ჯერ მარტო სახელი აქვს ისეთი...
14.05.2014
100 წლის იუბილეზე მაზერატიმ თავი ამ სპორტული კუპეთი დაისაჩუქრა

”მაზერატის” სტენდთან ტევა არ არის. კონცერნის შეფი სერჯო მარკიონე კი იტალიელისთვის დამახასიათებელი კომუნიკაბელურობით ცდილობს, ყველასთან მივიდეს და ზურგზე ხელის დარტყმით მნახველების მიმართ თავისი კეთილგანწყობა გამოხატოს. ამ დროს სცენის მიღმა V8-ძრავის ბრაზიანი ღმუილი ისმის - ზუსტად ისეთი, მხოლოდ იტალიურ ბოლიდებს რომ ეხერხებათ და სცენაზე გამოდის Alfieri - სუნთქვისშემკრველი შოუკარი, რომლითაც ”მაზერატიმ” 100 წლის იუბილეზე საკუთარი თავი დაისაჩუქრა.

ის, რაც ერთი შეხედვითაც ჩანს: ეს მომდევნო GranTurismo კი არ არის, არამედ სპორტული 2+2-ადგილიანი მანქანა, რომლის სიგრძე მხოლოდ 4,59 მეტრია. ეს ზუსტად ისეთი პროპორციაა, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ”მაზერატის” ამ მოდელით Porsche 911-ის ან Jaguar F-Type-ის შეშინება სურს. სხვათა შორის, Alfieri-მ ეს უკანასკნელი ბევრს მოაგონა.


AUTO BILD-ის ავტორ იოახიმ შტაატისთვის შესანიშნავი კოკპიტი ვიწროა. თუმცა Alfieri ჯერ კიდევ სტუდიური მოდელია...

თუმცაღა, ხსენებული ბრიტანული მანქანა არ გვთავაზობს იმდენ ”ოპერას”, რამდენსაც იტალიელთა ეს ახალი გმირი, რომელიც მხოლოდ ”მაზერატის” ბრწყინვალე ლოგოებით კი არ გამოირჩევა, არამედ ყველანაირად შემდგარი ტიპი ჩანს. ამ დაჭიმული ძარის მიღმა 1954 წლის Maserati A6GCS-ის სულისკვეთება იმალება - Alfieri-ზე მუშაობისას იტალიელებისთვის მისაბაძი მაგალითი სწორედ ეს უკანასკნელი იყო. ზოგი იმასაც ამბობს, აშკარად 5000 GT-ით იხელმძღვანელესო. ერთი სიტყვით, დიზაინერ მარკო ტენკონეს ნამუშევრის შეფასებისას ვარაუდების ნაკლებლობას არ ვუჩიოდით.

ინტერიერზე კი შედარებით თავდაჭერილად უმუშავიათ - ესეც ამ მარკისთვის დამახასიათებელი სულისკვეთების ნაწილია. საჭე 60-იანი წლების სტილში ღრმადაა ჩამჯდარი, სპორტული სავარძლები სალონსა და დიდ ცენტრალურ ეკრანს ესადაგება. სასიამოვნოა, რომ ფერებიცა (ლურჯი და კრემისფერი) და დეტალებიც ზედმეტად პომპეზური კი არა, სოლიდურია, რაც ”მაზერატის” ძველ კლასს გვახსენებს. Alfieri მაქსიმალურად ”მაზერატიულია”.
უკან ჯდომა არავის მოუნდება - საუკეთესო ვარიანტი იქ სავარძლების საზურგეების გადაწევაა, რადგან მხოლოდ ასე აღწევს პატარა საბარგული იმ ფორტმატს, რაც ორ ადამიანს მოგზაურობისთვის სჭირდება.

კლასიკური ამბები ხდება კაპოტის ქვეშაც. 4,7-ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი ძრავა 6-საფეხურიანი Transaxle-კოლოფით უფრო ძველი სკოლის წარმომადგენელია და ”მაზერატის” დიდი ხანია, გაცილებით თანამედროვე ვარიანტიც აქვს პროგრამაში - მაგალითად, V6-Turbo. კითხვაზე, თუ რატომ არ ჩადეს ეს უკანასკნელი სტუდიურ მოდელში, მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება არსებობდეს: იმიტომ, რომ საიუბილეო საჩუქრის სტატუსი უფრო ხაზგასმული ყოფილიყო.

უკვე ცნობილია, რომ Maserati Alfieri სერიულ წარმოებაში ჩაეშვება. გაისად ”მაზერატი” ქროსოვერს გამოუშვებს, რის შემდეგაც პროგრამაში თავისუფალი ადგილი მხოლოდ ისეთი სპორტული ავტომობილისთვის დარჩება, რომელიც ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს. ასე რომ, Alfieri-ს დაბადებას სადღაც 2017 წელს უნდა ველოდოთ.
იოახიმ შტაატი

+ თვალისმომჭრელი პროპორციები და მოხდენილი ფორმა - დიზაინი მართლაც სრულყოფილია.

- Alfieri-ს აკლია თანამედროვე, შედარებით ეკონომიური ძრავა ნიშნად იმისა, რომ ”მაზერატი” შეიძლება პოლიტკორექტულიც იყოს.

Auto Bild
ცუფენჰაუზენში ყურადღებით უნდა იყვნენ: Alfieri ისეთი მანქანაა, რომლითაც ”მაზერატის” ”პორშესთვის” კლიენტების წართმევა შეუძლია.  სერიული წარმოებისთვის აბსოლუტურად მზადაა კიჩო და ხმა, რომელსაც ეს მანქანა მაყუჩებიდან გამოსცემს
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
20.06.2014
ბავარიელები მომავლისკენ იხედებიან და ამ მდიდრულ სტუდიურ მოდელში ინოვაციური ინტერიერი გვიჩვენეს. ამგვარ კონცეფციას მომდევნო მეშვიდე სერიაში ვიხილავთ
სრულად
აჯობებს ეს მერსედესი BMW X6-ს?
03.06.2014
BMW-მ კუპესა და SUV-ის ნაჯვარი X6-ით ბაზარზე თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა. ახლა კი ”მერსედესმაც” წარმოგვიდგინა MLC, რომელიც ჯერ სტუდიური მოდელია
სრულად
გასართობი ლენდი
02.06.2014
”ლენდ როვერმა” თავისი Discovery-ს 25-ე იუბილეზე გვიჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში.
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
Mercedes Viano
Alfa-Romeo 156
იყიდება ბმვ X 5