სექსი მანქანაში - (ს)ექსპერტის 10 რჩევა
სექსი მანქანაში - (ს)ექსპერტის 10 რჩევა
14.05.2014
მამაკაცებო, ყურადღებით: მანქანაში სექსი კარგია, მაგრამ შეიძლება უფრო უკეთესიც იყოს! როდის? სად? როგორ? სწორედ ამ თემაზეა მეცნიერ ანია დრიუსის ახალი ბლოგი. ანია ეროტიკული აქსესუარების მწარმოებელი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის, Beate Uhse-ს (ს)ექსპერტია და კარგად იცის, რა დროს რა მოსწონთ ქალებს და მამამაკაცებს. მაშ ასე, 10 რჩევა ანია დრიუსისგან:

1. პრელუდია

გამოცდილ მამაკაცებს უკვე გეცოდინებათ, რომ ჩვენ, მანდილოსნებს აღგზნებისთვის თქვენზე მეტი დრო გვჭირდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ შესავალი, გნებავთ პრელუდია, მომდევნო შუქნიშანზევე დაიწყოთ. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი მოფერება ფეხზე, კაბის ოდნავ ზემოთ აწევა... ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე...

Auto Bild

2. ტანსაცმელი

მანქანაში კარგი სექსისთვის ტანსაცმლის სწრაფად გახდა აუცილებელია. გოგონებისთვის მინი-ქვედაბოლო იდეალურია, ბიჭებისთვის კი ჯინსი მაინცდამაინც რეკომენდებული არ არის - იმიტომ, რომ ჯინსს უმეტესად ბევრი ღილი აქვს და მანქანაში მისი გახდა ბევრ დროს წაიღებს. ყველაფერს სპორტული შარვალი ჯობია. არაა აუცილებელი, რომ ეს მოკლე ”შორტი” იყოს. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ ფლოსტები - ეს ძალიან არასექსუალურია!

Auto Bild

3. ადგილი

იმისათვის, რომ ქალი მაქსიმალურად განტვირთული იყოს და არაფერზე ინერვიულოს, ძალიან წყნარი და მაქსიმალურად უკაცრიელი ადგილი უნდა მოძებნოთ. ეს კიდევ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ არ დაგაჯარიმონ.

4. მუსიკა

კარგია, თუ ქალის საყვარელი მუსიკა თან გექნებათ - აუცილებლად გაუხარდება, რომ ამაზეც იზრუნეთ. გაითვალისწინეთ, რომ რიტმი ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს უამრავი ეროტიკული კომპოზიცია.

5. წელიწადის დრო

მანქანაშიც და გარეთაც ტემპერატურა საშუალო უნდა იყოს. სექსი მანქანაში არც მაშინაა კომფორტული, როცა ძალიან ცხელა და არც მაშინ - როცა ძალიან ცივა. შესაბამისად, საუკეთესო დროები გაზაფხული და შემოდგომაა.

Auto Bild

6. მანქანის სალონი

იზრუნეთ იმაზე, რომ ავტომობილის ინტერიერში სისუფთავე და მაქსიმალური კომფორტი იყოს. მანქანა საწოლი არ არის, სალონში ბევრი რამ არის ხელის შემშლელი - მაგალითად, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი, სათავსო ცენტრალურ კონსოლზე და ა.შ. ასე რომ, კარგი იქნება, თუ გადასაფარებელს და მანქანის ბალიშებსაც თან იქონიებთ.

7. ხელის მუხრუჭი

ამოწეულმა ხელის მუხრუჭმა შეიძლება სერიოზულად შეგიშალოთ ხელი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რისთვისაც მანქანაში სექსისთვის ძირითადად უკანა სავარძელს ირჩევენ ხოლმე.

8. სივრცის პრობლემა

სივრცის ნაკლებობა განსაკუთრებით პრობლემატური მცირე ზომის ავტომობილებშია. თუმცა სივიწროვეს თავისი პლუსებიც აქვს: რაც უფრო ცოტაა სივრცე, მით უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან. ნუ მოგერიდებათ იმის, რომ წინა სავარძლები მაქსიმალურად წინ გასწიოთ და საზურგეები გადასწიოთ. ამით თქვენ მხოლოდ თქვენი პარტნიორის კომფორტზე ზრუნავთ, რაც მას აუცილებლად მოეწონება.

Auto Bild

9. პოზა

ამ მხრივ ვერცერთი ექსპერტი ვერაფერს გირჩევთ, რადგან თქვენზე და თქვენს პარტნიორზე უკეთ არავინ იცის, რომელი პოზაა თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის საუკეთესო. ასე რომ, ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

10. ეპილოგი

ქალებს მოფერება სექსის მერეც უყვართ. ასე რომ, მანქანას მაშინვე ნუ დაქოქავთ!

Auto Bild
მსოფლიოში უმსხვილესი ეროტიკული აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის, Beate Uhse-ს (ს)ექსპერტი ანია დრიუსი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
მამაკაცის სასქესო ორგანოს იდეალური ზომა ცნობილია
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
საბა კვირკველიაზე უხეშობამ კინაღამ გუნდი-გუნდზე ჩხუბი გამოიწვია
გერმანიის ნაკრები: ოქროს თაობის ბოლო შანსი
გერმანია VS არგენტინა - ვინ დაიპყრობს მსოფლიოს?
სხვა სიახლეები
08.05.2014
როგორ უნდა შევამოწვმოთ ჩვენი მანქანები ჩვენთვითონ და თუ საჭიროა, როგორ უნდა მოვიყვანოთ ფორმაში, რათა შორ გზაზე მშვიდად წავიდეთ?
სრულად
წინ ცხელი ზაფხულია, შეამოწმეთ კონდიციონერი!
05.05.2014
ფრეონის ნაკლებობა დეფექტებს იწვევს, შემოწმება აუცილებელია
სრულად
როგორ უნდა მართოს მანქანა ორსულმა?
01.05.2014
არის თუ არა ნებადართული ორსული ქალისთვის ავტომობილის მართვა?
სრულად
ჯონ ჰერცი - ავტოგაქირავების მეფე
16 საკვირველი ფაქტი ინდოეთის შესახებ, რომელიც გაგაოცებთ
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა - Ferrari 250 GTO 52 მლნ დოლარად გაიყიდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 23°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Opel Astra H
Nissan Tiida
BMW X5
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3