამედ ის, რომ BMW მარტიდან თავის ფანებს ისევ სთავაზობს პატარა კუპეს, რომელსაც მშვენიერი უკანალი აქვს! ასევე უკანა ამძრაობა და ორმაგად ტურბირებული 6-ცილინდრიანი ძრავა!

ციფრებთან თამაში და ახალი ციფრები ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. ციფრების გემოვნებაზე განსაკუთრებით მაშინ დავობენ, როცა საქმე კუპეებს ეხება - მით უმეტეს, პატარა და მძაფრ ვერსიებს. არადა, იდეაში ხომ აბსოლუტურად სულერთი უნდა იყოს, BMW პირველი სერიის კუპეს შემცვლელს მეორე სერიას რომ არქმევს? მთავარია, ახალმა მოდელმა 7,2 სანტიმეტრით მეტი სიგრძით (ახლა 4,43 მეტრია) და 2,6 სანტიმეტრით მეტი სიგანით (1,77 მეტრი) ისე მოხდენილად იაროს, როგორც მისი წინამორბედი დადიოდა. ჰოდა, ჩვენც იმის გარკვევას შევეცადეთ, ასეა თუ არა ეს.

პირველმა გასეირნებამ გვიჩვენა, რომ ეს ასეა. მართალია, ეს ისე უკომპრომისოდ მოკლედ და მძაფრად აღარ ხდება, მაგრამ მაინც... ახალი მოდელი უფრო დიდი და გაჭიმულია, მაგრამ გასუქებული არ ჩანს. BMW-მ თვით M-ვერსიაც კი ბევრისთვის საოცრად ცოტა სპოილერით და გარეგნული სპორტული ინვენტარით შეამკო.

Auto Bild
კოკპიტი პირველი სერიიდან აიღეს

ინტერიერში სივრცის გაუმჯობესებული კონცეფცია მოგვწონს - მიუხედავდ იმისა, რომ უკან ორ ცალკეულ სავარძელზე მგზავრობა ასატანი მხოლოდ მოკლე გზებზე იქნება. სალონის წინა ნაწილი კი პირველი კლასის გარემოს გვთავაზობს - განსაკუთრებით სპორტული სავარძლების შემთხვევაში. ისინი, ვისთვისაც პირველი სერია (სწორედ მის ბაზაზეა შექმნილი ახალი კუპე) კარგადაა ნაცნობი, ნებისმიერ ღილაკსა და ჩამრთველს კოკპიტზე თვალდახუჭულნიც მიაგნებენ და არც დამატებითი ოფციების სახით წარმოდგენილი ასისტენტ-სისტემების მომსახურებასთან შეგუება გაუჭირდებათ. ხოლო მათ, ვისთვისაც ეს ახალი სამყაროა, მომსახურებასთან შესაჩვევად ბევრი დრო არ დასჭირდებათ.

Auto Bild

დიდხანს ტარება არც იმ განსხვავების შესამჩნევად დაგჭირდებათ, რომელსაც ბაზაში 30-მილიმეტრიანი განსხვავება გვთავაზობს - სწორია: მეორე სერიის კუპე გზებზე ისე დახტის, როგორც წინამორბედი დახტოდა. ახალი კუპე შედარებით მშვიდი და შესაბამისად კომფორტულია. თუმცა, ახალიც წინამორბედივით რომ იღრინება და იკბინება, ამაში უმძლავრესი ვერსიის, M 235i-ს პირველივე ტესტმა დაგვარწმუნა. მართალია, წინამორბედ 1er M Coupe-სთან შედარებით, სამლიტრიან და 6-ცილინდრიან ძრავას 14 ცხენის ძალით ნაკლები, ანუ, 326 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ 1,5-ტონიან სიმძიმეს ეს აგრეგატიც არანაკლებ პატივმოყვარედ მიაქროლებს. მწარმოებლის დაპირებით, ორივე ორკარიანი 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში უნდა აჩქარდეს - ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუკი M235i-ში იქნება ძვირადღირებული 8-საფეხურიანი სპორტული ავტომატიკა, რომელიც 2250 ევროდ ფასობს. სხვა შემთხვევაში, 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5 წამი სჭირდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 450-ნიუტონმეტრიან ბრუნის მომენტს M235i-ში 1300-დან 4500-მდე დიაპაზონი აქვს, დაგვერწმუნეთ, მოხდენილი სვლა სერიული, 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფითაც შესაძლებელია.

Auto Bild
სპოილერი, დისკები და მექანიკური ბლოკირება M-ის დამატებითი ოფციებია

აქამდე მხოლოდ მშრალ ფაქტებზე ვისაუბრეთ და რაც შეეხება გართობას: M235i-ში სიამოვნება გაზის პედალზე პირველივე წაჭერით იწყება. ამ დროს 6-ცილინდრიანი აგრეგატი ყრუ სისინით იღვიძებს. მართალია, ბრუნები არ არის ისეთი თავისუფალი, როგორც უტურბინო ძრავაში, მაგრამ ტურბინების საქმეში ჩართვაც ძალიან აზრიანად და გონივრულად ხდება - მაგალითად, ქალაქში მოძრაობისას ისინი პაუზას იღებენ, რაც საჭირო დროს საწვავის ხარჯს შეამცირებს.

გზატკეცილებზე ჩქაროსნული სვლისა და მოსახვევებში შესვლის დროს კი მანქანის გაწევა თითქმის სამაგალითოა. მოსახვევში შესვლა საერთოდ ცალკე სალაპარაკო თემაა - BMW-ს ახალი პატარა კუპე ამას ისე ახერხებს, რომ მძღოლზე, შესაძლოა, ნარკოტიკივით იმოქმედოს. რაკი დაკიდება, ამორტიზატორები და მოხვევის სისტემა ერთმანეთს საგრძნობლად კარგად უგებენ, M235i მძღოლის მიერ მიცემულ მიმართულებას სუფთად ყოველგვარი ჭირვეულობის გარეშე მიყვება. ამ დროს, Sport და მიტ უმეტეს Sport Plus რეჟიმებში ძრავა BMW-ს ფანებისთვის გადასარევ ხმას გამოსცემს.

Auto Bild
M-ს ავტომატიკით 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4,8 წამი სჭირდება

BMW-ს ყველაზე პატარა კუპე პირველი სერიის კუპესგან განსხვავებით, მშიერი პიტბულივით აღარ წრიალებს. სამაგიეროდ, ისეთივე სწრაფი და არანაკლებ მძაფრია.

მანქანის მართვით სიამოვნების მიღება ზოგისთვის მნიშვნელოვანია, ზოგისთვის - არა.

მოგვწონს
ვიზუალი, სვლის მანერა. ამ მანქანას BMW-ს დნმ აქვს!

გვაკლია
დამატებითი ოფციების სიაში, სამწუხაროდ, სიძვირეა.

გვიკვირს
...რომ თურმე პირველი სერიის კუპეს ამ დონეზე გაუმჯობესება შესაძლებელი ყოფილა.

დასკვნა
BMW-ს მეორე სერიის კუპე იმდენად შემდგარი ავტომობილია, რომ პირველი სერიის კუპეს არ უნდა გავეტიროთ. თუმცა 220i Coupe-ს საწყისი ფასი მცირეოდენი აღჭურვილობით მინიმუმ 35 000 ევროა.
დანი ჰაინე

ტექნიკური მონაცემები
BMW M235i Coupé Automatik

6-ცილინდრიანი, Turbo • 4 სარქველი თითო ცილინდრზე • მოცულობა: 2979 სმ3 • სიმძლავრე: 240 კვ (326 ცხ. ძ.)/5800 • ბრუნის მომენტი: 450 ნმ/1300 • უკანა ამძრაობა • 8-საფ. ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4454/1774/1408 მმ • ბაზა: 2690 მმ • წონა: (EU) 1545 კგ • საბარგულის მოცულობა: 390 ლ. • ავზის მოცულობა: 52 ლ. • 0–100 კმ/სთ: 4,8 წამში • მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ • საწვავის ხარჯი: 7,6 ლ. Super • გამონაბოლქვი: 176 გ/კმ
ფასი: 46 000 ევრო

Auto Bild
M235i-ში Bi-Xenon სერიულია, სხვა შემთხვევაში კი 940 ევრო ღირს

იხილეთ ვიდეო:

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
article image
Cat Image
2014-06-26 08:35:12
კოლინ მაკრეის სახელი და გვარი ”სუბარუს” ნებისმიერმა მოყვარულმა იცის (ან, უნდა იცოდეს) – ”ცხენის ძალების პროფი” არც ისე შორეულ წარსულში Subaru Impreza-თი ციდან ვარსკვვლავებს წვეყტდა
რუსთავის ავტოდრომის სექს-სიმბოლოები (+VIDEO)
როგორ ქომაგობენ ყველაზე ლამაზი ქალები საყვარელ გუნდებს (+18 PHOTO)
ძროხები და ელექტრონული მუსიკა - ანაკლიის "კაზანტიპის"პირველი ოფიციალური პრომო! (+VIDEO)
ზაურ სვანაძე: შვედეთი ჩემი მეორე სამშობლო გახდა
გერმანია VS ალჟირი - გერმანია ფავორიტია, თუმცა...
ალექსანდრე იაშვილი: გადავწყვიტე - წავედი!
სხვა სიახლეები
30.06.2014
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
სრულად
ეკონომიური მაზერატი
26.06.2014
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
26.06.2014
კოლინ მაკრეის სახელი და გვარი ”სუბარუს” ნებისმიერმა მოყვარულმა იცის (ან, უნდა იცოდეს) – ”ცხენის ძალების პროფი” არც ისე შორეულ წარსულში Subaru Impreza-თი ციდან ვარსკვვლავებს წვეყტდა
სრულად
მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავების ავტომობილები
რა ეღირება ახალი სანომრე ნიშნები
რატომ გაიაფდა ავტომობილები საქართველოში
ივნისი
ახალი ნომერი
თბილისი 18°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
BMW 320
Toyota RAV4
Toyota RAV4
BMW 328